close

ისტორია

ისტორიასაქართველო

27 წლის ქართველი გენეტიკოსის მიღწევები, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი უსამართლოდ მოექცა

1918 წელს ეკატერინბურში, 17-დან 18 ივლისის ღამეს ინჟინერ ნიკოლოზ იპატევის სახლის სარდაფში 11 ადამიანი დახვრიტეს. მხეცურად მოკლულთა შორის იყვნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მისი მეუღლე, დედოფალი ალექსანდრა თეოდორას ასული, იმპერატორის 4 ასული – ოლგა, ტატიანა, მარია და ანასტასია. მოკლეს უფლისწული ალექსეი. სამეფო ოჯახთან ერთად დახვრიტეს მათი მსახურებიც, ვინც ბოლომდე მათთან დარჩა. ბოლშევიკებმა ცხედრების ნაწილი კოცონზე დაწვეს, ნაწილი გოგირდმჟავის გამოყენებით გაანადგურეს, დარჩენილი ძვლები კი ეკატერინბურგის შემოგარენში დამარხეს.

ამ სიმხეცის ჩადენიდან მრავალი ათეული წელი გავიდა და 1991 წელს ეკატერინებურგის მახლობლად, აღმოაჩინეს ადამიანების ჩონჩხების ფრაგმენტები,  რომლის დნმ-ს მოლეკულები შეადარეს ნიკოლოზ II-ის სისხლის დნმ-ს ნიმუშს, ასე მოხდა ნიკოლოზ II-ის ჩონჩხის იდენტიფიცირება. მიღებული კვლევების საფუძველზე დადასტურდა, რომ ნაპოვნი ჩონჩხის ფრაგმენტები ნიკოლოზ II-სა  და მის ოჯახს ეკუთვნოდა.

ამ აღმოჩენის ავტორი გახლდათ  27 წლის ქართველი მეცნიერი, აპოლონ ჯინჭარაძე. მან შექმნა დნმ-ის ტესტი (გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდი). სწორედ მის მიერ აღმოჩენილმა კანონზომიერებებმა მისცა შესაძლებლობა მეცნიერებას, საფუძვლიანად შესწავლილიყო მოლეკულური ევოლუციის პროცესი. მის მიერ აღმოჩენილი მეთოდით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება, ხოლო მასალად გამოიყენეს იაპონიაში შემონახული, ნიკოლოზ მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდი.

გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის ერთი წვეთით, თმის რამდენიმე ბოლქვის ანალიზის საფუძველზე. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა იპოვოს ზუსტი კავშირი დაკარგულ მშობლებსა და შვილებს შორის. ამოიცნოს საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანების ვინაობა.

ეს არის მსოფლიო დონის აღმოჩენა, თუმცა, იმის გამო, რომ აპოლონ ჯინჭარაძე საბჭოთა იმპერიაში მოღვაწეობდა, კვლევების გამოქვეყნების საშუალება არ მისცეს, რადგან ხელმძღვანელობას მისი დამსახურების აღიარება არ უნდოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1987 წელს, უკვე რამდენიმე მეცნიერს მსგავსი აღმოჩენის შესახებ კვლევა გამოქვეყნებული ჰქონდა, 1987 წელს აპოლონს  თავისი შრომები გამოუქვეყნეს.

„აპოლონს უნდოდა კვლევების გამოქვეყნება, თუმცა, ამის ნება არ მისცეს, რადგან ხელმძღვანელობას მისი პერსონალური დამსახურების აღიარება არ უნდოდა, ასევე, პრობლემა იყო საბჭოთა კავშირის უშიშროება. იმის გამო, რომ მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ ეს აღმოჩენა, არ გაამჟღავნეს“,- ჰყვება აპოლონ ჯინჭარაძის კოლეგა, გენეტიკოსი, ნინო ლომიძე.

1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“ და საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. თუმცა, მომავალ წელს, 1989 წელს ის 28 წლის ასაკში  გარდაიცვალა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა მაქსიმალურად სცადეს აპოლონ ჯინჭარაძის სახელი დაეჩრდილათ და აღმოჩენებთან დაკავშირებით, წინ რუსი მეცნიერების სახელები დაეყენებინათ. ამ აღმოჩენის გამო რუსეთის სახელმწიფო პრემია მიანიჭეს მეცნიერთა ჯგუფს, რომლის სათავეში რუსი გენეტიკოსი ჩაწერეს, აპოლონ ჯინჭარაძეს კი რიგითი წევრის სტატუსი უბოძეს.

„ეს გახლდათ მსოფლიო დონის აღმოჩენა, მე თავისუფლად ვიტყოდი, აპოლონს არა მარტო სადოქტორო ეკუთვნოდა, არამედ ამ აღმოჩენაში ნობელის პრემიის ლაურეატიც უნდა გამხდარიყო“, – ასე აფასებს ჯინჭარაძის აღმოჩენას გენეტიკოსი, გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი თეიმურაზ ლეჟავა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

ყველაზე პატარა გმირი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაიღუპა – ეკა ბეჟანიშვილის ახდენილი წინასწარმეტყველება

ეკა ბეჟანიშვილი 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ყველაზე პატარა მსხვერპლი აღმოჩნდა.

„ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს“ – ეს ფრაზა ეკა ბეჟანიშვილის დღიურიდანაა. ფრაზა, რომელიც გოგონას წინასწარმეტყველებად ექცა და თავისი სახელი და გვარი მთელ საქართველოს სამუდამოდ დაამახსოვრა.

ტიბაანელი 16 წლის, გოგონა კომაროვის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე იყო, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებულ მიტინგებზე კლასელებთან ერთად დაიწყო სიარული და მშობლებლსაც ეუბნებოდა, რომ იცოდეთ რა მუხტია, იქიდან წამოსვლა აღარ მოგინდებათო.

როგორც დედამისი, ლალი ყანჩაველი იხსენებს, ეკა სახლში ყოველთვის დროულად ბრუნდებოდა. 8 აპრილს მამამ მასწავლებელთან დატოვა, იქიდან ეკა აქციაზე წავიდა. საღამოს 8 საათი რომ გახდა და სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა მისი ძებნა დაიწყეს, მივიდნენ სკოლაში, პარლამენტის წინ, დადიოდნენ და მომიტინგეებს ეკითხებოდნენ ეკას შესახებ.

ამასობაში ალყაში აღმოჩნდნენ და არეულობაც დაიწყო. ეკას დედა ამბობს, რომ ამ მომენტიდან აღარაფერი ახსოვს. მეხსიერება სრულად მხოლოდ 6 თვის შემდეგ აღუდგა, საკუთარი შვილის დაკრძალვას არ დასწრებია.

ლალი ყანჩაველმა მოგვიანებით გაიგო, 9 აპრილის მოვლენების მომსწრე ერთ პოლიციელს უთქვამს, ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგოო, ეს იყო ეკა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორია

დაუმარცხებელი ქართველი სარდალი, რომელსაც ნიკოლოზ II-მ თავისი ქალიშვილები მომვლელებად დაუყენა

ის მამაცი და უჭკვიანესი სტრატეგი იყო, თუმცა მოგებული ბრძოლების შემდეგ ბევრჯერ დასწამეს ცილი; საქართველოზე შეყვარებულ სარდალს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბრძოლა არ წაუგია, თუმცა ღალატის ბრალდებით დახვრიტეს. ის იყო მთელი არსებით გენერალი, რომელიც ამბობდა, რომ „სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება“…

 

დახვრეტიდან 79 წლის შემდეგ, 2016 წლის 30 ნოემბერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს, თავისი ღვაწლისთვის, ქართველმა ერმა ძეგლი დაუდგა. მართალია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ძეგლის იერსახემ მოსახლეობის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ჩვენ მის ავკარგიანობაზე საუბარს ვამჯობინეთ, დაუმარცხებელ გენერლად წოდებული ქართველი მხედარმთავარი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.

 

გიორგი მაზნიაშვილი 1870 წელს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა.

გიორგის მამა რუსეთიდან ჩამოსული ოფიცერი, ივანე მაზნევი იყო, რომელმაც ცოლად ქართველი ქალი – ქრისტინე გლურჯიძე შეირთო, საქართველო შეიყვარა, გვარი მაზნიაშვილზე გადაიკეთა და შვილები ქართული სულისკვეთებით აღზარდა.

 

მომავალი გენერალი ბავშვობიდან სამხედრო კარიერაზე ოცნებობდა, ამიტომ მშობლებმა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში შეიყვანეს.

სასწავლებლის დამთავრებისთანავე, მაზნიაშვილმა მეფის არმიაში დაიწყო სამსახური და მალე გენერლის ჩინამდე აღზევდა.

 

🔹1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში ისე გამოიჩინა თავი, რომ პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი დაჭრილი სამხედრო თავად ნიკოლოზ II-მ მოინახულა და იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ჯვარი გადასცა. იმპერატორის დავალებით, ლაზარეთში მყოფ გენერალს თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ.

გამოჯანმრთელების შემდეგ გიორგი მაზნიაშვილმა პირველ მსოფლიო ომშიც გამოიჩინა თავი.

 

🔹1917 წლის რევოლუციის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.

ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები უტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – თურქები და სამხრეთიდან – სომეხი დაშნაკები.

დაუმარცხებელ გენერალს ქართული ტერიტორიების მიტაცების მსურველთა მოგერიება ოთხივე მხრიდან უწევდა.

 

🔹1918 წელს კავკასიის კომისარიატმა გიორგი მაზნიაშვილს თბილისის დაცვა დაავალა. მაზნიაშვილმა დავალება წარმატებით შეასრულა, თუმცა იმავე წელს, ბრესტის ზავის თანახმად, რუსეთმა აჭარა თურქეთს გადასცა.

