close

ფოტო

ატეგორიის გარეშეოტო

საინგილო – ქართული საფლავები

44680902_1516223968521094_7840158852602396672_n

მართალი თქვით, ეს უცებ ხომ ფილმის კადრი გეგონათ? მეც ფილმი მეგონა დღეს საინგილოში – ჩემს გასხვისებულ სამშობლოში სასწაულები ვნახე, ნამდვილი სასწაულები, ემოციებს და შთაბეჭდილებებს დავალაგებ და ვეცდები მოგიყვეთ… ეს კი მკვდარი სასაფლაოა, კახის სამაროვნები 2 საუკუნის წინანდელია და არცერთ მათგანს მომკითხავი აღარავინ ყავს…

 

ავტორი : ნინო კვაჭანტირაძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
სტორიაელიგია და მეცნიერებაოტო

უსინათლო მუსლიმი და ჯუჯა ქრისტიანი – ცნობილი ფოტოს ნამდვილი ისტორია

უსინათლო მუსლიმი ჯუჯა ქრისტიანი

ეს ერთერთი ყველაზე უცნაური და დაუჯერებელი ისტორიული ფოტოა, რომელიც 1889 წელს სირიაშია გადაღებული.

მასზე ასახული არიან უსინათლო მუსლიმი – მუჰამედი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ჯუჯა, ქრისტიანი – სამირი. სამირი მუჰამედზეა დამოკიდებული, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეუძლია ქალაქის ქუჩებში გადაადგილება.

თავად მუჰამედსაც სჭირდება სამირის დახმარება, რადგან სწორედ მისი თვალების მეშვეობით შეუძლია სიარული წინააღმდეგობის გარეშე. ორივე ობოლი იყო და თავიანთი ძალები გააერთიანეს, რომ სასტიკ სამყაროში გადარჩენილიყვნენ.

ლეგენდის თანახმად, როცა სამირი გარდაიცვალა, უსინათლო მუსლიმანი მუჰამედი ისეთი დათრგუნული იყო, ერთ კვირაში დარდით თავადაც გარდაიცვალა.

სამირსა და მუჰამედს შორის ურთიერთობა ბევრს შეახსენებს, თუ როგორი იყო სირია უახლოეს წარსულში – სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხისა და კონფესიისთვის მოიძებნებოდა ადგილი.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ოტო

140 წლის კუს თავისი 5 დღის შვილი ,,ქუდად ახურავს”

კუ

ეს ფოტო 2011 წელს უნგრეთის პარკშია გადაღებული. ფოტოგრაფმა 140 წლის დედის თავზე 5 დღის შვილი კუ მოათავსა.

ბიოლოგების თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ 140 წლის კუ დედა გახდეს, რამაც ბევრი ადამიანი გააოცა. საქმე ისაა, რომ ეს ქვეწარმავლები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ.

თეორიის მიხედვით, მათ სამუდამოდაც შეუძლიათ ცხოვრება, თუმცა ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. ნებისმიერი დაზიანება, დაავადება, მათ მაშინვე კლავს.

 

წყარო: hoaxes.org

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
აქართველოოტო

ქართველი ახალგაზრდის გზა მოყვარულიდან პროფესიონალ ფოტოგრაფობამდე

18197771_1456057114461268_1279472925_n

ბილი, იგივე დავით ბილიხოძე, 32 წლის ქართველი ფოტოგრაფია, რომელიც ბუნების თვალწარმტაცი და არაჩვეულებრივად შერჩეული ხედებით ნელ-ნელა უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს პროფესიულ სივრცეში. მან რამდენიმე საერთაშორისო კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს გააცნო საკუთარი შემოქმედება.

