close

მსოფლიო

სოფლიოექნოლოგიები

,,Google -ს” სურს, რომ ჩინეთში ,,Play store-ი” შეიტანოს

google

რბილად რომ ვთქვათ, ,,Google–ის”  მოქმედება ჩინეთში საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ არ არის გასაკვირი, რომ ის მაინც ეძებს თავის გზას განვითარებისა და გაფართოებისკენ.

,,Google -ს”  სურს, რომ ჩინეთში  ,,Play store-ი”  შეიტანოს, რადგან უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ,,Google-ი” ვერ აკონტროლებს ჩინეთში ანდროიდებს, რადგან მისი ,,Play store-ი” არ არის სათანადოდ გამართული, რაც იწვევს საკმაოდ დიდ პრობლემებს ანდროიდებზე.

ეს მოლაპარაკება რომ არ გამოვიდეს და რომ ვერ შექმნან  ,,Play store-ი” ჩინეთში, ორივესთვის მაინც ხელსაყრელია ერთმანეთთან თანამშრომლობა, სხვადასხვა საკითხის გამო.

 

წყარო: http://enterpreneur.com/

  მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

  ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლიო

რა საფრთხე ემუქრება აზიასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს? – მეცნიერები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

anyworm

მეცნიერები აცხადებენ, რომ პარაზიტ armyworm-ის შესაჩერებლად, რომელიც ანადგურებს მარცვლეულს და სწრაფად ვრცელდება აფრიკაში, სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.

სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრის ინფორმაციით, შემოდგომის მატლი მთავარ საფრთხეს სასურსათო უსაფრთხოებასა და სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობას უქმნის. ორგანიზაციის განცხადებით, პარაზიტი აზიასა და ხმელთაშუა ზღვისპირეთსაც მიაღწევს.

„ეს ინვაზიური სახეობა სერიოზული მავნებლია, რომელიც სწრაფი ტემპით ვრცელდება აფრიკაში და პოტენციურად გავრცელდება აზიაში. სასწრაფოდ მოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნათესებისა და ფერმერთა საარსებო წყაროს გამანადგურებელი დანაკარგი,“ – აცხადებს სოფლის მეურნეობისა და ბიომეცნიერებების საერთაშორისო ცენტრის მეცნიერი-  მეთიუ კოკი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ მუხლუხო ან მისი კვერცხები აზიის კონტინენტზე იმპორტირებული საქონლის მეშვეობით მოხვდებიან.

აშშ-ის სურსათისა და სოფლის-მეურნეობის ორგანიზაცია (Food and Agriculture Organization) 14-16 თებერვალს საგანგებო სხდომას გამართავს და გამოსავალის გზებზე იმსჯელებს.

ზამბიამ დაზარალებულ რეგიონებში პესტიციდების მოსასხმელად არმიის თვითმფრინავები გამოიყენა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
სოფლიოაქართველოოციოლოგია

პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნები და საქართველო

ბედნიერი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა მსოფლიოს ქვეყნებში ბედნიერების დონე. ძირითადი კრიტერიუმებია: მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, კორუფციის დონე, სოციალური დახმარება, პოლიტიკური თავისუფლების ხარისხი, მაღალი ანაზღაურება და ა.შ.

158 ქვეყნიდან პირველ ადგილს დანია იკავებს, აღნიშნულ ქვეყანაში განათლება და ჯანდაცვა უფასოა, მაღალია მშპ, სამსახურის დაკარგვის ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში სახელმწიფო ფინანსურად ეხმარება მოქალაქეებს. როგორც ცნობილია, მაღალი საშემოსავლო გადასახადებია, თუმცა ეს თანხა ძირითადად ინვესტირებულია განათლებასა და ჯანდაცვაში. კვირაში საშუალოდ 37 საათს მუშაობენ. მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებას, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეიგრძნონ ცხოვრება, წარსულით კმაყოფილები, აწმყოთი ბედნიერები და მომავლის მოიმედენი არიან. ასეთი მიდგომა კი ამცირებს სტრესს და მეტად შინაარსიანს ხდის მათს ყოველდღიურობას.

აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველო 126-ე ადგილზეა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ: შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი.

ბოლო ადგილზე კი ბურუნდის რესპუბლიკაა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი-  56-ე, თურქეთი –  78-ე, აზერბაიჯანი – 81-ე, სომხეთი კი 121-ე ადგილს იკავებს.

შვეიცარია დათოვლილი მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და სხვადასხვა ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამორჩეული ქვეყანაა. საზოგადოება კეთილგანწყობილებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი რძიანი შოკოლადი სწორედ შვეიცარიაში გამოჩნდა.

ისლანდიაში მაღალ დონეზეა ჯანდაცვა, განათლება და ეკოლოგია. როგორც წესი, მათი ძირითადი საქმიანობა თევზჭერაა. სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასოა. ქვეყანა ყველაზე მშვიდობიან და დემოკრატიულ ქვეყნებს შორისაა.

ნორვეგიელების საშუალო ხელფასი 5000 ევროა. ნორვეგია აღიარებულია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა, უმუშევრობის დაბალი დონით, ბუნებრივი რესურსებითა და სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობით უთუოდ იმსახურებს ადგილს „ბედნიერი ქვეყნების“ ხუთეულში.

ფინეთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა. კორუფციის დაბალი, ხოლო განათლების მაღალი დონეა. ფინელი მოზარდები მსოფლიოს ყველაზე ჭკვიანთა რეიტინგში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

აღსანიშნავია, რომ გაერო წელსაც გეგმავს კეთილდღეობის ინდექსის დადგენას მსოფლიოს მასშტაბით.

 

წყარო: dailymail

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოფლიო

მსოფლიოში პირველად, დანიას ციფრული ელჩი ეყოლება

Møde i Udenrigspolitisk Nævn ang indsættelse af landstyrker i

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსენის განცხადებით, დანია მსოფლიოში პირველ ციფრულ ელჩს დანიშნავს, რომელიც იმუშავებს ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა, მაგალითად, ,,Apple-ი”, ,,Google-ი” და ,,Microsoft-ი”.

ახალი და პერსონალური დიპლომატის აუცილებლობას საგარეო საქმეთა მინისტრი იმით ხსნის, რომ ქვეყანას სჭირდება მჭიდრო ურთიერთობების  ქონა ისეთ კომპანიებთან, რომლებიც მსოფლიო ამინდს ქმნიან.
მოკლედ რომ ვთქვათ, აღნიშნული ციფრული ელჩი სწორედ ამ კომპანიებთან შეასრულებს დიპლომატიურ მისიებს და პერმანენტულად ითანამშრომლებს მათთან.
ექსპერტების თქმით, ამის საჭიროება ნამდვილად დადგა მსოფლიო პოლიტიკურ სივრცეშიც, რადგანაც სწორედ  ასეთი დიდი კომპანიები წყვეტენ მსოფლიოში მიმდინარე მრავალი პროცესის ბედს.
დანიაში უკვე   გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. მაგალითისათვის, ,,FACEBOOK-ი” და ,,Apple-ი” უკვე გეგმავენ რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტირებას და ე.წ. მონაცემთა ცენტრის მშენებლობას. ჯერჯერობით უცნობია, როდის დანიშნავენ ციფრულ ელჩს, თუმცა, როგორც ანონსებიდან ვიტყობთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

 

 

წყარო: foreignpolicy.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ედიცინასოფლიო

რა იყო საიდუმლო დაავადება, რომლის გამოც ასეულობით ინდოელი ბავშვი დაიღუპა?

lyche

ამერიკელმა და ინდოელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საიდუმლო დაავადებას, რომლის გამოც ჩრდილოთ ინდოეთში წელიწადში ასზე მეტი ბავშვი იღუპებოდა,  ცარიელ კუჭზე ლიჩის ჭამა იწვევდა.

ორი ათწლეულის განმავლობაში ბიჰარის რეგიონში მცხოვრებ სრულიად ჯანმრთელ ბავშვებს უეცარი შეტევა ემართებოდათ და გონებას კარგავდნენ.  ბავშვების თითქმის ნახევარი იღუპებოდა.

სამეცნიერო ჟურნალ ,,The Lancet-ში” გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ბავშვები ხილისგან იღუპებოდნენ.

ბავშვების უმრავლესობა ღარიბი ოჯახებიდან იყო და ლიჩის მწარმოებელ რეგიონში ცხოვრობდა. ისინი ბაღებში ჩამოყრილ ხილს ჭამდნენ.

ლიჩი შეიცავს ტოქსინებს, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში გლუკოზის წარმოქმნას, ეს კი ღარიბ ბავშვებზე, რომელთა სისხლში გლუკოზის დონე ისედაც დაბალი იყო იმის გამო, რომ ისინი მშივრები იყვნენ,  უარყოფითად მოქმედებდა.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე ჯანდაცვის ოფიციალურმა ორგანოებმა მშობლებს მოუწოდეს, გააკონტროლონ ივახშმეს თუ არა ბავშვებმა და შეამცირონ მათ მიერ მოხმარებული ლიჩის რაოდენობა.

მეცნიერები აცხადებენ, რომ „ეპიდემიასთან“ ასოცირებული სიმპტომების მქონე ბავშვებს ჰიპოგლიკემიაზე უნდა უმკურნალონ. ჰიპოგლიკემია არის მდგმარეობა, რომლის დროსაც სისხლში ენერგიის მთავარი წყაროს, გლუკოზას ნაკლებობაა.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
კონომიკასოფლიო

იტალია – ღვინის ექსპორტში ლიდერი ქვეყანა

red

იტალია ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზეა.  2000 წელს მათ 14.2 მილიონი ჰექტოლიტრის ექსპორტი განახორციელეს და მას შემდეგ ისინი ლიდერობენ ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ჩამონათვალს. ღვინის ინდუსტრიას 9 მილიარდი ევროს მოცულობის ბრუნვა აქვს, საიდანაც 3 მილიარდი ექსპორტზე გადის.

ამის პარალელურად, ბოლო წლებში იტალიამ იმპორტიც გააძლიერა. იტალიელები განსაკუთრებით ფრანგულ ღვინოს აფასებენ და შამპანიურსაც ძალიან სწყალობენ.

იტალიამ  ღვინის მწარმოებელ ყველა რეგიონში ღვინის ტურიზმიც ააღორძინა, რითაც, ერთი მხრივ, იტალიაში ღვინის კულტურის ხაზგასმას და, მეორე მხრივ, უფრო მეტი შემოსავლის მიღებას ცდილობს. იტალიაში ღვინის მწარმოებელ რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა ტოსკანა.

 

მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
სოფლიოექნოლოგიები

იაპონიაში 5 მილიონზე მეტი სავაჭრო აპარატი დგას

2014070122090037332

ჰარისონ ჯეიკობსი ,,ბიზნეს ინსაიდერის” გვერდზე წერს, რომ ის წინა კვირას იმყოფებოდა იაპონიაში, როდესაც სახლში დაბრუნდა, მას ერთი რამ მუდმივად ახსოვდა და ვერ ივიწყებდა, ეს იყო აღსანიშნავი, მრავალფუნქციური სავაჭრო აპარატები მთელს იაპონიაში.

ის ამბობს, რომ მათი უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენელია, თითქმის ყველა კუთხეში შეიძლება მათი ნახვა, ისინი განთავსებულია მთელს იაპონიაში, როგორც გაირკვა,  დაახლოებით 5 მილიონზე მეტი სავაჭრო აპარატი დგას იაპონიაში.

ამ აპარატებს შეუძლიათ მომხმარებელი დააკმაყოფილონ ყველანაირად, კერძოდ,  მყიდველს შეუძლია იყიდოს ყველანაირი სასმელი –  ყავა, ჩაი, სიგარეტი, შოკოლადი, წვნიანი და სხვადასხვა საჭმელი.

„ნამდვილად აღსანიშნავია მათი რაოდენობა და პროდუქტიულობა, ასევე ძალიან მოსახერხებელია, როგორც მკვიდრი მოსახლეობისთვის –  ტურისტებისთვისაც,“ – განაცხადა ჰარისონ ჯეიკობსმა.

 

წყარო: business insider

 მასალა მოამზადა: ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
სოფლიო

ჩრჩილის ახალ სახეობას დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს

ჩრჩილი

მოყვითალო-თეთრი ვარცხნილობის მქონე პატარა ჩრჩილს ამერიკის პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის სახელი უწოდეს.

ახალ სახეობას (Neopalpa donaldtrumpi), რომელიც ცხოვრობს ჰაბიტატში, რომელიც მოიცავს სამხრეთ კალიფორნიასა და მექსიკის ქვედა კალიფორნიას (Baja California),  სახელი ბიოლოგმა ვაზრიკ ნაზარმა დაარქვა.

,,კონკრეტული ეპითეტი  ჩრჩილის თავის მოყვითალო-თეთრ შეფერილობასა და ტრამპის ვარცხნილობის სტილს შორის მსგავსების გამო შევარჩიეთ, ამ არჩევანის მიზეზი კი ისაა, რომ მივაპყროთ ფართო საზოგადოების ყურადღება ჰაბიტატების იმ სახეობების დაცვის აუცილებლობისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან შესწავლილი,“ – განაცხადა ნაზარმა.

ტრამპი არ გახლავთ პირველი პრეზიდენტი, რომლის სახელსაც ცხოველი ატარებს. გასულ თვეს ჩრდილო ჰავაის მარჯნის რიფების მკვიდრ თევზს ბარაკ ობამას სახელი უწოდეს, რითაც პატივისცემა გამოხატეს პრეზიდენტ ობამას მიერ თევზების ჰაბიტატის დასაცავად გაწეული ძალისხმევის მიმართ.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
სოფლიო

საფრანგეთში დასაქმებულებს დამსაქმებლების შეტყობინების იგნორირების საშუალება მიეცათ

mobile

 

საფრანგეთში კორპორატიული კომპანიების თანამშრომლებს დამსაქმლებლების მიერ დასვენების დღეებში გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინებების  იგნორინების უფლება მიეცათ.
შესაბამისი კანონპროექტი ქვეყანაში ახალი წლიდან ამოქმედდა, ინციატივა პროფკავშირებს ეკუთვნის.  იქ აცხადებენ, რომ არასამუშაო დროს სამსახურიდან შეტყობინების მიღება 35-საათიანი სამუშაო კვირის კანონსა და დასაქმებულის უფლებებს არღვევს.

ახალი კანონის მიხედით დასაქმებულს პასუხისმგებლობა ეხსნება თუ შეტყობინებას დასვენების სათებში არ გაეცნობა.

 

მასალა მოამზადა: ციცი კიკვიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
სოფლიოამხედრო

ბრიტანეთი „ლაზერული იარაღის“ პროტოტიპს შექმნის

ლაზერული იარაღი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 30-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ლაზერული იარაღის  პროტოტიპის წარმოებას ითვალისწინებს.

ბრიტანეთი მიზნად ისახავს, გაარკვიოს, წაადგება თუ არა „მართული ენერგიის“ ტექნოლოგია ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

ხელშეკრულება ევროპის თავდაცვის ფირმების კონსორციუმის მიერ შეირჩა.

პროტოტიპის შეფასდება იმის მიხედვით, თუ როგორ ირჩევს და იკვლევს სამიზნეს სხვადასხვა დისტანციასა და მრავალფეროვან კლიმატურ პირობებში ხმელეთსა და წყალში.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მეცნიერებისა და ტექნიკის ლაბორატორიის (DSTL)  წარმომადგენელმა  – პიტერ კუპერმა განაცხადა, რომ პროექტი  ,,ტექნოლოგიის პოტენციალის გასაგებად მაღალი სიმძლავრის ლაზერების ინოვაციურ კვლევას ახორციელებს. ეს კი იმ გამოწვევების წინააღმდეგ, რომლის წინაშეც შესაძლოა, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები აღმოჩნდეს, უფრო ეფექტური რეაგირება იყოს.”

ზოგადად, „მართული ენერგიის იარაღის“ გამოიყენება თვითმფრინავების, რაკეტების, ნაღმტყორცნების, გზისპირა ბომბების და სხვა საფრთხეების გასანადგურებლად.

აშშ მაღალი ენერგეტიკული ლაზერების გამოცდას ათწლეულების განმავლობაში ახორციელებს, თუმცა დღემდე, ტექნიკური პრობლემების გამო, მათ ფრონტის ხაზზე არ იყენებენ.

თუმცა, აშშ-მ 2014 წელს ლაზერული იარაღის სისტემა – “Laws” – სპარსეთის ყურეში დისლოცირებულ სადესანტო ხომალდ „პონსეზე“ (USS Ponce) დატესტვის მიზნით განათავსა.

მან გაანადგურა პატარა ნავის ბორტზე განთავსებული სამიზნე და პატარა თვითმფრინავი ცაში.

თუკი დემონსტრაციამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ლაზერული იარაღი 2020-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდება.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
1 57 58 59 60
Page 59 of 60