close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

კომპანია ფესტოს გამოგონება – ობობა და ღამურა რობოტები

აქამდე ჯერ არ გექნებათ ნანახი ახალი რობოტის სახეები რომლებიც კომპანია ფესტომ შექმნა ისინი აგებულებით ობობასა და ღამურას გვანან, მათი ფუნქციებიც მსგავსია.
რობოტი, რომელსაც ღამურის ფორმა აქვს შეუძლია ფრენა, აქვს ფრთები, მას მხოლოდ ფერით თუ განასხვავებთ ნამდვილისგან, რადგან თეთრია, ხოლო მეორე რობოტი, რომელიც ობობას გავს, მასაც დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია.
ჯერჯერობით უცნობია რა დანიშნულებით გამოიყენებენ ახალ პროდუქტს, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიების გამოგონება ჩვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და განავითარებს.

წყარო : Techcrunch.com

მასალა მოამზადა :  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მულტფილმის „ტომი და ჯერი“ რეჟისორი გარდაიცვალა

ოსკარის მფლობელი ილუსტრატორი და ლეგენდარული მულტფილმის, „ტომი და ჯერი“ რეჟისორი, ჯინ დეიჩი გარდაიცვალა.

კარიერის განმავლობაში ის კრეატიულ დირექტორად მუშაობდა ანიმაციურ სტუდიაში Terrytoons. ასევე, როგორც რეჟისორმა მიიღო მონაწილეობა ამერიკული მულტფილმის პერსონაჟის Popeye შექმნაში.

95 წლის ჯინ დეიჩი პრაღაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერ არ სახელდება.

ლეგენდარულ მულტფილმს „ტომი და ჯერი“ 80 წელი თებერვალში შეუსრულდა. მულტფილმის პირველი სერია 1940 წლის 10 თებერვალს გამოვიდა.

მულტფილმი კომპანია Metro-Goldwyn-Mayer-ის ანიმაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უილ ჰანამ და ჯო ბარბერამ შექმნეს და თავდაპირველად მას Puss Gets the Boot, კატას – ჯასპერი, თაგვს კი ჯინქსი ერქვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო ტიტებს ანადგურებენ

ნიდერლანდელი მეყვავილეები იძულებულნი გახდნენ 140 მილიონზე მეტი ჰოლანდიური ტიტა გაენადგურებინათ. ამის შესახებ გამოცემა The New York Times წერს.

რადიკალური გადაწყვეტილების მიღება კომპანიებს კორონავირუსის გამო ტიტებზე შემცირებულმა მოთხოვნილებამ აიძულა.

მათი თქმით, ბოლო 4 კვირაში სამომხმარებლო მოთხოვნილება ტიტებზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50 პროცენტით არის შემცირებული.

კორონავირუსი კატასტროფულ ზარალს არამხოლოდ ტიტების მწარმოებლებსა და ყვავილების მაღაზიებს, არამედ ქვეყნის ტურისტულ სექტორსაც აყენებს. გაზაფხულზე ნიდერლანდებში ულამაზესი ჰოლანდიური ტიტების სანახავად ათასობით ტურისტი ჩადის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

რა ფუნქციები აქვთ აპლიკაციებს, რომლებიც ხელისუფლებებს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების კონტაქტების დადგენაში ეხმარებიან?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო მუშაობს მობილური ტელეფონებისთვის იმ აპლიკაციის საქართველოში დასანერგად, რომელიც მოქალაქეებს ინფიცირებული პირთან სიახლოვის შემთხვევაში გააფრთხილებს.
მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშულ საკითხზე ქართულ მხარეს კოორდინაცია აქვს ავსტრიულ მხარესთან, რომელმაც ქვეყანას საკუთარი მოდელი გაუზიარა.
„ახლა მიმდინარეობს მუშაობა როგორ მოხდეს ამ მოდელის ადაპტირება, ტექნიკური უზურნველყოფა, რათა დაინერგოს ეს მოდელი ჩვენთანაც,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ავსტრიის „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, ქვეყანაში აპლიკაცია “Stopp Corona” ათასობით ადამიანმა ჩამოტვირთა. აპლიკაციის საშუალებით სმარტფონის მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დააფიქსირონ, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდება, აპლიკაცია მათ ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
„წითელი ჯვარი“ უახლოეს მომავალში აპლიკაციის განვითარებას გეგმავს, მათ შორის სიმპტომის შემოწმების ფუნქციის დამატებას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, გაერკვენ, სიმპტომები, რომელიც მათ აღენიშნებათ, შეესაბამება თუ არა ახალი კორონავირუსის სიმპტომებს.
ახალი აპლიკაციის გამოყენება დაიწყეს ჩინეთშიც, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია იმის დადგენა, ემუქრება თუ არა მას კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.
აპლიკაციის, სახელწოდებით „სწრაფი პასუხი“ QR, ჩამოტვირთვა სმარტფონებშია შესაძლებელი „ალიფეის“ ან „ვიჩათის“ საშუალებით და ის მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას იმის თაობაზე, ყოფილა თუ არა ის დაინფიცირებული ან სავარაუდოდ დაინფიცირებული პირის სიახლოვეს.
ასეთ მომხმარებელს შინ დარჩენის რეკომენდაცია ეძლევა, ასევე ურჩევენ, ადგილობრივ მედიკოსებს აღნიშნულის შესახებ აცნობონ.
აპლიკაცია სამთავრობო დეპარტამენტებმა და კომპანია China Electronics Technology Group Corporation- მა ერთობლივად შეიმუშავეს.
ხანგრძლივი დებატების შემდეგ ანალოგიური აპლიკაციის დანერგვას აპირებს გერმანიაც, რომელმაც, საბოლოოდ, სინგაპურის მიერ განვითარებული მოდელის – TraceTogether-ის მსგავს აპლიკაციაზე შეაჩერა არჩევანი. იმ შემთხვევაში, თუკი სმარტფონის პატრონს COVID-19 დაუდასტურდება, აპლიკაციის საშუალებით ამ მონაცემის ჩამოტვირთვა ისეე ხდება, რომ სპეციალურ ჯგუფებს მისი კონტაქტების ადვილად დადგენის შესაძლებლობა აქვს. კერძოდ, გერმანიის ჰაინრიხ ჰერცის ინსტიტუტის (HHI) ინფორმაციით, მათ შეიმუშავეს აპლიკაცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ლოკაციის დაფიქსირების გარეშე ანონიმურად ინახავს ინფორმაციას მომხმარებლის კონტაქტების შესახებ – რა მანძლზე და რამდენი ხნით ჰქონდა მას კონტაქტი ამა თუ იმ ადამიანთან.
რაც შეეხება სინგაპურის მიერ შემუშავებულ აპლიკაციის – TraceTogether – საშუალებით შესაძლებელია იმ ადამიანების დადგენა, ვისაც დაინფიცირებულ პირებთან 2 მეტრის მანძილზე 30 წუთის განმავლობაში ჰქონდა კონტაქტი.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლია ყველას, ვისაც სინგაპურული ტელეფონის ნომერი და ბლუთუზიანი სმარტფონი აქვს. აპლიკაცია აფიქსირებს თუ რა მანძილზე და ვისთან ჰქონდა მომხმარებელს კონტაქტი და ინფორმაციას სმარტფონში ინახავს.
მოქალაქე არ არის ვალდებული, ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუგზავნოს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მას ამ ინფორმაციის გაგზავნას მოსთხოვენ და გადაცემაზე უარს იტყვის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აპლიკაცია Government Technology Agency-მა და სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთობლივად შექმნეს.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

როგორ ვიყოთ უფრო ჰუმანურები

თუ გსურთ იყოთ ცივილიზებული, განვითარებული პიროვნება, აუცილებელია კარგი მანერების ქონა, რაც ზრდილობიან, თავაზიან ქცევებს გულისხმობს. მკვლევარები ამბობენ, რომ ხალხმა დაკარგა ის ძირძველი დამახასიათებელი მანერები, რომლებიც საუკუნეების წინ გააჩნდათ, შეიძლება მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მართლაც ზოგიერთი ქცევა არ იყო მთლად ჰუმანური და სასიამოვნო.
მაგალითად კონფლიქტების დუელით მოგვარება, ხომ უაზრო წესი იყო და აუცილებლად რომელიმე კვდებოდა, ასევე ადრე შეიძლებოდა, რომ სუფრის გადასაფარებელზე ხელი გაეწმინდა სტუმარს, მაგრამ ახლა ეს მანერა ნამდვილად მანდილოსნის გაღიზიანებას გამოიწვევს, ასევე თუ დააკვირდებით ძველად, სურათებში სულ სერიოზული სახეები ჰქონდათ ადამიანებს, თითქოს აკრძალული იყო ღიმილიანი სურათი. და ბოლოს საუზმის სასთუმალში მირთმევა, ახლა ნამდვილად არ არის რეკომენდირებული, მაგრამ წლების წინ ეს მანერად იყო ქცეული.

წყარო : BUSINESS INSIDER

მასალა მოამზადა : ლაშა ჰინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

euractiv-ი საქართველოზე: ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის

ევროპული გამოცემა ,,euractiv” სტატიას ,,საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ“ აქვეყნებს. სტატიაში ქრონოლოგიურადაა აღწერილი ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ამ დრომდე საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართა.

„ეს კავკასიური ქვეყანა აპლოდისმენტებს იღებს პანდემიის წინააღმდეგ გაჩაღებული გლობალური ბრძოლის ფარგლებში მიღწეული წარმატებისთვის. საქართველომ ჩინეთთან ფრენები იანვრის დასაწყისში გააუქმა და მკაცრი ზომები მიიღო აეროპორტებში ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა შესამოწმებლად“, – წერს სტატიის ავტორი და ასევე ბაღების, სკოლების და სხვა საჯარო სივრცეების დახურვას უსვამს ხაზს.

„20 მარტს საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, საქართველომ სავალდებულო საკარანტინო ზონები დააწესა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან და ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქეები კარანტინში მოათავსა.საქართველოს ყველა მოქალაქე დაექვემდებარება კარანტინს, რადგან ყოველი ადამიანის უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ ბრძანა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ“,- წერს ევროპული გამოცემა.

სტატიაში საუბარია მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებზე, რომელსაც ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს 80-ზე მეტ ადამიანთან რელიგიურ ღონისძიებაზე 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

,,მკაცრი ზომების დაწესება გუშინაც გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტდა მუშაობას. 23 მარტს ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს 158 000 ადგილობრივი მაცხოვრებლით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას.საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის“,- ნათქვამია სტატიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

იელის ყველაზე პოპულარული ონლაინკურსი უფასო იქნება

ამიერიდან იელის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული კურსი „ბედნიერების მეცნიერება“ სრულიად უფასოდ, ონლაინსივრცეშიც იქნება ხელმისაწვდომი. საგანი თავდაპირველად 2018 წლის გაზაფხულზე იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა, ლორა სანტოსმა მოამზადა და თავდაპირველად მას „ფსიქოლოგია და ბედნიერი ცხოვრება“ ერქვა.

კურსი აერთიანებს ფსიქოლოგიის თეორიასა და ქცევითი მეცნიერების პრაქტიკულ მიგნებებს, რათა ასწავლოს სტუდენტებს, თუ რა აქცევთ ადამიანებს ბედნიერად და როგორ უნდა გამოვიმუშავოთ ჩვევები, რომლებიც ბედნიერად ცხოვრებაში დაგვეხმარება.

საგანი შექმნისთანავე უპრეცედენტოდ წარმატებული გახდა და მალევე იქცა ყველაზე პოპულარულ სასწავლო კურსად იელის უნივერსიტეტის 317-წლიან ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ იელის უნივერსიტეტში მაშტაბური ლექციები მაქსიმუმ 600 სტუდენტზეა გათვლილი, აღნიშნულ ლექციებს 1182 სტუდენტამდე ესწრებოდა. არაერთი თხოვნის შემდეგ კი პროფესორმა სანტოსმა თავისი საგანი ონლაინკურსად გარდაქმნა სახელწოდებით – ბედნიერების მეცნიერება (The Science of Well-Being).

კურსი სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი ონლაინპლატფორმა Coursera-ზე ყველა მსურველისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

საქართველოში კორონავირუსისგან მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი უკვე ათმა ადამიანმა დაამარცხა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ამ 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა უნდა კლინიკა დატოვა ეტაპურად მიღებული პასუხის მიღების შესაბამის დღეებში და ამ ეტაპზე ამ 42-დან 32 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

მარნეული და ბოლნისი დაიკეტა – კარანტინი

მარნეული საკანტინო ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ საკოორდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 22 მარტს დადასტურდა. ინფიცირებული 62 წლის ქალია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკულად მძიმეა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

აშშ-ში დღეს კორონავირუსით 14 550 ადამიანი დაინფიცირდა

22 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 340 408 ადამიანი.

მათ შორის გარდაცვლილი, 14 573.

სულ გამოჯამრთელდა 97 571 ადამიანი.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, დაინფიცირების  35 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამერიკაში დაფიქსირდა რეკორდული დაინფიცირების  რაოდენობა 14 550.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 8 9 10 11 12 40
Page 10 of 40