close

ეკოლოგია

ედამიწაკოლოგიასოფლიო

ფოტოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობა რეალური და გამანადგურებელია

აუსტრალია-300×169

ინტერნეტ ჟურნალმა  “Providr-მა”  გაავრცელა ფოტოები, რომლებიც „ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობა რეალურია და მეტიც, ის შესაძლოა ჩვენი პლანეტისთვის გამანადგურებელიც კი აღმოჩნდეს.“

 

 

ქალი უყურებს  კოლორადოში მდებარე Boulder Creek-ს (50.5 კმ-იანი პატარა უბე), რომელიც 2013 წლის სექტემბერში სამდღიანი წვიმის შედეგად დაიტბორა. რაც უფრო თბილი ხდება კლიმატი, მით მეტი ექსტრემალური ატმოსფერული ნალექია მოსალოდნელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

ჩინეთს 2013 წლიდან ძლიერი წყალდიდობები ატყდება თავს. ფოტოზე ნაჩვენებია ბეჩუანი, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია სიჩუანიში მდებარეობს.

 

 

გლობალური დათბობით გამოწვეულმა უხვმა ნალექმა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროც დააზარალა.  ფოტოზე აღბეჭდილია ახალ სამხრეთ უელსში მდებარე დატბორილი ტერიტორია.

 

 

ნორვეგია – გამხდარი პოლარული დათვი ცდილობს, გაიაროს ყინულზე სავალ ბარდში.

 

 

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

სრულად ნახვა
კოლოგიასოფლიო

თავისი სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი ლოკოკინა მოკვდა 🐌

untitled

ჰავაის კუნძულებზე ტერარიუმში ლოკოკინა ჯორჯი მოკვდა, რომელიც სახეობა Achatinella apexfulva-ს ბოლო წარმომადგენელი იყო. ამის შესახებ გაზეთი New York Times-ი წერს.

მან ტერარიუმში 14 წელი იცხოვრა, რაც მოლუსკების სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლით საკმაოდ მაღალია.

ჯორჯი 2000-იანების დასაწყისში დაიბადა და ის ჰავაელმა ბიოლოგებმა იპოვეს და შემდგომ ტერარიუმში შეინახაეს, რათა სახეობა შეენარჩუნებინათ. სიცოცხლის დასაწყისში ჯორჯს დაახლოებით 20 თანატოლი ჰყავდა, თუმცა ჯორჯის გარდა ყველა მოკვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯს კაცის სახელი ქონდა, ის, ისევე როგორც ყველა ლოკოკინია, ჰერმაფროდიტი იყო და დამოუკიდებლად შთამომავლობის შექმნა არ შეეძლო.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კოლოგია

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტი სამეცნიერო კვლევებს უახლესი ხელსაწყოებით განახორციელებს

sff

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები შავი ზღვის კვლევებს თანამედროვე მოწყობილობებით სამეცნიერო-კვლევითი ექოსაუნდერის და წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი პორტატიული აღჭურვილობით განახორცილებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს შესაძლებლობა ექნება სამეცნიერო კვლევები და შავი ზღვის მონიტორინგი მაღალი სიზუსტით შეაფასონ. სპეციალისტები მიღებული გამოცდილების საფუძველზე უკვე სრულიად ახალი, თანამედროვე ხელსაწყოთი – ეკოსაუნდერის საშულებით განახორციელებენ შავ ზღვაში თევზის მარაგების ოდენობის დათვლას. ეს საშუალებას მისცემს სპეციალისტებს მაღალი სიზუსტით ჩაატარონ კვლევები, განსაზღვრონ სწორი სარეწაო პროგნოზირება, რაც ხელს შეუწყობს მეთევზეობის განვითარებას.

შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, წყლის ხარისხის მონიტორინგის უახლესი აღჭურვილობის საშუალებით კი სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ ზღვისა და მტკნარი წყლების ფიზიკურ-ქიმიური, დაბინძურების ევტროფიკაციის მონიტორინგი განახორციელონ.

მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტს მსგავსი სახის მოწყობილობები არ გააჩნდა. უახლესი თანამედროვე ხელსაწყოები გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა შეძენილი რომლის მთლიანი ღირებულება 343 500 ლარს შეადგენს.

 

http://nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კოლოგიააქართველო

თბილისში წლის ბოლომდე „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

5b7296f368fa0

თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ წლის ბოლომდე დაიდგმება,  ამ დროისთვის პროექტის ავტორ კუკური ბარამიძესთან ერთად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.  აპარატები პლასტმასის გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი იქნება, რომლიდანაც მოქალაქეებს ფულის მიღების შესაძლებლობა ექნება.
“თუ მაგალითად, კოკა-კოლა 2.00 თეთრი ღირს, თქვენ მასში 2.20 თეთრის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასმელზე ფასი გაგეზარდათ. სხვაობას ანუ 20 თეთრს თქვენ უკან დაიბრუნებთ “ბოთლიყლაპია აპარატების” მეშვეობით”, -აცხადებს ბარამიძე.  მისივე თქმით, ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე.
“თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს”, – აცხადებს იდეის ავტორი.
ამასან, როგორც ბარამიძე ამბობს, პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.
რაც შეეხება, განთავსების ადგილებს, „ბოთლიყლაპია აპარატები“ ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.
შეგახსენებთ: „ბოთლიყლაპია აპარატების“ პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს” ფარგლებში ხორციელდება. დედაქალაქის მერიაში, ამ დროისთვის, 11 იდეის განხილვა მიმდინარებს.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კოლოგიააქართველო

