close

ბიზნესი

იზნესიკონომიკავლევებისოფლიოაქართველოოფლის მეურნეობა

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა

36636119_1988785381433122_3464433587183419392_n

2018 წლის პირველ ნახევარში, საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში ექსპორტირებულია 38,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 21%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 90,3 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28% შეადგინა.
ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში:
იაპონია – 200% (130 638 ბოთლი),
ჩეხეთი – 134% (30456),
ყირგიზეთი 81% (140370),
სამხრეთ კორეა – 78% (31650),
ნიდერლანდები – 68% (38799),
დიდი ბრიტანეთი – 67% (46782),
გერმანია – 43% (286054),
უკრაინა – 41% (4191217),
ყაზახეთი – 42% (1652292),
ლატვია – 32% (905982),
პოლონეთი – 30% (1573328),
რუსეთი – 24% (24022113),
ესტონეთი – 22% (294900),
ლიეტუვა – 9% (188052),
აშშ – 7% (188762) და სხვა. 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
AMGიზნესის საინტერესოაომუნიკაციაექნოლოგიები

მულტიმედია და მისი დადებითი მხარეები ბიზნესში

მულტიმედია

მულტიმედია პლატფორმები –  „YouTube-ი“ „SlideShare-ი“, „Flickr-ი“  შეეფერებიან ისეთ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ წარმატებული მედია ფოტო-ან ვიდეომასალის სახით და სურთ მისი ვირტუალური გზით გავრცელება.

მულტიმედიის სხვადასხვა საშუალებას შორის მომხმარებელი YouTube-ს“ ანიჭებს უპირატესობას, ხალხის აქტივობა ამ არხზე მაღალია და, შესაბამისად, ეს კარგი საშუალებაა კომპანიებისთვის ჩამოყალიბების პროცესში. მომხმარებელი, რომელსაც მოსწონს კონკრეტული ფოტო ან ვიდეო, ხშირად აზიარებს მას, ამით კი ზრდის კომპანიის, მისი პროდუქტისა და მომსახურების ცნობადობას და ეხმარება ბრენდს წარმატების მიღწევაში.

საინტერესოა კომპანიების მიერ ბლოგებისა და მიკრობლოგების გამოყენების ხარისხი. მრავალი ექსპერტის განცხადებით, ის საყურადღებოა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც კონკრეტული სფეროს მოწინავე ადგილის დაკავება – ,,აზრის ლიდერად ქცევად” სურთ. ბრენდული ჟურნალისტიკა არის მარკეტინგი ჟურნალისტიკის გავლით, რასაც მსოფლიოს წამყვანი კომპანიები აქტიურად იყენებენ – შედეგად, იზრდება მომხმარებელთა ლოიალობა, იმიჯი და გაყიდვებიც.

 

წყარო: Sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველოოფლის მეურნეობა

8 რეგიონში რძის გადამამუშავებელი 13 საწარმო აშენდება

რძე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.

სამინისტროს ცნობით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით მიიღებენ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობას.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობას წარმოადგენს შენობა-ნაგებობის აშენება, რომელშიც განთავსდება პროგრამის ფარგლებში გადასაცემი აღჭურვილობა.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
AMGიზნესის საინტერესოა

5 რამ, რაც გაყიდვებისთვის გჭირდებათ

გაყიდვები

გაყიდვები და გაყიდვების ზრდა  ყველა კომპანიისთვის ერთ–ერთი მთავარი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის განვითარებაზე ზრუნვაც აუცილებელია,  რადგან ის მოგებასთან პირდაპირ კავშირშია.

Businessinsider.com გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ გაყიდვების გაუმჯობესებისთვის:

  1.  უფასო მიტანის სერვისი – თუ თქვენ გაქვთ რაიმე პროდუქტი, სჯობს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მიტანის სერვისი უფასო გქონდეთ;
  2.  თანხის დაბრუნების გარანტია– თუ თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ პროდუქტში, შესაძლებელია თამამად გასცეთ ფულის დაბრუნების გარანტია რაიმე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
  3.  გამოცდილება– თქვენ პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს, რაც გარანტიებსაც გულისხმობს;
  4.  ფასი და ხარისხი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს;
  5. არ დაავალდებულოთ მომხმარებელი.

წყარო: Businessinsider.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკასოფლიოოლიტიკააქართველო

საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველო ჰონგ-კონგი

 საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს – ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ – გენადი არველაძემ, ხოლო ჰონგ-კონგის სახელით, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანმა, ედვარდ იუა თან-ვამ (Edward YAU TANG-WAH) მოაწერეს ხელი.

შეთანხმებას ხელი მოეწერა Belt and Road-ის სამიტის გახსნით ცერემონიალზე, სადაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნული შეთანხმება პირველია რეგიონში, რომელიც ჰონგ-კონგმა გააფორმა. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის, სამთავრობო-და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

შეთანხმების გაფორმებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის მოლაპარაკებების პროცესშიც ჰონგ კონგი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა.

შეთანხმების მიზანია საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს ჰონგ-კონგს შორის  საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა. მხარეთა შორის ახალი თაობის შეთანხმება ასევე ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა – საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები და სხვა. 

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჰონგ-კონგი ატარებს ღია ეკონომიკურ პოლიტიკას  და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს საკვანძო სატრანზიტო-საფინანსო საერთაშორისო  ცენტრს. მისი ყოველწლიური სატრანზიტო ტვირთგამტარიანობა 500 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო თავად 60 მილიარდამდე იმპორტს მოიხმარს.

ჰონგ-კონგი არის საქართველოსთვის როგორც არსებული, ასევე პოტენციური საექსპორტო პროდუქციის ისეთი მნიშვნელოვანი იმპორტიორი და ტრანზიტული ქვეყანა, როგორიცაა ყველი,  უალკოჰოლო სასმელები, სპირტიანი სასმელები, ღვინო, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თხილი, ხილი, თაფლი, ტექსტილის მზა ნაწარმი, ტყავის სამგზავრო ჩანთები, მეტალის ნაწარმი და სხვა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე – გენადი არველაძემ.

წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება. შესაბამისად, მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას მხარეებს შორის და ქართველ მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება 7-მილიონიან მაღალმსყიდველობითუნარიან სამომხმარებლო ბაზარს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველოოფლის მეურნეობა

საქართველოში „თაფლის საბჭო“ შეიქმნება

თაფლის საბჭო

გორში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თაფლის ახალი საწარმო შენდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კავკასიის ალიანსების პროგრამის ინიციატივით გამართულ თაფლის მრჩეველთა კომიტეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, მიიღოს ხარისხის, ერთგვაროვანი თაფლი, რომლის საექსპორტო პოტენციალს მაქსიმალურად გამოიყენებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქვეყანას მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი აქვს.

„მეფუტკრეობის სექტორის განვითარება არის ძალიან კომპლექსური და დაკავშირებულია ბევრ საკითხთან, ამისათვის საჭიროა ჩვენ კომუნიკაციის პლატფორმა შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ „თაფლის საბჭო“, სადაც ჩართული იქნება სამინისტრო, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები. საბჭოში მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა. თუ ეს იქნება მობილური საბჭო და გვექნება რეგულარული შეხვედრები, მივაღწევთ პროგრესს და ოპერატიულები ვიქნებით გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 ლევან დავითაშვილმა თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად მუშაობს მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით.

თაფლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი – ჰელენ ბრადბერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – გიორგი ხანიშვილი, თაფლის სექტორის მრჩეველთა საბჭოს კომიტეტის წევრები და მეწარმეები ესწრებოდნენ.

წყაროპირველი არხი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
იზნესიკონომიკააქართველორანსპორტი

საქართველოში შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება

საქართველო შტადლერი

მატარებლების მწარმოებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, შვეიცარული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენებას გეგმავს. ამ მიზნით, დღეს, თბილისის მერიას, „საქართველოს რკინიგზასა“ და შვეიცარულ კომპანია „შტადლერს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა – კახა კალაძემ, კომპანია „შტადლერის“ მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პეტერ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა – დავით ფერაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის გაფორმებამდე, მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე და „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე – კონსტანტინე გუნცაძე ესწრებოდნენ.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ახალი ქარხნის მშენებლობა სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

,,„შტადლერთან“ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომელიც მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს, რომ საქართველოში მეტროს ვაგონებისა და რკინიგზის სამგზავრო ვაგონების აწყობა-წარმოების ქარხნის აშენება შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო მიმართულებით, რადგან ახალი ავტობუსების შემოყვანა და სამგზავრო ვაგონების განახლება გვაქვს დაგეგმილი. დედაქალაქს ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის „შტადლერის“ მარკის ვაგონები ეყოლება. ამ მიმართულებით, მგონია, რომ შეთანხმებას საბოლოოდ მივაღწევთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ორსართულიანი მატარებლის – „შტადლერ ქისის“ სახით, რეალიზებული პროექტი უკვე აქვს. აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის-თბილისის მიმართულებით მოძრაობს და ევროპის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ხარისხით გამოირჩევა.

ვინაიდან, შვეიცარული კომპანიისთვის არსებული ბიზნესგარემო მიმზიდველი აღმოჩნდა, „შტადლერმა“ საქართველოში რეგიონული ქარხნის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კომპანიას მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე სხვადასხვა სიმძლავრის საწარმო აქვს.

კომპანია „შტადლერი“, როგორც სარკინიგზო სამგზავრო მატარებლებს, ასევე, მეტროსა და ტრამვაის ტიპის სამგზავრო შემადგენლობებს აწარმოებს. კომპანია საქართველოდან უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი მატარებლებით რეგიონის მომარაგებას გეგმავს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესის საინტერესოააქართველო

პირველი ქართული ვისკი ,,JIMSHER-ი” მსოფლიოს საუკეთესო ვისკების სამეულშია

პირველი ქართული ვისკი Jimsher

საფერავის კასრში დავარგებული ,,JIMSHER-ი” საერთაშორისო კონკურსზე WHISKY COMPETITION-ზე ნომინაციაში – მსოფლიოს საუკეთესო ვისკი (BEST WORLD WHISKY) მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

როგორც კომპანიის ოფიციალურ Facebookგვერდზეა აღნიშნული, მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ქართული ვისკი საუკეთესოთა სამეულში შეიყვანა.

პირველი ქართული ვისკი ,,JIMSHER-ი“ რამდენიმე თვის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ,,The Travel Retail Masters 2017-ზე” ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა და ის მსოფლიოს საუკეთესო ალკოჰოლური სასმელების ათეულში მოხვდა.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
იზნესიაქართველოოფლის მეურნეობა

ჯანსაღი პროდუქტი პირდაპირ სოფლიდან

პირდაპირ სოფლიდან

ბერს შეიძლება ჯერ კიდევ არ გაუგონია ქართული სტარტაპის შესახებ, რომელიც გულისხმობს საზოგადოების უზრუნველყოფას ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტითპირდაპირ სოფლიდან.

ონლაინმაღაზია soplidan.ge-მ პროდუქტი გათვალა იმ ფენის ადამიანებზე, რომლებიც შემოსავლის მიხედვით საშუალო ფენას მიეკუთვნება და შეუძლია სოლიდური თანხა გადაიხადოს ჯანსაღ პროდუქტში.

კომპანია კერძო მომხმარებელს სთავაზობს სოფელში მოყვანილი სხვადასხვა ხილისა, თუ ბოსტნეულის ასორტიმენტს, მათ აქვთ ონლაინკატალოგი, სადაც შეგიძლიათ სასურველი პროდუქტი შეარჩიოთ და შეუკვეთოთ, კურიერი კი მითითებულ მისამართზე მოგიტანთ. საკმაოდ მოსახერხებელი და მიმზიდველი კამპანიაა, ადამიანების უმრავლესობას არ აქვს დრო, ან ხალისი, რომ წავიდეს და ბაზარში შეიძინოს პროდუქტი, თანაც ცნობილია, რომ არცთუ ისე სუფთა პროდუქტი იყიდება თბილისში, შესაბამისად – მიტანის სერვისი და ჯანსაღი პროდუქტი კომპანიის წინსვლას განსაზღვრავს.

 

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
იზნესის საინტერესოასოფლიო

კანადაში სამსახურს საცხოვრებელიც მოყვება

კანადა სამსახური

კანადაში მდებარე მცირე საოჯახო ბიზნესი ცდილობს თანამშრომლები აიყვანოს. სამსახურთან ერთად საცხობი მათ უფასო საცხოვრებელსაც სთავაზობს.

„კეიპ ბრეტონი“ კუნძულია, რომელიც კანადის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას  ყველაფერი აქვს, ერთადერთი, რის ნაკლებობასაც განიცდის, არის ხალხი. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია, ეს რიცხვი კი – ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ მუშა ხელის მოსაზიდად მსურველებს საცხოვრებელი მიწაც გადასცენ. ამიტომ, ყველა ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურსა და რამდენიმე ჰექტარ მიწას მიიღებს.

 აღსანიშნავია, რომ, მას შემდეგ, რაც საცხობის მეპატრონემ „Facebook“-ზე განაცხადა, ძალიან ბევრა ადამიანმა გამოთქვა სურვილი კუნძულზე გადავიდეს საცხოვრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია, უპირველეს ყოვლისა, კანადელებისთვის გამოაცხადეს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელებმაც მიიღონ სამუშაო.

წყარო: Hbr.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
1 2 3 4 19
Page 2 of 19