close

ტურიზმი

ეოგრაფიასოფლიოაქართველოურიზმი

მსოფლიოში ყველაზე ღრმა მღვიმე საქართველოშია!

1u23yer183t6fq

ის ფაქტი, რომ საქართველო ძალიან ლამაზი და საინტერესო ქვეყანაა ეს  ბევრმა იცის… ამიტომაც თუკი ჩვენს ისტორიას გადავხედავთ ძალიან ბევრი მტერი  ზუსტად ქვეყნის  სილამაზის და დედაბუნების გამო გვყავდა. თემას რომ არ გადავუხვიოთ, მოდით, გავახაროთ მკითხველის გული  და  ეს სტატია   მივუძღვნათ ქვეყნის პატრიოტ შვილებს.
ცნობილია, რომ მსოფლიოში ყველაზე  ღრმა გამოქვაბული სწორედ საქართველოში მდებარეობს. გამოქვაბული სახელად კრუბერი  აფხაზეთში არაბიკის მასივშია მოთავსებული.  იგი მსოფლიოში აღმოჩენილი გამოქვაბულებიდან ყველაზე ღრმაა, მისი სიგრძე კი   2191  მეტრია.  სიდიდით მას მოყვება საფრანგეთში მდებარე გამოქვაბული სახელად ჟან ბერნარი, რომლის სიღრმეც 1535 მეტრია,  მის შემდეგ კი ასევე საქართველოში მდებარე   გამოქვაბული  სახელად თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმეც 1370 მეტრია.  2342rt3tqa34y34tqa4tawet

გამოქვაბულს სახელი საბჭოთა კარსტოლოგიის ფუძმდებლის ალექსანდრე კრუბერის  პატივსაცემად ეწოდა. წლების მანძილზე მას იკვლევდნენ სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები, რომელთა მტკიცებითაც კრუბერი მსოფლიოში ყველაზე დიდ გამოქვაბულად იქნა მიჩნეული.  მასში შეხვდებით მინიატურულ სტალაქტიტებს ანუ გამოქვაბულის თაღიდან სვეტებად ჩამოსული შვერილებს და სტალაგმიტებს ანუ წვეთებისგან შექმნილ წამონაზარდებს. ეს ყველაფერი არ არის, გამოქვაბულში ასევე რის წყლის ნაკადები და პატარა ტბები.

ძალიან საამაყო და სასიხარულო ამბავია ის,  რომ ასეთი პატარა ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად,  მაინც ახერხებს მსოფლიოს გაოცებას   და იმსახურებს დიდ მოწონებას.

rt5a5234zrt5224cf5a4r

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესიაქართველოურიზმი

„ჰეშკილის ქოხები“ – საოჯახო ტიპის ზღაპრული სასტუმრო სვანეთის მთებში

ჰეშკილის ქოხები

ჰეშკილი არის სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზე მდებარეობს, სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალის გზაზე. ჰეშკილი უძველესი საეკლესიო ნაგებობებთან ერთად, დღეს უკვე ადგილობრივი საოჯახო სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებითაც“ გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. სასტუმრო გამოირჩევა უჩვეულოდ მყუდრო, ოჯახური გარემოთი, რასაც  სვანეთის თვალწარმტაცი ხედებიც ემატება, სწორედ ამ მიზეზებით, ეს ქოხები არა მხოლოდ ქართველების, არამედ ბევრი უცხოელი ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა. სასტუმროს შესახებ ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მალალო გელოვანი გვიამბობს.

-მალალო, საინტერესოა, როდის გაჩნდა იდეა, რომ სასტუმრო „ჰეშკილის ქოხები“ ქცეულიყო თქვენს ოჯახურ ბიზნესად?

-ჰეშკილის ქოხების ისტორია დაახლოებით  28 წლის წინ დაიწყო, იქ, სადაც ახლა სასტუმროა, მაშინ ძველი ქოხი იდგა, სადაც ზაფხულობით ოჯახი ცხოვრობდა. ჰეშკილი, ზოგადად, ერთი საგვარეულოს, კერძოდ ფილფანების საკუთრებაა. ეს გვარი გამოირჩევა განსაკუთრებული ტრადიციებისა და ფოლკლორის სიყვარულითა თუ ცოდნით. ოჯახმა გადაწვიტა  ძველი ქოხის ადგილას უფრო გამართული და ახალი ქოხი აეშენებინა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ბიზნესი იდეაშიც არ ყოფილა, ქოხს ხშირად სტუმრობდნენ უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრები, რომლებსაც ძალიან მოსწონდათ ჰეშკილის ხედები (უშბისა და ლაილას ქედი), ქოხის სიტუაცია, ნატურალური საკვები და ის სვანური სიმღერები, რომლებსაც ოჯახის წევრები ასრულებდნენ.

