close

ისტორია

ისტორიასაქართველოსოფლის მეურნეობა

დაკარგული ქართული ენდემური ხორბლის სახეობა – ჩელტა ზანდური

მოგეხსენებათ, რომ საქართველო მრავალი კულტურული მცენარის სამშობლოა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 25 სახეობიდან, 14 ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეა აღნუსხული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 5 საქართველოს ენდემია. საბჭოთა კავშირის პერიოდში ბევრი მათგანი მიეცა დავიწყებას, მათ შორის ჩელტა ზანდური(Triticum timopheevii), რომელიც დასავლეთ საქართველოს ენდემური სახეობა გახლავთ, კონკრეტულად კი რაჭა-ლეჩხუმის.
საქართველოში გავრცელებულ ენდემურ სახებათაგან, ჩელტა ზანდური ყურადღებას იპყრობს განსაკუთრებული თვისებებით. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩელტა ზანდური იზოლირებულია სხვა ხორბლის სახეობათაგან. ახასიათებს მაღალი იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებებისა და არახელსაყრელი პირობების მიმართ, რის გამოც რაჭაში მას „არჯან ხორბალს“ უწოდებდნენ, რაც გამძლეს, ამტანს ნიშნავდა. მარცვალს აქვს ცილის მაღალი შემცველობა და გლუტენის დაბალი შემცველობა, რის გამოც იგი ნაკლებ ალერგიულია. ხორბალს ახასიათებს ხშირი შებუსვა. თვალშისაცემი ეს მორფოლოგიური ნიშანი გვეუბნება, რომ იგი რეზისტენტულია გარემო პირობებისადმი და თავს იცავს ცუდი კლიმატისა და გაუწყლიანებისგან. გადმოცემის თანახმად, ჩელტა ზანდური იძლეოდა შესანიშნავი გემოსა და არომატის პურს, რომელიც ინახებოდა ერთ კვირაზე მეტი ხნით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩელტა ზანდური საგაზაფხულო მცენარეა, გლეხები მას შემოდგომითაც თესავდნენ, რაც წელიწადში მოსავლის ორჯერ მიღების საშუალებას იძლეოდა. საშემოდგომო ხორბალი ბევრად უფრო ძლიერია და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში სათანადოდ დაგროვილი ტენის გამო მეტად მოსავლიანი.
დღესდღეობით ამ უნიკალური ხორბლის მასალა გენბანკებშია გაყინული და დაცული. მართალია დღეს ქართული ხორბალი არც ისე ბევრ გლეხს მოჰყავს, თუმცა მათ მიმართ ინტერესი ნამდვილად იზრდება. სწორედ ამაზე მეტყველებს მანონი ახლვედიანის “ზანდურის სახლი”, რომელიც საინტერესო ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც მოიცავს. ამ ადამიანის წვლილი ჩელტა ზანდურის რეპატრიაციისა და ცნობადობის ამაღლების საქმეში ნამდვილად დაუფასებელია.

ფოტოს ავტორი : მერი შალამბერიძე 

წყარო :  “ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii) რეინტროდუქცია, ex-situ კონსერვაცია და ცნობიერების ამაღლება ადგილობრივ მოსახლეობაში (რაჭა-ლეჩხუმი)”

პროექტის განახლებები და საბოლოო შედეგების ლინკი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურა

ბოლნისის ბრძოლა 1228წ – უცნობი ისტორიული ქრონიკა

1225 წელს საქართველოში შემოჭრილმა ხვარაზმელთა ურდოებმა და მათმა მეთაურმა,ხორეზმ შაჰმა,ჯალალ ად-დინ მანგუბერტმა, სომხეთში, სოფელ გარნისთან გამართულ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ქართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გარნისთან მარცხს ქართველთა მხრიდან არ მოჰყოლია ათეულ ათასობით დანაკარგი, სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს სრული სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო. ჯალალ ად-დინმა მეორე წელს (1226) აიღო და გაძარცვა სამეფოს დედაქალაქი თბილისი,სადაც  თავისი შეუბრალებელი ხასიათი გამოავლინა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაჟლიტა.

445

ჯალალ ად დინის ძეგლი – ურგენჩი,უზბეკეთი.

მტრის ამ წარმატებული ნაბიჯების წისქვილზე, დიდწილად ,ქართველთა პოლიტიკური ლიდერებისა და სარდლობის შეუთანხმებლობა და უუნარობა ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, ხორეზმის შაჰს კარგად ესმოდა,რომ კავკასიაში თავისი მმართველობის გავრცელება,მხოლოდ თბილისის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. იგი აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელიც მისთვის კავკასიის სამეფო-სასულთნოებს შეეძლოთ გამოეწვიათ ერთიანი, კონსოლიდირებული მოძრაობით და მის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ყველაფერს ემატებოდა მონღოლთა შესაძლო შემოტევა აღმოსავლეთიდან (რომლებსაც გამოექცა ჯალალი) ამიტომაც, იგი ცდილობდა არ დაეშვა კავკასიის პოლიტიკური ერთეულების, თუ ცალკეული ქალაქებს შორის ალიანსების ჩამოყალიბება. თბილისის აღებიდან არცთუ ისე დიდი დროის შემდეგ, ჯალალ ად დინი სწრაფად ლაშქრობს ძლიერ და სტრატეგიულ ქალაქებზე: ანისზე, ყარსზე, ხლათზე, მაგრამ ამ კამპანიებმა უშედეგოდ ჩაიარა და ე.წ  „სიზიფეს შრომა“ გამოდგა მისთვის.

8985

ტურა კურიაზოვი, “ჯალალ ად-დინ მანგუბერტი“,1998

ასეთ ვითარებაში ქართველებმა დრო იხელთეს, დედაქალაქში მყოფი ხვარაზმელთა გარნიზონი შეავიწროვეს და თვით ქალაქის აღებაც კი მოახერხეს. არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირის ცნობით, თბილისი ქართველებმა ჰიჯრით  624 წლის რაბის პირველ თვეში გაათავისუფლეს – 19 თებერვალი- 21 მარტი. (19/2/1227-21/3/1227) ჯალალ ად დინის პირადი მდივანი შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ან-ნასავი კი ქართველთა მიერ თბილისის დაბრუნების თარიღად 1226 წელს ასახელებს (თ.ფარცვანია – ნასავის თხზულება  „სულთან ჯალალ ად დინ მანკბურნის ცხოვრების აღწერა, როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის, საისტორიო კრებული VII, “მეცნიერება“, თბილისი, 1979)

eweqeq

1. ბედიუნი მებრძოლი.
2. ერაყელი ქვეითი
3. ხვარაზმელი კავალერისტი
Agnus MCbride-ის ილუსტრაცია- Osprey Publishing.

სამხრეთ კავკასიის ციხეების ალყით გართულ ჯალალ ად-დინს „ურწმუნო გურჯებმა“ თბილისი ხელიდან გამოაცალეს. იგი ამ ამბების გაგებისთანავე გაეშურა საქართველოსკენ. ქართული სარდლობის გადაწყვეტილებით, მტრის ხელის შეშლის მიზნით, თბილისი გადაწვეს (ივ.ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია, ტ III, პალიტრაL, თბილისი,2012), შემდეგ კი მომხდურთან დასახვედრად ჯარების შეკრება დაიწყეს.
XIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი- ჟამთააღმწერელი,რომლის ნაწარმოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ ეპოქის საკითხების შესასწავლად, დაწვრილებით გვიამბობს იმ განხორციელებული სამხედრო ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართულმა სამეფო კარმა გადადგა: დედოფალმა რუსუდანმა წვევის სიგელები დაგზავნა ავაგ ამირსპასალართან, შანშე მანდატურთუხუცესთან, ვარამ მსახურთუხუცესთან, ჰერ-კახელ ერისთავებთან, მესხ-თორელ-ჯავახელ დიდებულებთან, იმერეთში-ცოტნე დადიანთან, აფხაზეთში, ჯიქეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.
მთავარსარდლობამ არ იმყოფინა მხოლოდ ქართული ძალები. ამ უკანასკნელმა გახსნა დარიალის კარი, უმთავრესი სტრატეგიული პუნქტი კავკასიონზე და გადმოიყვანა ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიული მეომარი სამხედრო ძალა. ამასთანავე,კავშირი გააბა კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან ხლათის სასულთნოსთან, აზერბაიჯანის ილდეგიზიან მმართველთან, მაგრამ იბრძოდნენ თუ არა მათი ძალები ბოლნისთან, ქართველების მხარდამხარ, ძნელი სათქმელია.

ewewewewewe

დარიალის კარი. კავკასიის უმნიშვნელოვანესი  სტრატეგიული პუნქტი, რომელზე კონტროლის

დამყარებისთვის სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე საქართველოს მეფეები აქტიურად იბრძოდნენ.

ქართულ ლაშქარში აგრეთვე ვხედავთ ყივჩაღებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ბრძოლის მიმდინარეობაში.
როგორც ვხედავთ ქართველ მესვეურთა სამზადისმა მასშტაბური სახე მიიღო. ქართველთა ჯარის რაოდენობასთან დაკავშირებით, ერთადერთი ცნობა ეკუთვნის ან-ნასავის და მას 40.000 კაცით განსაზღვრავს. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ: III ,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)
გაერთიანებულმა ლაშქარმა თავი ნაჭარმაგევში მოიყარა და ბოლნისისაკენ აიღო გეზი. ნიშანდობლივია, რომ რუსუდან დედოფალმა ლაშქარს ,,სეფე-დროშა” არ წაამძღვარებინა წინ. ამ ფაქტს ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელ-ათაბაგის სიკვდილით ხსნის: ,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმესათვის ივანე ათაბაგისა”, როგორც ჩანს ამარსპასალარი ივანე ამ დროს გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო: ,,შემდგომად ორისა წლისა (გარნისის ბრძოლიდან 1225 წლიდან, ანუ 1227 წელს) გარდაიცვალა ივანე ათაბაგი. აქედან გამომდინარე ივანე მხარგრძელი 1227 წელს უნდა აღსრულებულიყო. ბოლნისის ბრძოლა კი 1228 წელს გაიმართა.

103042

ყივჩაღი მეომრები შეტევისას.

კოალიციურმა ჯარმა გაიარა თბილისი და მალევე შეამჩნია ბოლნისთან დაბანაკებული ჯალალედინის ურდოები. ბოლნისი, რომლის მიდამოებში ბრძოლა გაიმართა, მდებარეობდა ქვემო ქართლში ,ისტორიული სომხითის ტერიტორიაზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირას,  ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებით:  „სარკინეთის ხევის და სავლითდის მდინარე ფოლადაური,  გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისის (ქართლის ცხოვრების ტოპოგრაფიული ლექსიკონი-  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php) ჟამთა აღმწერლის მიხედვით: “სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს,  ჴევსა ბოლნისისასა“.  “სომხითი“ ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული გახლდათ და მოიცავდა ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველს. (ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული– www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)
ამის მიმოხილვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრძოლა დღევანდელი ქალაქ ბოლნისის სანახებში გაიმართა.

122002

ხვარაზმელი მხედარი (მარჯვნივ) მონღოლი მხედრის წინააღმდეგ.

მხარეები საბრძოლველად განლაგდნენ.ბრძოლისთვის ორივე მხარე მზად იყო, როდესაც ხორეზმშაჰის ჯარს გარკვეული რაოდენობის მხედრები გამოეყვნენ და  იქითკენ მიაშურეს, სადაც ქართველთა მოკავშირე ყივჩაღები იყვნენ განლაგებულნი.ეს მცირე დელეგაცია ყივჩაღებთან პურითა და მარილით წარსდგა და შეახსენა მათ ის სიკეთე, რაც ერთ დროს ჯალალ ად-დინს ჰქონდა მათთვის გაწეული (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ: III, საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)
სწორედ ამ მომენტში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ყივჩაღებმა უეცრად ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველი დატოვეს. როგორც ჩანს,ჯალალის სიტყვამ გასჭრა. ეს ყოველივე, უეჭველია, ქართველ მეომრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა.
ქართველების რიცხვობრივი უმცირესობით და ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით გულმოცემული ხორეზმშაჰი მთელი თავისი ჯარით ეკვეთა მათ: ,,და იქმნა ომი სასტიკი” რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ უთანასწორო ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ქართველები დამარცხდნენ: ,,იძლივნენ სპანი მეფისანი”. მარცხის მთავარი მიზეზი ამ ბრძოლაში ყივჩაღთა ღალატით დიდწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული.

1727272

ყივჩაღი (2) და ალანი (3) მებრძოლები.

ახლა მიმოვიხილავთ ყივჩაღთა ღალატის საფუძვლებს.
საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება ყივჩაღთა მხრიდან მონღოლთა გამოჩენის შემდეგ დაიწყო.1225 წელს ყივჩაღებმა გაარღვიეს დარუბანდის კარი და შირვანში შეიჭრნენ. მომთაბარე ყივჩაღთა მასამ, საქართველოს მეფე რუსუდანს საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა სთხოვა.უარის მიღების შემდეგ კი მათ დაარბიეს შირვანის ერთ-ერთი ქალაქი ყაბალა.რაღა თქმა უნდა ქართველთა მხრიდან ცივი უარი და საცხოვრებელი ადგილის არმიცემა,მათ ანტიპათიას გამოიწვევდა. მითუმეტეს, რომ ქართველებმა ბრძოლაც კი გაუმართეს მათ,პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდენენ და ყივჩაღებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ,მაგრამ შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979). ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც,რომ ხვარაზმის ჯარის დიდი ნაწილი დაქირავებული ყივჩაღებისაგან შედგებოდა(ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი,1979,გვ:544-545).
ბოლნისის ბრძოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია, მიუხედავად ქართული მთავარსარდლობის მონდომებისა, ნათელი გახდა, რომ ჯალალ ად დინი რეგიონში, ჯერ ჯერობით, ყველაზე ძლიერი ძალა იყო.ქართველთა მარცხმა, რა თქმა უნდა,კიდევ უფრო შეუშალა ხელი ერთიანი ეროვნული თუ სამოკავშირეო ძალთა არსებობას, რომელსაც მტრების წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა ებრძოლა.ხორეზმის სულთანმა კი,კავკასიური გამოცდა საქართველოსთან და მის მოკავშირე ძალებთან, წარმატებით ჩააბარა, მან შეძლო ამ ბრძოლაში ყივჩაღთა დაყოლიება, რომ ბრძოლის ველი დაეტოვებინათ, რაც ქართველთათვის ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა.
საბოლოოდ კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოსვლა,რომელიც მიმართული იყო ხორეზმის შაჰის ექსპანსიური პოლიტიკის განეიტრალებისაკენ, უშედეგოდ დასრულდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ქართლის ცხოვრება,ტ:II,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი 2012
2.ივანე ჯავახიშვილი,ქართველი ერის ისტორია,ტ:III, თბილისი 2012
3.ნოდარ ასათიანი,საქართველოს ისტორია , თბილისი 2004
4.ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი : მეცნიერება , 1966.
5.ლევან სანიკიძე,წიგნი მოწამეთა , ფრესკა 1991
6.საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979
7.საისტორიო კრებული VII ,მეცნიერება,თბილისი-1977.
8.ივანე ჯავახიშვილი,საქართველოსსაზღვრებიისტორიულადდათანამედროვეთვალსაზრისითგანხილული. (http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)
9. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (www.nplg.gov.ge)


მასალა მოამზადა: გიგა ჩალიგავამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა” 

სრულად ნახვა
ისტორია

მარიამ უგრელიძე – ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს.

  • ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით

კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს.

,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და დავსხდეთ, როცა თქვენ აწყობთ შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა?“

ბერია დგება, კარს იჯახუნებს და უხმოდ ტოვებს ოთახს.

„ეს რა ქენით, მარიამ ქრისტეფორევნა?! ყველას დაგვაპატიმრებს…“ –  შფოთავენ პროფესორები.

„ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით“ – მშვიდად პასუხობს მათ მანიკო. ოფიციალურ წრეებში მარიამ უგრელიძის სახელით ცნობილი პირველი ქართველი პროფესორი ქალი – მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ეს ამბავი შვილიშვილს, მაია ჩაჩავას, ბებიამ, მარიამ უგრელიძემ უამბო – ჩუმად და ღამით. ხმამაღლა ასეთი ამბების მოყოლა მაშინ ძალიან სახიფათო იყო. ბებია-შვილიშვილს დიდხანს ერთ ოთახში ეძინა. მაია ჩაჩავა იხსენებს, რომ ბებია – მანიკო უამრავ რამეს უყვებოდა ძილის წინ.

  • მატარებლის ბავშვები

სერგოს სიცოცხლე იმ ჯერზე პროფესორთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის გეგმამ იხსნა. პატარა სერგოსგან განსხვავებით ვერაფერმა იხსნა უგზო-უკვლო გადასახლებებისგან სხვა პატარები, რომლებსაც ,,ხალხის მტრების შვილების“ სახელით უშვებდნენ საქართველოდან რუსეთის მიკარგულ ადგილებში – საერთო ვაგონით.

ერთ-ერთი ასეთი ვაგონი მანიკო უგრელიძემ თბილისიდან რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაახსნევინა. საბჭოთა რეჟიმი მოატყუა და მერე ამაზე მთელი ცხოვრება დუმდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. დახვრეტდნენ.

მარიამ უგრელიძე პაციენტ ბავშვებთან ერთად, თბილისის მესამე საავადმყოფოს ფტიზიატრიულ განყოფილებაში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი ,,ივერიელი”

,,მატარებლის ბავშვები“ – დაახლოებით 6 წლის იყო მარიამ უგრელიძის შვილიშვილი, მაია ჩაჩავა, როცა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური: მას და დედამისს, ნუცა უგრელიძეს, ერთხელ ქუჩაში ქალი შეხვდათ, ქალი მაიას დედას გადაეხვია, ემოციურად საუბრობდა, მერე დაუჩოქა. ნუცამ ქალი წამოაყენა და ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

იმ დღეს სახლში მისულმა ნუცა უგრელიძემ თქვა, რომ ქუჩაში ,,მატარებლის ბავშვი“ შეხვდა. მაიამ ეს სიტყვები დაიმახსოვრა და 17, 18 წლისამ სთხოვა დედას, აეხსნა მისთვის, რას ნიშნავდა ,,მატარებლის ბავშვი“. ახლა უკვე 70 წელს გადაცილებული მაია ჩაჩავა დედის მონათხრობს იხსენებს ბებიაზე:

37 ან 38 წელი იდგა. ტელეფონი მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში, მანიკოს ჰქონდა – გადაუდებელი დახმარებისთვის ურეკავდნენ ხშირად.

ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა. მარიამს უთხრეს, რომ ბავშვებით დატვირთულ ვაგონს უშვებდნენ ღამით რუსეთში, რომ ეს ბავშვები ,,უპატრონოთა სახლის ბავშვები იყვნენ“. ვაგონის დაძვრამდე პედიატრს უნდა აღეწერა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქ მისულს 36, 37 წლებში დაპატიმრებული და დახვრეტილი მშობლების შვილები დახვდნენ. „ერის მოღალატეების“ შთამომავლები საბჭოთა სისტემას სამუდამოდ უნდა მოეშორებინა. მარიამ უგრელიძემ ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბავშვები დიზინტერიით იყვნენ ავად. დაარწმუნა ყველა, რომ ბავშვები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას შექმნიდნენ ყველგან, სადაც ჩაიყვანდნენ.

„ვაგონი უნდა ჩაიხსნას“ – ეს იყო პედიატრის საბოლოო სიტყვა. ასეთი ვაგონის ასე ჩახსნა იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მარიამის სიტყვამ გაჭრა. იმ ღამით თბილისის რკინიგზის სადგური მატარებელმა ბავშვებით სავსე ვაგონის გარეშე დატოვა. ნათესავებს აცნობეს, რომ შეეძლოთ სადგურში მოსულიყვნენ და შინ წაეყვანათ ,,მოღალატეების შვილები“.

  • კოშკებიანი სახლი ვერის ბაღთან

პაციენტებთან ურთიერთობა ბებიასთვის ნიშნავდა მუდმივ სატელეფონო საუბრებს, ბავშვების მდგომარეობის მოკითხვას მკურნალობის დასრულების შემდეგაც. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო და ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ხალხი იყო ძირითადად ჩვენთან მიმსვლელ-მომსვლელი.

ბებია მართავდა საახალწლო წვეულებებს და ყოფილ პაციენტებს მასპინძლობდა ახლანდელი კოსტავას, მაშინდელი ლენინის ქუჩის №33-ში, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ასე მეგობრობდნენ ოჯახებით.

მარჯვნიდან მეორე, ორსართულიან, კოშკებიან სახლში მარიამ უგრელიძე ცხოვრობდა/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჩვენი სახლი ფილარმონიის პირდაპირ – ვერის ბაღის მხარეს იდგა. ორსართულიანი, ულამაზესი კოშკებიანი სახლი იყო. ორმოცი წლის წინ დაანგრიეს. ამ სახლის დანგრევით დაიწყო თბილისის რეკონსტრუქცია. მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილად სწორედ ჩვენი სახლის სარდაფი გამოიყენეს.

ბავშვები რომ იზრდებოდნენ და სტუდენტები ხდებოდნენ, მერეც კი მოდიოდნენ მათი მშობლები შვილების ანალიზებით მანიკოსთან. შინ გვაქვს შენახული უამრავი მადლობის წერილი ბებიას ნამკურნალევი ბავშვების მშობლებისგან გამოგზავნილი“, – გვიყვება მარიამ უგრელიძის შვილიშვილი.

  • პეტერბურგი, მონპელიე, ლოზანა და თბილისი

1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამ უგრელიძე პეტერბურგის ქუჩებში დაჭრილ მუშებს უწევდა დახმარებას. ამ დროს ის პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე სწავლობდა.  1906 წელს დააპატიმრეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმა და სამხედრო ნაწილებში პროკლამაციების გავრცელება ედებოდა ბრალად. 2 წელი გაატარა ციხეში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. სწავლობდა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში დაამთავრა ლოზანას უნივერსიტეტი და 1918 წელს 33 წლის მარიამ უგრელიძე სამშობლოში დაბრუნდა.

ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, მერე – ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრას აარსებს პროფესორი სიმონ გოგიტიძე, ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებს.

1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგე გახდა.

მარიამ უგრელიძე პაციენტის შემოწმებისას/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეწევა ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომელთა უმრავლესობაც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და გამოყენებულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე.

მარიამ უგრელიძის სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში.

უნიკალურია მისი შრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ.

სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც 1929 წელს თავად ჩამოაყალიბა.

მარიამ უგრელიძე არასდროს დაქორწინებულა და ბიოლოგიური შვილი ჰყოლია. მარიამმა და მისმა დამ, მელანიამ  ძმისშვილი, ნუცა უგრელიძე გაზარდეს შვილივით. ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავა, რომელიც ბებიის მიმოწერებს, ფოტოებს და არქივს ინახავს, სწორედ ნუცას შვილია.

მარიამ უგრელიძე 75 წლისა გარდაიცვალა 1960 წლის გაზაფხულზე. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ დიღომში, მოგვიანებით კი მისი ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

ვარციხე – სოფელი იმერეთში, რომელიც უძველეს ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება

     ვარციხე – ასეთ  სოფელს შეხვდებით დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, რომელიც სამი მდინარის – რიონის, ყვირილასა და ხანისწყლის შესაყართან არის გაშენებული. სხვათა შორის, საქართველოში მხოლოდ ამ ადგილას ურთდება ერთმანეთს 2-ზე მეტი მდინარე.

ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაწარმოებში „აღწერა სამეფოსი საქართველოსი“ ამბობს: „ეს ყოფილ არს ციხე დიდი და დიდშენობა და გადმომდინარეობს წყარო შიგ კეთილი“.  ასე ის ვარციხეს მოიხსენიებს. მეფე ალექსანდრე V-ის დავალებით, 1737 წელს შედგენილი რუკის მინაწერი კი გვაუწყებს: „ვარდის ციხე და სასახლე, ახლად აშენებული მეფის ალექსანდრესაგან“. აქამდე კი ქართული წყაროები თითქმის სრულებით არაფერს გვამცნობენ ვარდციხის ძველი ისტორიის შესახებ.

ძველი ვარდციხის-როდოპოლისის  შესახებ შედარებით ვრცელ ცნობებს ვხვდებით ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებსა და საისტორიო მწერლობაში. იუსტინიანე კეისრის 535 წლის ნოველის მიხედვით, „არქეოპოლისი და როდოპოლისი უდიდესი და ძველი სიმაგრეებია ლაზეთში“.

IV საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსის – პროკოპი კესარიელის – ცნობით, როდოპოლისი (ვარდციხე) ყველაზე შესანიშნავი ქალაქია, მოხირისთან ერთად, ლაზიკაში.

„ბაღდათის ქვეყანა“ ისტორიულ-გეოგრაფიულად ვარციხით იწყება. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით,  „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი (ბერძ. „როდონ“- ვარდი, „პოლის“- ქალაქი.). უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.

არქეოლოგიური შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ვარდციხე სწორედ ეგრისის ახალი სამეფოს წარმოქმნა-გაძლიერების შედეგად გაჩენილი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ციხე-ქალაქია. ქრონოლოგიურად, როგორც ჩანს, ამგვარ ასპექტში უნდა განვიხილოთ წყაროს ის ცნობა, რომელიც მას არქეოპოლისთან ერთად ძველ სიმაგრედ მოიხსენიებს. კარგად დათარიღებული მასალების მიხედვით, ციხე-ქალაქის დაარსება. ახ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევრიდან უნდა ვივარაუდოთ.

ვარდციხის ისტორიის ადრეულ ეტაპზე საქმე უნდა გვქონდეს შედარებით სუსტად გამაგრებულ ციხე-ქალაქთან, რომლის დაარსებისა და არსებობის საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური სასოფლო-სამეურნეო რაიონი. ყოველი შემთხვევისათვის VII საუკუნის ისტორიკოსი თითქოს ასახელებს ამგვარ სოფლურ დასახლებას, რაც ნ. ბერძენიშვილის აზრით უაღრესად მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას წარმოადგენენ.  უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ხანის სამოსახლოები განლაგებული იქნებოდა მდ. ხანისწყლის, ყვირილასა და რიონის სანაპირო ვაკე ზოლშიც. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ნაყოფიერ მონაკვეთში.

თვით თანამედროვე სოფელი ვარციხე ამ საუკუნის 20-იან წლებამდე განლაგებული იყო მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. აქ იყო სოფელი მთელი თავისი მეურნეობითა და სავარგულებით, აგრეთვე გაზით, რომელიც დასავლეთით ვანის ქვეყნის მიმართულებით მიემართებოდა. მდ. რიონის ადიდებამ და კალაპოტის შეცვლამ სოფელი აყარა და მდინარის პირველ ტერასაზე, ანტიკური ხანის დასახლებათა მონაკვეთზე გადმოასახლა. ხოლო ამ ახალი სოფლის კვალი, მდ. რიონის წამლეკავი ბუნების გამო, თითქმის სრულად არ შემორჩენილა. ეს ფაქტი ართულებს ვარდციხის, როგორც ისტორიული ძეგლის სრულფასოვან აღქმას. მაინც ცხადია, რომ ციხე-ქალაქი, რომელიც პირმშოა დასავლეთ ქართული ახალი „ქვეყნის“- ეგრისის სამეფოსი წარმოიშვა და განვითარდა იმ სასოფლო-სამეურნეო დასახლებათა ბაზაზე, რომელთა ეკონომიკური დაწინაურება განპირობებული იქნებოდა ქვეყნის ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთიანობით. ამ გაერთიანების ჰეგემონი კი ეგრისის სამეფო იყო.

ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ გვიანდელ ბიზანტიელ მწერალთან პროკოპი კესარიელთან რამდენჯერმე იხსენიება ლაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული და უხვმოსავლიანი ოლქი მოხერისის მხარე.(ტერიტორია ცხენისწყალსა და რიონს შორის), მაშინ ჩვენ გვაქვს ერთი საბუთი იმისა, რომ ლაზეთის შემდეგში დაწინაურებული ქალაქები, უკვე II საუკუნეში აღმოცენებულან და დაუწყიათ განვითარება. ამ მხრივ, საინტერესოა, რომ ლაზეთის მეორე ასევე მნიშვნელოვანი ქალაქი როდოპოლისი (აწინდელი ვარციხე) უკვე III საუკუნეში ყოფილა შემოვლებული ციხე-გალავნით, როგორც ეს სააღმშენებლო ხერხების ანალიზიდან ჩანს.

განსაკუთრებით ცხოველდება ვაჭრობა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და რომს შორის, რაც კარგად შეიმჩნევა ოქტავიანე ავგუსტუსის ხანიდან.

IV-V საუკუნეებში ლაზეთის სამეფოს განსაკუთრებული გაძლიერების ხანაში, ეს პუნქტები მსხვილი საქალაქო ცენტრებია და ეგრისის სამეფო ხელისუფლება საგანგებოდ ზრუნავს მათ გამაგრებაზე.

სამი მდინარის ხერთვისში მდებარე როდოპოლისი თავისებურ საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა ამ მდინარეთა ხეობებით მომავალი გზებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ხანისწყალს მოჰყვებოდა გზა, რომელიც ზეკარის უღელტეხილით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გადადიოდა და კასტორიუსის რუკის მიხედვით, დასავლეთ საქართველოს სომხეთთან აკავშირებდა. მაშასადამე, როდოპოლისი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც სამხრეთიდან მომავალი ეს გზა რიონის აუზში შემოდიოდა. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ სწორედ როდოპოლისი იგულისხმება რუკაზე სებასტოპოლის-არტაშატის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი სადგურის – Ad fontem telicem-ის- სახელში.

ასეთ ვითარებაში გასაგებია ის დიდი როლი, რომელსაც ამ ქალაქს ანიჭებდნენ VI საუკუნეში ირან-ბიზანტიის ომების დროს მებრძოლი მხარეები.

როდოპოლისს პირველად VI საუკუნის ძეგლები იხსენიებენ. პროკოპი კესარიელის სიტყვით როდოპოლისი და მოხირისი „ყველაზე შესანიშნავი ქალაქები არიან. ის დაბლობში მდებარეობს, კარგად გამაგრებული და მდიდარიც. ამიტომ, როდესაც მისი შენარჩუნების იმედი აღარ აქვთ ლაზებს, ისინი მას მიწასთან ასწორებენ“, რომ ირანელებმა არ ისარგებლონ იმით. მისი დაკარგვის შემდეგ ლაზ-ბიზანტიელები ელოდებიან მოხერხებულ შემთხვევას, რომ კვლავ უკან დაიბრუნონ და აი როდესაც 555 წელს ბიზანტიელებმა ფოთის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ირანელები, რომელტაც ისევ დაიხიეს თავისი ძველი საზღვრებისაკენ მუხირისსა და ქუთაისში, ბიზანტიელმა სარდალმა იუსტინემ 2000 ცხენოსანი გაგზავნა ნესოსიდან და უკან დაიბრუნა როდოპოლისი.³

აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს სწორედ როდოპოლისის აღებას ბიზანტიელთა მიერ: „იუსტინიანემ როდოპოლისში გაგზავნა, თავისი რაზმის უფროსი, წარმოშობით ჰუნი ელმინზური. როდოპოლისი იმ დროს სპარსელების ხელში იყო. კარგა ხნის წინ მერმეროეს აეღო ის სპარსელები ჩაეყენებინა შიგ. იქ მისულ ელმინზურს, ბედმა ძალიან შეუწყო ხელი, მეციხოვნენი რაღაც შემთხვევით, ქალაქის გარეთ დაეხეტებოდნენ, ზოგი სად, ზოგი სად. ამიტომ ელმინზური დაუბრკოლებლად შევიდა ქალაქში, დაიპყრო ის და ვინც კი სპარსული რაზმებიდან შეხვდებოდა ჟლეტდა, ხოლო ადგილობრივებს ნება მისცა კვლავ საკუთარ სამშობლოში ეცხოვრათ, რადგან იცოდა, რომ ისინი სპარსელებს მიემხრნენ არა თავისი მოღალატეობით, არამედ საგარეო საფრთხის გამო. ყველაფერი მოაწესრიგა და ასე დაუბრუნა როდოპოლისი კვლავ თავის წინანდელ მდგომარეობას: დაექვემდებარა მშობლიურ კანონებს და დაემორჩილა რომაელთა მეფეს..

გარდა ამისა, როდოპოლისი იმთავითვე ერთი იმ ოთხი საეპისკოპოსო ცენტრთაგანია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ ეპარქიათა შორის. ეკთეზისებში იხსენიება ლაზეთის ეპარქია, რომლის მიტროპოლიტს ლაზეთში ჰქონია ეპარქია.

სად უნდა ვეძებოთ როდოპოლისი? –    ცხადია, სოფლის სახელი ვარციხე ციხეს უკავშირდება, მაგრამ მისი პირველი ნაწილი არა ზმნა „ვარ“, როგორც დღეს გვეჩვენება (მე ვარ ციხე) არამედ იგი მიღებულია „ვარდ“ სიტყვისაგან, ე.ი. ვარციხე შემოკლებული ფორმაა „ვარდ-ციხისა“.რომელიც სოფელს მისი სილამაზის გამო უწოდეს .

სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ ქალაქის ბერძნული სახელწოდება მივიჩნიოთ ერთ-ერთი ადგილობრივი სახელწოდების თარგმნად: ბერძენ-სპარსელთა პრაქტიკაში ადგილობრივ გეოგრაფიულ სახელწოდებათა თარგმნა იშვიათი მოვლენა არაა. როდოპოლისი კი ქართულად ნიშნავს „ვარდის ქალაქს“ ან „ვარდის ციხეს“ და ალბათ ამ ქართული სახელწოდების შესატყვისი ერთ-ერთი ლაზური სიტყვით იყო აღნიშნული ამ ქალაქის ადგილობრივი სახელი. აკადემიკოსი ბროსე შესაძლებლად თვლის როდოპოლისს უდრიდეს იმერეთის ერთ-ერთი შემდეგი ადგილი: ვარდციხე (ვარციხე, ვარდისციხე) ხანისწყლის შესართავთან. ამ საკითხის კვლევისას ყურადღება მახვილდება ორ პუნქტზე: ვარდციხეზე და ვარდი გორაზე, უშუალოდ „ვარდზე“ მითითების გამო, მაგრამ ვარდიგორა მდებარეობს სკანდეს აღმოსავლეთით.

ხოლო როდესაც ბიზანტიელი ისტორიკოსი ლაპარაკობს, რომ „როდოპოლისი ყველაზე უწინარეს ხვდებოდა გზაზე იბერიიდან კოლხიდაში შემოსულთ“. ის გულისხმობდა იმ ვითარებას, როდესაც იბერიიდან კოლხეთში შემოსულებს აუღია სკანდე და შორაპანი. ასე, რომ როდოპოლისი ამ ხაზის დასავლეთით არის საძებარი, ამიტომ მთავარი ყურადღება ექცევა ვარდციხეს.საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ როდოპოლისი იგივე ვარდციხეა.

ვარციხის ტერიტორიაზე 1968 წლიდან იწყება დაზვერვითი სამუშაოები. 1972 წლიდან კი მიმდინარეობს ინტენსიური არქეოლოგიური გათხრები. გამოვლინდა IV-V სს კოშკებიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-ქალაქის კომპლექსის დიდი ნაწილი. თვით კომპლექსი, მისი მშენებლობა ხელოსნობის შესაბამისი დარგების განვითარებას გულისხმობს: ქვისმთლელები, კალატოზები, დამხმარე სპეციალისტები. სამშენე ბლო ხერხების ცოდნით იმდროინდელ სამყაროს ცოდნას არ ჩამორჩებიან.

ქვეყნის ახალი აღმავლობა ხელოსნობის სხვა დარგების, კერძოდ, მეთუნეობის სწრაფ განვითარებაშიც გამოიხატა. კერამიკული წარმოების ახალი აღმავლობა ეგრისში ახ.წ. IV-V საუკუნეებიდან შეინიშნება. ადგილობრივ წარმოებას უკავშირდება ის მრავალრიცხოვანი სასუფრე, სამეურნეო თუ სამზარეულო დანიშნულების ჭურჭელი, რომელიც ვარდციხეში ძირითადად  IV-VI საუკუნით დათარიღებული კულტურული ფენის შესწავლისას გამოვლინდა. ეგრისში სამეთუნეო დარგის დიდ დაწინაურებაზე, ადგილობრივი ტარის წარმოება მიუთითებს. საყოველტაოდ გავრცელებული წელშეზნექილი ამფორები, ადგილობრივ ნაწარმს წარმოადგენს.უნდა აღინიშნოს, რომ IV-VI სს. ეგრისში საქმე გვაქვს კერამიკული ნაწარმის ფორმების აშკარა სტანდარტიზაციასთან.

ხელოსნობის სხვა დარგებზე მსჯელობისთვის არ არსებობს პირდაპირი მასალები. მინის წარმოების შესაძლებლობაზე მიუთითებს მინის ზოდების პოვნის ფაქტი.

რკინის დამმუშავებელი ხელოსნების სასარგებლოდ აქ ნაპოვნი ზოდები ლაპარაკობს, მაგრამ მთელი მონაპოვარი სრულიად უეჭვოდ, ჯერჯერობით მხოლოდ  IX ს. მომდევნო ხანის მასალების შემცველ დონეზე იყო ნაპოვნი.

ვარდციხის განათხარი მასალა გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მეურნეობის რიგი დარგის შესახებ. პირველ რიგში ეს მევენახეობას შეეხება. ქვეყნის საერთო ეკონომიკური აღმავლობის ერთ-ერთი საფუძველი, როგორც ჩანს მევენახეობის განვითარება იყო, რამაც თავის მხრივ დააჩქარა მეთუნეობის განვითარება.

მესაქონლეობის განვითარებაზე, სადღვებლისა და კვირისტავების გარდა, მიუთითებს მრავალრიცხოვანი ოსტეოლოგიური მასალა.

არქეოლოგიური მასალები (ბადის საწიფები, თევზის ძვლები) მიუთითებენ ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაში მეთევზეობის გარკვეულ ხვედრით წონაზე. ეს ტრადიცია, როგორც შემდგომი მასალებით ირკვევა, დიდხანს არ მოშლილა და დღემდე გრძელდება.

ახალი სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა გულისხმობდა ძირითადად ძველი სავარჭო გზების გამოცოცხლებას. პირველ რიგში ასეთად ცნობილი ფაზის-რიონის მსოფლიო მნიშვნელობის მაგისტრალიწარმოგვიდგება. ფაზის-რიონის არტერია წარმოადგენს ძირითად გამტარებს იმ არქეოლოგიურ იმპორტულ მასალისა, რომელიც ციხე-ქალაქის არქეოლოგიური შესწავლის გზით იყო მოპოვებული. ამ გზით ხვდება იმპორტული წითელლაკიანი კერამიკა ქუთაისის „ქვეყნის“ მონაკვეთშიც.

მეორე მნიშვნელოვან მაგისტრალს წარმოადგენდა გზა არტაშიდან სებასტოპოლისამდე. ამ გზის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ რავენელი ანონიმის მიხედვით.

ქართული წყაროების მიხედვით ზეკარის უღელტეხილზე გარდამავალი გზა მნიშვნელობას არ კარგავს მომდევნო ხანაშიც. ეს არის აღნიშნული წყაროებით ასე ცნობილი გზა „რკინის ჯვრისა“.  ამ გზის მეშვეობით მყარდებოდა კავშირი არა მარტო სამხრეთ საქართველოს პროვინციებთან (ოძრხე და ა.შ.), არამედ თვით აღმოსავლეთ საქართველოსთანაც, ქართლთანაც. ეს გზა, რომელიც ხანისწყალს მიუყვებოდა ფონად, ალბათ, ვარდციხესთან არსებულ მონაკვეთს გულისხმობდა.

ამდენად, ვარდციხე მთელი ქვეყნის ანუ სამეფო ციხეა. იგი, საფიქრებელია კონტროლს უწევდა და აძლიერებდა ეგრისის სამეფოსადმი ხანისწყლის ხეობის და საერთოდ, სამხრეთ მთიანეთის დამოკიდებულება, პოლიტიკურსა თუ ეკონომიკურს.

ადრეული შუასაუკუნეების ვარდციხე, როგორც უკვე აღვნიშნეთ საეკლესიო ცენტრიც იყო. ქრონოლოგიურად ეს პერიოდი VII-X საუკუნეებით განისაზღვრება, მაგრამ შესაბამისი ხანის ქრისტიანული ტაძარი, საეპისკოპოსო ცენტრი, ვარდციხეში ჯერ არ გამოვლენილა. იგი, უფრო სწორად მისი საძირკვლები, ალბათ რიყის ქვისა, თანამედროვე სასაფლაომ გააანადგურა. სამწუხაროდ ციხე-ქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი ხანის სხვა მასალები სუსტადაა გამოვლენილი. რაც გვაფიქრებინებს, რომ ახის ციხე-ქალაქში,  რომლის ზღუდისა და კოშკების დიდი ნაწილი ალბათ დანგრეულია, ცხოვრების მაჯისცემა შენელებულია.

ახალი დროის(X-XI სს) ვარდციხე, ისევ ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს. არქეოლოგიური მონაპოვარი ახალი სავაჭრო-ეკონომიკური ურტიერთობების მაჩვენებელია, რაც მის ეკონომიკურ აღმავლობასაც მიუთითებს.ამ დროს შესაძლოა უპირატესი მნიშვნელობა მოეპოვებინა ე.წ. რკინის ჯვრის გზას, რომელიც სამცხეში, ხოლო აქედან აღმოსავლეთ საქართველოში და ალბათ სომხეთშიც გადადიოდა.

ვარდციხის ახალი აღმავლობა ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის თანადროულია და გამომხატველი. ცნობიალია, რომ დასავლეთ საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ამ აღმავლობის გამოხატულება იყო ახალი სამეფოს-ეგრისის-აფხაზეთის- წარმოშობა და განვითარება. განვითარებული ფეოდალური ხანის იმ მონაკვეთზე, როცა ასპარეზზე გამოდის გეგუთის ცნობილი ციხე-დარბაზი, ვარდციხე კვლავ შემცირებულია. ძეგლზე არ გამოიყოფა ამ ხანის კულტურული ფენები.

ერთგვარი გამოცოცხლება ვარდციხეში იგრძნობა ახ.წ. XIV-XV საუკუნეებში, თითქოს ამ ხანით თარიღდება ძირითადად ციტადელის მონაკვეთში ნაპოვნი ორიოდე ფრაგმენტი მოჭიქული ჭურჭლებისა, წერილობითი წყაროებისა და სხვა მასალების მიხედვით, ვარდციხე, უკვე მხოლოდ აღუდგენიათ იმერეთის უკანასკნელ მეფეებს. ჯერ ალექსანდრე V-ს აუგია იგი და ხელახლა სასახლეც გაუმართავს, ხოლო შემდეგ ყველაფერი ეს განადგურებულა ზოგი შინაური, ზოგი გარეშე მტრის მიერ, ვიდრე სოლომონ II-მ  კვლავ არ მოაწყო აქ თავისი სამოსახლო, რომლის ნაშთებიღა, ბუხრების სახით, შემორჩენილა დღემდე.

ვარციხე მრავალი მტრის შემოსევას მოსწრებია, მრავალს გმირულად დახვედრია , მრავალჯერ კიდეც იავარქმნილა, მრავალჯერ ისევ აღდგენილა და აღზევებულა, უნახავს სპარსნი, თურქნი, ბიზანტიელნი. საკუთარ კედელთა შორის მოუხილავს ყველაზე საზარელი კაცთაკვლა: ფეოდალური დროის სისხლისღვრა ძმათაშორისი.

აქ ვარციხეში ანადიმა მეფე სოლომონ პირველმა რაჭის ურჩი ერისთავი, როსტომი, აქედან გეგუთში გაიყვანა და სასტიკად დასაჯა.

1804 წლის გაზაფხულზე კავკასიის მთავარმართებლის, ციციანოვისაგან წარგზავნილმა ჯარებმა, იმერეთის საზღვრები გადმოლახეს და მალე ქუთაისშიც შემოვიდნენ.

სოლომონ II-მ ქუთაისი მიატოვა და ვარციხეში  გადავიდა. მეფე იძულებული გახდა, დრომდე მაინც ხელი მოეწერა რუს-ხელმწიფის (ალექსანდრე I-ის) ერთგულებაზე. მაგრამ ამის შემდგომ ვარციხეში მყოფი მეფე კიდევ ექვსი წელი თავგამოდებით იბრძოდა ქართული ტახტ-გვირგვინის გადასარჩენად. 1809 წელს ტორმასოვმა ქართველ მეფეს პეტერბურგში ელჩების გაგზავნა და თავად კი ქუთაისში დაბრრუნება მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. 1810 წლის 10 თებერვალს ქუთაიშში მდგარმა რუსულმა მმართველობამ სოლომონ მეორე ტახტიდან გადაგდებულად გამოაცხადა და ვარციხისაკენ ჯარებიც დასძრა. ვარციხის კედლებმა და ქონგურებმა კიდევ ერთხელ იხილეს დიდი სისხლისღვრა. სოლომონმა მცირე ძალებით ვეღარ გაუძლო რუსთა და თანამოძმეთა ძლიერ იერიშს, სოლომონი დამარცხდა და თურქეთში გადაიხვეწა. მაგრამ ვარციხე დარჩა ისტორიაში. ქართული სამეფო ტახტის უკანასკნელი ალაგი.

საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. სამეურნეო განვითარება მე-19 საუკუნეში კაპიტალისტური გზით წარიმართა. ახალი ურთიერთობების წარმატება იგრძნობოდა ყველა სფეროში- მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, ვაჭრობასა და საქალაქო ცხოვრებაში. 60-იანი წლების შემდეგ საქართველოში უკვე ჩნდება წვრილი კაპიტალისტური მანუფაქტურული და ფაბრიკა-ქარხნული დამამუშავებელი საწარმო.

ივ. ანანოვმა სწორედ ამ დროისთვის შეისყიდა მამული, რომელიც 5000 დესეტინა მუხის და 3000 დესეტინა სახნავ მიწას შეადგენდა, აჯამეთის ტყე თავისი სახნავი მიწებით, ადრე კი ეს მიწები საუფლისწულო მამულებად ითვლებოდა.

მიხრან ივანეს ძე ანანოვი ღვინის წარმოებას მისდევდა და მიღებული შემოსავლით ზვრებს აფართოებდა. XIX საუკუნის ბოლო ათწლეულში ანანოვმა საფრანგეთიდან კონიაკის სახდელი შარანტის აპარატი ჩამოიტანა და ვარციხის ახლოს აფხანაურში დაამონტაჟა.

1907 წლიდან ანანოვმა ღვინის ქარხანა აამოქმედა. საქართველოში პირველად ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“, იქაური ღვინის მასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა საუცხოო კონიაკი „ვარციხე“  შექმნა.

1921 წლის მარტში სოფელ ვარციხეში წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ. შეიქმნა სასოფლო საბჭო. ამუშავდა კოლმეურნეობა და სოფლის მოსახლეობა ნებით თუ ძალით ეგუებოდნენ ახალ ცხოვრებას.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანანოვები ავსტრიაში გადასახლდნენ. მათი დიდებული სასახლე ჯერ საბავშვო ბაღად , შემდეგ კი სასტუმროდ გადაკეთდა. მეურნეობა და ღვინის ქარხანა, რომელსაც არასოდეს შეუწყვეტია ფუნქციონირება „სამტრესტში“ გაერთიანდა. საბჭოთა პერიოდშივე აშენდა ვარციხეჰესის კაშხალი და შეიქმნა ვარციხის წყალსაცავი. მაგრამ მას შემდეგ, რაც კომუნიზმის აშენების ილუზია დაინგრა, საბჭოთა კავშირთან ერთად სოფლის ბაზაზე არსებული მიწა-წყალი და შენობა-ნაგებობები კერძო საკუთრებაში გადაეცათ მის მცხოვრებთ.

ძველად ვარდციხე დღეს ვარციხედ მოხსენიებული იმერეთის პატარა სოფელი აქტიურად აგრძელებს ცხოვრებას. ის ოთხი დასახლებული პუნქტისაგან შედგება. ძირითადად მჭიდროდ დასახლებული ნაწილი სოფლის შუაგულს წარმოადგენს.სოფელს ესაზღვრება ღვინის ქარხნისა და აფხანაურის დასახლება, ხოლო სოფლის ბოლოში მცხოვრებ 110-კომლიან დასახლებას მახათაძეების უბანს ეძახიან.

ვარციხელთა მეტყველებაში ხშირად გამოიყენებოდა დიალექტი „აფხანიკი“(ამხანაგი)- ამ სიტყვიდან შეიქმნა ტოპონიმი „აფხანაური“- დასახლება, რომელიც ამხანაგობას ნიშნავს და სოფლის ერთ-ერთი ნაწილია.

სოფელში რამდენიმე ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს ტრადიციულად მეთუნეობა წარმოადგენს, ისინი ამზადებენ კეცებს, რომლის რეალიზაციასაც ადგილზევე ახდენენ. ვანი-ქუთაისის საავტომობილო გზის პირას გამოიტანენ და გამვლელებზე ყიდიან. დღემდე არ დაუკარგავს აქტუალურობა სოფელში მეთევზეობას, რომელიც ალბათ სოფლის გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული. ვენახების დიდი ნაწილი გაიჩეხა, მოსახლეობა ძირითადად მესიმინდეობა, მევენახეობას ეწევა. ბოლო დროს იმძლავრა სასათბურე მეურნეობამ. მესაქონლეობაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.

ღვინის ქარხანა აღარ ფუნქციონირებს, არც არც ანანოვების სასახლე და ეზო კი ახალგაზრდულ ბანაკს მასპინძლობს ზაფხულობით.

სოფელ ვარციხეში ფუნქციონირებდა ეკლესია ჯერ კიდევ ძველ დროში, რომელიც ციხის გალავნის შიგნით იყო აგებული. ციხესთან ერთად ისიც დანგრეულა. მაგრამ  XVIII საუკუნეში კვლავ განახლებულა, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ყოფილა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ეკლესიას დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. 1923 წელს კი დახურეს და 1996 წლამდე ეკლესია ინგრეოდა და ნადგურდებოდა. მხოლოდ ნანგრევებიღა მეტყველებდა მის არსებობას. დანგრეული და მიწასთან იყო გასწორებული

ეკლესიის აღმოსავლეთ მხარესთან ასი მეტრით დაცილებული წმ. ბარბარეს სახელობის ოთხკუთხა ტაძარი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფლის მოსახლეობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „ტაძარი ღვთისა“ უნდა აღდგენილიყო. სოფელში გამოჩნდა ქალბატონი  – ნათელა ბაქრაძე, რომელიც სათავეში ჩაუდგა ამ საქმეს და 1997 წლის 14 იანვარს ზარი დაირეკა ვარციხის „ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში“, რომელიც სოფლის მკვიდრთ ახალი ცხოვრების დაწყებას აუწყებდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ნ.ბერძენიშვილი — საქართველოს ისტორიული საკითხი VIII
  2. ნ. ლომოური — ეგრისის სამეფოს ისტორია.
  3. გეორგიკა –II ტ.
  4. გეორგიკა– III ტ. ს. ყაუხჩიშვილი
  5. ვ. ჯაფარიძე — ვარდციხე- ეგრისის სამეფო ქალაქი. გვ. 131
  6. ი. ჯავახიშვილი–ქართველი ერის ისტორია IIტ.
  7. ი.გოგიბერძე — ვარციხე.

სტატიის ავტორი : ნათია მსხილაძე – ისტორიის მასწავლებელი 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

 

 

სრულად ნახვა
ისტორია

დეხვირი – შუა საუკუნეების უნიკალური ციხე ცაგერში

ალბათ ვერასდროს შევძლებთ ჩვენი წარსულის ბოლომდე გამოკვლევას. ყოველ დღე ჩვენს მდიდარ ისტორიაზე უფრო და უფრო მეტ საინტერესო ფაქტს ვიგებთ და ზოგჯერ მეტი კითხვის ნიშანიც ჩნდება.

საქართველოს ყველა რეგიონზე რაღაც ინფორმაცია ყველას მოგვეპოვება. ლეჩხუმის შესახებ ვიცით მისი ტურისტული ღირებულება, მაგრამ თუ მას ისტორიული კუთხითაც შევხედავთ შეიძლება ჩვენი ყურადღება მეტადაც მიიპყროს.

დეხვირის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ლეჩხუმის საშუალს, ცხენისწყლის კიდეზედ არს ციხე კლდესა ზედა შენი, დეხვირი, თავი თაკუერისა, რამეთუ, რომელსა უპყრავს იგი, მორჩილებასა მისსა შინა არან სრულიად“, როგორც არქეოლოგიური აღმოჩენებით დადასტურდა დეხვირისა და ცხეთის ტერიტორიაზე მართლაც აღმოაჩინეს უძველესი ციხის ნაშტი, ასევე ანტიკური სამაროვანის სამარხები, რომელიც ძვ. წ. IV საუკუნეს შორის პერიოდსა და  ახ.წ. IV საუკუნემდე თარიღდება.

სამარხები კიდევ ერთხელ ამტკიცებს აღნიშნური ტერიტორიის გარე სამყაროსთან მჭირდრო კავშირს. ერთ-ერთი სამარხი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, სამარხი ეკუთვნის მამაკაცს, რომელსაც პირში მონეტა უდევს, გვერდით რკინის მახვილი. მამაკაცის ფეხებთან კი დაკრძალული იყო მოზარდის ნეშტი დოქთან ერთად. მონეტას უკავშირებენ რწმენას, რის მიხედვითაც სასუფეველში გარდაცვლილს საფასური უნდა გადაეხადა.

ამჟამად დეხვირის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს.

 

მოპოვებული არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე კი შეიძლება ნამდვილად ითქვას, რომ დეხვირის ტერიტორიაზე განთავსებულ ციხეთა კომპლექსს მნიშვნელოვანი სატრანზიტო და მაკონტროლებელი ფუნქცია ჰქონდა ძვ.წ. პირველი ათასწლეულის დასაწყისიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. ეს ციხეები აკონტროლებდა ცხენისწყლისა და ლაჯანურის ხეობებს, ტერიტორიებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ დანარჩენ მსოფლიოსთან, სწორედ დეხვირის ციხეებზე გადიოდა საქარავნო გზა, რომელიც რაჭისკენ მიდიოდა.

უნდა ითქვას, რომ ინტერესი ამ ტერიტორიაზე დეხვირის ბრინჯაოს ხარის ქანდაკების პოვნის შემდეგ გამძაფრდა, რომელიც ძვ. წ. მე–8–7 საუკუნეებით თარიღდება.

 

ცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს, რომელიც დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან ახლოს მდებარეობს, დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელი აქვს: მთავარანგელოზის, წმინდა გიორგის, ფრინველთა და ცხოველთა, კერძოდ ვერძის თავის გამოსახულებით, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს ამ ტერიტორიის კავშირს სხვა ქვეყნების კულტურასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის 27 აგვისტოს დეხვირის ციხე კომპლექსს განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაშიც დიდი წვლილი გიორგი გასვიანს მიუძღვის, ასევე ცხეთის ეკლესიის რეკონსტრუქციასა და მუზეუმის მოწყობაში.

წყარო: დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურამსოფლიორელიგია და მეცნიერება

მუსლიმი ქალი ჩადრით – სურვილი თუ რელიგიური ვალდებულება?!

ისლამის ფუნდამენტალური მკვლევარები, რომლებიც სწავლობდნენ ისლამის ისტორიას და მუსულმანურ ცივილიზაციას ამტკიცებენ, რომ ქალი თანაბარია მამაკაცთან, რომ ისინი ერთ მთლიანობას ქმნიან და მათი ცალ-ცალკე ყოფნა წარმოუდგენელია. ,,ქალი თუ კაცი ყველა ადამიანი ღმერთის წინაშე სავარცხლისკბილებივით თანაბარნი არიანო’’, ამბობს მუჰამმედ შუამავალი.

წმინდა ყურანში ,,ქალები’’– სახელის სურაც კია მოცემულიასევე ერთერთი სურაც წმინდა მარიამისსახელს ატარებს. აქედან  ჩანს რომ ყურანი ქალს ანიჭებს უდიდეს ღირსებას. ზოგიერთი მცდარი შეხედულება იმისა, რომ სამოთხეში თითქოსდა წმინდა ევამ მიაწოდა წმინდა ადამს აკრძალული ხის ნაყოფი და ამის გამო ქალი არის წყეული, ყურანი ამ აზრს არ ეთანხმება.

ისლამი ავალდებულებს ქალს მიიღოს განათლება, აქვთ უფლება  ჰქონდეთ საკუთარი ქონება, ეწეოდენ კომერციულ საქმიანობას, საკუთარი ნება სურვილით აირჩიონ  მეუღლე და მშობელს არა აქვს უფლება მათი  ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით გათხოვება–დაქორწინებისა. ისლამმა მისცა ქალს ნება იმისა, რომ თავისი სურვილით განქორწინდეს. ქალი თანასწორუფლებიანია მამაკაცისა ღვთისმსახურებაშიც. ევალება ლოცვა, მარხვა, ზექათის გადახდა და პილიგრიმობა ქააბაში.

მუსლიმი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი ალაჰისადმი მისი ღრმა ერთგულება და გულახდილი რწმენაა. ყოველდღიური ხუთი ლოცვიდან, მუსლიმი ქალი, თითოეულს მისთვის განკუთვნილ დროს აღავლენს და ამაში სხვა მოვალეობები ხელს არ უშლის.

მუსლიმი ქალი ჩაცმის სტილითაც გამოირჩევა. სწორედ ამ საკითხზე მინდა შევაჩერო ტქვენი ყურადღება, რადგან დღემდე კამათი არ წყდება მუსლიმი ქალების იმ ტანსაცმლის ნაწილობრივი აკრძალვის გამო, რომელიც სახეს ფარავს. მწერალი, აღმოსავლეთმცოდნე, ყურანის ქართულად მთარგმნელი, პროფესორი გიორგი ლობჟანიძე, „რადიო თავისუფლებასთან“  საუბრისას ამბობს, რომ  „ირანში არსებობს ერთი ლოზუნგი, რომელიც ხშირად წამიკითხავს: ჰიჯაბი არის ჩემი ციხესიმაგრე და არა ციხეამბობს ქალი.“

ჰიჯაბი ჩაცმულობას ჰქვია და რამდენიმე სახისა, თუ ფორმისაა,  ისლამის სხვადასხვა განშტოების მიხედვით ვარირებს. განსხვებული სტილის მიუხედავად, შემოსვის უმთავრესი პრინციპი, ზოგადად, მოკრძალებულობასა და ზომიერებას ეფუძვნება, რაც ყოველმა მუსლიმმა უნდა გაითვალისწინოს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მუსლიმთა სამოსი ისლამური კულტურის განუყოფელი ნაწილიცაა.

ქალის სამოსის სახეები:

ჰიჯაბი – რაც არაბულად “დამალვას” ნიშნავს. ასე უწოდებენ სამოსს, რომელიც მუსლიმან ქალს თავიდან ფეხებამდე ფარავს. თუმც “ჰიჯაბს” უფრო ვიწრო მნიშვნელობითაც ხმარობენ და ამ სახელით მუსლიმი ქალის თავსაბურავს მოიხსენიებენ, რომელიც მთლიანად ფარავს თმას, ყურებს , ყელს და უმეტეს შემთხვევაში მხრების ნაწილსაც. სახე არ იფარება.

ამირას იჯაბი – ეს თავსაბურავი ორი ნაწილისგან შედგება. ერთი თავზე მჭიდროდაა შემოხვეული ქუდის მსგავსად, მეორე შარფია, რომელსაც ხშირად სახელოების ფორმა აქვს და ზემოდან იცმევა ისე, რომ მხრებს ფარავს. სიტყვა “ამირა” არაბულად “პრინცესას” ნიშნავს.

ნიაბი – შავი ფერის თავსაბურავი, მთლიანად ფარავს სახეს, თმას და მხოლოდ თვალებისთვის აქვს ჭრილი. ნიქაბს მუსლიმური ტანსაცმლის სხვა სახეობებთან ერთადაც ატარებენ. მაგალითად აბაისთან-გრძელ კაბასთან ქამრის გარეშე. ყველაზე ხშირად ნიქაბს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ხმარობენ, იემენში და პაკისტანში.

ჩადრი – სამოსი, რომელიც ფარავს მთლიანად სხეულს თმის ღერიდან ფეხის ტერფის ჩათვლით, თუმცა სახე არ არის დაფარული. მას ხშირად ნიქაბთან ერთად ატარებენ. გავრცელებულია ირანში.

ფარანჯა – ხალათის მსგავსი უხელო სამოსი, რომელიც მთლიანაც ფარავს სხეულს და ასევე სახეს. თვალების ჭრილი დაფარულია მჭიდრო ბადით-ჩაჩვანით. ტანსაცმლის ეს სახეობა შუა აზიაში და ავღანეთშია გავრცელებული.ამ სამოსის ტიპს მიეკუთვნება ბურკაც – ის სრულიად ფარავს ქალის სხეულის ზედა ნაწილს.

ხიმარი – ეს არის მოსაცმელი, რომელსაც სახის გამოსაყოფი აქვს. ფარავს თმას, ყურებს, მხრებს და წელამდე ჩამოდის. გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში.

როგორ ვხედავთ მუსლიმანი ქალის სამოსის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს იმ კუთხისკულტურა, სადაც ის ცხოვრობს და რაღა თქმა უნდა რწმენა.

თვლიან, რომ ისლამი უკრძალავს ქალს მსგავსი სამოსის გარეშე საზოგადოებაში გამოჩენას, რომ თითქოს ყურანი ითხოვდეს თავსაბურავისა თუ ჩადრის ტარებას. ზოგიერთი კი ამ მოსაზრებას უარყოფს და  ამბობენ, რომ ყურანში არაფერი წერია ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ფაქტია, დღეს საზოგადოებაში იქმნება ერთგვარი განცდა მუსლიმი ქალების ჩაგვრისა ისლამის წესებით,  თუმცა აქაც აზრი ორად შეიძლება გაიყოს,  ის რაც ერთვისთვის  რელიგიური იდნეტურობის გამომხატველია,  მეორესთვის – ქალის უფლებების შეურაცხყოფად გაიონიხილება.

ჩაცმულობის მთავარი პრინციპი ისლამში არის უბრალოება. ვიცით, რომ ყურანსა და ჰადისებში განსაზღვრულია მოთხოვნები ქალის სამოსთან დაკავშირებით: აუცილებელია, რომ სხეულის ყველა ნაწილი, აგრეთვე თმა, სახის და ხელის მტევნების გარდა, დაფარული იყოს; ტანსაცმელი უნდა იყოს გაუმჭვირვალე; სამოსი უნდა იყოს ქალის ტანსაცმლის, და არა მამაკაცის კატეგორიიდან; ტანისამოსს არ უნდა ჰქონდეს სუნამოს ან რაიმე მძაფრი არომატი. ქალის მიერ თმის დაფარვა ქუჩაში, და საერთოდ, უცხო ადამიანების თანდასწრებით, რაც შეეხება კონკრეტულად ქალებს, ერთ-ერთ სურაში მათგან მოთხოვნილია, თვალი არ გაუსწორონ თანამოსაუბრეს, საქვეყნოდ არ გამოაჩინონ თავიანთი გარეგნული მშვენიერება გარდა იმისა, რაც ჩვეულებრივ, ბუნებრივად ჩანს. ქუჩაში და უცხო ადამიანების თანდასწრებით თმა დაფარული უნდა ჰქონდეთ, მკერდი მოსასხამით დამალონ. ქალის სამოსი სქელი ქსოვილისაგან უნდა იყოს დამზადებული და ტან-ფეხის მოყვანილობას მალავდეს… ეს წესები თუ მოთხოვნები იმის მიხვედვით შეიძლება იცვლებოდეს თუ რა კონიუნქტურაა, როგორი კულტურული თავისებურებები, ტრადიციები, პოლიტიკური რეჟიმია  ქყვეყანაში, რომლეშიც მუსლიმანს უწევს ცხოვრება.

ასე მაგალითად,  1996 წლის სექტემბერშიროცა ქაბულში თალიბანის მმართველობა დამყარდარადიოშარიათმა ყველა ავღანელისათვის სავალდებულო თექვსმეტი მითითება გამოაცხადა. ერთ-ერთის მიხედვით ქალებს ეკრძალებათ შილიფად ჩაცმა.
მძღოლებს არ აქვთ უფლება, თავდაუბურავ ან გამომწვევად შემოსილ ქალებს, რომლებიც თანმხლებინათესავი მამაკაცის გარეშე არიან, ტრანსპორტში ასვლის ნებართვა მისცენ. ყველას ვინც ასე მოიქცევა, დააპატიმრებენ. ქუჩაში შემჩნეული თავისუფლად ჩაცმული ქალის ქმარი დაისჯება და მათი სახლი გაიჩხრიკება.  ქალებს დამატებით სპეციალურად მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით, ჩადრის გარეშე სიარული სასტიკად ეკრძალებათ. მათ არ უნდა მიიქციონ სხვა ადამიანების ყურადღება. ურჩ ქალებს შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ყველა გზა ზეციური სასუფევლისკენ მოჭრილი იქნება!
კანონის დამრღვეევების საქმიანობას რელიგიური პოლიცია გამოიკვლევს, რომელთაც აღნიშნულის აღმოსაფხვრელად ყველანაირი ზომის გამოყენების უფლება აქვთ მინიჭებული.

არიან ქვეყნები სადაც მუსლიმი ქალი თავად წყვეტს, იაროს ჩადრით თუ ჩადრის გარეშე, მაგრამ მაგ. საუდის არაბეთში ქალს მსგავსი არჩევანის თავისუფლება არ აქვს. სხვადსახვა მიზეზით, რიგმა ქვეყნებმა მკაცრად  აუკრძალეს მუსლიმ ქალებს თავსაბურავის ტარება, კონსტიტუციურად დაამტკიცეს  და გარკვეული ჯარიმებიც კი დააწესეს.

საფრანგეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც 2010 წელს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აიკრძალა ჩადრის ტარება.  საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი აღნიშნავდა, რომ ფარანჯის ტარება, არ შეესაბამება არც ქვეყნის ინტეგრაციის იდეას და არც საფრანგეთის თანამედროვე და მოდურ სტილს. ქალები, რომლებიც  საჯარო ადგილებში, სახეს მთლიანად ჩადრით  დაიფარავენ, 150 ევროთი დაჯარიმდებიან. მათ ვინც ქალებს აიძულებს სახე დაფაროს,  ჯარიმასთან ერთად, 1 წელი თავისუფლების აღკვეთაც შეეფარდებათ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საფრანგეთის აკრძალვას მხარი დაუჭირა და უარყო არგუმენტები, თითქოს, პირბადეების ტარების აკრძალვა რელიგიურ თავისუფლებას ზღუდავდა.

საფრანგეთის გადაწყვეტილებას ბელგიაც შეუერთდამათ აკრძალეს ისეთი სამოსისა თუ ნივთებისტარებარომელიც საზოგადოებრივ ადგილებში პიროვნების იდენტიფიცირებას ხელს უშლის.

ჰოლანდიაში აკრძალულია ჩადრის ტარება  სკოლებშისატრანსპორტო საშუალებებსა და  უნივერსიტეტებში.

ჩადრის ტარება აკრძალეს აფრიკულ ქვეყანაში – ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. სენეგალის ხელისუფლებამაც გადაწყვიტაშემოიღოს კანონირომლის მიხედვითაც ქალებს ფარანჯის ტარება აეკრძალებათმიზეზი კირის გამოცაკრძალვა დაწესდება შემდეგიაამგვარ სამოსშიდაფარული სახითბოროტმოქმედებს ადვილადშეუძლიათ თავდასხმების განხორციელება. მათი აზრით მსგავსი სამოსი დარტყმის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.

ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.

ბულგარეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალები, რომლებიც საჯარო ადგილებში ბურკასა და ნიქაბს ატარებენ, 770 ევროთი დაჯარიმდებიან.

ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ჩადრის ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ჰოლანდიელმა კანონმდებლებმა საჯარო ადგილებში, ისლამური პირბადეების ნაწილობრივ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. შეზღუდვა ეხება სკოლებს, საავადმყოფოებს, სამთავრობო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ჩადრის ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ჩადრი აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენში და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში.

ეს ფაქტებია,  ვიღაც მუსლიმი ქალის სამოს ძალადობის სახელს უკავშირებს, ქართულენოვან საიტზე islam.ge აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით, „ხიჯაბი (ქალთა მუსლიმური სამოსი) ძალადობის წინააღმდეგ“, სადც ვკითხულობთ ხიჯაბში შემოსილი ქალიისლამის სიმბოლოაიმისი მაჩვენებელირომ მასზე  ძალაუფლება მხოლოდ უზენაეს ალლაჰს ეკუთვნისიმის დასტურირომ ის არ არის სუსტიდა ადვილად დასაჩაგრავი არსებაარამედ პიროვნებარომელსაც  თავისუფლებისდაცულობისა დადაფასების არანაკლები უფლება აქვს ვიდრე ნებისმიერ მამაკაცს.

ქვემოთ კი, ჭეშმარიტადხიჯაბს შეზღუდვა არ აქვსვინაიდან ის საჭიროარადგანაც დაწესებულია.ხიჯაბი – არ არის მარტო ცხოვრების წესიის იცავს თავის მეპატრონეს მრავალი ცხოვრებისეულიპრობლემისა და შემთხვევისაგანმათ შორის ძალადობისგან.

სრულად ნახვა
ისტორია

ბაბუშერას ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა

1993 წლის 22 სექტემბერს, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომლის ბორტზეც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, გვარდიის მებრძოლები, სამხედრო შენაერთ “მხედრიონის” წევრები, მოხალისეები, ექთნები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, რუსული სამხედრო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მფრინავმა შეძლო, ცეცხლში გახვეული თვითმფრინავის სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დასმა, მაგრამ, ავიალაინერში მყოფთაგან, მხოლოდ 24 მგზავრი გადარჩა, 108 კი – დაიღუპა. ცხედრები აეროპორტთან ახლოს, საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

70 წლიანი მმართველობის დასასრული – საინტერესო ფაქტები ელიზაბეტ II-ის შესახებ

მოგეხსენებათ, რომ დედოფალი ელიზაბეტ II 8 სექტემბერს გარდაიცვალა, ტახტი კი ოფიციალურად უფროს ვაჟს, ჩარლზ III-ს გადაეცა. დედოფალი ელიზაბეტ II-ის ბიოგრაფია ნამდვილად ბევრ საინტერესო ისტორიას აერთიანებს, რომელთაგან რამდენიმეს ამ სტატიაში გავიხსენებთ.
დედოფალი ელიზაბეტ II დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს, თუმცა იუბილეს ოფიციალურად აღნიშვნა ივნისის მეორე შაბათამდე არ ხდება. ეს ტრადიცია 1748 წელს დანერგა მეფე ჯორჯ II-მ. იგი ნოემბერში დაიბადა, როდესაც აღნიშვნისთვის შესაფერისი ამინდი არ იყო და გადაწყდა, რომ ორი დაბადების დღე გადაეხადათ.
დედოფალმა ტახტი 1952 წელს, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. დინასტიური წესით, ტახტზე მისი ბიძა, ედუარდ VIII უნდა ასულიყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ტახტზე უარი ჯერ კიდევ 1936 წელს თქვა. ასევე საინტერესოა, რომ ელიზაბეტ II მის მეუღლეს, პრინც ფილიპს ენათესავებოდა. ორივე მათგანი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ. ელიზაბეტ II დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ტახტს ყველაზე ხანგრძლივად იკავებდა. მან ტახტი 1952 წელს, მამამისის გარდაცვალებისთანავე დაიკავა და 70 წლისა და 214 დღის განმავლობაში მართავდა.
დედოფლის მმართველობის პერიოდი მოიცავდა ბრიტანეთის 15 პრემიერ-მინისტრს. ლიზ ტრასი უახლესი პრემიერ-მინისტრი დედოფლის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე გახდა. ასევე მისი მმართველობის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 14 პრეზიდენტი შეიცვალა. დედოფლის 70 წლიანი მმართველობის გამო, უფროსი ვაჟი ჩარლზი უელსის პრინცის წოდებას ყველაზე დიდხანს, 65 წლის განმავლობაში ატარებდა. იგი არის არის ქვეყნის ისტორიაში ტახტზე ასული ყველაზე ასაკოვანი მეფე, რადგან ჩარლზ III-ს ტახტი გადაეცა 73 წლის ასაკში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაისტორიაკატეგორიის გარეშეკულტურარელიგია და მეცნიერებასაქართველო

დაღესტანში აღმოჩენილი უძველესი ქართული ოთხთავის თავგადასავლი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის განყოფილებაში, წლებია, სხვა ათასობით ხელნაწერს შორის ინახება, სავარაუდოდ, XV საუკუნის არაბული ხელნაწერი ტექნიკური ნომრით N1012, რომლის გაციფრების პროცესმა დაღესტნელი მეცნიერები მნიშვნელოვანი აღმოჩენის წინაშე დააყენა: არაბულის ქვეშ იკითხება ქართული ასომთავრულით შესრულებული უძველესი ტექსტი.

საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერების დახმარებით გაირკვა, რომ საქმე გვაქვს VI-VII საუკუნის ხანმეტ ოთხთავთან.

დაღესტანში აღმოჩენილი წერილობითი ძეგლი პალიმფსესტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექსტი დატანილია ეტრატზე, რომლის ძველი ფენა (ამ შემთხვევაში ქართული ტექსტი) გადაფხეკილია, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია.

ქართველმა ენათმეცნიერებმა ამ მნიშვნელოვანი პალიმფსესტის არსებობის შესახებ პირველად ხუთი წლის წინ შეიტყვეს. 2014 წელს თბილისში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზე შამილ შიჰალიევმა – დაღესტნის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა – წარმოადგინა პალიმფსესტის გადარეცხილი ფენის ერთი გვერდის ფოტოასლი, რომლის გაშიფრვას ვერ ახერხებდნენ დაღესტნელი მეცნიერები. ხელნაწერი წაიკითხა პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ, რომლის ვარაუდით, საქმე გვქონდა ხანმეტი ენის ძეგლთან – ლუკას სახარებასთან.

2018 წლის შემოდგომაზე დაღესტანში ორი კვირით იმყოფებოდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი დალი ჩიტუნაშვილი, რომელმაც ადგილზე შეისწავლა ხელნაწერი და თბილისში მისი სრული ციფრული ვერსია ჩამოიტანა.

ქართული ხელნაწერის შინაარსი და მოცულობა

„ხელნაწერი შეიცავს ოთხთავის ფრაგმენტებს“, – ამბობს დალი ჩიტუნაშვილი, – „გვაქვს ოთხივე მახარებელი, ანუ ფრაგმენტები როგორც მათეს სახარებიდან, ასევე მარკოზიდან, იოანედან და ლუკადან, ანუ ოთხივე მახარებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოთხთავის ძველი თარგმანების კვლევისათვის, არამედ თავად ოთხთავის ტექსტის კვლევისთვისაც“.

მთლიანად ხელნაწერი შედგება არაბული ტექსტის 84 და ქართული ტექსტის 42 ფურცლისგან. დალი ჩიტუნაშვილის განმარტებით, ქართული ხელნაწერის ერთი ფურცელი ორად არის გაყოფილი, გაკეცილი და ისეა გამოყენებული არაბულისთვის.

„42 ფურცელი ძალიან ბევრია ხანმეტი ტექსტისათვის“, – ამბობს ქართველი ენათმეცნიერი.

წყარო: .radiotavisupleba.ge

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიაპოლიტიკასაქართველო

ნიუ-იორკის ერთადერთი ქართველი ვიცე-მერი, რომელსაც თანამდებობა სამი მთავრობის მმართველობის პერიოდში ეკავა

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავის (კონი)მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის  ვიცე-მერის თანამდებობა 1967-1973 წწ. სამი მთავრობის მმართველობის პერიოდში ეკავა. ცნობილი პოლიტიკოსი და გარემოს დამცველი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, თუმცა ცხოვრების მანძილზე ქართული ადათ–წესებსა და ტრადიციებს ინარჩუნებდა…

კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი ნიუ–იორკში 1930 წლის 28 ივნისს დაიბადა. ის არისტოკრატული ოჯახის შთამომავალია. მამა, სვიმონ (სიკო) სიდამონ–ერისთავი რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი იყო. 1918 წელს სამშობლოში დაბრუნდა და სამხედრო კარიერა ქართულ არმიაში გააგრძელა პოლკოვნიკის ჩინით. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში ამერიკაში წავიდა. იქ ცოლად შეირთო საფრანგეთში ამერიკის ელჩის ქალიშვილი ენ ბიგლოუ–ტრეისი. მასთან ქალ–ვაჟი – კონსტანტინე და ანა შეეძინა.

განათლება კოლუმბიის და პრისტონის უნივერსიტეტებში მიიღო. კორეაში არმიაში მსახურობის დროს ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. სწავლის დასრულების შემდეგ საკუთარი იურდიული კომპანია გახსნა. ქართველ ემიგრანტებს იურდიულ კონსულტაციას უწევდა და დასაქმებაში ეხმარებოდა.

ნიუ–იორკის საუკეთესო ნაწილში გახსნილ სვიმონის რესტორან “კავკასიის არწივში” ხშირად იყრიდნენ თავს ქართველები და კავკასიელები. მან ნიუ–იორკიდან 100 კილომეტრში, კლოდ–სპინგის რაიონში, იტალიაში საქართველოს ელჩ გიორგი მაჩაბელსა და სათვისტომოს თავმჯდომარე, პიანისტ ირაკლი ორბელიანთან ერთად კავკასიელთა დასასვენებელი სახლი “ალავერდი” დაარსა. “ალავერდი” არა მარტო დასასვენებელი, არამედ კავკასიელთა სამეგობრო ცენტრი გახდა. სვიმონ სიდამონ–ერისთავის გარდაცვალების შემდეგ (1964 წ.) დასასვენებლ სახლსა და “ალავერდის საზოგადოების” ხელმძღვანელობა მისმა ვაჟმა კონსტანტინემ გადაიბარა, მდივნობა კი მისმა მეუღლემ.  კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1957 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ–ერისთავთან ერთად (რომელიც ასევე იურისტია) საკუთარი ბიურო გახსნა. კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა.

1965 წელს კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი ნიუ–იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ დანიშნა. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ–ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს უდიდესი ქალაქის, ნიუ–იორკის ვიცე–მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაშიც დიდ როლს ასრულებდა. 1989 წლიდან 1993 წლამდე ნიუ–იორკის რეგიონის გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

ნიუ-იორკის ყოფილი ვიცე-მერი საქართველოს შვილებთან ერთად რამდენჯერმე ესტუმრა.  მისი ინიციატივითა და ძალისხმევით 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”, რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა, ორგანიზაციას დღეს კონის უფროსი ვაჟი სიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს.“საქართველოს ამერიკელი მეგობრების” მეშვეობით უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. კონი ერისთავი ბოლომდე ჩართული იყო ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების პროექტში.  უცხოეთში დაბადებული და გაზრდილი კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ქართულ ადათ–წესებს დიდ პატივს სცემდა. ქართული სათვისტომოს ღონისძიებებს და საღამოებს, ყოველთვის ქართულ ჩოხაში გამოწყობილი ესწრებოდა. ის ამერიკაში, 2012 წლის იანვარში 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 9 10 11 12 13 33
Page 11 of 33