close
ედიცინა

არგენტინის პრეზიდენტს, რომელიც რუსული Sputnik V-ით აიცრა, კორონავირუსი დაუდასტურდა

1617457382_60687b6a88cda

არგენტინის პრეზიდენტი ტვიტერზე წერს, რომ COVID19 დაუდასტურდა მას შემდეგ, რაც იანვარ-თებერვალში Sputnik V-ით აიცრა. ალბერტო ფერნანდესმა Sputnik V-ს პირველი დოზა 21 იანვარს გაიკეთა, ხოლო მეორე – 11 თებერვალს.

პრეზიდენტი 24 თებერვალს ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც სავარაუდოდ დაინფიცირდა. ანტიგენზე ტესტი 2 აპრილს ჩააბარა, მას შემდეგ, რაც ტემპერატურა ჰქონდა და სისუსტე იგრძნო.

აღსანიშნავია, რომ Sputnik V-ს ეფექტიანობა ინფექციის წინააღმდეგ არის 91,6%, რის შესახებაც ინფორმაცია სამედიცინო ჟურნალმა, Lancet-მა გაავრცელა. მარტის მონაცემებით, აღნიშნული ვაქცინა დამტკიცებული იყო მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, მათ უმრავლესობას წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიის ქვეყნები და ევროპის რამდენიმე სახელმწიფო.

ვაქცინის შესახებ ბევრი კითხვა არსებობდა და ევროკავშირის ქვეყნები ელოდებოდნენ შეუერთდებოდა თუ არა Sputnik V დადასტურებული ვაქცინების რიგს. Lancet-ის სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ ვაქცინას თავდაპირველად ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, ახლა კი ვირუსის წინააღმდეგ ერთი ვაქცინით მეტი გვაქვს. თუმცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ Lancet ავრცელებდა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი