close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა

წელს იაპონიაში საკურა ბოლო 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავილდა.

ეს, სავარაუდოდ, გლობალურ დათბობას უკავშირდება.

ალუბლის ხის ყვავილობა იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი მოვლენაა… წელს მისი აყვავება ჩვეულზე ადრე, ანუ, 26 მარტს იხილა კიოტოს მოსახლეობამ. ოფიციალური ჩანაწერებით დაფიქსირებული თარიღები გვიჩვენებს, რომ 1200-ზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ყველაზე ნაადრევი ყვავილობაა. სავარაუდოდ, ამაზე დიდი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებებსაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ტანზანიის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ხალხმრავლობას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის პოლიცია ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯონ მაგუფულის დაკრძალვაზე მისული ადამიანებიდან დაახლოებით 45 დაიღუპა, ხოლო 37 დაშავდა.

დაკრძალვის ცერემონია ქალაქ დარ-ეს-სალამის სტადიონზე 21 მარტს ჩატარდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაზე დაყრდნობით, მაცხოვრებლები სტადიონზე შესვლას სხვა გზებითაც ცდილობდნენ, რადგანაც სტადიონზე იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რამაც სტადიონის გადავსება და ჭყლეტა გამოიწვია.

პოლიციის თავდაპირველი ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა 5 იყო. თუმცა ერთი კვირის შემდეგ ისინი ადასტურებენ, რომ რიცხვი გაცილებით უფრო დიდია და 45-ს შეადგენს.

ჯონ მაგუფულიმ შეაჩერა ტანზანიაში COVID19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შემთხვევების გამოქვეყნება. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ბატონი მაგუფული სწორედ COVID19-ს ემსხვერპლა, თუმცა ინფორმაცია დადასტურებული არ არის. ვიცე-პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ  საავადმყოფოში გულის დაავადებისგან გამოწვეულ გართულებებს ემსხვერპლა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

საფრანგეთმა, იტალიამ და გერმანიამ ასტრაზენეკისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.

იტალიის წამლების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინის გამოყენების შეზღუდვის გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ, თუმცა, სააგენტოს განცხადებით, “ეს გადაწყვეტილება არის პრევენციული ხასიათის და არ უკავშირდება ვაქცინის რაიმე მძიმე გვერდითი მოვლენების აღმოჩენას.

გერმანიის გადაწყვეტილებით, ვაქცინის გამოყენების შეწყვეტა უკავშირდება ადგილობრივი რეგულატორის მიერ გაცემულ რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო კვლევები სისხლის თრომბის განვითარების რისკთან დაკავშირებით.

ვაქცინის გამოყენებას ოფიციალური პარიზიც აჩერებს. ქვეყნები ვაქცინის გამოყენებას ევროკავშირის მედიცინის მარეგულირებლის შეფასების დასრულებამდე წყვეტენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავღანეთში 12 წლის ზემოთ ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს საჯარო ღონისძიებებზე სიმღერის უფლებას უზღუდავენ

ავღანეთის განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლე გოგონებს, რომელთა ასაკი 12 წელზე მეტია, საჯარო ღონისძიებებზე სიმღერის უფლებას შეუზღუდავს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილში აღნიშნულია, რომ 12 წლის ზემოთ ასაკის სკოლის მოსწავლე გოგონებს იმ ღონისძიებებზე ექნებათ სიმღერის უფლება, რომლებსაც მხოლოდ ქალები ესწრებიან. უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება ყველა პროვინციას ეხება.

ამასთან, სიმღერის მამაკაც მასწავლებლებს უფლება არ ექნებათ, გაკვეთილები გოგონებსაც ჩაუტარონ.

აღნიშნული აკრძალვების განხორციელებაზე პასუხისმგებლები სკოლების დირექტორები იქნებიან.

წყარო : dw.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ

პოლონეთის მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ქვეყანაში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანა აეკრძალებათ, თუნდაც მარტოხელა მშობლები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის ერთობლივად აყვანა ეკრძალებათ, თუმცა ზოგიერთმა წყვილმა ამ აკრძალვის თავიდან აცილება შეძლო, როდესავ ბავშვის აყვანა წყვილის ერთი წევრის მიერ ხდებოდა. ამიერიდან კანონი ამას პირდაპირ აკრძალავს.

„ჩვენ ცვლილებას ვამზადებთ, რომლის თანახმად, ერთნაირსქესიანი წყვილი ვერ შეძლებს ბავშვის აყვანას“, – აღნიშნა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხალ ვოიჩიკმა.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბავშვების აყვანის სააგენტოებს დაევალებათ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, იმყოფება თუ არა პირი, რომელსაც ბავშვის აყვანა სურს, ერთნაირსქესიან ურთიერთობებში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მიანმარის მოსახლეობა გლოვობს საპროტესტო აქციებში მოკლულ ადამიანებს

მიანმარის დედაქალაქ ნაიფიიდოში უამრავი ადამიანი გამოვიდა სამხედრო გადატრიალების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგონას, სახელად Mya Thwe Thwe Khaing, თავში ესროლეს, ის 19 წლის იყო და ერთ-ერთია, ვინც საპროტესტო აქციებს ემსხვერპლა.

ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში დაღუპულის პატივსაცემად, ხალხის კოლონას თან ახლდა ასობით მოტოციკლი და ამ მსვლელობით გამოხატეს პროტესტი. მომიტინგეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდნენ და ისევ გამოვიდნენ კვირას ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ყველაზე მწვავე ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს სამხედროებმა.

მომიტინგეების მკვლელობასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერემმა თქვა: ”მიუღებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება, დაშინება და შევიწროება”.

ამის პარალელურად, Facebook ბლოკავს ახალი ამბების სოციალურ გვერდებს, რომლებსაც მიანმარის სამხედროები მართავენ. სამხედროებმა, რომლებმაც ამ თვის დასაწყისში დაამხეს არჩეული მთავრობა, პოლიტიკური ლიდერები კი დააკავეს, იმ მიზეზით, რომ გასულ წელს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა, რისი მტკიცებულებებიც არ აქვთ. მოსახლეობამ კი მასშტაბური აქციებით უპასუხა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩრდილოეთ კორეის იდუმალი პირველი ლედი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მეუღლე პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ერთი წლის შემდეგ.
რი სოლ ჯუ მეუღლეს სამშაბათს თან ახლდა ღონისძიებაზე, რომელიც იმართებოდა კიმ ჩენ ინის მამის და ყოფილი სახელმწიფო ლიდერის კიმ ჩენ ილის დაბადების დღესთან დაკავშირებით. ღონისძიება ფხენიანის ხელოვნების დარბაზში ჩატარდა და ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ნიღაბს არავინ ატარებდა. ქალბატონი რი მეუღლეს ხშირად ახლდა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, თუმცა გასული წლის იანვრის შემდეგ არ გამოჩენილა.
ქალბატონი რის გაუჩინარებამ წარმოშვა მოსაზრებები მისი ჯანმრთელობის პრობლემების ან ორსულობის შესახებ. სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურმა კი კონგრესმენებს განუცხადა, რომ ქალბატონი რი Covid-19-ის გამო თავს არიდებდა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნას.
კიმ ჩენ ინის მეუღლეზე ბევრი ინფორმაცია არ არის ცნობილი. ქალბატონი რი სწავლობდა საზღვარგარეთ უნივერსიტეტში, კერძოდ ჩინეთში, რაც ნამდვილად დიდი პატივია ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობისთვის. ის სავარაუდოდ 31 წლისაა, მეუღლესთან ქორწინებაში 2009 წლიდან იმყოფება და 3 შვილი ჰყავთ. მათ ნაჩქარევად იქორწინეს, მას შემდეგ, რაც კიმ ჩენ ინის მამამ, კიმ ჩენ ილმა ინსულტი მიიღო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალბატონი რი ადრე ორკესტრის მომღერალი იყო.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი „ამაზონზე“ მოხვდნენ

საქართველოს ორი უძლიერესი მეფე – თამარ მეფე და დავით აღმაშენებელი ამაზონზე მოხვდნენ.

 

თინათინ მჭედლიშვილისა და ირაკლი ბერიძის ავტორობით გამოცემული წიგნი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გვერდზე 21 იანვარს განთავსდა.

კრებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მომზადდა და მასში საქართველოს ამ ორი უძლიერესი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდებია გაერთიანებული.

 

გამოცემაში შეტანილია დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” და რუის-ურბნისის საეკლესიო კრების კანონები. ასევე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილთაშვილის – თამარ მეფის მმართველობის – “ოქროს ხანად” წოდებული ეპოქის საინტერესო ეტაპები. ქართველი მეფეების შესახებ გამოცემული წიგნი ამაზონზე 8 დოლარად იყიდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

10 ჰორმონი, რის გამოც წონაში იმატებთ: როგორ დავამშვიდოთ ისინი

რატომ არის, რომ ზოგი მთელი ცხოვრება დიეტებს იცავს, ზოგი კი ჭამს და არ სუქდება? დამნაშავე ნამდვილად გენეტიკაა თუ შეიძლება ერთი კატეგორიიდან მეორე ჯგუფში გადასვლა? ზედმეტ კილოგრამებზე ნერვიულობა არ უგულებელყოთ. თანამედროვე სამყაროში ეს საკმაოდ მწვავე საკითხია. აი, რატომ უნდა იცოდეთ იმ ჰორმონების შესახებ, რომლებიც წონაზე პასუხისმგებელნი არიან.

გსმენიათ, რომ სტრესით ადამიანი სუქდება? ეს ერთ–ერთი მარტივი მაგალითია: სტრესის განცდით სხეული განსხვავებულად მუშაობს და მისი წონა იცვლება. და ეს მხოლოდ ნერვებს არ ეხება. აღმოჩნდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში როგორც მინიმუმ 10 ფაქტორს სამოსის ზომაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

წონის ჰორმონები

ლეპტინი

ერთ–ერთი მთავარი ჰორმონი, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. ჩვენ მუდმივად ჭამა გვსურს, როცა ამ ჰორმონის დონე შემცირებულია. ამავდროულად, მისი ჭარბი რაოდენობა თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის. ფრთხილად იყავით!

გადაწყვეტილება: ხელოვნური დამატკბობლები ნაკლებად ჭამეთ, მაგრამ ხილი აუცილებლად მიირთვით. ჯანსაღი ძილი და რეგულარული კვება (3-4 საათში ერთხელ) ლეპტინის დონეს დაარეგულირებს.

გრელინი

ამ ჰორმონს კუჭ–ნაწლავის ტრაქტი შიმშილსა და ნერვებს შორის დელიკატური ბალანსისთვის აწარმოებს. ხშირი და მძიმე წახემსებით მისი დონე და შფოთვა იზრდება. თუ მშიერი ხართ, ის ნერვულ სისტემას ინარჩუნებს. გრელინის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დღეში მაქსიმუმ 5-ჯერ ჭამეთ (2 წახემსებით), ბევრი წყალი დალიეთ და საკმარისი რაოდენობის ცილა მიირთვით.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

ჰორმონების ეს ჯგუფი ცხიმოვანი უჯრედების დაშლაზე არიან პასუხისმგებელნი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისას ცხიმების დაშლა მცირდება, რაც წონის მატებას იწვევს. ჰორმონების გასაკონტროლებლად უმი ბოსტნეულის მიღებას მოერიდეთ, რაციონში თუთიის, იოდის და D ვიტამინის შემცველი პროდუქტების წილი გაზარდეთ (მაგალითად, ლობიო, იოდიზირებული მარილი, თევზი).

ინსულინი

ეს ჰორმონი სისხლში გამოიყოფა შაქრის გაზრდილი რაოდენობის საპასუხოდ, რომელიც ჭამის შემდეგ აუცილებლად წარმოიქმნება. იგი ზედმეტ შაქარს ცხიმში ინახავს, თან მის დაშლას ხელს უშლის.

ინსულინის შესამცირებლად საჭიროა ნახშირწყლების რაოდენობა (შაქარი, ცომეული, გაზიანი) შეამციროთ. მეტი მწვანილი მიირთვით, ბევრი წყალი დალიეთ და საკვების მიღებებს შორის მეტი შუალედი გააკეთეთ, რომ ინსულინის დონე შეამციროთ.

ესტროგენი

მას ქალის ჰორმონსაც უწოდებენ. ესტროგენის დეფიციტი მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას იწვევს. სწორედ ამიტომ, შეიძლება ერთდროულად გამხდარი და მსუქანი იყოთ. ესტროგენის დონის გასაკონტროლებლად ვარჯიში დაიწყეთ, უფრო მეტი მთელი მარცვლეულის პროდუქტები მიირთვით.

ტესტოსტერონი

ესტროგენის საპირისპირო! ქალებმა მის დონეს ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მისი გაზრდილი დონე თმიანობას, აკნეს, მენსტრუაციული ციკლის დარღვევას და უნაყოფობას ზრდის. ამავდროულად, დაბალი დონე სიმსუქნეს იწვევს.

ტესტოსტერონის დონის დეფიციტი არ დაუშვათ, მაგრამ ასევე არ გადააჭარბოთ! უფრო მეტი უჯრედისი, C ვიტამინით, მაგნიუმით, თუთიით და ცილებით მდიდარი პროდუქტები მიირთვით. ასევე აქტიური ფიზიკური ვარჯიში არ დაგავიწყდეთ.

სომატოტროპინი

ზრდის ჰორმონი, რომელიც მკვებავი ნივთიერებების და ენერგიის მისაღებად ცხიმების დაშლაზეა პასუხისმგებელი. ამისთვის ძილის წინ ყავა არ დალიოთ, სტრესს მოერიდეთ და თერმულად დამუშავებული საკვების წილი შეამცირეთ.

კორტიზოლი

მას სტრესის ჰორმონს უწოდებენ. სტრესის და უძილობის დროს კორტიზოლის დონე იზრდება. ეს კი მადის მატებას და პრობლემების ჭამით გაქრობას იწვევს. მაშინაც კი, თუ დღიური კალორიების დონეს არ აჭარბებთ, სტრესის დროს მიღებული საკვები ცხიმებში ინახება.

კორტიზოლის დონის გასაკონტროლებლად მხოლოდ ჭამა საკმარისი რაა. ჯანსაღი ძილი, გასართობი ჰობი და სულიერ ჰარმონიაზე მუშაობა უფრო დაგეხმარებათ! და მაინც, რაციონიდან შემწვარი საკვები და ალკოჰოლი გამორიცხეთ.

მელატონინი

ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ჰორმონი ჩვენს სიაში. ძილის ჰორმონი დასვენების დროს ცხიმის დაშლაში დაგეხმარებათ. უფრო სწრაფად დაიკლებთ, თუ უფრო მეტს დაიძინებთ. საჭირო დონის შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 საათი ძილი აუცილებელია. ხოლო ხარისხიანი ძილისთვის დაწოლამდე ნახევარი საათით ადრე ტელეფონი გვერდზე გადადეთ. მელატონინი სიბნელეში იწარმოება.

ჰორმონები – ჩვენი მთავარი დამხმარეები წონის მართვაში. როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი რამ საკვების მიღებაზეა დამოკიდებული! სწორედ ამიტომ, დიეტა ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია ჭარბ წონასთან საბრძოლველად. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როგორიცაა მელატონინი, კორტიზოლი და რიგი სხვა ჰორმონი, სალათით სადილობა საკმარისი არაა. ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიიდან სასარგებლო დასკვნები გააკეთეთ!

წყარო : alltime.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დედის ლოცვა – ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს განსაცდელებისგან იცავთ

ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა!
უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.

განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:

“მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული” (იგ.1;8,9). თუ არ “დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ” (იგ.3; 21,26).
ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 6 7 8 9 10 40
Page 8 of 40