დავით ბილიხოძეს საზოგადოება ბილის სახელით იცნობს, რაც როგორც თავად ამბობს ,,სრულფასოვანი“ ზედმეტსახელია, რადგან ბავშვობიდან მოყოლებული სწორედ ამგვარად მიმართავს მას ყველა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ის პროფესიით ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია და ფოტოგრაფია მისთვის მხოლოდ და მხოლოდ გატაცება იყო, სანამ 2 წლის წინ ხელთ შესაბამისი ფოტოაპარატი არ ჩაუვარდა, ,,ხშირად ვცდილობდი ჩემთვის საინტერესო კადრის აღბეჭდვას, თუმცა დროის უქონლობა და, შესაძლოა, მუზის არქონა მოქმედებდა იმაზე, რომ სერიოზული სახე მიმეცა გატაცებისთვის, რომელიც ახლა სრულად მოიცავს ჩემს ცხოვრებას.. ამ ეტაპზე, ვცდილობ, სულ აქტიური ვიყო, ხშირად ვმოგზაურობ, ამ ჩემს რიტმს კი, ჰაერივით სჭირდება აღბეჭდვა, აღქმა, გადმოცემა. რუტინული სამსახურების შემდგომ, სრული თავისუფლება მივანიჭე თავს და ფუფუნება იმისა, რომ ვაკეთო ის, რაც ბედნიერებას მგვრის და არ მბეზრდება,“ამბობს ბილი.

საქართველოში დღესდღეობით ბევრი პროფესიონალი ფოტოგრაფია და, შესაბამისად, რთულია, ამ სფეროში რაიმე ახლის თქმა, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, ბილის არ ჰქონია მიდრეკილება დიდი გამოხმაურების, პოპულარობისა თუ ხშირი კომერციული დაკვეთების, რადგან ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მას უბრალოდ სიამოვნებდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი თავისდაუნებურად გაჩნდა, რაც კიდევ უფრო მეტად განაპირობა იმან, რომ მისმა პროექტებმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა და ახალგზარდა ფოტოგრაფს კიდევ უფრო უბიძგა საკუთარი თავის დახვეწისა და მეტი საინტერესო კადრის შექმნისაკენ.

 

მესტია
გოდერძის უღელტეხილი

მისი ერთ-ერთი ცნობილი პროექტი ,,Pepi’s View”, რომელშიც ბილის მეგობარი გოგონაა გამოსახული სხვადასხვა ბუნების ფონზე, ცნობილმა საიტმა ,,BoredPanda-მაც“ გამოაქვეყნა, იგივე პროექტი წარმოდგენილია ჰონკონგის ერთ-ერთი ცნობილი ფოტოჟურნალის პორტალზეც, ბილი პეპის შესახებაც გვესაუბრა – ,,პეპი, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ საქმიანობაში, არის ჩემი გვერდშიმდგომი, თანაშემწე თუ მეგობარი… გვაქვს სერიები, რომლებშიც ის ასრულებს მთავარ როლს, მისი ფოტოგენურობიდან და მოყვარული მოდელის პრაქტიკიდან გამომდინარე, ხელს მიწყობს, რომ მივაღწიო სასურველ შედეგს“.

მწვანე კონცხი

ბუნებისადმი სიყვარულის გამო ბილი საქართველოში ხშირად მოგზაურობს და, შესაბამისად, მის სურათებშიც ბუნების პეიზაჟები უფრო ჭარბობს,  ,,მშვენიერი ქვეყანა გვაქვს და სურვილი მიჩნდება ხშირად გადავიღო, სივრცეები, სიმწვანე, დანაოჭებულ ღრუბლებში აჭრილი მთები არ მტოვებს გულგრილს, როგორ შეიძლება ფოტოაპარატი გქონდეს სიახლოვეს და ეს ყველაფერი არ გადაიღო?!“-აღნიშნავს ის და ფოტოგრაფისთვის უმთვარეს საჭიროებადაც სწორედ განწყობასა და შესაბამის გარემოს მიიჩნევს.

მზის პირველი სხივები უშბაზე

ამჟამად,  ბილი ძირითადად ინტერიერ/ექსტერიერის ფოტოგადაღებებზე მუშაობს და ცდილობს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიასთანაც ითანამშრომლოს როგორც ფოტოგრაფმა, ამასთანავე კომერციულ შეკვეთებზეც ანაწილებს თავისუფალ დროს, მაგრამ  პარალელურად სულ მუშაობს საკუთარ პროექტებსა და სერიებზე, რომლებიც თვეებია გრძელდება, მას უამრავი გეგმა და მიზანი აქვს ფოტოგრაფიის, მოგზაურობისა და მისი შემადგენელი ნაწილების გარშემო, რომელთა შესახებაც ინფორმაცია სულ მალე გახდება ცნობილი.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ოტო

,,World Press Photo Contest 2017-ის” გამარჯვებული ფოტოები

ტბ

,,World Press Photo Contest 2017-ზე”, სადაც 125 ქვეყნის 5,034 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 80,408 ფოტო იყო წარმოდგენილი, გამარჯვებული ფოტოები გამოვლინდა.

 

ამ ფოტოზე, რომელმაც მესამე პრიზი დაიმსახურა, ასახულია სამაშველო ოპერაციის დროს ორი მამაკაცის წყალში ბრძოლა.

ფოტოგრაფი :  მეთიუ უილკოკი (Mathieu Willcocks)

 

ფოტომ, რომელზეც ასახულია ერაყის ისლამისტური სახელმწიფოს მმართველობაში არსებულ ქალაქ მოსულში მიმავალი სპეცდანიშნულების მანქანების გვერდით აფეთქებული დანაღმული მანქანა, მესამე პრიზი დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ფილიპ დანა (Felipe Dana)

 

 

მევლუთ ალტინტასი. ფოტო გადაღებულია რამდენიმე წამში, მას შემდეგ, რაც მან ანკარაში, საგამოფენო დარბაზში, თურქეთში რუსეთის ელჩი – ანდრეი კარლოვი, პისტოლეტით მოკლა. ფოტომ კონკურსში პირველი პრიზი მოიპოვა.

ფოტოგრაფი : ბურჰან ოზბილიცი (Burhan Ozbilici)

 

 

სცენამ ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე გადაჭედილი ციხიდან კონკურსის მესამე პრიზის დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ნოელ სელისი (Noel Celis)

 

 

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში  პოლიცია ამოწმებს ხეივანს, სადაც მსხვერპლი ორმა უცნობმა პირმა მოკლა. ფოტომ პირველი პრიზი მოიპოვა.

ფოტოგრაფი: დანიელ ბერეჰულაკი (Daniel Berehulak)

 

 

ერაყის ქალაქ მოსულში მდებარე საველე ჰოსპიტალში ბიჭს ისლამისტების მიერ მოკლული მამის სხეული უჭირავს. ფოტომ მეორე პრიზი დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: სერგეი პონომარევი (Sergey Ponomarev)

 

ფოტო, რომელიც უკრაინის სოფელ ლუჰანსკაიაშია გადაღებული და რომელზეც ასახულია, თუ როგორ გარბიან ადამიანები საჰაერო დარტყმის შედეგად ცეცხლმოკიდებული სახლიდან, პირველი პრიზის მფლობელი გახდა.

ფოტოგრაფი: ვალერი მელნიკოვი (Valery Melnikov)

 

 

ქალები თამაშობენ ბილიარდს ისეთ ადგილას, სადაც მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან. ფოტო გადაღებულია თეირანში და ის მეორე პრიზის მფლობელი გახდა.

ფოტოგრაფი: ჰუსეინ ფატემი.

 

 

დემონსტრანტების ჯგუფი პოლიციის მიერ ალტონ სტერლინგის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებდა. სწორედ ამ აქციაზე გადაიღეს ,,ისტორიულად” წოდებული კადრი, რომელიც ფოტოგრაფ ჯონათან ბახტმანს ეკუთვნის. სამართალდამცავებმა და სპეცრაზმის თანამშრომლებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს. ნაწილმა უარი თქვა ტერიტორიის დატოვებაზე, სამართალდამცავებმა მათი გაყვანა დაიწყეს.

ფოტოზე ასახულია 28 წლის ლეშია ევანსი- მედდა და 6 წლის ბიჭის დედა, რომელსაც პოლიცია ხელბორკილს ადებს. „იმ დღეს მისი დანახვის შემდეგ ერთი სიტყვა გავიფიქრე – ,,ძლიერი”.  სიძლიერე და მამაცობა, რომელიც მან გამოიჩინა გულის სიღრმემდე შემძრა,“ – იხსენებს ფოტოგრაფი.  ფოტომ პირველი პრიზი დაიმსახურა.

 

 

პატარა მოჭადრაკის რეაქცია თამაშის დროს. ფოტო გადაღებულია ჩეხეთში და ის მეორე პრიზის მფლობელი გახდა.

ფოტოგრაფი: მაიკლ ჰენკი (Michael Hanke)

 

 

სადალაქო ძველ ჰავანაში. ფოტომ პირველი პრიზი მოიპოვა.

ფოტოგრაფი: ტომას მუნიტა (Tomás Munita)

 

 

უნგრელი ქალის ფოტომ, რომელიც ჩინეთში მგზავრობისა წინდებით ფულს დაატარებს, მესამე პრიზი მოიპოვა.

ფოტოგრაფი: მეთიუ პალი (Matthieu Paley)

 

 

ველური ლეოპარდი  Sanjay Gandhi-ის ეროვნულ პარკში სეირნობს, რომელიც მუმბაიში მდებარე დაცული ტერიტორიაა. ფოტო მეორე პრიზის მფლობელი გახდა.

ფოტოგრაფი: ნაიან ხანოლკარი (Nayan Khanolkar)

 

 

თევზსაჭერში გახლართული ზღვის კუ. კანარის კუნძულებზე გადაღებულა ამ ფოტომ პირველი პრიზი დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ფრანსის პერეზი (Francis Perez)

 

 

 

მომვლელი არწევს პანდას. ფოტო, რომელიც გადაღებულია ჩინეთის ქალაქ სიჩუაში მდებარე გიგანტური პანდას მეცხოველეობისა და კვლევის ცენტრში, მეორე პრიზი დაიმსახურა.

ფოტოგრაფი: ემი ვიტალი (Ami Vitale)

 

 

 

მეხიკოს ტყე. ძირს დაფენილი მონარქი პეპლები. ფოტომ მესამე პრიზი მიიღო.

ფოტოგრაფი: ჯეიმი როჯო (Jaime Rojo)

 

 

წყარო: ttps://www.theguardian.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

 

 

სრულად ნახვა
აქართველოოტო

,,მწყემსების გზა” – რუსი ფოტოგრაფის თვალით დანახული თუშეთი

მწყებსი

   უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ თუშები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ მეცხვარეობის კულტურით და ყოველთვის წარმატებლი იყო თუშური ყველისა და მაღალი ხარისხის მატყლის ექსპორტი ევროპასა და რუსეთში.     დღევდანდელ დღესაც  სწორედ მეცხვარეობა წარმოადგენს მაღალმთიანი თუშეთის ეკონომიკის წამყვან დარგს და ადგილობრივი მეცხვარეები ყოველი წლის ზაფხულის თვეებს თუშეთის მაღალმთიან რაიონებში ატარებენ, თუმცა მათ ძირითად საცხოვრებელს შედარებით ბარის სოფლები – ზემო და ქვემო ალვანი წარმოადგენს. ადგილობრივი სილამაზე კი მრავალი უცხოელის შთაგონების წყარო გამხდარა, ერთ-ერთი ასეთია წარმოშობით რუსი ფოტოგრაფი, დიმიტრი გომბერგი.

დიმიტრის თქმით, ის საბჭოთა კავშირში დაიბადა და არცაა გასაკვირი, რომ კავკასია მისთვის ნამდვილი სამოთხეა. მისი დაინტერესება კონკრეტულად ჩვენი ქვეყნით მოხდა მას შემდეგ, რაც  ნიუ-იორკში შეხვდა რამდენიმე ქართველს. გომბერგს არც ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის სიტყვები დავიწყნია საქართველოზე ,,თუკი ვინმე გადაწყვეტს საქართველო აღწეროს ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი პასუხი,  რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა იქნება”  და საქართველოს ესტუმრა.

გომბერგმა ქართველ გიდთან ერთად საქართველოში იმოგზაურა და განსაკუთრებით თუშური კულტურით მოხიბლულა,  ,,ნამდვილი ბედნიერება იყო იქაური ბუნება, ქარი, ვარსკვლავები და ცხენები. ეს ყველაფერი უკვე ოცნებად მექცა,”-ასე შეაფასა მან თავისი მოგზაურობა.

თუში მეცხვარეების ცხოვრების წესი გაზიარებამ და ამ ყველაფრის ფოტოკამერით აღბეჭდვამ, გომბერგის თქმით, მას ორი რამ ასწავლა, პირველი –  ის, რომ ფოტოგრაფია ძალიან მარტივია, მთავარია ცნობისმოყვარეობა, ტექნიკური უნარები და იღბალი. მეორე კი, ის რომ ადამიანებს სურათების უფრო სჯერათ ვიდრე სიტყვების, ,,მე ჩემს სურათებში ვცდილობ, ვაჩვენო რეალობა და ჩემი ოცნებები. ვფიქრობ, ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ფოტოგრაფია მეტია, ვიდრე უბრალოდ რეალობის ამსახველი ობიექტური საბუთი. ვიმედოვნებ, ეს ფოტოები  დაგეხმარებათ ჩაწვდეთ  ჩემს ჩანაფიქრს”.

,,დოქტრინა” გთავაზობთ გომბერგის ფოტოარქივს – ,,მწყემსების გზა“:

 

 

 

 

 

წყარო: lensculture.com

 მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ედამიწასოფლიოოტო

2016 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი 10 სამეცნიერო ფოტო

ყური

 

2016 წელი, მომხდარი სამეცნიერო გარღვევების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო. ასევე  მნიშვნელოვანია სამეცნიერო ფოტოები, რომელიც წელს გავრცელდა.

ცხოველთა საყაროში შემავალი სხვადასხვა არსება დედამიწის მაგნიტური ველის შეგრძნებით მოქმედებს – ეს არის უნარი, რომელიც მაგნეტორეცეპტორის სახელითაა ცნობილი. კალიფორნიის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის, ჯო კირსქვინკი ცდილობს გაარკვიოს, აკეთებენ თუ არა ადამიანები იგივეს. ფოტოზე აღბეჭდილია თუ როგორ ცდის კირსქვინგი  ელექროხვეულების მოწყობილობისგან გამომუშავებულ მაგნიტურ ველს, მისი ტვინის ტალღების ჩანაწერს კი ელექტროენცეფალოგრამა ახორციელებს.

 

ეს პატარა არსება – Solenodon “კუნძულელი მკვლელის“ ახლო ბიძაშვილია, რომელიც Nesophontes-ის გვარის სახელითაა ცნობილი. ისინი კარიბში მწერების მასშტაბური მკვლელები იყვნენ. მეცნიერები Nesophontes-ის გამოსაკვლევად განმარხებულ დნმ-ს იყენებენ. ისინი 5 საუკუნის წინ გადაშენდნენ.

ახალი 3D პრინტერის შესაძლებლობების დემონსტირების მიზნით მეცნიერების მიერ შექნილი ყური.

სანაპირო ნისლი წარმოადგენს მიმზიდველ ფონს კლიმატის ყველა მეცნიერებისთვის: თუ რა ზეგავლენას ახდენს ნისლისა და ღრუბლების ურთიერთქმედება გლობალურ დათბობაზე. აგვისტოში ნასას ხომალდმა ამ საიდულოს კვლევის მიზნით ნამიბიის სანაპიროს გასწვრივ მდებარე ბუნებრივი ატმოსფეროს ლაბორატორიის შეისწავლა დაიწყო, სადაც აფრიკის ხანძრის შედეგად გაჩენილი კვამლის საფარია.

მაშინ, როცა ნიგერია პოლიოს დამარცხების შესახებ განაცხადის გაკეთებას აპირებდა, ქვეყანაში დაავადების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

მეცნიერებმა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში კატასტროფის მანქანა – „ქარის კედელი“ შექმნეს, რომელიც ისე უბერავს, როგორც მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი და რომელიც მეცნიერებს ზოგიერთი დამანგრეველი ბუნებრივი მოვლენის ფენომენის ახსნაში ეხმარება.

ადამიანები არ არიან ერთადერთი პრიმატები, რომლებსაც საკითხავი სათვალეები სჭირდებათ. ჩვენს უახლოეს ბიძაშვილებს, ბონობოსებსაც აქვთ ასაკში მხედველობის პრობლემა. ფოტოზე აღბეჭდილია მაიმუნების წყვილი, ერთ-ერთი მეორეს მხედველობას ისე უსინჯავს, თითქოს ოფთალმოლოგი იყოს.

ლიქენები უცნაური ფორმისაა. ეს არის სიმბიოზური პარტნიორობა სოკოსა და წყალმცენარეს შორის. მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ მის საიდუმლოს.

ნეხვის ხოჭო, რომელიც ცნობილია ძროხის, სპილოსა და სხვა ცხოველების ნეხვის ჭამით, 115 მილიონი წლის წინ  დინოზავრის ნეხვით იკვებებოდა.

ნასამ მთვარის ბნელი მხარის ფოტო გაავრცელა, სადაც ბევრი სხვადასხვა ზომის კრატერი ჩანს.

 

წყარო: http://www.sciencemag.org/

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა