close

მედიცინა

მედიცინამსოფლიო

აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც კიბოს ყველაზე რთულ ფორმასაც კურნავს

გასულ კვირას მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ექსპერიმენტულმა წამალმა სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი განკურნა.

სულ რამდენიმე დღის შემდეგ კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს მოლეკულარომელმაც შესაძლოა მოკლას კიბოს ყველაზე მომაკვდინებელი ფორმებიც კი.

ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის მიერ, წარმატებით კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს – მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ჯანსაღი უჯრედები კი დაუზიანებელი რჩება.

საგულისხმოა, რომ აჰნიმ აქამდე მცირე მოლეკულებზე მუშაობით, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებს, პოტენციური თერაპიული ნაერთები შეიმუშავა მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ. ამჟამინდელ კვლევაში კი მან და კოლეგებმა აჰნის მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი გამოცადეს, სახელწოდებით ERX-41. ნაერთი სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე ზემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ის ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. ის სამმაგად უარყოფით, სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებს კლავს“, – განმარტა მკვლევარმა.

მართლაც, მკვლევართა ჯგუფმა მოლეკულა ჯანმრთელ თაგვებზეც გამოცადეს და მათ ორგანიზმში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. ხოლო დაავადებულ ორგანიზმში ნაერთის მოხვედრის შემდეგ კიბოს უჯრედები ნელ-ნელა იწყებს დაპატარავებას, საბოლოოდ კი ქრება. ამასთან, ERX-41 ეფექტურია პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოს წინააღმდეგაც, რომ აღარაფერი ვთქვათ ტვინის კიბოზე.

კლინიკური კვლევები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება, რაც ახალი ეფექტური მკურნალობის იმედს იძლევა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

განაში “მარბურგის” მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა

განაში “მარბურგის” მომაკვდინებელი ვირუსის პირველი შემთხვევები დადასტურდა, – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორივე პაციენტი, ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აშანტის რეგიონის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, 98 ადამიანი, რომელიც საეჭვო კონტაქტად მიიჩნევა, ახლა კარანტინში იმყოფება.

“მარბურგის” ვირუსის მკურნალობის მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ექიმები ამბობენ, რომ ბევრი წყლის დალევა და სიმპტომური მკურნალობა პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

ცნობისთვის, “მარბურგის” ვირუსი “ებოლას” გამომწვევი ვირუსის ოჯახს მიეკუთვნება. ის ადამიანებს ხილიჭამია ღამურებისგან გადაეცემა და ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით ვრცელდება. “მარბურგის” ვირუსი მწვავე, ხშირად მომაკვდინებელი დაავადებაა და ახასიათებს სიმპტომები, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება, კუნთების ტკივილი, სისხლიანი ღებინება და სისხლდენა.

ვირუსი პირველად გერმანიის ქალაქ მარბურგში 1967 წელს დააფიქსირეს, რასაც მას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

აშშ-ში 18 პაციენტი, რომლებსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, სრულად განიკურნენ – უახლესმა მკურნალობის მეთოდმა გაამართლა

აშშ–ში კიბოზე კვლევაზე ჩატარდა და ახლა, შედეგები, რომლებზეც საუკეთესო მეცნიერებმა მიიღეს, იმდენად იმედის მომცემია, როგორც – არასდროს.

მართალია კვლევა მცირემაშტაბიანი იყო და ამის გამო ექსპერტები გამეორების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, თუმცა მონაწილე 18 ადამიანიდან, რომლებსაც სწორი ნაწლავის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ, ყველა გამოჯანმრთელდა. ყოველი პაციენტის ორგანიზმიდან კიბო გაქრა, ის არც სამედიცინო კვლევისას, ენდოსკოპიისას, სკანირებისას და მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფიისას აღარ აღმოჩნდა. ყოველი პაციენტი ერთი და იმავე წამალს იღებდა.

სტატიაში, რომელიც სამედიცინო ჟურნალშიგამოქვეყნდა, სლოუნ–კატერინგის სახელობის მემორიალური ონკოლოგიური ცენტრის ექიმი, ლუის დიასი კვლევის შედეგებს აღწერს და ამბობს, რომ არ იცის არცერთი მსგავსი კვლევა ამ სფეროში, როცა მკურნალობამ ყოველ პაციენტში კიბოს განადგურება გამოიწვია.

“ჩემი აზრით, ეს კიბოს არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა“ – ამბობს ექიმი დიასი.

ექიმი ალან ვენჩუკი კალიფორნიის სანფრანცისკოს უნივერსიტეტიდან, რომელიც კოლორექტალური კიბოს სპეციალისტია, კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა ისიც ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა და ყოველ პაციენტში სრული რემისია აქამდე არგაგონილი ფაქტია.

კვლევაში მონაწილე პაციენტებს  სწორი ნაწლავის კიბოთი ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია უნდა გაეკეთებინათ და ნაწილს ალბათ, ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდებოდა, რასაც შეიძლებოდა ნაწლავის დისფუნქცია, შარდის შეუკავებლობა და სექსუალური დისფუნქცია გამოეწვია.

მათ კვლევის დაწყების წინ ეგონათ, რომ როცა ის დამთავრდებოდა, ყველა ჩამოთვლილი პროცედურის გავლა მოუწევდათ, რადგან სინამდვილეში არავინ ელოდა, რომ სიმსივნე გაქრებოდა.

თუმცა, მათ სიურპრიზი ელოდათ: შემდგომი მკურნალობა აღარ გახდა საჭირო.

სტატია სრულად

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

„ვიაგრა“ ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

იმპოტენციის საწინააღმდეგო პრეპარატი „ვიაგრა“ შესაძლოა ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენონ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კლივლენდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 7,2 მილიონი ადამიანის 6-წლიანი სამედიცინო ისტორია შეისწავლეს და დაადგინეს, რომ „ვიაგრას“ მომხმარებლებს შორის ალცჰაიმერითდაავადების შემთხვევები გაცილებით იშვიათად ფიქსირდება.

ლაბორატორიული ცდების დროს კი დამტკიცდა, რომ „ვიაგრის“ მაღალი დოზები ტვინის უჯრედების ზრდას იწვევს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კვლევის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა მათი პრაქტიკაში გამოყენებისთვის დამატებითი ტესტებია საჭირო. ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ უკვე არსებული მედიკამენტის ახალი დანიშნულებით გამოყენება გაცილებით მარტივია, ვიდრე დაავადების სამკურნალოდ ახალი პრეპარატის შექმნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

„ომიკრონის“ ახალი ქვეტიპი BA.5 – რამდენად საშიშია ის?

ომიკრონის“ შტამის ქვეტიპი BA.5, შესაძლოა, მალე კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ახალი ტალღის მიზეზი გახდეს. რამდენად საშიშია შექმნილი სიტუაცია? ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

კორონავირუსის ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ ქვეტიპი BA.5 შეიძლება, სულ ცოტა, შეშფოთების მიზეზად იქცეს. გერმანიის რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის თანახმად, BA.5 და „ომიკრონის“ სხვა ქვეტიპები სწრაფად გავრცელებას გააგრძელებენ, რადგან ისინი უფრო ადვილად გადაეცემა, ვიდრე – „დელტა“ ვარიანტი. აღნიშნული დაწესებულება აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უკვე მიმდინარე ზაფხულს დაიწყება.

„BA.4 და BA.5 ქვეტიპების ზრდა ამ ეტაპზე ყველაზე სწრაფად ფიქსირდება“ – განაცხადეს რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტში 9 ივნისს. აღნიშნულ დაწესებულებაში ასკვნიან, რომ „ომიკრონის“ ეს ორი ახალი ქვეტიპი მალე შეიძლება დაავადებულთა უმრავლესობაზე იყოს პასუხისმგებელი. ახალი ინფექციების 10%-ი უკვე BA.5-ით არის გამოწვეული, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე – ივნისის დასაწყისში დაფიქსირებული ანალოგიური მაჩვენებელი.

BA.5 პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა

მაისის დასაწყისში, BA.5 ქვეტიპმა შეშფოთება გამოიწვია სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ ეს ტალღა, წინასთან შედარებით, უფრო მცირე იყო და ახლა უკვე კლებაც დაიწყო. თუმცა პორტუგალიაში დაფიქსირებული ახალი კოროვირუსული ინფექციების 80%-ზე მეტი BA.5-ის ქვეტიპით არის გამოწვეული. სპეციალისტების განმარტებით, აქამდე უცნობი ეს ქვევარიანტი უფრო გადამდებია, ვიდრე მისი წინამორბედები. მანეიტრალიზებელი ანტისხეულები მას ვერ აფიქსირებენ და შესაბამისად, უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა დაავადების მიმდინარეობა უფრო მსუბუქია, ვიდრე მაგალითად, „დელტას“ შემთხვევაში.

იცავს თუ არა ბუსტერ დოზა „ომიკრონის“ ამ ქვეტიპისგან?

კორონავირუსის ვაქცინის დაცვითი ფუნქცია დროთა განმავლობაში სუსტდება, რადგან ორგანიზმში ანტისხეულების დონე იკლებს. იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. „ომიკრონის“ ახალი  ქვეტიპისგან ოპტიმალური დაცვა ზემოთ ხსენებულ არცერთ კატეგორიას არ აქვს და შესაძლოა, ეს ადამიანები ხელახლა დაინფიცირდნენ. BA.5 უკვე გავრცელდა რამდენიმე ქვეყანაში – მაგალითად, პორტუგალიაში, სადაც ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან მოკლე დროში მკვეთრად გაიზარდა.

ამის მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია იმით, რომ მილიონობით ადამიანი უკვე აცრილია და ისინი გარკვეული რაოდენობის ანტისხეულებს ინარჩუნებენ, თუნდაც დაცვის ხარისხი სტაბილურად მაღალი არ იყოს. სპეციალისტების შეფასებით, ზოგადი იმუნიტეტი ახლა უფრო მაღალია, ვიდრე – პანდემიის დასაწყისში. რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტი რეკომენდაციას უწევს რისკ- ჯგუფებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებს, კიდევ ერთი ბუსტერ დოზა გაიკეთონ, რათა ანტისხეულების დონე განაახლონ.

შემუშავებული ვაქცინები ფოკუსირებულია სპაიკ-ცილის იმ ვარიანტზე, რომელიც აქტიური იყო პანდემიის დასაწყისში. თუმცა მას შემდეგ ვირუსი შეიცვალა: აცრის შემდეგ ნაკლები ანტისხეული წარმოიქმნება და მათი გვერდის ავლა ვირუსისთვის უფრო ადვილი გახდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ახალი ვარიანტები, მათ შორის – BA.5, ნაკლებად საშიშია. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეტიპს ზედა სასუნთქ გზებზე ძალიან სწრაფი და ძლიერი ზემოქმედების უნარი აქვს, სამაგიეროდ, ფილტვის უჯრედები უფრო იშვიათად ზიანდება და შესაბამისად, ნაკლები ადამიანი იღუპება. ახალი კორონავირუსის პირვანდელი ვერსიები ფილტვებს გაცილებით ძლიერად აზიანებდა, რაც მეტ ლეტალურ შედეგს იწვევდა.

 „ომიკრონით“ ინფიცირების გრძელვადიანი შედეგები უცნობია

„ომიკრონით“ ინფიცირებასა და პირველი სიმპტომების გამოვლენას შორის შუალედი (დაახლოებით, სამი დღე) უფრო ხანმოკლეა, ვიდრე – „დელტა“ შტამის შემთხვევაში. ამჟამინდელი ვაქცინების „ომიკრონისგან“ დაცვა ოპტიმალური არ არის, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობა თავიდან იქნება აცილებული. ამისთვის კი, სავარაუდოდ, საბაზისო იმუნიზაცია საკმარისია. ბუსტერ დოზა მეტი რაოდენობის ანტისხეულების ხელახლა გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც ზოგად იმუნიტეტს აძლიერებს.

მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონის” სხვადასხვა ქვეტიპით ინფიცირების შემთხვევაში, „დელტასთან“ შედარებით, დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, იშვიათად შეიძლება მძიმე სიმპტომებიც გამოვლინდეს. რაც მთავარია, ჯერჯერობით უცნობია, „ომიკრონით“ ან მისი ქვეტიპებით ინფიცირებამ რა სახის გრძელვადიან შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მედიკოსებმა საკვერცხის კიბოს ამოსაკვეთი ახალი აპარატურა წარმოადგინეს

Bath’s Royal United Hospital-ის ექიმებმა საკვერცხის კიბოს მიზნობრივად ამოკვეთის ახალი აპარატურა წარმოადგინეს.
PlasmaJet Ultra იყენებს იონირებულ არგონის გაზს, რათა გაანადგუროს უჯრედები ოპერაციის დროს ახლომდებარე ჯანსაღი ქსოვილის დაზიანების გარეშე.
მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ახალი ნაკრები შეამცირებს იმ დროს, რომელსაც კიბოთი დაავადებული პაციენტები საავადმყოფოში ატარებენ.
„ახლა ჩვენ შეგვიძლია უფრო ზუსტად მოვაცილოთ სიმსივნე ქსოვილებიდან“, – განაცხადა გინეკოლოგიური ონკოლოგიის კონსულტანტმა ჯონათან ფროსტმა.
ეს არის ფასდაუდებელი საშუალება პროგრესირებადი საკვერცხის კიბოს შემთხვევაში, სადაც სიმსივნე ჩვეულებრივ გვხვდება მრავალ კვანძში ორგანოებისა და ქსოვილების ზედაპირზე.
ზოგიერთ ქალს, რომელსაც უტარდება ოპერაცია საკვერცხის კიბოსთვის, ესაჭიროება ნაწლავის ნაწილების ამოღება, რათა სრულად აღმოიფხვრას დაავადება.
ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს შემდგომი ოპერაციები, მაგრამ ეს ინსტრუმენტი მთლიანად შეამცირებს სტომების საჭიროებას ზოგიერთ პაციენტში.

წყარო : bbc.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

აშშ-ში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების 6 თვის ასაკიდან ბავშვებში გამოყენების რეკომენდაცია გასცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ​კორონავირუსისსაწინააღმდეგო ვაქცინების BioNTech/Pfizer და Moderna 6 თვის ასაკიდან ბავშვები გამოყენების რეკომენდაცია ერთხმად გასცა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Moderna-სორდოზიანი ვაქცინის გამოყენება 6 თვიდან 5 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, სამდოზიანიBioNTech/Pfizer-ისა კი 6 თვიდან 4 წლის ასაკამდე. FDA -ს რეკომენდაცია საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, ამან მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს ვაქცინების დამტკიცების პროცესი. FDA-ს შემდეგ აცრების ნებართვა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) უნდა გასცეს.

ქვეყნის მთავრობამ ვაქცინების მილიონობით დოზა უკვე შეუკვეთა, თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში დაიწყოს. ამასთან, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კიბოს მკურნალობის ინოვაციური მეთოდით რემისიას ქიმიოთერაპიის გარეშე მიაღწიეს

კიბოს მკურნალობის ისტორიაში პირველად შეძლეს და რემისიას ქიმიოთერაპიის გარეშე მიაღწიეს. მკურნალობის ახალი ექსპერიმენტული მეთოდი სწორი ნაწლავის კიბოს მქონე 18 პაციენტზე გამოცადეს. ექვსთვიანი კვლევის განმავლობაში, მედიკამენტი ყოველ სამ კვირაში ერთხელ შეჰყავდათ ორგანიზმში. იმუნოთერაპიული მკურნალობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა პაციენტი რემისიაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში მონაწილე არცერთ პაციენტთან მნიშვნელოვან გართულებას ადგილი არ ჰქონია.
მკურნალობის ამ მეთოდზე უფრო ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარება იგეგმება, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ მიღებული შედეგი საკმაოდ დამაიმედებელია.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

კიბოს დამარცხება უკვე შესაძლებელია – ახალი თერაპია, რომელმაც ონკოლოგიური პაციენტების 100% განკურნა

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ონკოლოგიაში თანამედროვე მიღწევები ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა, New England Journal of Medicine-შიგამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, მეცნიერებმა  სიმსივნესთან ბრძოლის თერაპია შექმნეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც თერაპიის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ მკურნალობის პროცესში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტები სრულად განიკურნენ.

საქმე ეხება მედიკამენტ “დოსტარლიმაბის” გამოყენებას, რომელიც მონოკლონური ანტისხეულია. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის, რის გამოც სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია T ლიმფოციტები “უდანაშაულო” უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.

წყარო : პრაიმტაიმი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

მსოფლიოში ბავშვების უეცარი და აუხსნელი ჰეპატიტით დაავადების შემთხვევები იზრდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 33 ქვეყანაში მცირეწლოვან ბავშვებში უეცარი და აუხსნელი ჰეპატიტის სულ მცირე 650 შემთხვევას იკვლევენ, კიდევ 99 შემთხვევა კი კლასიფიკაციის მოლოდინშია.
შემთხვევათა დაახლოებით ერთი მესამედი, 222, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, ხოლო 216 დაფიქსირდა – აშშ-ში.
გამოკვლევაში ჩართული ბავშვების უმეტესობა მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში დაავადდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჰეპატიტი სწრაფად ვითარდება და, როგორც ჩანს, კლინიკურად უფრო მძიმეა. ბავშვების უფრო მეტ ნაწილს ღვიძლის უკმარისობა უვითარდება.
დაავადებული ბავშვების უმეტესობა,75%, 5 წლამდე ასაკისაა და მათი უმეტესობა მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.
ამ ბავშვებში გამოირიცხა ჰეპატიტის, როგორიცაა A, B, C, D და E ჰეპატიტი, გამომწვევი ჩვეულებრივი ვირუსები. შემთხვევებს შორის ყველაზე ძლიერი კავშირი, როგორც ჩანს, არის ადენოვირუსი 41, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს კუჭ-ნაწლავის აშლილობას, დიარეას და ღებინებას; ეს სიმპტომები ბევრ დაზარალებულ ბავშვს აღენიშნა სიყვითლემდე.
თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ ადენოვირუსი 41-ის „დანაშაულებრიობა“ ბოლომდე გარკვეული არ არის, რადგან არასოდეს ყოფილა ცნობილი, რომ ის იწვევს ჰეპატიტს ბავშვებში, რომლებსაც არ აქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა.
გაერთიანებული სამეფოს მეცნიერები ს განცხადებით, შემთხვევების გამოკვლევისას მათ აღმოაჩინეს ადენოვირუსის აქტივობის ზრდა, რომელიც თანაცირკულირებს SARS-CoV-2-თან, ვირუსთან, რომელიც იწვევს Covid-19-ს.
ჯანმოში განმარტავენ, რომ რიგ შემთხვევებში  გამოვლინდა SARS-CoV-2, თუმცა მონაცემები არასრულია.
მკვლევარები ასევე ეძებენ სხვა შესაძლო მიზეზებს, მათ შორის გარემოს ზემოქმედებას, ტოქსინებს და სხვა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 26 27 28 29 30 91
Page 28 of 91