close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

“როდესაც შვილებს ასე დალოცავთ, ნახავთ ოჯახში როგორი სიყვარული და სიმშვიდე შემოვა”

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან:

“ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას კაცობრიობის წინაშე, ეს არის ოჯახის პრობლემა. ურთიერთდამკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. მათ შორის სიმშვიდე არ არის. იმის მაგივრად რომ შვილები სიყვარულით იყვნენ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ, შეურაცხყოფას აყენებენ დედ-მამას. არის შემთხვევა, როცა დედა სწყევლის შვილებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და წყევლა სრულდება.

ჩვენს წინაპრებში იყო შვილების დალოცვის ტრადიცია. იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ყველა შვილი ცალ-ცალკე უნდა დალოცოს. დალოცვის წინ აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება შვილისათვის მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს. მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შეასრულებთ ამ წესს. ეს დალოცვა ჩვენ შევადგინეთ და დღეს პირველად წავიკითხავ. ასეთი წესი იქნება, შვილს დააყენებთ მუხლებზე, იმ ხატის წინაშე, რომლითაც თქვენ ლოცავთ.

ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას. თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება თქვენი ოჯახი სიკეთისაკენ. უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. თქვენ ნახავთ რომ დალოცვის შემდეგ ოჯახში სიყვარული და სიმშვიდე შემოვა. დამშვიდდებიან მშობლები, დამშვიდდებიან შვილები.

„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო, უფალო ჩვენო იესო ქრისტე, სულო წმინდაო, ცხოველსმყოფელო, სამებაო, ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით, მოწყალე თვალით და დალოცე

შვილები ესე საქართველიოსა, მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მტკიცე მართლმადიდებლური სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე, მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა, ჰოი უფალი შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩემი ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირს ჰყავ ისინი ცათა სასუფევლისა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმინდათა შენთათა, ამინ”

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშეტრანსპორტი

17 წლის მოქალაქეები მართვის მოწმობას ვეღარ აიღებენ – მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

მართვის მოწმობის აღების წესის ცვლილებაზე პარლამენტი უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ბიუროზე დარეგისტრირებულია საკითხი, რომელიც მართვის მოწმობის აღების მეორე ეტაპს ითვალისწინებს.

კერძოდ, ცვლილება შედის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღებისთვის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწესებას ითვალისწინებს.

17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.

„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, – ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.

კანონის პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის მიმდინარეობისას ჩადენილი ცალკეული სამართალდაღვევებისთვის პირის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პედაგოგი, რომელმაც სიცოცხლის ფასად 10 ბავშვი გადაარჩინა, სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვეს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ციხისძირში 2019 წელს დაღუპული ბაღის მასწავლებელი, მარიამ კონცელიძე, სიკვდილის შემდეგ, „სამოქალქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

„ამ ჯილდოთი მინდა, გადმოგცეთ არა მხოლოდ ჩემი, არამედ საზოგადოების დიდი მადლიერება მარიამის ამ თავდადებისა და ბავშვების გადარჩენისთვის. ეს შეიძლება თქვენს ტკივილს არ აშუშებს, მაგრამ მომავალში, როცა გავა დრო და დაფიქრდებით, მიხვდებით, თუ რამდენად დიდი იყო დედათქვენის თავგანწირვა. დღეს შინდისის გმირების დღეა. უნდა ითქვას, რომ გმირები სხვადასხვა ფორმით მოდიან ქვეყანაში, არიან გმირები, რომლებიც ბრძოლის ველზე ეცემიან.

მაგრამ, არსებობენ გმირები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეიძლება ეს უფრო რთულია და კიდევ უფრო რთულია ის, რომ ქალი ხარ და იცი, შენ უკან შენი ოჯახია, მაგრამ ალბათ ეს არც უფიქრია. ეს იყო ის არაჩვეულებრივი ინსტინქტი, რაც ქალს ყოველთვის აქვს ყველა ბავშვის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველანი ძალიან მადლობელნი ვართ.

თქვენ უნდა იყოთ ამაყნი. ვიცი, რომ ეს გრძნობა ჯერ არის, რადგან ტკივილი სჭარბობს და ალბათ, სულ იქნება ეს ტკივილი, მაგრამ ნელნელა მას სიამაყეც დაემატება და რაღაცნაირად შეიძლება დააბალანსოს კიდეც ეს ტკივილი. ცოტა ხნის წინ, დავაჯილდოვე ერთ-ერთი ცნობილი რეინჯერი. ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბუნება და ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა. ესეც ის გმირობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და ეს არის ის, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიყვანა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ კონცელიძემ, 33 წლის პედაგოგმა, მინიმუმ ათი ბავშვი სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციას გაარიდა, თავად კი დაიღუპა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა ეღირება ავტობუსით მგზავრობა რუსთავიდან თბილისის მიმართულებით – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე  თქმით, თბილისი მიმართულებით ავტობუსით მგზავრობის ტარიფი ზუსტად ისეთივე იქნება, როგორიც არის თბილისში გადაადგილებისას. 50 თეთრი .

მისი თქმით, ამ მარშრუტზე საშეღავათო ფასით სტუდენტები ისევ ისარგებლებენ, ანუ მათ 20 თეთრად მოუწევთ მგზავრობა.

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრებს 60-მდე ავტობუსი მოემსახურება და მათი მოძრაობის ინტერვალი 10 წუთი იქნება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

განიხილება თუ არა კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ 22 მაისს ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

თუმცა, ტიკარაძის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ 22 მაისს ყველა ის შეზღუდვა მოიხსნება, რაც კორონავირუსის გამო დაწესდა.

„ეპიდსიტუაცია იმდენად ცვალდებადია,..ჯერ არ გვქონია ჩვენ ისეთი დღე და ისეთი ჯგუფი, როდესაც რამდენიმე დღის მანძილზე არ დაფიქსირებულა ინფექციის ახალი შემთხვევა. აქედან გამომდინარე სრულ მოხსნაზე ჯერჯერობით საუბარი არ მიმდინარეობს.

22 მაისამდე ჩვენ ჯერ კიდევ ვაკვირდებით. ჩვენ წინასწარ არ ვიძლევით იმის პირობას, რომ 22 მაისს სრულად მოიხსნება ყველა შეზღუდვა. თუმცა დაკვირვება მიმდინარეობს. თუ ჩვენ გვექნება 3-4 დღე სრულად თავისუფალი ახალი ინფიცირებული პაციენტებისგან, მერე გვექნება საფუძველი, რომ საკარანტინო ღონისძიებების სრულ მოხსნაზე ვიმსჯელოთ“, – ამბობს ტიკარაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

3-ზე მეტი პირის შეზღუდვა 18 მაისიდან იხსნება

18 მაისიდან, ორშაბათიდან, საქართველოში მოიხსნება COVID-19-ის კრიზისის თანმდევი შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ 3 ადამიანის შეკრებაა დასაშვები. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ შეზღუდვა იხსნება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებთან მიმართებით.

“ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანი გადაადგილებისა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით”, – აღნიშნა პრემიერმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშესაქართველოტრანსპორტი

როდის აღდგება და გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი?

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია და ჯერჯეობით უცნობია, როდის მოხდება მისი აღდგენა. ქალაქები ეტაპობრივად იხსნება, თუმცა მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. სფეროს სპეციალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ რეგიონებში მოძრავი ტრანსპორტი უნდა აღდგეს, თუმცა – რეკომენდაციების სრული დაცვით.

„სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ალბათ, ბოლო ეტაპზე მოხდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ მაქვს. მოთხოვნა არის, ტრანსპორტი ყველას უნდა. ფასებს რაც შეეხება, არა მგონია, მგზავრობა გაძვირდეს”, – განაცხადა  კახა უბილავამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ასტრონომია - კოსმოსიეს საინტერესოაკატეგორიის გარეშემსოფლიო

სასტუმრო ღია კოსმოსში

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? – წერს BBC.

2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა.

Aurora Station -ის სტუმრები იცხოვრებენ დიდი სივრცის მქონე ოთახში და 12 დღის განმავლობაში დედამიწის ხედებით დატკბებიან. ასევე ნახავენ ისეთ ატმოსფერულ მოვლენას, როგორიცაა ჩრდილოეთის ნათება.

Aurora Station -ის ორბიტაზე გაშვება 2022 წელს იგეგმება. ყველაზე იაფი ბილეთის ფასი ერთ პერსონაზე 9,5 მილიონი დოლარია.

როგორც კომპანია Orion Span-ის წარმომადგენლები აცხადებენ, უკვე მსურველების ვრცელი რიგი დგას. ამ დროისათვის ადგილები 7 თვის განმავლობაში წინასწარ არის დაჯავშნილი.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Netflix-ის ახალ სერიალში მერაბ ნინიძე ზიგმუნდ ფროიდის მასწავლებელს განასახიერებს

კომპანია Netflix-ის ახალ სერიალში მერაბ ნინიძე მოხვდა. სერიალი Freud 8 ეპიზოდისგან შედგება და ავსტრია-გერმანიის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს, მისი შემქმნელები კი მარვნ კრენი, შტეფან ბრუნერი და ბენჯამინ ჰესლერი არიან.

მერაბ ნინიძემ სერიალში ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლი ითამაშა. სიუჟეტის თანახმად, ახალგაზრდა ფროიდი ექსტრასესნთან და ინსპექტორთან ერთად 1880-იანი წლების ავსტრიაში მკვლელობებს იძიებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

5 შვილიანი დედა თბილისიდან საცხოვრებლად სოფლად გადავიდა

5 შვილიანი დედა საცხოვრებლად თბილისიდან სოფლად გადავიდა.
 სალომე პაპიძე მის შვილებთან ერთად “მთავარის” დილის გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად.

“სექტემბრიდან აქ ვცხოვრობთ, კორონამდე ბევრად ადრე წამოვედით და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. აქ მამასთან ვარ, ბავშვებს სუფთა ჰაერი და ნატურალური კვება აქვთ, თანაც ხშირად მესმოდა, რომ რეგიონებში უფრო მაღალი დონის სწავლებაა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მაუღლემ და გადმოვედით. თავიდან მართლა გამიჭირდა, რადგან მთლიანად მოვწყდი მეგობრებს და ძალიან აქტიურ ცხოვრებას. მერე მივხვდი, როგორი გადამწვარი ვიყავი და ამოვისუნთქე, დავისვენე. ონლაინსწავლებაც ძალიან მომწონს, აღარ ვართ გადარბენაზე, მშვიდად საუზმობის დროც გვრჩება, მეცადინეობისაც და გართობისაც, არსად გვეჩქარება… რაც ბევრს იფიქრებ, უფრო გაგიჭირდება გადაწყვეტილების მიღება. უნდა მიჰყვე დროს, უნდა მიჰყვე დინებას და რაც გასაკეთებელია, უნდა გააკეთო. ძალიან ბევრი ისტრესება ამ სიტუაციის გამო, ვცდილობ, სასარგებლოდ შემოვატრიალო და რასაც ადრე ვერ ვასწრებდი, ახლა მოვასწრო”, – ამბობს სალომე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 7 8 9 10 11 40
Page 9 of 40