close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა მსოფლიოს უდიდესი ბაქტერია აღმოაჩინეს

მეცნიერებმა გიგანტური ზომის ბაქტერია აღმოაჩინეს, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
1 სანტინეტრი სიგრძის ბაქტერიას, T. magnifica-ს, რომელსაც ადამიანის წამწამის ზომა და ფორმა აქვს, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაქტერიის კლასიფიკაცია მიანიჭეს.
T. magnifica  ჩაძირულ, ლპობაშეპარულ მანგრის ხის ფოთლებზე, კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.
ორგანიზმი არ არის საშიში და  ადამიანებში დაავადებებს არ იწვევს, მაგრამ გაოცდებით მისი პროპორციებით.
“ეს ბაქტერიები დაახლოებით 5000-ჯერ აღემატება ბაქტერიების უმეტესობას და ჩვენთვის, ადამიანებისთვის, იგივეა, რომ შევხვდეთ სხვა ადამიანს, რომელიც იქნება ისეთივე მაღალი, როგორც „ევერესტის” მთა,”- განაცხადა აშშ-ის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის ერთობლივი გენომის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჟან-მარი ვოლანდმა.

ასევე აღმოჩნდა, რომ ბაქტერია შეიცავს სამჯერ მეტ გენს, ვიდრე ბაქტერიების უმეტესობა და ასობით ათასი გენომის ასლი ვრცელდება თითოეულ უჯრედში, რაც მას უჩვეულოდ რთულს ხდის.

T. magnifica თავდაპირველად 2009 წელს, გვადელუპეში, მცირე ანტილის კუნძულებზე აღმოაჩინეს, მაგრამ მაშინ მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ექიმმა ვოლანდმა და კოლეგებმა მისი დეტალური შესწავლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს.

წყარო : BBC
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 1000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უსახლკაროდ დარჩა ასობით ადამიანი.

მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი ავღანეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პაკისტანსა და ირანში, თუმცა, ამ ქვეყნებში ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა USAID-ს და სხვა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს დაავალა, შეაფასონ, როგორ შეიძლება რეაგირება ავღანეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მეცნიერებმა თვალშიდა ინექციისთვის ბიოდეგრადირებადი მიკრონემსი შექმნეს

ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ საჭიროა წამლების ფრთხილად შეყვანა თვალში.
პროცესს, შესაძლოა, გარკვეული  გართულებები მოჰყვეს, მაგალითად, არსებობს ენდოფთალმიტის განვითარების რისკი, ეს არის ბაქტერიული ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერიების შეღწევა ხვრელში, სადაც ნემსი შევიდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა შეიმუშავა ახალი, პოტენციურად უკეთესი სისტემა მედიკამენტების თვალში ამ გართულებების გარეშე ინექციისთვის.

თვალის ინექციის მეცნიერული ტერმინია “ინტრავიტრეალური ინექცია”, რადგან ხდება წამლის მინისებრ სხეულში მოთავსება (ჟელესმაგვარი სითხე, რომელიც ავსებს თვალის კაკალს). იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა (AMD) და დიაბეტური თვალის დაავადება.
ამჟამად მკურნალობა არის სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორის საწინააღმდეგო წამლის მრავალჯერადი ინექცია თვალის ჟელესმაგვარ ნივთიერებაში.

ჯგუფმა შექმნა ულტრა თხელი მიკრონემსი, რომელიც რეალურად რჩება თვალში და საბოლოოდ ბიოდეგრადირდება.

მიკრონემსს აქვს ჰიდროგელის „საცობი“ შექმნილი ნახვრეტის დასახურად და თანდათან უშვებს წამალს.

მკვლევარებმა, რომელთა უმეტესობა სამხრეთ კორეის ინსტიტუტებიდან არიან,  ახალი სისტემა რამდენიმე გზით გამოსცადეს.
თავდაპირველად ჯგუფმა მიკრონემსები  ღორის ამოკვეთილ თვალებზე გამოსცადა. ცდამ აჩვენა, რომ ხვრელი ინექციის შემდეგ დაიხურა და წამალი თვალში ისე გავრცელდა, როგორც მოსალოდნელი იყო.

