close
ედიცინა

ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაიტანს, დიდი ალბათობით ვაქცინაცია აღარ დასჭირდება – რატიანი

levani-

თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, როგორც ამბობენ ასეთ ადამიანს ვაქცინა არ სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.

ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია, ამის რესურსი ჩვენს ერს აქვს. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ – ვაიმე თუ დაემართა, რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა – ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი