close

ბიზნესი

იზნესის საინტერესოასოფლიო

კანადაში სამსახურს საცხოვრებელიც მოყვება

კანადა სამსახური

კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი მათ უფასო საცხოვრებელსაც სთავაზობს.

„კეიპ ბრეტონი“ კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას  ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განიცდის, არის ხალხი. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია, ეს რიცხვი კი – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველებს საცხოვრებელი მიწაც გადასცენ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურსა და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.

 აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც საცხობის მეპატრონემ „Facebook“-ზე განაცხადა, ძალიან ბევრა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია, უპირველეს ყოვლისა, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველოოფლის მეურნეობა

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

მეფუტკრეობა

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით კიდევ ერთი პროგრამა დაიწყო. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაზე რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე  11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის. ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა 2015 წლიდან ხორციელდება. ჯამში 203 კოოპერატივს, მიღებული აქვს – 18,433 სკა. 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს – 112 000 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ჭურჭელი, 48 კოოპერატივს -48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს – 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

ვრცლად პროგრამის შესახებ. 

ბმული რეგისტრაციისათვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესიამოგონება - ინოვაციააქართველო

ხის სათამაშოები და მანქანა 20 წლის მეწარმისგან

საგო, sago

20 წლის გოგა ოთინაშვილს  ორი წელია სათამაშოების  საკუთარი ხაზი აქვს. ,,საგო“ მომხმარებელს ხისგან დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს, რომელთა უმეტესობაც, გოგას თქმით, ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს.

Doctrina.ge ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ბრენდისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

გოგა, გვიამბე, როდის დაინტერესდი ხეზე მუშაობით?

-ხის მიმართ ინტერესი, შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან გამიჩნდა, როდესაც ჩემთვის თავად ვთლიდი სათამაშოებს და რჩევებს უფროსებსაც ვეკითხებოდი. შემდეგ, ასაკის მატებასთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, ჩემი დამზადებული სათამაშოებით სხვა ბავშვებსაც ეთამაშათ და ჰობი რეალურ ბიზნესად მექცია.

როგორია „საგოს“ განვითარების ისტორია?

-2016 წლის დეკემბერში მონაწილეობა მივიღე ,,ტექნოპარკის“ ერთ-ერთ პროექტში, „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“, სადაც წარვადგინე იდეა, რომლის მიხედვითაც, უნდა შემექმნა ხის სათამაშოები. მალევე გავაკეთეთ პირველი პროტოტიპები და უკვე 30 დეკემბერს თამამად წარვსდექით ფართო აუდიტორიის (პოტენციური მომხმარებლის) წინაშე. მოწონებაც დაიმსახურა უმრავლესობისგან და, მას შემდეგ, რამდენიმე ასეული კმაყოფილი მომხმარებელიც გვყავს, რითიც ვამაყობთ ჩვენს კომპანიაში.

-როგორც ვიცი, შექმენი საკუთარი ხის მანქანა, როგორ გაჩნდა აღნიშნული პროექტის იდეა?

-გასულ წელს დავიწყე მუშაობა ავტომანქანის შექმნაზე, რომელიც არ ეკუთვნის კომპანიას, უფრო ჩემი ინტერესებისთვის დავიწყე, რომელიც ამ სფეროს უკავშირდება. მისი ვიზუალიც გამოირჩევა ხის ფაქტურით და შეუძლია 2 ადამიანის ტრანსპორტირება. ამ დრომდე ხდება მისი მოდიფიცირება და მუდმივი განახლება.

-ამ ეტაპზე, რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

-ამ ეტაპზე გვაქვს 15 სახის სათამაშო, რომელთა უმეტესობა ბავშვის გონებრივ  განვითარებას ემსახურება, ამასთან ერთად, გვაქვს სამაგიდო, საოჯახო და გასართობი სათამაშოები, ნებისმიერი ასაკისთვის. უკვე 6 თვეა, რაც საბავშვო ავეჯის ხაზიც დავამატეთ ჩვენს ბრენდს.

სად შეიძლება ,,საგოს“ პროდუქციის შეძენა?

-ამჟამად ჩვენი სათამაშოების შეძენა მხოლოდ ფეისბუკგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

რამდენად რთულია სტუდენტისთვის მსგავსი საქმიანობა?

-მომიწია რაღაცების დათმობა, რომ ეს საოცნებო საქმიანობა გამეგრძელებინა, მათ შორის, სტუდენტობის (ნაწილობრივ), თუმცა სწავლას ვაგრძელებ ბიზნესის მიმართულებით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები.

-თითქმის ორწლიანი საქმიანობის შემდეგ, მოვიპოვეთ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, პროგრამა “YES GEORGIA-ს“ თანადგომით, თბილისში სათამაშოების მცირე საწარმოს ვხსნით. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ახორციელებს ფონდი ,,კრისტალი“, ,,PH international-თან“ და ,,მისო კრისტალთან“ ერთად. ასევე – პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  თანადაფინანსებით.

2018 წლის ოქტომბერში მივემგზავრებით თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, სათამაშოების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს მხარდაჭერა ცხადჰყობს, რომ ჩვენი სამომავლო გეგმები საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იქნება.

 

მასალა მოამზადა:  თათია გაჩეჩილაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტირნა“

სრულად ნახვა
იზნესიაქართველო

საქართველოში ,,სტარბაქსის” ბრენდი შემოდის

სტარბაქსი

საქართველოში ,,სტარბაქსის” ბრენდი შემოდის. მის ოპერირებას საქართველოში თურქული კომპანია “Shaya Turkey” მოახდენს, რომელიც სტარბაქსის რესტორნებს თურქეთსა და აზერბაიჯანში მართავს. ამის შესახებ, კომპანიის მიერ გამოცხადებული ვაკანსიიდან ირკვევა. ბრენდი საქართველოს რეგიონულ მენეჯერს ეძებს.

,,Starbucks-ი” ამერიკული კომპანიაა, რომელიც 1971 წელს დაარსდა. მმართველი კომპანიის — ,,Starbucks Corporation-ის” სათავო ოფისი — სიეტლში, აშშ მდებარეობს.

დღეს ,,სტარბაქსი” მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავახანების ქსელია. ის სხვადასხვა სახეობის ყავას აწარმოებს. ,,Starbucks-ს” აქვს 19 555 ფილიალი მსოფლიოს 58 ქვეყანაში და კვირაში საშუალოდ 40 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.

წყარო:  on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესისოფლიოაქართველოოფლის მეურნეობა

კანადაში ქართულ ქვევრებში ღვინოს დააყენებენ

ქვევრი კანადა

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონეს – პასკალ როის (Pascal Roy) საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა.

ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა.

პასკალ როი, პირველ ეტაპზე, ქვევრებში, ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან დააყენებს ღვინოს, თუმცა იგი სამომავლოდ რქაწითელის გაშენებას გეგმავს.

პასკალ როი გასული წლის შემოდგომაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მას მასპინძლობა კახეთში ღვინის კომპანიამ „მარანი მილორაული“ გაუწია, სადაც კანადელმა სტუმარმა რთველის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ამ ეტაპზე, ცალკეული მეღვინეები ქართულ ქვევრში ღვინოს იტალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში აწარმოებენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
AMGიზნესი

როგორ გავმდიდრდეთ?!

გამდიდრება

ყველა თქვენი პრობლემა უნდა გვარდებოდეს უმოკლეს ვადებში, რისი დახმარებითაც  – ნაკლები ძალისხმევაც დაგჭირდებათ. იყავით გადაწყვეტილებების მიღებაში უფრო თავდაჯერებულნი, ეცადეთ გააკეთოთ მეტი.

,,Harvard business review-მ“ შემოგვთავაზა 4 საუკეთესო რჩევა იმისთვის, რომ გამდიდრდეთ:

  1. იმუშავეთ მხოლოდ საკუთარი ინტერესის გამო. დაივიწყეთ კორპორატიული კულტურისა და ფირმისადმი ლოიალობის შესახებ მოწოდებები. ფირმა ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში – იქ არავინ გამუშავებდათ.
  2. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიმუშაოთ თვეში მინიმუმ 50 000$. შესაძლებელია მეტი, მაგრამ ნაკლებზე არც იფიქროთ!
  3. ღარიბი გარემოცვა გითრევთ სიღარიბეში. მდიდრებსაც ჰყავთ ასეთ ახლობლები და ნათესავები, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ მათთვის პროფესიონალურად თავის არიდებას, სიმდიდრესაც მალე დაემშვიდობებით. სანამ ღარიბი ხართ, არავის არ აინტერესებთ და უყვარხართ, ეს დამოკიდებულება გამძაფრდება, თუ თქვენ გამდიდრდებით. ურთიერთობა უნდა გქონდეთ მხოლოდ გამარჯვებულებთან და ოპტიმისტებთან!
  4. სიღარიბე დგება მაშინ, როცა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდებას აქვს ადგილი!

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
იზნესის საინტერესოაექნოლოგიებიიმია

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია – ,,De Beers-ი“ ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის

ხელოვნური ალმასი

მსოფლიოს უმსხვილესი ალმასის კომპანია  – ,,De Beers-ი ხელოვნური ალმასის წარმოებას იწყებს. არსებობის 130-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება პირველად მიიღო.

ხელოვნურ ალმასს  1950 წლიდან აწარმოებენ, კომპანია ,,De Beers-ი“ კი – სინთეტიკურ ბაზარზე გადასვლას გამუდმებით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ბოლო დროს დამოკიდებულება შეცვალა და აცხადებს, რომ ხელოვნური ალმასის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ ეფექტურია იმისათვის, რომ საუკეთესო ხარისხის ძვირფასი ქვის მსგავსი ალმასი დიდი რაოდენობით აწარმოონ.

ალმასი გახლავთ ძვირფასი ქვა, რომელიც ყველაზე მეტად ბრწყინავს, გახლავთ ერთ-ერთი მტკიცე მასალა და შეხებისას სიცივე იგრძნობა. 

ყველა ეს თვისება განპირობებულია ალმასის კრისტალში ატომების სრულყოფილი განლაგებით – ეს ატომები ნახშირბადია. ამ განლაგებაში მცირე დეფექტიც კი ალმასის ფერის მკვეთრ ცვლილებას იწვევს. მაგალითად, ყოველ 10,000 ატომში ერთის გადანაცვლება გამჭირვალე ძვირფას ქვას ყავისფერს ხდის. ნახშირბადის ატომების განლაგების სიზუსტის დაცვა იოლი არაა.

ბუნებრივი ბრილიანტი მზადდება დედამიწის სიღრმეში, სწორი ტემპერატურისა და, წნევის წყალობით, ინგრედიენტები იკრიბება და მილიონობით წლის შემდეგ – ზედაპირზე ამოდიან.

პირველი ხელოვნური ბრილიანტი დაამზადეს ლაბორატორიაში, სადაც ეს პირობების უზარმაზარ დანადგარებში შექმნეს. ეს გახლავთ პატარა ბრილიანტების წარმოების გზა.

ასევე – შესაძლებელია, მაღალხარისხიანი ხელოვნური ალმასის კრისტალების წარმოქმნა ნახშირბადის ატომების ფენების მეთანის გამოყენებით გაზრდის გზით. ეს კეთდება წყალბადის მოშორებით მეთანიდან მოლეკულებისგან სუპერსუფთა რეზერვუარებში ცხელი პლაზმის გამოყენებით.

ამის შემდეგ, ნახშირბადს ალმასის კრისტალებად გარდაქმნიან. ამ პროცესის – ქიმიური ორთქლის დეპონირების (CVD) მთავარი გამოწვევა გახლავთ ხარჯეფექტიანობა. კომპანია ,,De Beers-ი“ მიიჩნევს, რომ ამ გამოწვევას თავს გაართმევს და მაღალი ხარისხის ხელოვნურ ბრილიანტს შექმნის.

წყარო: https://www.sciencealert.com

 მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
AMGიზნესის საინტერესოა

რამდენიმე რჩევა წარმატებისთვის

რჩევა, წარმატება
  1. ეცადეთ, გაიგოთ, თუ როგორ ებრძოლოთ დაღლილობას – ამისათვის სრულიად საკმარიასია, დროის სწორად მართვა და დაღლილობის დროს, გონებისა და სხეულის სრული განტვირთვა. ხანდახან მიეცით თავს დასვენების უფლება!
  2. გაიუმჯობესეთ მეხსიერება – ყოველდღიურად ჩვენამდე იმდენად ბევრი ინფორმაცია აღწევს, რომ ძალიან რთულია ყველაფრის დამახსოვრება. თუმცა, ჩვენი გონება არ არის ინფორმაციის დამახსოვრებითვსის შექმნილი. გონება ლოგიკურ აზროვნებაში და გადაწყვეტილებების სწორედ მიღებაში გვეხმარება. ამიტომ, გონება რომ ზედმეტი და უსარგებლო ინფორმაციით არ გადავტვირთოთ, დასამახსოვრებელი ინფორმაცია ყოველთვის ჩაიწერეთ – მობილურში, წიგნაკში, ან სხვა სმარტპროგრამაში.
  3. ისწავლეთ სიზარმაცესთან ბრძოლა – სიზარმაცე ასოცირდება შიშთან მოუმზადებლად ყოფნის დროს. თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ სიზარმაცე, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს რაღაცის გაკეთების ნაკლები სურვილი. ამიტომ, დაფიქრდით რატომ ‘გეზარებათ? – ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება?

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
იზნესიამოგონება - ინოვაციას საინტერესოააქართველოოფლის მეურნეობა

ღვინის ჩაი – უნიკალური ქართული სტარტაპი

ღვინის ჩაი

პროექტი ,,ღვინის ჩაისახელმწიფო პროგრამა – ,,სტარტაპსაქართველოსგამარჯვებულიაეს პროდუქტი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება.

ღვინის ჩაიs სტარტაპი ქართულ ბაზარს სთავაზობს აბსოლუტურად ახალ პროდუქტს – ჩაის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მსგავსი ან მისი სრული ანალოგი მსოფლიოს ბაზარზე არ არსებობს.

ჩაი ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ღვინოშია და, ამავე დროს, მომხმარებელს სპირტის მავნე ზეგავლენისგან იცავს. ამიტომ – მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასათვის, ვისაც ალკოჰოლი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკრძალება.

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
AMGიზნესისოფლიო

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

apple_logo ეპლი

ბოლო დროს მსოფლიოში ხშირად იცვლება მონაცემები, თუ რომელი კომპანიაა ყველაზე წარმატებული, ყოველწლიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების სიაში პირველი ადგილი ისევ ,,Apple-მა“ დაიკავა.

რეიტინგის მეორე ადგილზე  ,,Google-ი“ გავიდა, რომლის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა და წელს 132,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 რეიტინგის პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ:

,,Microsoft-ი“ –104,8 მილიარდით;

,,Facebook-ი“ –94,8 მილიარდით;

,,Amazon-ი“ –70,9 მილიარდით .

ათეულის სხვა პოზიციებზე აღმოჩნდენ ასევე ცნობილი, წარმატებული კომპანიები: “Coca-Cola“,,,Samsung-ი“, “The Walt Disney Company“, “Toyota“.

წყარო:  Inc.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 19
Page 3 of 19