close
აქართველო

ალბათ, ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და იქცევა სეზონურ ვირუსად – გამყრელიძე

amiranagamyrelidze

კიდევ ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში” განაცხადა.

„ნორმალური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველი – მაინც მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით, ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად, აი მაგალითად, როგორიც გრიპია და უფრო სუსტ ვირუსად. ვაქცინაცია, ალბათ, დაგვჭირდება, ვფიქრობ სეზონური. თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ.

აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება. ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით – ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, მარტში ე.წ. „კომენდანტის საათის“ მოხსნა, დამოკიდებულია თებერვალში არსებულ ეპიდსიტუაციაზე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი