close

ისტორია

ისტორია

ტიფლისისა და ბათუმის დასახლებები აშშ-ში

ამერიკაში ქართველების საკმაოდ დიდი სათვისტომოა. ისტორიკოსები ქართველების პირველ ემიგრაციას 1820 წელს უკავშირებენ.

პირველი ქართველები, რომლებიც ამერიკაში დასახლდნენ რაჭველები ყოფილან.

რაჭველი მიწის მუშები ამერიკაში მასიურად 1910-13 წლებში ჩავიდნენ, რადგან ადგილობრივ მრეწველებს რკინიგზის მშენებლობაზე მთიანი რაჭიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან 50, 80 და 100-კაციან ჯგუფებად ჩაჰყავდათ მუშები. მათი უმეტესობა სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა.

ემიგრანტი ქართველები, ძირითადად, სიეტლსა და მის მიდამოებში დასახლდნენ. ტიფლისს, ბათუმსა და ქალაქ სიეტლს შორის, დაახლოებით, 330 კილომეტრია.

სწორედ რაჭველ მუშებს უკავშირებენ ამერიკაში ტიფლისისა და ბათუმის დასახლებებს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

„თავზე ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. ცოცხლად დაწვეს ადამიანი“ – აფხაზეთში მომხდარი შემზარავი ისტორია

„ერთი ქალი ცხოვრობდა სოხუმში. ძალიან კარგი ქალი, რომელიც ყველას უყვარდა. სამი ქალიშვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ჩემი შვილების ბებია. ერთ დღესაც გოგოებმა სამსახურიდან დაბრუნებულს პატარა ბიჭი დაახვედრეს, დედისგან და მამისგან მოტოვებული პატარა ბიჭი და მას მამუკა კეკელია დაარქვეს. ზრდიდნენ როგორც მათ ღვიძლ შვილს ,როგორც მათი ოჯახის და გვარის გამგრძელებელს.“, – წერს სოციალურ ქსელში მარიამ სირბილაძე.

„სოხუმი რომ დაეცა, ეს ოჯახი ერთ -ერთი ბოლო იყო რომელმაც ქალაქი დატოვა და უღელტეხილით გადმოვიდა სვანეთში. მამუკა იბრძოდა, მუსრს ავლებდა რუსებს, ორჯერ ააფეთქეს ტანკში და გადარჩა. ნადირობა გამოცხადდა მამუკაზე და მის მეგობრებზე. ეძებდნენ ყველგან, ყველასთან და ვერა და ვერ იპოვეს. ის კი განაგრძობდა წართმეული და უკვე დაკარგული მიწისთვის ბრძოლას, სოხუმისთვის ბრძოლას. გადამწვარი და განადგურებული აფხაზეთისთვის.

დედამ არც სახლი მიატოვა და არც მებრძოლი შვილი .

სიტუაცია ძალიან რომ დაიძაბა, აფხაზმა მეზობლებმა დამალეს სარდაფში. წერილებს წერდა და სიტყვა-სიტყვით აღწერდა იქ დატრიალებულ ჯოჯოხეთს. მაინც გაიგეს მისი ადგილ-სამყოფელი, ვიღაც სომეხმა დააბეზღათ და ერთ დღესაც ამ აფხაზ ოჯახთან მოვიდნენ რუსები. ვიცით მამუკა კეკელიას დედა გყავთ და არ დაგხოცავთ თუ გამოიყვანთო. გაიგონა და თავის ნებით გამოვიდა. ხელში ეჭირა იმ დღეების სოხუმის ყველაზე ბნელი ამბების ისტორია ,მისი ხელით დაწერილი. ოჯახის დიასახლისს მიაწოდა და ეზოში გაჰყვა ჯალათებს. გარეთ გაიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს. არ დაიჩოქა! სვანის ქალი იყო, ამაყი და უშიშარი.

,,ჩემი შვილი და მისი მეგობრები მოგხედავთ! ,,ეს იყო მისი ბოლო სიტყვები. მერე თავზე, ბენზინით გაჟღენთილი საბურავი ჩამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს . ცოცხლად დაწვეს ადამიანი. ის წერილებიც წაართვეს იმ აფხაზ ქალს და ცეცხლმოკოდებულ ქალს მიაყარეს. დეტალურად ვერასოდეს გავიგებთ რას წერდა ის ოჯახს. მხოლოდ ისაა მზესავით ნათელი რომ ის იყო გმირი.

ამ ქალს ზინა კოპალიანი ერქვა და ჩემი შვილები მისი შთამომავლები არიან .

მამუკამ კიდევ დიდხანს იბრძოლა, არ იცოდა დედა ასე რომ უწამეს. ცოცხლად დაუწვეს. არაერთხელ ააფეთქეს და ტყვედაც დიდხანს ჰყავდათ. დღეს ის გმირია, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის მფლობელი. თავთან სისხლში დასვრილი, ჯარისკაცის ფორმა უკიდია და ის ზინა კოპალიანის შვილია. საკუთარი ქვეყნისთვის და შვილისთვის დამწვარი გმირი ქალის გმირი შვილი.

დღეს მამუკა ტყიბულში ცხოვრობს და მეშახტეა. ნახშირს ეზიდება და იქაც ათასჯერ გადაურჩა სიკვდილს.

ამაზე დიდი ჯოჯოხეთი არსად არ არის, ის ამ ქვეყანაშია! საქართველო მთლიანად ჯოჯოხეთია და ზინა კოპალიანს და მისნაირ ადამიანებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს დაგვცინიან.

ეს ქვე-ყანა არ არსებობს. ერთ დღესაც გაქრება და საერთოდ არ იარსებებს. თუ ჩვენ ამ ყოფას შევეგუებით .

ისტორია ძალიან მოკლედ დავწერე. უფრო მეტი დეტალის ცოდნას იმსახურებთ და ერთხელაც მოგიყვებით მთლიანად“, – წერს მარიამ სირბილაძე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ჯაშუში მტრედების გამოყენება სამხედრო მიზნებისთვის

ვიცით, რომ ცხოველებსა და ფრინველებს ადამიანები ომსა და სხვა სამხედრო მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ. არსებობს ფოტომასალა ცხენების, სპილოებისა და დათვების სამხედრო ტვირთმზიდებად გამოყენების, ასევე დელფინის გამოყენების ფაქტებიც წყალქვეშა ოპერაციებისთვის,  საფოსტო მტრედებს კი აქტიურად იყენებდნენ უძველესი დროიდან საიდუმლო წერილების დანიშნულების ადგილზე მისატანად.

ხშირი იყო ომის პერიოდში ჯაშუში მტრედების გამოყენების ფაქტები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში განსაკუთრებით გაცხოველდა ჯაშუში მტრედების საჰაერო სადაზვერვო მისიებისთვის გამოყენება.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახური (CIA) პირველი მსოფლიო ომის პერიოდში სპეციალურად გაწვრთნილ მტრედებს იყენებდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ობიექტების გადასაღებად. ჯაშუში მტრედების გამოყენება აქტიურად გაგრძელდა ცივი ომის პერიოდში. ისინი პატარა, მინიატურული კამერებით იყვნენ აღჭურვილნი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ საჰაერო ფოტოგრაფებად იყენებდნენ.

აშკარაა, რომ ყველაზე ეფექტური, ჯაშუში საომარი მოქმედებების დროს, მტრედი გამოდგა. ასევე ცნობილია მტრედი CHER-AMI-ს ისტორია პირველი მსოფლიო ომის დროს. საფრანგეთის ჩრდილოეთით ამერიკელი სამხედროები გერმანიის ალყაში მოექცნენ, დამხმარე ჯარმა კი არ იცოდა გერმანელი და ამერიკელი სამხედროების ზუსტი ადგილმდებარეობა და ცეცხლი ამერიკელებს გაუხსნეს. მაიორმა 3 მტრედი გააგზავნა, უკანასკნელმა კი მიაღწია დანიშნულების ადგილს და შეტყობინება მიიტანა, რომლის წყალობით 197 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე გადარჩა და ამ გმირობისთვის მტრედს საფრანგეთის არმიის მედალი გადაეცა, მისი ფიტული კი ვაშინგტონის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

ვინ იყო ქართველი, რომელიც რუსეთის მეფემ ბულგარეთის სამეფო ტახტზე წარადგინა?!

ნიკოლოზ (ნიკო) დადიანი-მინგრელსკი (1847-1903), ფორმალურად, სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი იყო, ვიდრე ამ მხარეს რუსეთის იმპერია შთანთქავდა, თუმცა აღმასრულებელი ძალაუფლება მას არც არასოდეს ჰქონია. მამამისი, დავით დადიანი (1813-1853), რეგიონის ბოლო რეალური მმართველი იყო. ნიკოლოზის დედა ეკატერინე ჭავჭავაძე გახლდათ (1816-1882).

დადიანების მმართველობის დასასრული

ნიკო მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. შედეგად, იგი საქართველოს უკანასკნელი დამოუკიდებელი სამთავროს მმართველი გახდა. მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო მმართველობა მეურვის სტატუსით ეკატერინემ გადაიბარა, მთავარ მრჩევლად კი პლატონ იოსელიანი დაინიშნა.

ეკატერინეს რეგენტობის წლები მღელვარებისა და ძალადობის ხანას დაემთხვა. 1854 წელს, ყირიმის ომის დროს, ოსმალოთა ძალები სამეგრელოში შეიჭრნენ და ერთხანს ზუგდიდიც კი დაიპყრეს. მას შემდგომ, რაც 1856 წელს რუსეთის დახმარებით თურქები სამეგრელოდან გარეკეს, სამეგრელო სახალხო აჯანყებამ მოიცვა, რომელიც დადიანების მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე II-ის, ზეწოლის შედეგად ეკატერინე გადადგა და 1857 წელს სამეგრელოს მართვის სადავეები რუსეთის იმპერიის ხელში გადავიდა.

შემდგომ ათწლეულში ნიკო და მისი ოჯახი ჯერ სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკოს დის, თამარის, გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ ევროპაში გადასახლდნენ. 1866 წელს რუსთხელმწიფემ ნიკო კვლავ სანკტ-პეტერბურგში აუდენციაზე გამოიძახა და ახალგაზრდა მემკვიდრეს დაჟინებით მოსთხოვა, რომ სამეგრელოს ტახტზე უარი ეთქვა. სანაცვლოდ, იმპერიის არისტოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი და “მისი ბრწყინვალება სამეგრელოს პრინცის” ტიტული შესთავაზა. ნიკო მიხვდა, რომ უკეთესს უკვე აღარაფერს შესთავაზებდნენ, და ამ წინადადების მიღებისთანავე ოფიციალურად გადადგა. 1867 წელს სამეგრელოს სამთავრო როგორც დამოუკიდებელი რეგიონი გაუქმდა და რუსეთის იმპერიას მიუერთდა. ამით დადიანების ოჯახის მმართველობის ხანა დასრულდა.

გადადგომის შემდეგ

მაგრამ ახალგაზრდა ნიკოს წინ კიდევ ბევრი რამ ელოდა. 1874 წელს იგი მერი ალდერბერგზე, რუსეთის სახელმწიფო მინისტრის ქალიშვილზე დაქორწინდა. მათი ქორწინება საქართველოში სახალხო ზეიმად იქცა . [1] ევროპაში ქორწილის შემდეგ წყვილი საქართველოში გამოემგზავრა, სადაც მათ უამრავი ხალხი მხიარული შეძახილებით ხვდებოდა და ყოველ გაჩერებაზე ქეიფი იმართებოდა.

1877-1878 წლებში ნიკომ რუსეთის არმიის ოფიცრის სტატუსით კიდევ ერთ რუსეთ-თურქეთის ომში მიიღო მონაწილეობა. მან ცენტრალურ ბულგარეთში გამართულ ბრძოლებში იომა, რომლის შედეგადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შიპკას გადასასვლელი იქნა მოპოვებული; ნიკო სოფიას დაპყრობაშიც იყო ჩართული. შიპკაზე გამოვლენილი მამაცობისთვის ნიკომ რამდენიმე სამხედრო ორდენი მიიღო და გენერალ-მაიორის წოდებაზე იქნა წარდგენილი. დიდმა ავსტრიელმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ნაწარმოებიც კი შექმნა სახელწოდებით “ნიკო-პოლკა” (თხზ. 228), რომელიც ნიკოს გმირულ სამსახურს მიეძღვნა.

1882 წელს ეკატერინე გარდაიცვალა და ნიკომ მისი მამული მემკვიდრეობით მიიღო, რითაც ერთი ხელის მოსმით მთელ კავკასიაში უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პერიოდში იგი ქველმოქმედებით დაინტერესდა. 1885 წელს მან თავისი პირადი ბიბლიოთეკა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას” გადასცა; მოგვიანებით ეს კოლექცია საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა (რომელიც დღეისათვის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებით არის ცნობილი). ნიკომ რამდენიმე სკოლა და კლინიკა გახსნა, რომლებიც სამეგრელოს უქონელ მოსახლეობას ემსახურებოდა და ქართული ენის შენარჩუნებას უწყობდა ხელს, რადგან რეგიონში რუსული ენა როგორც საერთო სალაპარაკო ენა სულ უფრო დომინირებდა. ამასთანავე, ტარდებოდა პოლიტიკა, რომელიც საქართველოს რუსეთთან კულტურულ ინტეგრაციას უწყობდა ხელს.

1886 წელს რუსეთის ხელმწიფის, ალექსანდრე III-ის, ზეწოლის შედეგად ბულგარეთის მმართველი პრინცი ალექსანდერ ფონ ბატენბერგი გადადგა; გადადგომის მიზეზს შიდა პრორუსული ფრაქციების შეტევაც წარმოადგენდა. გაირკვა, რომ რუსეთის ხელმწიფემ არჩევანი ნიკოზე შეაჩერა და რომ იგი ბატენბერგის შემცვლელი უნდა გამხდარიყო. ამან ნიკო მთელ ევროპაში ცნობილი, თანაც საკამათო პოლიტიკური ფიგურა გახადა და საზოგადოებაში მისი მეგრული წარმომავლობისადმი ინტერესი აღძრა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკო ერთადერთი კანდიდატი არ ყოფილა, რომელიც ბატენბერგის შემცვლელად მოიაზრებოდა, თანაც ევროპულ ქვეყნებს არ სურდათ, ბულგარეთის ტახტზე რუსეთის პროტეჟე ასულიყო; საბოლოოდ, ტახტი ფერდინად I-ს, საქს-კობურგ-გოთას დინასტიის წარმომადგენელს, ხვდა წილად.

ნიკო 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. მისი ნეშტი მარტვილის ეკლესიაში გადაიტანეს, სადაც იგი დღესაც განისვენებს. მის სიკვდილს სამეგრელო დიდი გლოვითა და მწუხარებით შეხვდა. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ნიკო ხალხში პოპულარულ პიროვნებად ითვლებოდა და მისი ხსოვნის პატივსაცემად სამეგრელოს მრავალ დაბასა თუ სოფელში სამგლოვიარო ცერემონიები ჩატარდა.

 

წყარო:  nplg.gov.ge

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები

საომარ მოქმედებებს შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ასეულობით ათასი ოჯახი… ასეთია აფხაზეთის ომის 13 თვისა და 13 დღის შედეგები…

ამ ომს შეწირული რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლის ისტორიას გაგახსენებთ…

ღიმილის ბიჭები იყვნენ. სიცოცხლეზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულებმა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს.

იცოდნენ სად მიდიოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ უთანასწორო ბრძოლიდან შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ. მერე ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს და ისტორიას თანამედროვე ღიმილის ბიჭებად შემორჩნენ…

გიორგი 18 წლის იყო, დათო 24-ის, საშა 41 წლის, ლევანი ნიკა და ირაკლი 29 წლისები… აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.

ლევან აბაშიძე

 

როცა ომი დაიწყო, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ლევან აბაშიძეს სიგიჟემდე უყვარდა თავის პროფესია, მაგრამ მაინც წავიდა. 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა.

გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოხვდა. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა, მხოლოდ ერთი სპექტაკლი ითამაშა.

სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. „არა, მეგობარო“ ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.

ირაკლი ამირეჯიბი

 

ლევან აბაშიძე და ირაკლი ამირეჯიბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ის ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გა­მორ­ჩე­უ­ლი გარეგნობის გამო მთელ თბი­ლისს უყ­ვარ­და… ‘

29 წლის იყო, აფხაზეთის ომში, რომ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ლიტ­ვა­ში მი­ი­ღო სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­დააფხა­ზე­თის ომის დროს თბი­ლის­ში დაბრუნ­დატე­ლე­ვი­ზი­ით შეიტყო, რომ ომში მისი მე­გო­ბა­რი ლე­ვან აბა­ში­ძე დაიღუპა და იმ დღეს­ვე წა­ვი­და საბრძოლ­ვე­ლად.

„ომის ყვე­ლას ეში­ნიამაგ­რამ ვაჟ­კა­ცო­ბა ის არის, შიშს რომ აჯო­ბე­ბო“- ამ სიტყვებით გამომეშვიდობა დედას და წავიდა. ჭა­ბუ­ას და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი დღით ადრე მოკ­ლეს ომში.

მა­მა­მისს მე­ო­რე დღეს ტე­ლე­ფონ­ზე დაურე­კეს და შვი­ლის სიკ­ვდი­ლით „მი­უ­ლო­ცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნო­ემ­ბერსტა­მიშ­თან უცხო­ე­ლე­ბის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს.

ირაკ­ლიმ მან­ქა­ნი­დან და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი გად­მო­იყ­ვა­ნა და სწო­რედ მა­შინ ესროლა ლიტველმა სნა­ი­პერ­მა ქალ­მა.

გიორგი რაზმაძე

 

 

გიორგი რაზმაძე 18 წლის იყო… სახლში მოიტყუა რაჭაში მივდივარო.

მესამე დღეს სოხუმში, ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით იპოვეს  დაღუპული…

ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა საშკა იოსელიანმა ოჯახს კადრები ჩამოუტანა… ასე დასრულდა მწვანეთვალება ბიჭის მოკლე ისტორია, რომელსაც დიდი გეგმები და მომავალი ჰქონდა.

საშკა იოსელიანი

 

 

1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი, საშა იოსელიანი. არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა თეატრსა და კინოში.

მის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 2009 წელს მისი ძეგლი გაიხსნა.

დავით ბოლქვაძე

 

 

23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს.

ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკისა და რუსის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა. მხოლოდ იმის გამო, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დათოსთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს.

ნიკა თხელიძე

 

ნიკა თხელიძე 29 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა. როცა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სხვა მგზავრებთან ერთად ისიც დაიღუპა…

რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. აფხაზეთის ომში წასვლიდან მთელი რვა წელი, სახლში ყოველდღე ელოდებოდნენ.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

მოსოს ტომი-ერთადერთი მატრიარქატი დედამიწაზე

მოსოს ტომის ქალების 16-საუკუნოვანი ტრადიციები, რომლებსაც დღემდე თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ.

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა სამყარო, სადაც ქალს ისეთი ადგილი ექნება საზოგადოებაში, როგორიც კაცს. მაგალითად, სამყარო, სადაც ყველა კაცის საქმე შეთვისებული აქვს ქალს, საზოგადოება, რომელშიც მეტად უხარიათ გოგონას დაბადება, ვიდრე ვაჟის. ამ სამყაროში სუსტი სქესის წარმომადგენლის სტატუსი ეკუთვნის კაცს.

თუ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი პარადოქსია, ნამდვილად ცდებით. სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, იუნანისა და სიჩუანის პროვინციაში არსებობს მოსოს ტომი, ერთადერთი მატრიარქატის წარმომადგენელი ტომი დედამიწაზე. დღეს ამ ხალხის რაოდენობა წარმოადგენს დაახლოებით 50 000 ადამიანს, მაგრამ გულწრფელად უნდა ითქვას, რომ საუკუნოვან ტრადიციებს თითქმის უცვლელად ინარჩუნებენ.

ტომში ყველა საპასუხისმგებლო საქმეს ქალები ასრულებენ: პირუტყვის მოშენება, ნადირობა, მიწათმოქმედება, სამხედრო საქმესაც ზოგჯერ ქალები სწავლობენ. კაცის დანიშნულება ძირითადად სავაჭრო საქმესთან ან მომსახურების სფეროსთან არის დაკავშირებული. არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ამ ადგილს ,,ქალთა სამეფოს” უწოდებენ.

რა თქმა უნდა, მოსოს ტომში ქორწინებასაც განსხვავებული წესები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ქორწინების ტრადიცია არც არსებობს. ქალს უფლება აქვს პარტნიორი თავად აირჩიოს და ასევე შეუძლია შეცვალოს, როდესაც არ მოეწონება. მიუხედავად ამ პრივილეგიისა, ხშირია მხოლოდ ერთი პარტნიორის ყოლა. კაცებმა ძირითადად არ იციან შვილების ვინაობა და არც ინტერესდებიან მათით, რადგან ბავშვის გაზრდაში ყველა პასუხისმგებლობას დედა იღებს.

მოსოს ტომში მცხოვრები გოგონა ან ვაჟი რომ ქალად და კაცად აღიარონ მართავენ სპეციალურ ცერემონიებს. ცერემონიამდე ყველა ბავშვს ერთნაირად აცვია და მათი ცხოვრების რაღაც ასპექტები შეზღუდულია, თუმცა ცერემონიაში მონაწილეობის შემდეგ უკვე აღიარებულ ქალებს უფლება აქვთ პირადი საძინებელი ოთახი მიიღონ, ხოლო მამაკაცები ამ უპირატესობით ვერ სარგებლობენ.

რა თქმა უნდა, მოსოს ტომის უჩვუელო ტრადიციებმა ტურისტების ინტერესი გამოიწვია. ადგილობრივებმა ვიზიტორებს ლუგუს ტბის გარშემო გაშენებული სასტუმროებითა და ატრაქციონებით უპასუხეს. მართალია ტომის წევრებს ტრადიციების მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება აქვთ, მაგრამ ცხადია, რომ სხვა კულტურის მიმართ ხიბლი არსებობს, სწორედ ამიტომ, ადამიანთა ნაწილი ფიქრობს, რომ რამდენიმე ათწლეულში მოსოს ტომის კულტურა აღარ იარსებებს. თუმცა ფაქტია, რომ 16-საუკუნოვანმა ტრადიციებმა ჩვენამდე თითქმის უცვლელად მოაღწია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

მეცნიერებმა „ტიტანიკის“ პირველი სრული ზომის ციფრული გამოსახულება შექმნეს

მეცნიერებმა ღრმაწყლოვანი ტოპოგრაფიული გადაღების მეშვეობით ჩაძირული „ტიტანიკის“ პირველი სრული ზომის ციფრული გამოსახულება შექმნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ ტექნოლოგიამ მეცნიერებს მთლიანი ხომალდის სამგანზომილებიანი რუკის მიღების საშუალება მისცა. „ტიტანიკის“ ნარჩენების სკანირების ოპერაცია 2022 წლის ზაფხულში, კომპანიებმა Magellan Ltd და Atlantic Productions-მა განახორციელეს. ჩაძირვისას გემი ორ ნაწილად გაიყო. ფსკერზე მათ შორის 800-მეტრიანი მანძილია. წყალქვეშა აპარატებმა, რომლებსაც დისტანციურად მართავდნენ, წყალქვეშ 200-ზე მეტი საათი გაატარეს – ისინი ჩაძირული ხომალდის ნარჩენებს იკვლევდნენ და ფოტოებს უღებდნენ. მიღებული 70 ათასი სურათებიდან კი ზუსტი სამგანზომილებიან რეკონსტრუქცია მიიღეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიამედიცინასაქართველო

სოფელი, რომელმაც საქართველო ,,ჟამიანობისგან” იხსნა

პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრს თუ გაივლით, მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან სოფელ ანატორში აღმოჩნდებით. სოფელი კლდეებშია ნაკვეთი და ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს, ოდესღაც აქ ჩვეულებრივი ხევსურული სოფელი იყო, მანამ, სანამ გადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ,,ჟამმა“ არ გაწყვიტა.

ზუსტად არავინ იცის, რა დაავადებამ იმსხვერპლა ანატორელები, ხევსურებისთვის ეს ლეგენდა უბრალოდ ,,ჟამს“ უკავშირდება. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ,,ჟამი“ შავ ჭირს ნიშნავს. არ არის გამორიცხული, ეს მართლაც შავი ჭირი ყოფილიყო, მით უფრო, რომ სოფელ ანატორში ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები კვეთდა ერთმანეთს და შესაძლოა მიმოსვლამ დაავადების გავრცელებას შეუწყო ხელი.

დასნეულებული ანატორელები საკუთარი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში და მორჩილად ელოდნენ სიკვდილს. ფიქრობდნენ, რომ ასე სხვებს დაავადებას არ გადასდებდნენ და სოფელს გადაარჩენდნენ. ზეპირი გადმოცემების მიხედვით, აკლდამაში ფანდურიც მიჰქონდათ და სიკვდილის სიმღერებს მღეროდნენ. მიდიოდნენ დედები ჩვილებით, მოხუცები, ახალგაზრდები, თეთრი ფიქალის თაროებზე წვებოდნენ და სიკვდილს ელოდნენ. ეგონათ თავგანწირვით სოფელს გადაარჩენდნენ. მაინც ვერ გადარჩა. ყველა დაიხოცა და მათი ძვლები დღემდე ნასოფლარის აკლდამაში ინახება.

ლეგენდის მიხედვით ,,ჟამიანობისას“ სოფელი ჩაკეტეს. კოშკიდან  შეიარაღებულები დარაჯობდნენ ანატორს, გადაწყდა ესროლათ ყველასთვის, ვინც გაქცევას დააპირებდა და „ჟამის“ გავრცელების საფრთხეს შეუქმნიდა სხვა სოფლებსაც. ხევსურეთში სიამაყით გიამბობენ, რომ ანატორში ტყვია არავისთვის უსვრიათ. არავინ გაქცეულა და სოფელმა დანარჩენი საქართველო ,,ჟამისგან” იხსნა.

აკლდამაში მონეტები, ლითონის სამკაულები, ისრისპირები და ხის ჭურჭელია აღმოჩენილი. აკლდამებში დამარხვა წესად მთელ ხევსურეთში ჰქონიათ XX საუკუნემდე. აკლდამებს ნახავთ მუცოშიც.

აკლდამა მუცოში/გვანცა ფარქოსაძის ფოტო

,,ჟამისგან“ ამოწყვეტილ ანატორში სისაურებს და ჭინჭარაულებს უცხოვრიათ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების შთამომავლებად მიიჩნევენ.

ღია მუზეუმი – ანატორის აკლდამები ყველა მნახველისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ იდუმალ, დაცარიელებულ სოფელში აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, IX-X საუკუნეებში აგებული მარიამწმიდის ეკლესიაც დგას. შენობა ძალიან დაზიანებულია, სარკმლიდან ჩანს, რომ საკურთხევლის იატაკი თეთრი ფიქალითაა ნაგები. ხევსურებს ეს ადგილი „მკვრივ“, ანუ შეუვალ ადგილად აქვთ გამოცხადებული. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიას ტაბუ ადევს და შესვლა თემის წესებით ყველასთვის აკრძალულია.

ანატორის თვითდამარხვის ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. სოფელში აღმოჩენილია ბანურსახურავიანი, ოთხკუთხა და სამაროვანი ნაგებობები, ზემოხსენებული აკლდამა და მარიამწმიდის ეკლესია. ანატორის აკლდამა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

უდიები – მცირე ეთნიკური ჯგუფი საქართველოში საკუთარი ენითა და დამწერლობით

უდიები კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი აბორიგენული ეთნიკური ჯგუფია. საქართველოში ისინი ყვარლის რაიონში, სოფელ ზინობიანში ცხოვრობენ. 1920 წელს ამ ტერიტორიაზე ალბანეთიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებელი უდიები დასახლდნენ. სოფლის სახელი მათი ლიდერის სახელს უკავშირდება და ის ერთადერთი სოფელია, სადაც ამ ეთნიკური ჯგუფის შთამომავლები ცხოვრობენ.
სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ამბობს, რომ უდიებს მშობლიურ მიწაზე და შემდეგ უკვე საქართველოშიც მოჰყავდათ ვენახი, აკეთებდნენ ღვინოს და პირველი, რაც საქართველოში ჩამოსახლების შემდეგ დაიწყეს ვენახის გაშენება, მარანი და ღვინის ქვევრში დაყენება ყოფილა. ქართველებსა დ უდიებს საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ: სარწმუნოება, ღვინის დაყენების ტრადიცია, რიტუალები და ა.შ. უდიებს საკუთარი ენა და დამწერლობაც აქვთ, რომელიც დღემდე არის შემორჩენილი.
უდიები აბრეშუმისა და აგურ-კრამიტის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. დღეისათვის საქართველოში 300-მდე უდია რეგისტრირებული, მათი სურვილია საზოგადოებამ დაკარგვის პირას მყოფი ერის შესახებ მეტი გაიგოს და უდიური ენა არ გაქრეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

ახალი აღთქმის, ნუსხურად შესრულებული, აქამდე უცნობი თარგმანი აღმოაჩინეს რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა

მეცნიერთა განცხადებით, ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით აღმოაჩინეს ბიბლიის ერთ-ერთი თავის ძველი ვერსია, რომელიც 1500 წელიწადზე დიდხანს იმალებოდა ძველქართულად, ნუსხურად შესრულებული ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთის ქვეშ.

ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიკოსი გრიგორი კესელი აღმოჩენის შესახებ ჟურნალNew Testament Studies-ში გამოქვეყნებულ სტატიაში იუწყება. New Testament Studiesწარმოადგენს კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობის რეცენზირებამდელ აკადემიურ ჟურნალს.

კესელის ცნობით, მან ულტრაიისფერი ფოტოგრაფიის გამოყენებით სცადა ენახა, რა ეწერა პალიმფსესტზე შესრულებული სიტყვების სამი შრის ქვეშ. პალიმფსესტი არის უძველეს ხელნაწერთა ტიპი, რომელსაც სხვა ნაწერებზე მაღლიდან გადასაწერად იყენებდნენ, მაგრამ ხშირად მაინც რჩებოდა თავდაპირველი ნაწერის კვალი.

პალიმფსესტებს ძველად პერგამენტის სიმწირის გამო იყენებდნენ. ამ მასალაზე სიტყვებს განმეორებით წერდნენ იქამდე, ვიდრე ქვეშ მოქცეულ სიტყვებს რამდენიმე შრე არ დაფარავდა.

კესელის აღმოჩენაში აღწერილი ტექსტი წარმოადგენს მათეს სახარების მე-12 თავის დიდი ხნის უნახავ ვერსიას, რომელიც თავდაპირველად, დაახლოებით 1500 წლის წინ, ბიბლიის ძველსირიულ თარგმანში შედიოდა. კესელის განცხადებით, ტექსტი მან ვატიკანის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერში აღმოაჩინა.

აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ხელნაწერი მკვლევრებს „უნიკალურ კარიბჭეს“ სთავაზობს ბიბლიის ტექსტუალური ევოლუციის ადრეული ფაზების შესასწავლად. ჩანს ტექსტის თანამედროვე თარგმანისგან გარკვეული სხვაობებიც.

მაგალითად, პრესრელიზის მიხედვით, მათეს 12:1-ის თავდაპირველ ბერძნულ ვერსიაში წერია: „ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო; მოშივდათ მის მოწაფეებს და დაიწყეს თავთავების კრეფა და ჭამა“.

ახლად აღმოჩენილ სირიულ თარგმანში კი ოდნავ სხვაგვარად წერია: „დაიწყეს თავთავების კრეფა, ხელებით სრესა და ჭამა“.

პალიმფსესტზე შესრულებული ხელნაწერი, რომლის ქვეშაც ძველსირიულად თარგმანი აღმოაჩინეს, ძველქართულად, ნუსხურად არის შესრულებული და ვატიკანის ბიბლიოთეკაში ის მე-20 საუკუნის შუა პერიოდში მოხვდა. ქართველი მკვლევრის, მიხეილ თარხნიშვილისმოკლე ჩანაწერის წყალობით, მეცნიერებმა მის შესახებ უკვე 1953 წელს იცოდნენ. ამ წლის შემდეგ, ხელნაწერი დაიკარგა. 2010 წელს ის ხელახლა აღმოაჩინეს, 2020 წელს კი გააციფრულეს და ვატიკანის ციფრულ ბიბლიოთეკაში განათავსეს.

ვატიკანში დაცული ეს ხელნაწერი თავდაპირველად სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცულ ქართულ ხელნაწერს ეკუთვნოდა (სახელით Sin. geo. 49), რომელიც შეიცავდა იადგარსაც. ეს ქართული ხელნაწერი პალიმფსესტს წარმოადგენს და შედგენილია სხვადასხვა ენაზე შესრულებული თავდაპირველად დამოუკიდებელი ხელნაწერების მრავალი ნაწილისგან.

ქართული ხელნაწერი არასრულყოფილია და მრავალი ნაწილი აკლია, მათ შორის, კოლოფონიც (წიგნის ბოლოს დართული მხატვრის ან გამომცემლის გვარები და სხვა ცნობები). მიუხედავად ამისა, ხელნაწერის ანალიზების საფუძველზე, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მე-10 საუკუნის ცნობილი ქართველი მწიგნობრის, იოანე-ზოსიმეს მიერ არის შესრულებული. იოანე-ზოსიმე თავდაპირველად მოღვაწეობდა პალესტინაში, ჯერ საბაწმინდის ლავრაში, ხოლო X საუკუნის 70-იანი წლებიდან — სინას მთაზე, წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 33
Page 3 of 33