close

რობოტექნიკა

ამოგონება - ინოვაციავლევებისოფლიოობოტექნიკაობოტექნიკაექნოლოგიები

,,MantaDroid-ი“ – ახალი წყალქვეშა რობოტი მეცნიერებისგან

წყალქვეშა რობოტი

სინგაპურში მკვლევარებმა ააგეს წყალქვეშა რობოტი, რომელიც მანტა რეის ჰგავს ერთფაზიანი ძრავისა და მოქნილი ფარფლების  მეშვეობით წყალზე ბიოლოგიური ბიძაშვილის მსგავსად მოქმედებს.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევარი – ჩიუ ჩი მენგი მიიჩნევს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა თითოეული ფარფლი ერთ ძრავას იყენებს და რობოტი სითხისა და ფარფლის ურთიერთქმედებას ეფუძნება.

ბუნების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მოხდენილი მოცურავეები – მანტა რეები დიდი ხნის მანძილზე მეცნიერებს განსაკუთრებული პროპულსიური მეთოდით ანცვიფრებდნენ, რისი საშუალებითაც ისინი ტურბულენტური ზღვების გადაცურვასაც კი ახერხებენ.

,,ე.წ. ბიოლოკომონია ნას 30 წლის განმავლობაში სწავლობდა,” – აცხადებს მექანიკური ინჟინერიისა და მექანიკის ასისტენტ პროფესორი კეიტ მორისი.

ჩიუს MantaDroid-ი არის ბრტყელი შავი PVC (პოლივინილის ქლორიდის) სხეული, სხივების მსგავსი ფარფლებითა და ორი უკანა საჭით. ის წყალზე ბუნებრივი პარტნიორის მსგავსად მოძრაობს.

ჩიუს განმარტებით, ფარფლის პასიური მოქნილობა საშუალებას აძლევს MantaDroid-ს, რომ წყალთან ბუნებრივად იმოქმედოს და წამში შვიდი მეათედი მეტრი სიჩქარე განავითაროს. 

სინგაპურელ მეცნიერთა გუნდმა ორი წლის მანძილზე 40 განსხვავებული დიზაინის ფარფლი შექმნა, სანამ მოქნილი პოლივინილის ქლორიდის (რომელიც ასევე პოლი ვინილის, ან უბრალოდ ვინილის სახელითაა ცნობილი) ფირფიტას გამოიყენებდა.

MantaDroid -ს დაახლოებით 10 საათის განმავლობაში შეუძლია ცურვა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მომავალში ორიგინალურზე ორჯერ უფრო დიდი ზომის მანტა რეის შექმნას აპირებენ.

ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი რობოტები სასარგებლო იქნება საზღვაო ბიომრავალფეროვნების შესასწავლად, ჰიდროგრაფიული მონაცემების შეგროვებისა და წყალქვეშა საძიებო სამუშაოებისთვის.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

 

სრულად ნახვა
ანქანათმშენებლობაობოტექნიკაობოტექნიკაექნოლოგიები

,,ტოიოტამ” საკუთარი რობოტი გამოუშვა

ტოიოტა რობოტი

დღეს უკვე გასაკვირი აღარ არის, რომ სხვადასხვა კომპანია რობოტების წარმოებას იწყებს, რადგან ყოველი დღე რაღაც სიახლით იწყება, ყველა ცდილობს უფრო და უფრო გაუმჯობესებული სახით შესთავაზოს მოსახლეობას ახალი პროდუქტი.

როგორც ხედავთ, არც კომპანია ,,ტოიოტამ” დააყოვნა და მათ აწარმოეს ახალი ჰუმანოიდი რობოტი, რომელიც თქვენს ყველა მიმიკას აღიქვამს  და იმეორებს. მოგეხსენებათ, რომ ,,ტოიოტა” აქტიურადაა ჩართული მანქანების წარმოებაში და საკმაოდ წარმატებულიცაა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა, მათ გამოუშვეს მრავალფუნქციური რობოტი, რომელიც დაეხმარება ადამიანებს საავადმყოფოებში და ასევე – შეეცდება გადაარჩინოს საზოგადოება მსხვერპლისგან.

წყარო: Entrepreneur.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლიოობოტექნიკა

საუდის არაბეთმა გადაწყვიტა რობოტისთვის მოქალაქეობა მიეცა

მოქალაქე რობოტი სოფია

საუდის არაბეთმა გადაწყვიტა მოქალაქეობა მიეცა რობოტისთვის  – სახელად სოფია, მას აქვს განსაკუთრებული შესაძლებლობები, შეუძლია აუდიტორიასთან კომუნიკაცია, სოფიამ განაცხადა, რომ ბედნიერებაა იყო მსოფლიოში პირველი რობოტი, რომელიც აღიარებულია მოქალაქედ.

დევიდ ჰანსონმა, ,,ჰანსონ რობოტიქსის“ მფლობელმა განაცხადა, რომ სოფიას ძირითადი დანიშნულება იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დამიანების დახმარება გადაადგილებასა და სხვა აქტივობებში, იგი პარკებსა და ქალაქის ქუჩებში დაეხმარება ხალხს მათი საჭიროებისამებრ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ტექნოლოგიების ასეთმა წინსვლამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანების ყოფაცხოვრებას, მაგრამ ექსპერტები იმედოვნებენ, რომ რობოტის გაკონტროლება სამუდამოდ იქნება ადამიანის ხელში და სოფიას არ შეეძლება დამოუკიდებელად გადაწყვეტილებების მიღება.

 

 

წყარო:  Sciencealert.com

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

სრულად ნახვა