close
ს საინტერესოა

ამერიკელ პროგრამისტს დაავიწყდა ელექტრონული საფულის პაროლი, რომელზეც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინს ინახავს

717c0ec30a0d5d60f04f4f276de9393f

წარმოშობით გერმანელ, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ პროგრამისტს, სტეფან ტომასს იმ ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა, რომელზეც 7 002 ბიტკოინს ინახავს.

გასულ თვეში ბიტკოინმა ისტორიული ზრდა განიცადა, თვეში-92%-ით, დღეს კი ერთი ბიტკოინის ფასი დაახლოებით 34 500 დოლარია. ამჟამად სტეფან ტომასის ელექტრონულ საფულეში 240 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი ინახება. პროგრამისტმა ელექტრონული საფულის პაროლი მყარ დისკზე შეინახა, ცნობილი როგორც IronKey. მყარი დისკი პაროლის გამოსაცნობად 10 ცდას ითვალისწინებს, თუმცა ტომასს მხოლოდ ორი ცდა დარჩა. მცდელობების ამოწურვის შემდეგ დისკზე ჩაწერილი ინფორმაცია სრულად წაიშლება.

პროგრამისტი კრიპტოვალუტით 2010 წელს დაინტერესდა და ამ თემასთან დაკავშირებით 2011 წელს ვიდეოებს აქვეყნებდა, რომლებშიც მოკლედ ხსნიდა კრიპტოვალუტისა და ბიტკოინების კონცეფციის შესახებ. ცოტა ხნის შემდეგ კი საჩუქრად 7 002 ბიტკოინი მიიღო, როდესაც მისი ფასი საკმაოდ დაბალი იყო და პაროლი მყარ დისკზე შეინახა, ასევე ფურცელზე დაწერა, რომელიც იმავე წელს დაკარგა. პროგრამისტი აღარ აპირებს ისევ სცადოს მყარდ დისკზე შესვლა და დაელოდება დროს, როდესაც რაიმე ახალი გამოგონებით შეძლებს რთული პაროლის გამოცნობას.

წყარო: The New York Times

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი