close

არქეოლოგია

რქეოლოგიავლევებისოფლიო

მეცნიერებმა 5 ათასი წლის მუმიებზე უძველესი ტატუირება აღმოაჩინეს

ტატუ კაცი

მკვლევარებმა ორ უძველეს ეგვიპტურ მუმიაზე მსოფლიოს უძველესი ფიგურალური ტატუები აღმოაჩინეს.

ბრიტანეთის მუზეუმის ინფორმაციით, მამაკაცის მუმიას მკლავის ზედა ნაწილში ველური ხარისა და ცხვრის ტატუ, ხოლო ქალ მუმიას ზედა მკლავსა და მხრებზე –  S- ის ფორმის ფიგურები აქვს გამოსახული.

ხელოვნების ნიმუშები ჩვეულებრივ სინათლეზე ლაქასავით მოჩანს, ისინი მეცნიერებმა ინფრაწითელი ფოტოგრაფიის საშუალებით დაათვალიერეს.

მუმიები ეგვიპტის ქალაქ გებელეინში 100 წლის წინ აღმოაჩინეს. ისინი ძველი წელთაღრიცხვის 3351 -3017 წლებით თარიღდებიან.

ამ აღმოჩენამდე არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტეში ტატუირებას მხოლოდ ქალებს უკეთებდნენ, ვინაიდან დღემდე არმოჩენილი ტატუები მხოლოდ ქალების სხეულებზე იყო გამოსახული.

აღმოჩენის დეტალები Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოასტორიავლევებისოფლიო

ეგვიპტეში 2,000 წლის სასაფლაო აღმოაჩინეს

სასაფლაო ეგვიპტე

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა აქამდე უცნობი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს, რომელიც ასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი იყო.

2 000-ზე მეტი წლის სასაფლაო ფარაონული გვიანი პერიოდით თარიღდება და, სულ მცირე, 8 სამარხს შეიცავს, თითოეულ მათგანში კი რამდენიმე  სარკოფაგია.

კაიროს სამხრეთით ახლად აღმოჩენილი მიწისქვეშა საფლავის კომპლექსი ხმუნის ნეკროპოლისიდან  ექვს კილომეტრში მდებარეობს.

გათხრები გასული წლის ბოლოს დაიწყო. მკვლევართა ჯგუფი ეძებდა  უძველესი ეგვიპტის მე-15 ადმინისტრაციულ განყოფილებას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თოტის ქურუმის ერთ-ერთი საფლავი – იბისისთავიანი სიბრძნის, არბიტრაჟის, დამწერლობის, მეცნიერების, ჯადოსნობისა და გარდაცვლილთა განაჩენის ღმერთი.

საფლავში აღმოჩენილ იეროგლიფებზე ქურუმი მოხსენიებულია, როგორც – Djehuty-Irdy-Es, ასევე, როგორც ,,დიდი ხუთიდან ერთ-ერთი”.

საფლავში ასევე აღმოჩნდა თაბაშირისგან დამზადებული რამდენიმე ქილა. ოთხ მათგანს ღმერთი ჰურუსის ოთხი შვილის თავი აქვს. მათში მუმიფიცირებული ქურუმის ორგანოები დღემდე კარგადაა შემონახული.

საფლავში ასევე აღმოჩენილია 1000-მდე მოსამსახურის თიხისგან გაკეთებული ფიგურა, რომლებიც ეგვიპტელ დიდგვაროვნებთან იმ მიზნით მოათავსეს, რომ იმ ქვეყნად  მომსახურებოდნენ.

მუმია შემკობილია ბრინჯაოს საყელოთი, რომელიც ასახავს ქალღმერთ Nut-ს, რომელიც იმ ქვეყნად ფრთებით ,,იცავდა” გარდაცვლილებს. მუმიაზე ასევე აღმოაჩინეს ლურჯ და-წითელმძივებიანი ძვირფასი ქვა, ბრინჯაოს მოოქროვილი ფილები, სპილოს ძვლითა და კრისტალით მორთული ორი თვალი და ნახევრად ძვირფასი ქვების ოთხი ამულეტი.

სასაფლაოში 13 საფლავი იყო. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი საფლავი დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნის; საერთო ჯამში, კომპლექსში 8 საფლავი და 40 სარკოფაგი აღმოაჩინეს.

 

წყარო: ttps://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოავლევებისოფლიო

მექსიკის წყალქვეშა მღვიმეში მაიას ცივილიზაციის სიწმინდეები აღმოაჩინეს

მაია მექსიკა

რამდენიმე თვის წინ მექსიკაში მსოფლიოში უდიდესი წყალქვეშა მღვიმე აღმოაჩინეს, რომელიც 347 კილომეტრზეა გადაჭიმული. იქვე გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ აქ ჩაძირული უნდა ყოფილიყო ანტიკური მაიას ცივილიზაციის მრავალი არქეოლოგიური არტეფაქტი. სავარაუდოდ, ეს ჰიპოთეზა გამართლდება, რადგანაც, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მღვიმე შედგება თითქმის 250 სენოტისა (ბუნებრივი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი) და 198 არქეოლოგიური ძეგლისგან, რომელთაგანაც 140 მაიას ცივილიზაციას ეკუთვნის.
მყვინთავებმა აღმოაჩინეს ადამიანთა ნაშთები, რომელთა ასაკიც, დაახლოებით, 9000 წელია, ასევე – კერამიკა, კედლის გრავიურები, მაიას ვაჭრობის ღმერთის საკურთხეველი და კიბის სტრუქტურები. მკვლევარ გილერმო დე ანდას ვარაუდით, აქ ადამიანები, კლიმატის გაუარესების დროს, წყლის პოვნის იმედით დაეხეტებოდნენ.

საინტერესოა, რომ მკვლევრებმა იპოვეს უკანასკნელი გამყინვარების ხანის მრავალი ქმნილების ნამარხი. მათ შორისაა გიგანტური ზარმაცები და დათვები,  სპილოს მსგავსი ცხოველი – გომფიტერი.

მკვლევარები არ გამორიცხავენ, რომ, შესაძლოა, მღვიმე იმაზე დიდი აღმოჩნდეს, ვიდრე მოსალოდნელია და ბევრად უფრო საინტერესო არტეფაქტებიც გააცნოს კაცობრიობას.

 

წყარო: ScienceAlert

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიააქართველო

გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დიონური დასახლების საკულტო ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

დიონური

უნიკალური აღმოჩენა – გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დიონური დასახლების საკულტო ნაგებობის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი, შოთა მამულაძე ვარაუდობს, რომ ფრაგმენტები სავარაუდოდ ძვ.წ. აღრიცხვის მე-VIIl-ე, მე-VII- ე საუკუნეებით თარიღდება.

პროცესებს დღეიდან არქეოლოგები აკვირდებიან. სპეციალისტები კი სამუშაოებს ზაფხულში დაიწყებენ.

ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას თიხის მილიც იპოვეს.

​გონიოელები ამბობენ, რომ სამუშაოების პროცესში მილი დაინახეს. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თიხის მილი გონიოს ციხესთან გადის, რომელიც ქუჩიდან მოშორებით მდებარეობს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, წლის განმავლობაში, არქეოლოგიური სამუშაოებისთვის 85 ათას ლარს ხარჯავს.

წყარო: http://ajaratv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოასტორიავლევები

ჰობიტები თანამედროვე ადამიანთან შეჯახების შედეგად განადგურდნენ

ჰობიტი

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანის გადაშენებული სახეობა – ,,ჰობიტი” მშობლიური ფლორენსიენსის კუნძულიდან იმაზე ადრე გაქრა, ვიდრე ამას აქამდე ფიქრობდნენ და, სავარაუდოდ, ამ საქმეში თანამედროვე ადამიანის წინაპრის ხელი ურევია. 
მკვლევარებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ მათ ხელახლა გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსის (Homo Floresiensis) სახეობის ძვლები, რომელიც ინდონეზიის ფლორენსის კუნძულზე აღმოაჩინეს, და დაადგინეს, რომ იგი დაახლოებით 50,000 წლის წინ გადაშენდა და არა 12,000 წლის წინ, როგორც ამას მანამდე ვარაუდობდნენ.
2003 წელს ჰობიტების აღმოაჩინა სამეცნიერო სენსაციად იქცა. გამოთვალეს ჰომო ფლორენსიენსი დაახლოებით 106 სმ სიმაღლის იღო. გააჩნდა პატარა, შიმპანზის ზომის ტვინი, გამოიყენებდა ქვის იარაღებს.
მეცნიერების განცხადებით, მათ ჯერჯერობით არ გააჩნიათ იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ჰობიტები ჰომო საპიენსებს გადაეყარნენ, თუმცა ამ დროისთვის თანამედროვე ადამიანის წინაპარი დაახლოებით იმ პერიოდისთვის რეგიონის სხვა კუნძულებზე უკვე იმყოფებოდა და ავსტრალიას დაახლოებით 50, 000 წლის წინ მიაღწია.
ავსტრალიის უნივერსიტეტის გეოქრონოლოგისტ ბერტ რობერტსის განცხადებით, შესაძლოა ჰომო საპიენსმა ჰობიტების გადაშენებაში გარკვეული როლი ითამაშა და ეს საკითხი შემდგომი კვლევების საგნად უნდა იქცეს.
2007 -2014 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად მეცნიერებმა ჰომო ფლორენსიენსების ძვლებისა და ნაშთების ნალექი  ხელახლა შეაფასეს.
აღმოჩნდა, რომ ჰობიტების ჩონჩხის ნაშთები 60,000 -100,000 წლის იყო, მათი ქვის იარაღები კი – 50,000- 190,000 წლის.
გონიერი ადამიანი ანუ ჰომო საპიენსი (თამანედროვე ადამიანის წინაპარი) აფრიკაში პირველად დაახლოებით 200,000 წლის წინ გამოჩნდა და ამის შემდეგ გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში.

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოავლევები

მაიმუნების ქვის ხანა – ისინი ქვის იარაღებს ასწლეულების მანძილზე იყენებდნენ

კაპუცინი

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბრაზილიაში კეშიუს (თხილის სახეობა) სამტვრევი იარაღი აღმოაჩინეს, რომელსაც 700 წლის განმავლობაში კაპუცინი მაიმუნები იყენებდნენ. 
კვლევის შედეგები ჟურნალ Current Biology-ში  გამოქვეყნდა. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრიმატების არქეოლოგიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. მას არქეოლოგი მაიკ ჰასლამი ხელმძღვანელობს.
ოქსფორდის სამეცნიერო გუნდის წარმომადგენელმა, პრიმატოლოგისტმა ლიდია ლანცმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა არის „ფანჯარა წარსულში.“
,,ჩვენი ძალისხმევა, შევიხედოთ წარსულში, მხოლოდ და მხოლოდ ადამიანებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა იარაღს იყენებდნენ სხვა სახეობის პრიმატები,“- აღნიშნა მან. 
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, ე.წ. კაპუცინი მაიმუნებს კეშიუს სამტვრევი ხეებზე აჰქონდათ. ნაჭუჭში არსებული სითხე სამტვრევს ფერს უცვლიდა. მეცნიერებმა ამ იარაღების ქიმიური ანალიზი ჩაატარეს და მათი დანიშნულებაც დაადგინეს.
მეცნიერთა განმარტებით, ახალი მტკიცებულების თანახმად, მაიმუნები ქვის იარაღებს იმ პერიოდში იყენებდნენ, როდესაც ევროპელები დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროში დასახლდნენ.
კაპუჩინები მაიმუნების სახეობაა, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობენ. მეცნიერთა ვარაუდით, ქვის იარაღების გამოყენება მათ ადამიანებისა და შიმპანზეებისგან დამოუკიდებლად ისწავლეს. 
ექსპერტები აცხადებენ, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ადგენს „მსგავსებებსა და განსხვავებებს ადამიანებისა და სხვა პრიმატების მოქმედებებს შორის.“

წყარო: www.livescience.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოასოფლიო

ადამიანმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე მეცნიერები ფიქრობდნენ

საპიენსი

ისრაელში ერთ-ერთ მღვიმეში ადამიანის ყბის ნაწილი იპოვნეს, მეცნიერები აცხადებენ, რომ ის ,,ჰომო საპიენსის” წარმომადგენლის უძველესი ნათშია, რომელიც მეცნიერებს დღემდე აფრიკის გარეთ აღმოუჩენიათ.

მკვლევარების თქმით, ნამარხი 177,000-დან 194,000 წლისაა. აღმოჩენილი ნაშთი ახალგაზრდის ზედა ყბის მარცხენა ნაწილია, თუმცა მისი სქესის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

ყბის ნაწილი ქარმელის მთაზე მისლაიას მღვიმეში აღმოაჩინეს, რომელიც ჰაიფადან სამხრეთით დაახლოებით 12 კმ-ში მდებარეობს. დიდ ჩამონგრეულ მღვიმეში, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, ასევე აღმოჩენილ იქნა დანა და სხვა ქვის იარაღები, რომლებიც იმ დროისთვის დახვეწილად ითვლება, რამდენიმე ცეცხლის კერა და დამწვარი ცხოველის ძვლები.

მანამდე აღმოჩენილი ნამარხების თანახმად, ,,ჰომო საპიენსი” აფრიკაში დაახლოებით 300,000 წლის წინ გამოჩნდა. ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს კითხვა : როდის დატოვა ჩვენმა წინაპარმა აფრიკა და როდის დასახლდა ის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში.

აქამდე აღმოჩენილი უძველესი “ჰომო საპიენსი”, რომლებიც ორ სხვა გამოქვაბულში აღმოაჩინეს (ერთ-ერთი მათგანი ასევე ქარმელის მთაზე მდებარეობს), დაახლოებით 90,000 – 120,000 წლისაა.

,,ახალი აღმოჩენების თანახმად, ადამიანები აფრიკიდან ჩრდილოეთის გზით, ნილოსის ველისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით გაემგზავრნენ და არა სამხრეთის გზით ბაბ ალ-მანდების სიახლოვეს, რომელიც საუდის არაბეთის სამხრეთ სანაპიროს წარმოადგენს, ინდოეთის ქვეკონტინენტისა და აღმოსავლეთ აზიის გავლით,”-  განაცხადა თელ-ავივის უნივერსიტეტის პალეონტოტროპოლოგმა ისრაელ ჰერშკოვიციმ, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან წარმოადგენს იმის პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ადამიანმა აფრიკა გაცილებით ადრე დატოვა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

მისლაიაში მცხოვრები ადამიანები, სავარაუდოდ, მომთაბარეები იყვნენ და მტაცებელი სახეობების მოძრაობის ან სეზონის მიხედვით გადაადგილდებოდნენ. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისინი ნადირობდნენ მსხვილფეხა რქოსანი ჯიშების წარმომადგენლებზე, მათ შორის ველურ პირუტყვზე, ირმებსა და ქურციკებზე. ,,ისინი ასევე ფართოდ იყენებდნენ მცენარეული მასალებს, მათ შორის საწოლისთვისაც, “– აცხადებენ მეცნიერები.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიავლევებისოფლიო

მეცნიერებმა 9,000 წლის წინ მცხოვრები ტინეიჯერის სახე აღადგინეს

ტინეიჯერი 9 000 წლის წინ

მეცნიერებმა 9,000 წლის წინ მცხოვრები ტინეიჯერის სახის რეკონსტრუქცია განახორციელეს. მათი მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორები იყვნენ ადამიანები მეზოლითის პერიოდში ანუ დაახლოებით ჩვ.წ.აღ.მდე 7,000 წლის წინ.

ძვლებსა და კბილებზე ჩატარებულ ანალიზზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ გოგონა დაახლოებით 15-18 წლისაა. მას მოღუშული სახე და გამოშვერილი ყბა აქვს. ასეთი ფორმის ყბა, სავარაუდოდ, ცხოველის კანის ღეჭვის შედეგად განუვითარდა. ეს მოქმედება იმ ეპოქის ადამიანებისთვის დამახასიათებელი იყო. ისინი კანს ღეჭავდნენ, რათა ის  რათა ის რბილ ტყავად ექციათ.

კითხვაზე, თუ რატომ გამოიყურებოდა იგი გაბრაზებული, ორთოდონტიის პროფესორი მანოლის პაპაგრიკარქისი, რომელმაც სახის სილიკონის რეკონსტრუქცია შექმნა, ხუმრობით პასუხობს: ,,შეუძლებელია, იმ ეპოქაში, რომელშიც ის ცხოვრობდა, გაბრაზებული ყოფილიყო”.

გოგონას სავარაუდოდ ანემია ჰქონდა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ის სურავანდით იყო დაავადებული. გოგონას სხეულზე მენჯბარძაყის სახსრის პრობლემის ნიშანიცაა, რაც მას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. სავარაუდოდ, სორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზიც.

გოგონა 1993 წელს თეოპეტრა მღვიმეშე აღმოაჩინეს და მას Avgi დაარქვეს (ბერძნული სიტყვა, რაც განთიადს ნიშნავს), ვინაიდან ის სწორედ ცივილიზაციის განთიადის პერიოდში ცხოვრობდა.

გოგონა ათენში, აკროპოლისის მუზეუმში იმყოფება.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიას საინტერესოავლევებისოფლიო

გადაარჩენენ თუ არა მსოფლიოს უძველეს მუმიებს?

მუმიები

ჩრდილოეთ ჩილეში აღმოჩენილი მუმიები, რომლებიც, სულ ცოტა, 7000 წლით თარიღდებიან, შავი ლორწოთი იფარებიან და მეცნიერები პროცესის შეჩერებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, „იუნესკოს“ მიმართა, მუმიები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს. ისინი იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილი ყურადღება მათ გამოსავლის მოძებნაში დაეხმარებათ.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ლორწო მუმიფიცირებულ კანში გაჩენილი ბაქტერიაა.

დაახლოებით 300 ადამიანის მუმია ჩილეში 90-იან წლებში აღმოაჩინეს. ისინი დაახლოებით ჩვ. წ. აღ.-მდე 5050 წლით თარიღდებიან და მსოფლიოში დღემდე აღმოჩენილ მუმიებს შორის უძველესები არიან. 

მუმიები დამზადებულია ადამიანებისგან, რომლებიც მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და რომლებიც ჩინჩოროს ხალხის სახელით არიან ცნობილი. განსხვავებით ეგვიპტელებისგან, რომლებიც მხოლოდ ფარაონების მუმიფიცირებას ახდენდნენ, ჩინჩოროები ინახავდნენ ყველას მუმიას, განურჩევლად ასაკისა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ეგალიტარულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ.

მუმიების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ატაკამას უდაბნოში მშრალი ქვიშის ქვეშ იყვნენ შენახული ათასობით წლის განმავლობაში.

2015 წლიდან მუმიებმა დაშლა დაიწყეს. ბიოლოგები აცხადებენ, რომ მიზეზი მათთვის ამ დრომდე უცნობია.

მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ გადაარჩინონ იმ ადამიანის ნეშთები, რომლებიც ანტიკურ ეგვიპტელებამდე 2 ათასწლეულით ადრე ცხოვრობდნენ.

წყარო: http://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიააქართველოოფლის მეურნეობა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

საქართველო ღვინო

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, ეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000-5 800 წლით დათარიღებული ჭურჭელი აღმოაჩინეს, სადაც ღვინის ქიმიური შემადგენლობა დადასტურდა.

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ქვევრიც ამ ფაქტს მოწმობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ  საქართველოში აღმოჩენილი, 8000 წლის წინანდელი თიხის ჭურჭელი ღვინის დამზადების უძველესი ტრადიციის მაჩვენებელია. აღნიშნული ჭურჭელი ქვეყნის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, ორ უბანშია აღმოჩენილი და  ზოგიერთ მათგანზე გამოსახულია ყურძნის მტევნები და მოცეკვავე ადამიანები. ამ აღმოჩენამდე მეღვინეობის უძველესი ტრადიციის მტკიცებულებად  მეცნიერები, როგორც წესი, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნაპოვნ თიხის ჭურჭელს მიიჩნევდნენ.

არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 2 3 4
Page 1 of 4