close
H&M-ის ტანსაცმელი საქართველოში შეიკერება

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კაცისა და ქალის ტანსაცმლის მწარმოებელ ქარხანას, შპს „ემჯიემტექს“, ოფიციალურად გახსნის.

17 მაისიდან საწარმო პირველ შეკვეთას მიიღებს კომპანია H&M-სგან.

შპს „ემჯიემტექსი” ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოა. თავად შპს „ემჯიემტექსი“ კი რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose-ის” შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis-ი“ და სხვა.

საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ, უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე 130 ადამიანი დაასაქმა, 2 თვეში საწარმო გაეშვება სრული სიმძლავრით, დასაქმებულების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დამატებით 400 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.

რაც შეეხება, ინვესტიციის მოცულობას – საწყის ეტაპზე 1 200 000 ლარია, ხოლო, შემდეგ ეტაპზე, კომპანია დამატებით 5 000 000 ლარის ინვესტირებას აპირებს.

წყარო:  imedinews.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2