შემდეგ გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და მიკრონემსი ცოცხალ ღორებზე გამოსცადა. ინექციას გაჟონვა ან ანთება არ გამოუწვევია და შვიდი დღის შემდეგ ნემსის წვერი კვლავ დამაგრებული ადგილზე.

ისევე როგორც ყველა ამ ტიპის ექსპერიმენტების შემთხვევაში, დიდი გზაა გასავლელი მანამ, სანამ პაციენტებს კლინიკებში ინექციას ბიოდეგრადირებადი თვითჩამკეტი მიკრონემსის გამოყენებით ჩაუტარებენ, მაგრამ ამ დროისთვის შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს არის საინტერესო აღმოჩენა და შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტა შეძლოს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ საეჭვო სიგნალები დააფიქსირეს, რომელიც, შესაძლოა, უცხოპლანეტელებთან იყოს დაკავშირებული

ჩინელი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთის უზარმაზარმატელესკოპმა,ცის თვალმა, შესაძლოა, შორეულიუცხოპლანეტელების ცივილიზაციისგან სიგნალები დააფიქსირა.

კერძოდ, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიებისსამინისტროს ოფიციალურ გამოცემა Science andTechnology Dailyში გამოქვეყნებულ აანგარიშშიაღნიშნულია, რომ პეკინის Normal University-ის ასტრონომებმა დააფიქსირეს რამდენიმე შემთხვევადედამიწის მიღმა შესაძლო ტექნოლოგიური კვალისდა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის შესახებ“.

ანგარიშის თანახმად, სიგნალები დააფიქსირაჩინეთის რადიოტელესკოპმა (FAST), რომელსაცცისთვალსუწოდებენ და რომელიც მსოფლიოშიყველაზე დიდი რადიოტელესკოპია.

ჩინელი მეცნიერების მტკიცებით, საეჭვო, ვიწროხაზოვანი, პოტენციურად ხელოვნური რადიო სიგნალები სამჯერ დააფიქსირეს, მათ შორის ერთხელ 2022 წელს.

ვინაიდან სიგნალები ვიწროზოლიანირადიოტალღებია, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება მხოლოდ ადამიანის თვითმფრინავებისა და თანამგზავრების მიერ, ისინი შეიძლება წარმოებული ყოფილიყო უცხოპლანეტელების ტექნოლოგიით. თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ მათი დასკვნები წინასწარია დასიფრთხილით უნდა მოეკიდონ მანამ, სანამ ანალიზი დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში გამოქვეყნების შემდეგ მალე წაშალეს, მისი მოულოდნელი წაშლის მიზეზები გაურკვეველია.

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ევროპა-აზიის სატრანზიტო დერეფანში

გასაკვირი არ არის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპასა და აზიას შორის სამხრეთ კავკასიის გავლით ტრანზიტი საკმაოდ გაზარდა. მას შემდეგ, რაც რუსულ რკინიგზაზე სანქციები დაწესდა, საერთაშორისო კომპანიები რუსეთის გზის ავლით ცდილობენ ტვირთის გადაზიდვას. 2022 წლის ბოლოსთვის გადაზიდვების მოცულობის 6-ჯერ გაზრდას ელოდებიან.
ტრანზიტზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აზერბაიჯანმა, საქართველომ, ყაზახეთმა და თურქეთმა რეგიონული ტრანსპორტირების პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა დაისახეს მიზნად და 31 მარტს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. სავარაუდოდ, დაბალგანვითარებული ინფრასტრუქტურის გამო, სამხრეთ კავკასიას მზარდი სატრანზიტო მოთხოვნის დაკმაყოფილება გაუჭირდება. ერთ-ერთი პრობლემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ტრანსკასპიური კორიდორის მთავარ სატრანზიტო გზად გადაქცევაში.
რუსეთის ალტერნატიული, ტრანსკასპიური გზით ჩანაცვლების მცდელობა ახალი არ გახლავთ. აქედან დაიბადა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამა ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. ასევე 2013 წელს, ჩინეთმა შეიმუშავა პროექტი „ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა“. იგი ორი ნაწილისგან შედგებოდა – აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი და საზღვაო აბრეშუმის გზა, რომლებიც ჩინეთს საშუალებას მისცემდა ევროპას სახმელეთო და საზღვაო გზებით დაჰკავშირებოდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

Microsoft-ი Internet Explorer-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-ი საბოლოოდ წყვეტს Internet Explorer-ის სამომხმარებლო ვერსიას.
Internet Explorer-ის დებიუტი Windows დესკტოპ კომპიუტერებზე პირველად 27 წლის წინ, 1995 წელს გამოჩნდა და 2004 წლისთვის ბაზრის 95%-ი დაიკავა. მაგრამ ახლა დომინანტურია Google Chrome, Apple-ის Safari და Mozilla Firefox-ი.
Internet Explorer-ის პოპულარობა შეარყია უფრო სწრაფი ბრაუზერების შექმნამ, როგორიცაა Chrome და Firefox, რადგან მომხმარებლებმა ახალი აპლიკაციების გამოყენება სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Google Search-ზე, Facebook-სა და YouTube-ზე დაიწყეს.
სმარტფონების გამოყენების ზრდამ კიდევ უფრო შეამცირა Internet Explorer-ის მოხმარება, რადგან Apple-ის წინასწარ დაინსტალირებულმა ბრაუზერმა, Safari-მ და Android ტელეფონებზე Google Chrome-მა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ინტერნეტზე წვდომისა და მისი გამოყენების მობილურ სფეროში გადატანას.

Microsoft-ი განმარტავს, რომ მის დესკტოპ ბრაუზერზე წვდომა შენარჩუნდება Windows-ის ძველ ვერსიებზე, მათ შორის Windows 8.1-ზე, Windows 7 გაფართოებული უსაფრთხოების განახლებებსა და Windows 10-ის შეზღუდულ ვერსიებზე.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება

20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება.

„კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპორტო საშუალებებში აღარ იქნება სავალდებულო პირბადის გამოყენება. პირბადის გამოყენების რეკომენდაციის შესრულება მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. პირბადის გამოყენება სავალდებულო დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

KFC-ი მენიუში მცენარეულ “ქათმის ხორცს” ამატებს

KFC-ის მენიუში, აშშ-ის მასშტაბით, 10 იანვრიდან ახალი მცენარეული პროდუქტი გამოჩნდება, რომელსაც ქათმის ხორცის გემო ექნება, თუმცა ქათმის ხორცი არ იქნება.
მცენარეული „ქათმის ხორცი“ – Beyond Fried Chicken – კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.  KFC-ის პრეზიდენტი აშშ-ში კევინ ჰოჩმანი აცხადებს, რომ მათი მომხმარებლების ნაწილს ნაკლები ცხოველური ცილის მირთმევა სურს და თან არ უნდა, რომ მსგავს კომფორტულ საკვებზე უარი თქვას. ჰოჩმანის განმარტებით, სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა KFC-ის ახალი პროდუქტი განკუთვნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროდუქტი, თავდაპირველად, შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი.
Beyond Fried Chicken-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც ცალკე (თითო ულუფაში 6 ან 12 ნაჭერი), ასევე, კომბო მენიუში, რომელშიც მის გარდა, საშუალო ზომის სასმელი და კარტოფილი ფრიც შევა. საწყისი ფასი 6.99 აშშ დოლარი იქნება.
”გემო იმდენად კარგია, რომ მომხმარებელმა, შესაძლოა, ჩვეულებრივ შემწვარ ქათმის ხორცს Beyond Fried Chicken-ი ამჯობინოს,“- განაცხადა ჰოჩმანმა.
ნაგეთსები რესტორნებში მზა სახით მივა, მომსახურე პერსონალი კი მათ ხელახლა შეწვავს სერვირებამდე. თუმცა, მენიუს ახალი ელემენტი მკაცრი ვეგანების ან ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ის მზადდება იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლებს ჩვეულებრივ ქათმის ხორცს სთავაზობენ.

წყარო : CNN

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„8 თვიდან ბავშვს დააწყებინეთ თითებით ჭამა, რომ სენსორები განვითარდეს…“ – პედიატრი ქეთი ნემსაძეს რჩევები

პედიატრმა, ქეთი ნემსაძემ ბავშვის ჯანსაღ გარემოში გაზრდისა და მისი დადებითი ემოციური სტატუსის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ჩვენი მიზანია დედასთან თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება, რომ ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს ბავშვი და მას ჰქონდეს დადებითი ემოციური სტატუსი, მუდმივად იყოს წარმატებული და სულ აქებდნენ, როგორც წარმატებულს. ეს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ექვსი თვიდან აუცილებელია, რომ ბავშვს წაუკითხონ წიგნი. დედას შეუძლია ამოიკითხოს რაც უნდა ის, იმ წიგნში, მაგრამ ხელი გააყოლოს ასოებს. 8 თვიდან ბავშვს დააწყებინოს თითებით ჭამა, რომ სენსორები განვითარდეს და ათი თვიდან ხელში მისცეს ფანქარი, რომ ბავშვმა რაღაც დახატოს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველაფერს აგროვებს. მისი ყველა რეკომენდაცია არის მისაღები ჩვენთვის. 4-5-ჯერ ბავშვი უნდა გახდეს ავად ვირუსებით. ეს ნორმაა. ეს არის იმუნოლოგიის ვარჯიში. არავითარ შემთხვევაში ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ ინიშნება. ანტიბიოტიკი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სტრეპტოკოკული ინფექცია, ან რომელიმე ბაქტერია გააქტიურდება. ამ პროცესს მხოლოდ ექიმმა უნდა უხელმძღვანელოს. თვითნებური მკურნალობით თქვენ აფერხებთ ვირუსთან გამკლავების მეთოდოლოგიას.“- აღნიშნულის შესახებ, პედიატრმა  გადაცემა „იმედის დღეში“ ისაუბრა.

წყარო: „იმედის დილა“

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა უნდა გააკეთონ ბავშვის ბედნიერებისთვის მშობელმა და მასწავლებელმა – შალვა ამონაშვილის რჩევები

აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი ხშირად საუბრობს მოზარდებზე, სკოლის მოსწავლეებსა და მათი აღზრდის ტენდენციებზე. აკადემიკოსი მიიჩნევს, რომ მოზარდის სწორად აღზრდა-განვითარებაში უდიდესი როლი სწორედ მშობლებსა და მასწავლებლებს, სკოლას შეაქვს.
ქვემოთ, გთავაზობთ აკადემიკოსის ნააზრევს, თუ როგორ უნდა მოიქცეს მშობელი და მასწავლებელი, რათა ბავშვი ბედნიერი იყოს.
„სკოლამ სული გაუშვა ხელიდა. სამწუხაროდ, მშობლები ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ – „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ – რა მნიშვნელობა აქვს რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ თუ მეორემ გაგაბედნიერათ ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან – კლასში, მაგრამ აი ახლა თქვენს წინაშე ვდგავარ.
ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია. დედა რომ ხარ, ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო შენ არც კი იცი რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენ გულში, მე არ ვიცი და ვერავინ გეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.
ჩვენ იმდენად ვართ ადამიანებ, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალი, სხვანაირია თვალები, მეტყველება და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა – ჩვენში და ჩვენს გარშემო ყველაფერი..“ – აცხადებს აკადემიკოსი, შალვა ამონაშვილი.

წყარო: www.etaloni.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 40
Page 4 of 40