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ

4738_0

შვედურ ელექტრომობილს საქართველოში ააწყობენ.  საუბარია,  Uniti One-ზე. ცნობილია , რომ მემორანდუმი Uniti Sweden AB-ს, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და Silk Road Group-ს შორის გაფორმდა. ამის შესახებ  Auto Times News-ი წერს.

საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებული მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საპარტნიორო ფონდიც.

„საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. Uniti Sweden AB-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. საპარტნიორო ფონდისთვის საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუ ჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. აღსანიშნავია, რომ WIRED-მა Uniti One-ი 2019 წლისთვის ერთ-ერთ საინტერესო  ელექტრომობილად დაასახელა.

სრულად ნახვა
ეოგრაფიაედამიწაკოლოგია

ნასა – ანტარქტიდის აქამდე უძრავი მყინვარები კატასტროფული სისწრაფით დნება

ანტაქტიდა

„ნასა“ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე აქამდე უძრავმა მყინვარებმა „გაიღვიძა“ და ლღობა დაიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზღვების დონეებმა შესაძლოა კატასტროფულად მოიმატოს. აღსანიშნავია, რომ კონტინენტის ამ ნაწილს აქამდე ბევრად უფრო სტაბილურად მიიჩნევდნენ, ვიდრე დასავლეთს.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო ირწმუნება, რომ აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარები, მათ შორის Totten Glacier-ი, რომელიც 2,400 კვადრატულ მილს ფარავს, მნიშვნელოვანი რაოდენობის ყინულს კარგავს.

„ნასა“ ამ კონკრეტული მყინვარის ლღობას აღწერს, როგორც „ბეჰემოთს, რომელიც ისეთი რაოდენობის ყინულს შეიცავს, რომელიც საკმარისია იმისთვის, რომ ზღვის დონე სულ ცოტა 3,3 მეტრით გაზარდოს.“  Totten-ი ერთ-ერთია იმ მყინვარებს შორის, რომლებმაც ბოლო პერიოდში დნობა დაიწყო, თუმცა ის მეცნიერების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, ვინაიდან აღმოსავლეთ ანტარქტიდის უდიდესი მყინვარია.

„ნასას“ კვლევის თანახმად, Vincennes Bay-ში მდებარე მყინვარების დონემ 2008 წლიდან დღემდე 2, 7 მეტრით დაიწია. გაცილებით მძიმე სიტუაციაა კონტინენტის დასავლეთ ნაწილში, სადაც მყინვარები გაცილებით სწრაფად დნებიან.

ამერიკის კოსმოსური სააგენტო 2019 წლის დასაწყისიდან ახალ პროექტს – Inter-mission Times Series of Land Ice Velocity and Elevation-ს იწყებს, რომლის მიზანი მსოფლიოს ყინულის საფარის  კონტროლია.

პროექტი გულისხმობს 30-წლიანი სატელიტურ ჩანაწერებზე დაყრდნობით მყინვარების, ყინულის ზედაპირისა და ყინულის შელფების ცვლილებების შესწავლას.

წყარო : independent.co.uk

 

სრულად ნახვა
კოლოგია

ავსტრალიის ცა ნარინჯისფრად შეიფერა. რატომ გამოაცხადა ხელისუფლებამ განგაში?

_104453555_8905b8a3-6ff4-486d-90d0-780c4d99a8c7

სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალია გიგანტურ მტვრის ქარიშხალში გაეხვა. ნარინჯისფრად შეფერილმა ცამ მოსახლეობისა და სპეციალისტების შეშფოთება გამოიწვია.

ხელისუფლებამ განგაში გამოაცხადა, ვინაიდან 500 კილომეტრის სიგანის მტვერი სიდნეის მიუახლოვდა, რის გამოც ფრენების გადადებაც კი გახდა საჭირო.

ხელისუფლების განცხადებით, ქარიშხალი გამოწვეულია ძლიერი ქარით, რომელმაც ჰაერში მშრალი ქვიშა გაფანტა.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ინფორმაციით, პრობლემა გვალვამ გაამწვავა, რომელიც ქვეყანას აგვისტოდან დაატყდა თავს.

პარამედიკოსები აცხადებენ, რომ ათეულობით ადამიანს სუნთქვის გაძნელება და ასთმის გართულებები აღენიშნა, თუმცა მათი კავშირი მტვერთან ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

სიდნეიში მტვერმა ცა დააბნელა და საშიშროების შესახებ კითხვები გააჩინა.

ჯანდაცვის სამსახურები მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მოხუცებსა და რესპირატორული პრობლემების მქონე ადამიანებს, მოუწოდებენ, შენობებში დარჩნენ.

სიდნეის მტვრის ქარიშხალი ძალიან გავს უფრო ინტენსიურ მოვლენებს, რომელსაც ქალაქში 2009 წელს ჰქონდა ადგილი და რამაც ასეულობით ადამიანში სუნთქვის პრობლემები გამოიწვია და რის გამოც თვითმფრინავებმა იძულებითი დაჯდომა განახორციელეს .
წყარო :  BBC
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კოლოგიას საინტერესოასოფლიო

გიგანტურმა, 1000-მეტრიანმა ობობების ქსელმა ტბა დაფარა

2018-10-19T125808Z-1299223476-RC1E637504A0-RTRMADP-3-GREECE-SPIDER-WEB

ჩრდილოეთ საბერძნეთში მდებარე ტბა ვისტონიდა საშინელებათა ფილმის სცენას დაემსგავსა. უამრავმა ობობამ ტბის ზედაპირზე უზარმაზარი- 1000 მეტრიანი ქსელი გააბა.
ტბის ფოტოებზე კარგად ჩანს თუ როგორაა დაფარული ტბის მიმდებარედ არსებული ბუჩქები, ღობეები და პატარა ხეები ობობების ქსელით.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს იშვიათი ფენომენი ასობით ათასმა ტეტრაგნატამ [ობობის სახეობა] გამოიწვია, რომელთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოჩენის ერთ-ერთი მიზეზი შემოდგომის სეზონისთვის არაბუნებრივად თბილი ამინდი გახდა. გარდა ამისა, ობობების რაოდენობის ზრდა კოღოების რაოდენობის ზრდამაც განაპირობა, რომლებსაც ობობები საკვებად იყენებენ.
ბიოლოგისტები აცხადებენ, რომ მოსალოდნელია ქსელის კიდევ უფრო მომატება, ვინაიდან უახლოეს მომავალში კიდევ ტემპერატურის ზრდაა მოსალოდნელი.
მსგავს შემთხვევას საბერძნეთში სექტემბერშიც ჰქონდა ადგილი, როცა რამდენიმე ასეულ მეტრიანმა ობობების ქსელმა აიტოლიკოში ლაგუნას მთელი აღმოსავლეთ მხარე დაფარა.
წყარო : independent.co.uk/news/
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
კოლოგიავლევებიაქართველო

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა  

5bbdb9331301d

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით და ასევე  ტყვიის შემცველობის განსაზღვრას სკოლებისა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გასული კვირის განმავლობაში ავტომატური საგურების საშუალებით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები გაიზომა. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

კერძოდ, 9 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ. 10 ოქტომბერს ყაზბეგის გამზირზე  აღინიშნა კონცენტრაციის 1.2-ჯერ გადაჭარბება,  ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 11 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვაშლიჯვარში  1.1-ჯერ, ხოლო ვარკეთილში – 1.2-ჯერ. 12 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში  1.2-ჯერ, ხოლო ქ.ქუთაისში უმნიშვნელოდ. 13 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 14 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქალაქ ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ. 15 ოქტომბერს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.1-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ყაზბეგის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო ქ.ბათუმსა და ქ.ქუთაისში 1.1-ჯერ.  ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ, რაც არასრული წვის შედეგად არის გამოწვეული.

ქ. თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ვარკეთილში 160-ე საბავშვო ბაღის, აღმაშენებლის გამზირზე მე-18 საჯარო სკოლის, მუხიანის დასახლებაში 175-ე საჯარო სკოლისა და ორთაჭალაში 72-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღებული ჰაერის სინჯები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 წყარო : www.nea.gov.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ამოგონება - ინოვაციაკოლოგიანერგეტიკანერგეტიკასოფლიო

უკრაინამ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მზის ენერგიის სადგური ააშენა

SDFS

ყოფილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ადგილზე ახალი მზის ენერგიის სადგური ააშენეს.

ჩერნობილის ქარხანა 1986 წლის  ბირთვული კატასტროფის ადგილი გახლავთ.

რადიოაქტიური მასალა ევროპის სხვადასხვა ნაწილში ატმოსფეროში გავრცელდა და  ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების ზრდა გამოიწვია. ჩერნობილის სადგური 2000 წელს დაიხურა.

ატომური სადგურის ირგვლივ ტერიტორია, დაახლოებით 2,600 კვადრატული კილომეტრი ექსკლუზიურ ზონადაა გამოცხადებული.

ახლა კი უკრაინამ ყოფილი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე პირველი მზის ენერგიის სადგური ააშენა. ქვეყნის ხელისუფლებას სურს განახლებადი ენერგიის კომპანიებმა მიტოვებული ტერიტორია განავითარონ.

ტერიტორიაზე გამომუშავებული ელექტროსადგური დაახლოებით 2,000 ოჯახის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის იქნება საკმარისი.

თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ევაკუირებულ ზონაში მოსახლეობის დაბუნებას სულ მცირე 24 000 წელი დაჭირდება.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 4 11
Page 2 of 11