როდესაც გაჩნდა იდეა რომ საოჯახო სასტუმრო გაგვეკეთებინა, ფინანსების მოძიებაში სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაგვეხმარა. საიდანაც მივიღეთ დაფინანსება და მოვაწყვეთ  ინფრასტრუქტურა.

-„ჰეშკილის ქოხები“ ულამაზესი ადგილმდებარეობის გარდა, სასტუმროსთვის უჩვეულო, არასტანდარტული გარემოთიც გვამახსოვრებს თავს.

-დიახ, ამჟამად გვაქვს 4 ხისა და  1 ქვის ქოხი, თუმცა, ამ ეტაპზე, კიდევ ვამატებთ ქოხებს, რათა მომავალი წლის სეზონს კიდევ უფრო მომზადებული შევხვდეთ. „ჰეშკილის ქოხები“ შექმნილია ძველი სვანური ,,ქელ’’ (ქოხის) სტილში. ეს არის სამთაბარო ქოხი, რომელსაც სვანეთში ძველი დროიდან იყენებდნენ, ის შეიძლება იყოს როგორც ხის, ასევე ქვისგან (ფიქლისა და რიყის) ნაგები.

-ამჟამად რას სთავაზობს სასტუმრო აქ ჩამოსულ დამსვენებელს?

-„ჰეშკილის ქოხები“ არის იზოლირებული გარემო, რომელიც მოწყვეტილია ცივილიზაციას და ეხმარება ჩვენს დამსვენებლებს ყოველდღიური ცხოვრებისგან განტვირთვაში. ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს, უპირველეს ყოვლისა, ხვდებათ ოჯახური თბილი სიტუაცია, ეკოლოგიურად სუფთა ხელშეუხებელი გარემო, არაჩვეულებრივი ხედები (მუდამ თოვლიანი უშბა და ლაილა), წიწვიანი ტყე თუ უკიდეგანო მინდვრები და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა  ადგილობრივ საკვები (რძის პროდუქტები, ხორცი და ბოსტნეული). 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს დამსვენებლებს ასევე ვთავაზობთ ადგილობრივ ტურებს სვანეთის მასშტაბით.

-რომელ სეზონებზეა სასტუმრო ღია სტუმრებისთვის და რა თანხებთანაა დაკავშირებული აქ დასვენება?

-2017 წელს ვიფუნქციონირეთ ზაფხულსა და ადრე შემოდგომაზეც. მომავალი წლიდან კი, ვაპირებთ ყველა სეზონზე ვიმუშაოთ სრული დატვირთვით და ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ვაკეთებთ გათბობას ქოხებში. ხოლო, რაც შეეხება ფასებს – 2018 წლის სეზონისთვის ფასი ნომრების მიხედვით, ერთი დღე იქნება 25-30 ლარი ერთ ადამიანზე,  ხოლო კვებას რაც შეეხება, გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ გვქონოდა ფიქსირებული მენიუ. ასე რომ, ყველანაირად ვცდილობთ სასტუმრო ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად დასამახსოვრებელი გავხადოთ დამსვენებლებისთვის.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
რქეოლოგიაეოგრაფიააქართველოურიზმი

ქუთაისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, 50 ათასი წლის წინანდელი მღვიმე აღმოაჩინეს

mgvimeee_2018-12-07_YDQjU8qvCx1T7H

ქუ­თა­ის­ში, კლდი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე (ჭა­ხ­ა­თას უბა­ნი) ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­მა ვახ­ტანგ სი­ხა­რუ­ლი­ძემ მღვი­მე აღ­მო­ა­ჩი­ნა, სა­დაც მრავ­ლა­დაა სტა­ლაქ­ტი­დე­ბი და სტა­ლაგ­მი­ტე­ბი.

მღვიმე უკვე დაათვალიერეს სპელეოლოგებმა ვალერი ბარბაქაძემ და გიგო ონიანმა. სპეციალისტების შეფასებით, მღვიმე სავარაუდოდ 30-50 ათასი წლის წინანდელია.

„მღვიმე უნიკალურია და რაც დავათვალიერეთ, სულ ორი დარბაზია, მათი სიგრძე 80 მეტრია. სამწუხაროდ, აფეთქებების შედეგად დაზიანებულია ნაღვენთი ფორმები, თუმცა ვნახეთ ექსცენტრიკული ფორმები, რაც საქართველოში მანამდე არ გვინახავს. ეს პირველია და სწორედ ეს სძენს მღვიმეს უნიკალურობას“, – ამბობს ვალერი ბარბაქაძე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
რქეოლოგიაულტურააქართველოურიზმი

გუდაბერტყას ნამოსახლარს ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა

გუდაბერტყა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გუდაბერტყას ნამოსახლართან ახალი ტურისტულ-ინფრასტრუქტურული ნაგებობა იხსნება. არქეოლოგიური ძეგლის ვიზიტორები ამიერიდან გადასახედი მოედნით სარგებლობას შეძლებენ, რომლიდანაც კონფლიქტის ზონის ტერიტორია უშუალო თვალთახედვის არეალში ხვდება. ბაქანზე მოწყობილია საინფორმაციო ბანერები, რომლითაც უცხოელი და ადგილობრივი მოქალაქეები არქეოლოგიური ძეგლის შესახებ მიღებული ცნობების მიღმა, კონფლიქტური რეგიონის ირგვლივ და იქ არსებული კულტურული მემკვიდრების ძეგლების შესახებაც მიიღებენ სათანადო ინფორმაციას. ახლო მომავალში, დამთვალიერებელთა მეტი ექსპრესიისთვის, გადასახედ მოედანზე ტურისტული ბინოკლიც განთავსდება, რაც ვიზიტორებს ცხინვალის რეგიონის მაქსიმალური სიახლოვით ვიზუალური ხედვის საშუალებას მისცემს. არქეოლოგიურ ობიექტზე მისულ ტურისტებს არქეოლოგიური გათხრების პროცესისა და მისი მიმდინარეობისას აღმოჩენილი არტეფაქტების გაცნობის საშუალებაც ექნებათ. არქელგიურ ძეგლზე ახალ ინფრსატრუქტურულ ობიექტს 11 ივლისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გახსნიან. მიმდინარე წლიდანვე სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვა ტურისტული- ინფრასტრუქტურული ელემენტებით კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციაზე დაიწყებს მუშაობას. არქეოლოგიური საიტის ტერიტორიას ვიზიტორთა ცენტრი, სავალი ბილიკები და კაფე შეემატება. სამომავლოდ პროექტი ასევე მიცავს გუდაბერტყას ტერიტორიიდან უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალამდე ველო და საცხენოსნო ტურიზმის ტრასების მოწყობასაც. პარალელურად, გუდაბერტყას ნამოსახლარზე გრძელდება არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც, რომელიც სააგენტოს დაფინანსებით უკვე მე-3 წელია გრძელდება. არქეოლოგ გოგი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით დგილზე მიმდინარე გათხრების შედეგად უკვე აღმოჩენილია მტკვარ-არაქსის კულტურის, ძვ.წ.აღ-ის IV – III ათასწლეულის ნახანძრალი საკულტო ნაგებობა. შიდა ქართლის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნამოსახლარზე, რომელიც ორ კულტურულ ფენას მოიცავს, ზედა ფენაში აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის (ძვ. წ.აღ.XII-VII სს.) შენობათა ნანგრევები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ფურნე – ღუმელები, რიგ შემთხვევაში კი დაუზიანებელი, მთლიანი ჭურჭელი.ქვედა ფენების გათხრებით კი გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს, მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ.აღ.XVII ს.) ნამოსახლარი – თითქმის მთლიანი ნაგებობების ნაშთები, იმ დროისთვის დამახასიათებელი ცენტრალურშვერილებიანი კერები, რომლებიც, როგორც წესი, შეღებილია წითელი საღებავით. გათხრების დროს ასევე ნაპოვნია იმ პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში, რელიეფები.  გუდაბერტყას არქეოლოგიური ობიექტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 77-ე კილომეტრზე მდებარეობს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
აქართველოურიზმი

მარტვილის კანიონს წყალქვეშა ცურვის ტური დაემატა

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი წელს ტურისტებს ახალ სერივსს შესთავაზებს. აქამდე არსებულ ტურისტულ მომსახურებას დაივინგი ემატება. აგვისტოდან წყალქვეშა ცურვის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ კანიონში ყვინთვის და წყალქვეშა სამყაროს დათვალიერების. როგორც „ლაივპრესს“ მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმა -ზაზა გაგუამ განუცხადა, ახალი სერვისი ტესტირების ეტაპზეა.
„მოსული ვიზიტორი ყიდულობს დაივინგის ბილეთს და ინსტრუქტორთან ერთად ჩაყვინთავს კანიონში. ასევე ფუნქციონირებს ყველა ის სერვისი, რაც მანამდე იყო დანერგილი. მათ შორის ნავებით სეირნობა“, – აცხადებს ზაზა გაგუა.

მისივე ინფორმაციით, მარტვილში ტურისტული სეზონი აქტიურად უკვე მაისიდან დაიწყო და ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად 1000 ვიზიტორი დაფიქსირდა. ზაზა გაგუას ცნობით, უკვე ივლისიდან გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და დღის განმავლობაში 1700-2800 აღწევს.

მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაცია აერთიანებს 13 ბუნების ძეგლს, მათ შორის 3 კანიონს, 5 ჩანჩქერსა და 5 მღვიმეს. მათგან 10 ბუნების ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტს, 2 ხონის მუნიციპალიტეტს, 1 კი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.
წყარო: livepress.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ს საინტერესოააქართველოურიზმი

მსოფლიოში საუკეთესო 12 უბანს შორის ,,პლეხანოვი” მოხვდა

B2D9C469-6F9F-4326-AAD5-87980C772292

,,Forbes-მა” 12 საუკეთესო სამეზობლოს/უბნის სია გამოქვეყნა, რომელშიც საქართველო, კერძოდ კი, ,,პლეხანოვი’’ მოხვდა.

გამოცემა  2018 წელს საქართველოს წლად აცხადებს.

,,ფორბსის”  შეფასებით, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში მოგზაურობა საკმაოდ ტრენდული გახდა, განსაკუთრებით კი – თბილისში.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს,  ძველი თბილისი მომხიბვლელია ტურისტებისთვის, თუმცა ჯონი ბელბი Wild Frontiers-იდან, განსაკუთრებით ,,პლეხანოვით” იყო აღტაცებული.

,,ეს არის ის ადგილი, სადაც ადგილობრივი თბილისელები ცხოვრობენ, განახლებული და რესტავრირებული ძველი სახლები ლამაზი აივნებით. განსაკუთრებით ეს ადგილი პოპულარული რეკონსტრუქციის შემდეგ გახდა, როდესაც ძირითად ქუჩას, აღმაშენებლის გამზირს ჩაუტარდა რესტავრაცია. ასევე აქ გაიხსნა Fabrika, საბჭოთა კავშირის დროს არსებული ქარხანა, რომელშიც ახლა ბარ-რესტორნები, მაღაზიები და სასტუმროებია განთავსებული. ეს ადგილი ახალგაზრდებისა და ტურისტების თავშესაყარია, სადაც ცოცხალი მუსიკის მოსმენაც შეგიძლიათ’’ – აცხადებს ბალბი.

სიაში მოხვდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა: ბარსელონა, ვაშინგტონი, ამსტერდამი, კართაგენი, იოჰანესბურგი, პანამა, საიგონი, ათენი, სეული, ჩიკაგო და კეიპ თაუნი.

 

 

წყარო; BM.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
აქართველორანსპორტიურიზმი

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა გახანგრძლივდა

ბათუმი

ტურისტულ სეზონთან დაკავშრებით, შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობის ახალ გრაფიკზე გადავიდა. 
20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება.

20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება

🔹️ტურისტულ სეზონთან დაკავშრებით შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მუშაობის ახალ გრაფიკზე გადავიდა. 🔹️20 ივნისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს ღამის პირველ საათამდე ემსახურება.

Posted by ბათუმის მერია/Batumi City Hall on Thursday, June 21, 2018

აგრეთვე – ბათუმში მგზავრებისთვის უკონტაქტო პლასტიკური ბარათების გამოყენება აუცილებელი ხდება.

N2, N2ა, N12 და N13 ხაზზე მოძრავ ავტობუსებში სამგზავრო ბილეთები აღარ იყიდება. ქალაქის მასშტაბით, 30 სხვადასხვა ადგილას გადახდის აპარატები დაიდგმება, სადაც მოქალაქეები სამგზავრო პლასტიკურ ბარათებს შეიძენენ

მგზავრებს საშუალება აქვთ საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი ნებისმიერ მუნიციპალურ ავტობუსში გამოიყენონ.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოფლიოურიზმი

3 საუკეთესო კუნძული, რომელიც იქამდე უნდა ნახო, სანამ ცოცხალი ხარ

კუნძულები

მათ, ვისაც მოგზაურობა, ბუნება, ზღვა და კარგი პეიზაჟები იზიდავს, აუცილებლად უნდა იმოგზაურონ 3 კუნძულზე, რომლებიც „Businessinsider.com–მა“ შემოგვთავაზა:

1.სარდინია(იტალია):

სანაპირო, უჩვეულოდ სუფთა წყალი და თვალისმომჭრელი სილამაზის ყურეები. მარგალიტი იტალიის კუნძულებს შორის, სადაც იხარჯება ბევრი ფული, გზებზე კი ხანდახან “Ferrari-ისა”და „Maserati-ის“ საცობებია. კუნძული რეკორდულად მოკლე დროში დასვენების ერთ–ერთ საუკეთესო ადგილად  იქცა.

2.იბიცა(ესპანეთი):

ადგილი, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები ოჯახებთან ერთად ატარებენ დროს.

3.სანტორინი(საბერძნეთი):

სანტორინიზე შეხვდებით: წითელ კლდეებს, თეთრ ქარის წისქვილებს, ლურჯ ზღვას. ეს ყველაფერი კი მას – საბერძნეთის სავიზიტო ბარათად აქცევს.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ამოგონება - ინოვაციას საინტერესოაექნოლოგიებიურიზმი

ყურსასმენი გიდი – იაფი და კომფორტული მომსახურება

ყურსასმენი გიდი

ტურისტებს ხშირ შემთხვევაში აინტერესებთ,  თუ როგორ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე დაბალ ფასებში და, სამწუხაროდ, ასეთი გიდის რჩევა ძალიან რთულია, რადგან ინდივიდუალური გიდის მომსახურება ერთ ადამიანზე საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.

ახალი პროდუქტი არის ძალიან კომფორტული ყურსასმენი, რომლის მეშვეობითაც ტურისტებს შეეძლებათ, რომ თავისი სურვილისამებრ გადაადგილდნენ ნებისმიერ ადგილზე, დაათვალიერონ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და ყურსასმენი გიდის მეშვეობით მოისმინონ მაქსიმალურად ზუსტი და ვრცელი ინფორმაცია.

ყურსასმენი გიდი ეს არის ძალიან მარტივი გამოსაყენებლად,  მისი მოხმარება დამხმარე რუკის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელზეც აღნიშნული იქნება ღირსესანიშნაობების სურათები და თითოეულ მათგანს ექნება თავისი ნომერი. რომლის მიხედვითაც, ტურისტს გაუმარტივდება ინფორმაციის მოძებნა მოწყობილობაში. მსგავსი ტექნოლოგია უკვე დაინერგა რამდენიმე ქვეყანაში.

 

წყარო: Engadget.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
რქიტექტურა/დიზაინისტორიაულტურააქართველოურიზმი

თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და რეაბილიტაცია იგეგმება

DF2AE0F3-26EB-4387-AA23-1D6161BE98B2

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თუშეთში 10 ციხე-სოფლის კვლევა და შემდგომში რეაბილიტაცია იგეგმება. პირველ ეტაპზე, ინვენტარიზაცია ჩატარდება, რომლისთვისაც 400 ათასი ლარია გათვალისწინებული.
,,მოგეხსენებათ, თუ რამხელა სიმდიდრეს წარმოადგენს საქართველოსთვის თუშეთი. კონკრეტულად, თავისი ულამაზესი ისტორიული, ეთნოგრაფიული მემკვიდრეობით, თავისი ლანდშაფტით, თვითმყოფადობით. სამწუხაროდ, დღეისთვის უძველესი ნაგებობების ნაწილი არის დაზიანებული ან განადგურების პირას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ – არ ჩატარებულა არანაირი კვლევა ამ კულტურული მემკვიდრეობის. ჩვენ აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ამ ძეგლების აღწერა და ინვენტარიზაცია, შემდგომში კი – სრული რეაბილიტაცია.
ვიწყებთ 10 ციხე-სოფლის საინვენტარიზაციო კვლევით სამუშაობს. ეს არის ძველი დიკლო, ძველი გირები, ჭონთიო, ხეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა და ინდურთა. ეს არის უძველესი ქართული სოფლები. ჩვენ ამისთვის, პირველ ეტაპზე, გამოვყოფთ 400 ათას ლარს, რომ მოხდეს აღწერა. ძალიან კარგია, რომ სამუშაოებში იქნებიან ჩართული ახალგაზრდები, სტუდენტები და ზაფხული უკვე კარს მოგვადგა. ამ პერიოდში განხორციელდება ეს სამუშაოები, შემდგომში კი, უკვე ამ აღწერის საფუძველზე და რა თქმა უნდა პროფესიონალური მიდგომების საფუძველზე, მოხდება ამ უძველესი ძეგლების რეაბილიტაცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 5
Page 1 of 5