close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

მადრიდში და სოფიაში საველე ჰოსპიტალებს ამზადებენ

5 500 ადგილიანი საველე ჰოსპიტალი მადრიდში დღეს პირველ პაციენტებს მიიღებს. ვირუსით გარდაცვლილთა მკვეთრი ზრდის ფონზე, ესპანეთის ხელისუფლებამ საველე ჰისპიტლების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

საავადმყოფოში განთავსდება 5,500 საწოლი, რაც მას ევროპის ტიპის ყველაზე დიდ სამედიცინო დაწესებულებად აქცევს.

ჰისპიტლის დირექტორმა, ანტონიო ზაპატერომ, გაზეთ El Mundo-ს განუცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს 300 პაციენტს გადაიყვანენ.

კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ესპანეთში 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეს 28,572-ს შეადგენს.

ინფექციურ დაავდებასთან ბრძოლის მიზნით ესპანეთმა დახურა ყველა ბარი, რესტორანი, სასტუმრო. ჩაკეტა საზღვრები.

მიუხედავად უზარმაზარი შეზღუდვებისა, პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა არ გამორიცხა, რომ კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს საკარანტინო პირობები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენრტში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ბოლო 24 საათში კორონავირუსით იტალიაში 627 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 627 ადამიანი გარდაიცვალა,  ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა  4 032 ადამიანია. 20 მარტს კორონავირუსით ინფიცირების 5 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით ვირუსი 47 021 ადამიანს აქვს.

ყველაზე მეტი, 2 549 ადამიანი კორონავირუსით ლომბარდიის რეგიონშია გარდაცვლილი, 640 ემილია-რომანიაში, ხოლო 209 პიემონტეში. ვირუსი ნაკლებადაა გავრცელებული სამხრეთის რეგიონებში. იტალიის 21 რეგიონიდან, ერთადერთი რეგიონი ბაზილიკატაა, სადაც დღემდე არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

დანიაში სუპერმარკეტი 1 ცალ სადეზინფექციო სითხეს $5,8-ად ყიდის, 2-ს — $145-ად

27 თებერვლიდან დღემდე დანიაში კორონავირუსის 1 024 შემთხვევაა დაფიქსირებული. ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მთავარი რეკომენდაციები თვითიზოლაცია, სოციალური დისტანცია და ჰიგიენის დაცვაა. როგორც უკვე იცით, ხელების დასაბანად 20 წამია რეკომენდირებული, თუმცა იმ სიტუაციებში, სადაც ხელებს ვერ დაიბანთ, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებაც დაშვებულია.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქალაქეები სუპერმარკეტებს მიაწყდნენ და პროდუქტების მომარაგება დაიწყეს, რაც, თავის მხრივ პრობლემას ქმნის. იმ კლიენტებისთვის, რომლებსაც მთელი მარაგის სახლში გაზიდვა სურდათ, დანიის ერთმა სუპერმარკეტმა გონივრული ხერხი მოიფიქრა.

თუ მომხმარებლები ერთ ცალ სადეზინფექციო სითხეს შეიძენენ, 40 დანიურ კრონას გადაიხდიან, რაც 5,8 დოლარის ეკვივალენტია. თუმცა, თუ ვინმე ორი ცალი ხსნარის ყიდვას გადაწყვეტს, 25-ჯერ მეტის, 1 000 კრონას გადახდა მოუწევს, რაც უკანასკნელი კურსით 145 დოლარს აღემატება.

სუპერმარკეტში გადაღებული ფოტო ტვიტერზე მომხმარებელმა გაავრცელა და მას უკვე ათასობით გამოხმაურება აქვს.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

შვედეთი კორონავირუსს საფრთხედ არ მიიჩნევს და ვირუსს არ ებრძვის

შვედეთი არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქვეყანათა შორის, სადაც საზღვრები ამ დრომდე არ დახურულა, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებები, სპორტული დარბაზები, რესტორები და კაფეები ისევ მუშაობენ.

ვირუსთან საბრძოლველად მთავრობა არავითარ საგანგებო ზომებს არ მიმართავს. პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლევფენმა განაცხადა, რომ შემოღებული იქნება საზღვარზე კონტროლის გარკვეული ფორმა, რაც გაახანგძლივებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურას, თუმცა, თავად საზღვარი ღია დარჩება.

შვედეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამმართველომ რეკომენდაცია გამოსცა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირისის აშკარა სიმპტომების მქონე ადამიანების, ასევე საავადმყოფოების პერსონალის და ასაკოვანი ადამიანების ტესტირებას.

შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა და მისი სიკვდილიანობა  2%-ს არ აღემატება.

შვედეთში დაავადებულთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა, 3 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს –  საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილი ღიაა, სამსახურები  დისტანციურ რეჟიმზე არ გადადიან, საწარმოები არ იხურება, ხოლო ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციები ეხება მხოლოდ იმათ, ვინ თავს შეუძლოდ გრძნობს – მათ სახლებში დარჩენას ურჩევენ.

ასევე არ არსებობს მითითება ადამიანებს შორის დისტანციის დაცვის თაობაზე, მეტიც, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კორონავირუსით დაავადებული ქირურგი მთელი კვირის მანძილზე აგრძელებდა მუშაობას და ოპერაციებს აკეთებდა – საბოლოოდ ის გამოჯანმრთელდა.

შვედი მედიკოსები მიიჩნევენ, რომ კორონავირუსზე მეტ პრობლემას „შიშის ვირუსი“ ქმნის – ის ადამიანებს აიძულებს ისეთი ნაბიჯები გადადგან, რომლებიც ისედაც მძიმე ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შვედეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები სავსებით საკმარისია ისეთი დონის და სიმძიმის დაავადებისთვის, როგორც კორონავირუსი.

წყარო: Haqqin.az

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ჩინეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ის შიდა გადაცემის ფაქტი პირველად არ დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრი გახდა, Covid 19-ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფრომაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეპიდემიის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალაქში ახალი დაინფიცირებული არ გამოვლინდა. ჩინეთის მასშტაბით ვირუსის სულ 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ყველა მათგანი იმპორტირებულია. დაავადებას კი 8 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყებიდან ჩინეთში ვირუსი 80 928 ადამიანს დაუფიქსირდა. 70 420 გამოჯანმრთელდა, დაღუპულია 3 245 პაციენტი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელეარხმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში მიღებულ ზომებზე ისაუბრა

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა სატელევიზიო არხმა Skai TV-მ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით საქართველოში მიღებულ ზომებზე ისაუბრა.

„ისინი არ დალოდებიან მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა“, – იუწყება Skai TV.

გარდა ამისა, აღინიშნა ქართველი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებული შეფასებაც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ხვალიდან სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალ, 18 მარტიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალება.

“უახლოეს პერიოდში, ხვალიდან, აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის საკმაოდ რთული მენეჯმენტისათვის და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ქალაქში დარჩება მერიის ტრანსპორტი და მეტრო. მისივე თქმით, მათ დაევალათ ყოველდღიურად ჩაატარონ დეზინფექცია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ლონდონში კორონავირუსი ახალდაბადებულს დაუდგინდა

ლონდონში ახალდაბადებულ ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა, ის კორონავირუსის მქონე ყველაზე პატარა პაციენტია.

ბავშვის დედა, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში მდებარე საავადმყოფოში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს, ასევე კორონავირუსითაა ინფიცირებული.

დედას მშობიარობამდე აუღეს ანალიზი, თუმცა პასუხი ახლახან გახდა ცნობილი.

პერსონალი, რომელთაც ქალთან და ჩვილთან შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, ბავშვს საშვილოსნოში გადაედო დაავადება თუ – მშობიარობის პროცესში. The Sun, რომელმაც პირველად დაწერა შემთხვევის შესახებ, აცხადებს, რომ ბავშვს ისევ ადგილზე მკურნალობენ, დედა კი სპეციალურ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო : on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

PhoneSoap – მოწყობილობა, რომელიც მობილური ტელეფონზე მიკრობების 99,9 %-ს კლავს

ყველაფერი, რასაც ხელით ვეხებით, საკვები, ბაქტერია, ჭუჭყი, ადვილად ხვდება ჩვენს ტელეფონებზე, რის გამოც ტელეფონის ეკრანი მიკრობებით ივსება. ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, როგორ გავუკეთოთ დეზინფექცია ჩვენს მობილურ ტელეფონებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მობილური ტელეფონის გასაწმენდი მოწყობილობის ე.წ. PhoneSoap-ის გაყიდვებმა, რომელსაც ამავე სახელწოდების კომპანია უშვებს.
მოწყობილობა მიკრობების, მათ შორის ე-კოლისა და სალმონელას, 99,9 პროცენტს, ულტრაიისფერი სხივების – UV-C – საშუალებით კლავს.
პროდუქტი COVID-19-ზე ჯერჯერობით არ დაუტესტავთ, თუმცა, დამტკიცებულია, რომ ის A ტიპის ვირუსს H1N1-ს კლავს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერი, მია ლიბერმანი ახადებს, რომ ჩვენი მობილური ტელეფონების ზედაპირზე ხვდება ისეთი პათოგენები, რომლებიც, შესაძლოა, ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებსაც შეიცავდნენ. ეს მიკრობები განსაკუთრებით საშიშია დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
კომპანიამ მარტის დასაწყისისთვის პროდუქტი მთლიანად ამოყიდა და გაყიდვებით მიღებული შემოსავალი გასულ თვეს 20-ჯერ გაიზარდა. ამჯერად PhoneSoap-ი შეკვეთების მიღებაზე გადავიდა.

წყარო: cnn.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 40
Page 11 of 40