close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ამერიკელმა ექიმებმა პაციენტს საკუთარი უჯრედებიდან ლაბორატორიაში შექმნილი ყური გადაუნერგეს

ამერიკელ მედიკოსთა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ ადამიანის ყური აღადგინეს და 3D ბიოიმპლანტის შესაქმნელად პაციენტისვე ქსოვილი გამოიყენეს.
ოპერაცია კლინიკური კვლევის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი მიკროტიით (ზედმეტად მცირე ზომის ყურის ნიჟარა) დაავადებული ადამიანებისთვის იმპლანტის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასება იყო.
იმპლანტი AuriNovo კომპანია 3DBio Therapeutics-მა შექნა, ოპერაციას კი სან ანტონიოში მდებარე მიკროტია-ყურის თანდაყოლილი დეფორმაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი და დირექტორი, არტურო ბონილა ხელმძღვანელობდა.
მისი თქმით, იმედი აქვს, რომ ერთ დღეს იმპლანტი ჩაანაცვლებს მიკროტიის ამჟამინდელ მკურნალობას, რომელიც გულისხმობს პაციენტის ნეკნების ხრტილის გადანერგვას ან სინთეტიკური მასალის, ფოროვანი პოლიეთილენის (PPE) გამოყენებას გარე ყურის აღსადგენად.
პროცედურა მოიცავს პაციენტის ჯანსაღი ყურის 3D სკანირებას, რათა შეიქმნას მოდელი, შემდეგ ყურის ხრტილოვანი უჯრედების ნიმუშის შეგროვებას და მათ საკმარის რაოდენობამდე გაზრდას.
ეს უჯრედები შერეულია კოლაგენზე დაფუძნებულ ბიო-მელთან, რომელიც გარე ყურის ფორმას იღებს. იმპლანტი გარშემორტყმულია დაბეჭდილი, ბიოდეგრადირებადი გარსით, რომელიც დროთა განმავლობაში შეიწოვება პაციენტის სხეულში.
იმპლანტირებული ყური უნდა მომწიფდეს დროთა განმავლობაში, შეიძინოს ნორმალური ყურის ბუნებრივი სახე და შეგრძნება, მათ შორის ელასტიურობა.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

პაციენტს 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური წარმატებით გადაუნერგეს!

The New York Times-ის ცნობით, 3DBio Therapeutics-ის მეცნიერთა ჯგუფმა პაციენტს წარმატებით  გადაუნერგა 3D პრინტერით დაბეჭდილი ყური. თანაც, ყური უშუალოდ პაციენტის უჯრედებისგან იყო დამზადებული.

ექსპერტების აზრით, ეს პირველი შემთხვევაა ქსოვილების ინჟინერიის სფეროში, რომელიც რეგენერაციული მედიცინის ახალ ეპოქას მოასწავებს. „ეს ნამდვილად დიდი საქმეა, რადგან გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგია აღარ არის „თუ“, არამედ როდის“. ყველაფერი დროის საქმედ იქცა“, — აღნიშნავს მელონის ბიოსამედიცინო ინჟინერიის მკვლევარი, ადამ ფაინბერგი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ბუქარესტის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.

სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

„საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის.

„ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის – „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა“, – აღნიშნა ბუქარესტის მერმა.

ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

წყალქვეშა ვულკანი წყნარ ოკეანეში ჩვენ თვალწინ ახალ კუნძულს ქმნის

გასულ კვირას წყნარ ოკეანეში, ტონგას მახლობლად ამოხეთქილმა ვულკანმა მოსახლეობას დიდი პრობლემა შეუქმნა და ცუნამიც გამოიწვია. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენს თვალწინ ფორმირდება ახალი კუნძული წყალქვეშა ვულკანის მეშვეობით.
2015 წელს იგივე ვულკანი ამოიფრქვა და პატარა კუნძულიც წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ვარაუდობდნენ მის გაქრობას, 2022 წელს ფულკანი კვლავ ამოიფრქვა და კუნძულმაც გაფართოება დაიწყო. 2015 წელსვე ახლადფორმირებული ვულკანური კუნძულის გარშემო გამოჩნდა სიცოცხლე. კუნძულს სახელი მალევე უწოდეს და Hunga-Tonga Hunga-Ha’apai დაარქვეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რუსი სამხედროები, რომლებსაც ჩერნობილი ჰქონდათ აღებული, ერთ წელზე ნაკლებს იცოცხლებენ

რუსი ოკუპანტები, რომლებსაც რამდენიმე დღე ჩერნობილი ჰქონდათ დაკავებული, ერთ წელზე ნაკლებს იცოცხლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი ჰერმან გალუშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სამხედროები იმყოფებოდნენ აკრძალულ ზონაში, რის შედეგადაც დიდი დოზით  დასხივება მიიღეს.

გარდა ამისა რადიონუკლიდები დარჩა სამხედრო აღჭურვილობაზეც, რადგან რადიაცია ლითონზეც აისახება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დანიამ თითქმის ყველა კოვიდრეგულაცია გააუქმა

დანია ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა. გარდა ამისა, ქვეყანაში გაიხსნა ღამის კლუბები, გვიან ღამით ალკოჰოლის გაყიდვა ნებადართული გახდა და კონტაქტების კვლევის აპლიკაციაც აღარაა აუცილებელი დაწესებულებებში შესასვლელად, – ამის შესახებ BBC წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსითინფიცირების შემთხვევათა მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, ხელისუფლება ამბობს, რომ ვირუსი აღარ მიიჩნევა კრიტიკულ საფრთხედ“, – წერს BBC.

ექსპერტების თქმით, ცვლილებები ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლითააგამოწვეული.

„მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობაა სამი დოზით აცრილი. ვაქცინირებულებისთვის, „ომიკრონი“ არაა მძიმე დაავადება. ჩვენც მიგვაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილია“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ლონე სიმონსენი.

აქამდე, დანიაში, მაღაზიებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო იყო. ამასთან, დახურულ სივრცეებში შეკრებებზე შეზღუდული იყო პირთა რაოდენობა. ამიერიდან, მოიხსნა სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულებაც.

შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს არავაქცინირებული მოგზაურებისთვის, რომლებიც დანიაში ჩავლენ. ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულო რჩება საავადმყოფოებსა და თავშესაფრებში.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

თუ 9 თვის განმავლობაში პირი “ბუსტერს” არ გაიკეთებს, კოვიდ სერტიფიკატს ვადა გაუვა – ევროკავშირის ახალი რეგულაცია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით კოვიდ სერტიფიკატს ვადა 9 თვეში გაუვა იმ შემთხვევაში თუ მეორე დოზიდან 9 თვის განმავლობაში პირი ბუსტერ დოზას არ გაიკეთებს.

ბუსტერ დოზის გაკეთების შემდეგ კი კოვიდ პასპორტი უვადო გახდება.

ახალ რეგულაციას მხარი ევროკავშირის წევრმა 27-ვე ქვეყანამ დაუჭირა.

რეგულაცია 1 თებერვლიდან ამოქმედდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჯანმომ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის რეკომენდაცია გასცა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ან შემსუბუქების რეკომენდაცია გასცა. საგანგებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა ომიკრონის გავრცელებას ხელი ვერ შეუშალა და ის ყველა ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ სტრესს უწყობს ხელს.

ასევე, კომიტეტის ინიციატივაა, რომ საერთაშორისო მოგზაურებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ერთადერთი მოთხოვნა არ იყოს, რადგან, მათი თქმით, აცრები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირადაა ხელმისაწვდომი. სანაცვლოდ, კომიტეტი სთავაზობს ქვეყნებს, უფრო ფართოდ გამოიყენონ სხვა ზომები, მაგალითად, ტესტირება ან იზოლაცია/კარანტინი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავსტრიაში, შესაძლოა, აუცრელებისთვის ლოქდაუნი გამოცხადდეს

ავსტრიაში, შესაძლოა, აუცრელი მოქალაქეებისთვის ლოქდაუნი გამოცხადდეს. ამის შესახებ BBC წერს. როგორც გამოცემა იტყობინება, ამ ეტაპზე, საუბარია აუცრელებისთვის შეზღუდვების დაწესებაზე ავსტრიის რამდენიმე ფედერაციულ მიწაზე. მათ შორის ზემო ავსტრიის და ზალცბურგის მიწაზე. თუმცა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფედერალური მთავრობის თანხმობაც სჭირდება.

როგორც ავსტრიის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, აუცრელი მოქალაქეებისთვის ლოქდაუნის გამოცხადება გარდაუვალი იყო. მისივე თქმით, მოსახლეობის 2/3 არ უნდა ზარალდებოდეს იმის გამო, რომ სხვები ყოყმანობენ (აცრაზე). როგორც კანცლერი განმარტავს, ლოქდაუნის მიხედვით, აუცრელებს არ ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ საცხოვრებელი სახლი, თუ მნიშვნელოვან საქმეზე არ მიდის, მაგალითად სამსახურში, საკვების საყიდლად ან სავარჯიშოდ.

ცნობისთვის, ზემო ავსტრიის რეგიონი, რომელიც გერმანიისა და ჩეხეთის საზღვრებთან მდებარეობს და სადაც 1.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კოვიდინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით და ვაქცინაციის დაბალი ტემპით გამოირჩევა. ამასთან, მთლიანად ქვეყანაში მხოლოდ ბოლო 24 საათში 12 000-მდე კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში უკვე მოქმედებს აუცრელებისთვის რესტორნებში, კინოთეატრებში, სილამაზის სალონებსა და სხვა მსგავს სივრცეებში შესვლაზე აკრძალვა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

აშშ-ში 16 წლის გოგომ გამტაცებლისგან თავი TikTok-ის ცნობილი ჟესტით დაიხსნა

აშშ-ში დაკარგული თინეიჯერი გოგო მას შემდეგ იპოვეს, როცა მან გამვლელი მძღოლის ყურადღების მისაპყრობად TikTok-ზე ცნობილი ჟესტი გამოიყენა, რომელიც გასაჭირში ყოფნასა და ოჯახში ძალადობაზე მიანიშნებს.

16 წლის გოგო ბოლოს 4 ნოემბერს, კენტუკის შტატის ქალაქ ლონდონის მახლობლად, ვერცხლისფერ ტოიოტაში დააფიქსირეს. მძღოლმა პოლიცია მაშინვე გამოიძახა, როცა შენიშნა, რომ გვერდით მანქანაში მყოფი მგზავრი ქალი იმ ჟესტს იყენებდა, რომელიც TikTok-დან გასაჭირის ან ოჯახში ძალადობის გამო დახმარების თხოვნის სიგნალითაა ცნობილი. მან პოლიციასთან ზარის დროს აღნიშნა, რომ გოგო აშკარად გასაჭირში იყო და მანქანას ასაკოვანი კაცი მართავდა.

შერიფმა და სხვა გამომძიებლებმა ტოიოტა გზატკეცილიდან გამოსვლისას გააჩერეს და მძღოლი დააკავეს. გამოძიებამ მალევე დაადგინა, რომ მოზარდის დაკარგვის შესახებ მშობლებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს.

გატაცებულმა გოგომ პოლიციას უთხრა, რომ ის კაცთან ერთად კაროლინაში, ტენესიში, კენტუკისა და ოჰაიოში გადაადგილდებოდა. მთელი ეს დრო კი გზაზე სხვა მძღოლების ყურადღების მიქცევას ცდილობდა, რათა მათ დასახმარებლად 911-ზე დაერეკათ. პოლიციამ 61 წლის ჯეიმს ჰერბერტ ბრიკი შემთხვევის ადგილზე დააკავა და ბრალი უკანონო თავისუფლების აღკვეთისთვის წაუყენა.

ჟესტი, რომელიც მოზარდმა გამოიყენა, საზოგადოებას პირველად კანადის ქალთა ფონდმა გასულ წელს გააცნო. ეს ჟესტი ძალადობასა და გასაჭირზე მიუთითებს და ქალებს შესაძლებლობას აძლევს, რომ ასეთ მომენტში დახმარება გაცილებით უფრო ფრთხილად ითხოვონ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 40
Page 5 of 40