თურქეთი თავის მხრივ, მხოლოდ აჭარას არ დასჯერდა და გურიასაც შეუტია. გიორგი მაზნიაშვილმა პარტიზანებისა და საჯარისო ნაწილების დახმარებით, სასწრაფოდ სახალხო ლაშქარი ჩამოაყალიბა და ჩოლოქის ბრძოლაში თურქებს არა მარტო გურია, ბათუმიც გამოსტაცა ხელიდან.

 

🔹1918 წლის აპრილში მაზნიაშვილთან აფხაზების დელეგაცია მივიდა და გენერალს აფხაზეთის მტრისგან გათავისუფლება სთხოვა. 1918 წლის 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გენერალმა წარმატებული დარტყმა მიაყენა რუსეთიდან დაძრულ ჯარებს და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდა როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთი.

 

🔹1918 წლის 18 ივნისს გიორგი მაზნიაშვილი საქართველოს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშნეს.

 

🔹1918 წლის ოქტომბერში მაზნიაშვილი უკვე თბილისის გენერალ-გუბერნატორია, იმავე წლის ნოემბერში კი – საქართველო-სომხეთის ომის შულავერის ფრონტის სარდალი. სომხეთთან ომის დროს მაზნიაშვილმა სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა.

1920 წლის ოქტომბერში გიორგი მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონის უფროსად დაინიშნა. 1921 წლის რუსეთ–საქართველოს ომის დროს თბილისის დაცვის ცენტრალური მიმართულების სარდალი იყო და ბოლშევიკების მე-11 არმიას უკან დახევა აიძულა, თუმცა, მოულოდნელად, საქართველოს მთავრობისგან ბრძოლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო.

გენერალი იძულებული გახდა, ბრძანებას დამორჩილებოდა.

 

„კრებაზე, სადაც ეს გადამწყვეტი დადგენილება მიიღეს, არამცთუ მიგვიწვიეს ჩვენ, ფრონტის უფროსები, რომელნიც ფრონტს თვალით დავყურებდით და კარგად ვიცოდით მოწინააღმდეგის და ჩვენი ძალები, არამედ არც შეგვეკითხნენ, ჩვენი აზრის მოსმენაც კი არ ინებეს,“ – დანანებით იხსენებდა მოგვიანებით გენერალი.

 

🔹1921 წლის თებერვალში მაზნიაშვილს ემიგრაციაში მიმავალი საქართველოს მთავრობის თბილისიდან გაყვანა დაევალა. 17 მარტს გენერალმა დავალება შეასრულა, თუმცა, თავად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა და გაქცეულ მთავრობას ემიგრაციაში არ გაჰყვა.

 

ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს შიდა არეულობით მოსარგებლე თურქეთმა ბათუმის ოლქი ისევ დაიკავა. პატრიოტი გენერლისთვის განსაცდელში მყოფი სამშობლოს მიტოვება წარმოუდგენელი იყო, ამიტომ საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების თხოვნას დათანხმდა და მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება.

 

ისტორიამ შემოინახა დაუმარცხებელი გენერლის სიტყვა, რომლითაც სუფსის სადგურთან მდებარე ეკლესიის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა:

 

„მამებო, ძმებო, შვილებო! უჭირს სამშობლოს, გვართმევენ ბათუმს. ჩვენს ჯარსა და არმიას დახმარება სჭირდება. თოფ-იარაღი და ტყვია-წამალი ჯარისკაცებს არ გვყოფნის, პურსაც ვერ მოგცემთ… ისევ თქვენი მჭადითა და ცულით უნდა დავხვდეთ მტერს და ვძლიოთ… ქუდზე კაცი უნდა გამოხვიდეთ!”

 

🔹1921 წლის 20 მარტს, თურქებთან სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, მაზნიაშვილის ჯარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და ბათუმი საქართველოს დაუბრუნა.

 

გამარჯვების ბრძოლის შემდეგ ბოლშევიკებმა გიორგი მაზნიაშვილი კონტრრევოლუციონერობის და ბანდიტიზმის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. თუმცა შემდეგ თურქებთან ბრძოლაში მისი ღვაწლი გაითვალისწინეს და განაჩენი პატიმრობით შეუცვალეს. სამი წლის შემდეგ კი გაათავისუფლეს და, როგორც მენშევიკების გენერალი, სამშობლოდან გააძევეს.

 

საფრანგეთში მყოფმა ქართულმა ემიგრაციამ და ჟორდანიას მთავრობამ გენერალი პატივით მიიღო და ყოველთვიურად მცირეოდენი გასამრჯელო – 500 ფრანკიც დაუნიშნა, თუმცა…

 

❗ 1924 წელს, მაზნიაშვილის პარიზში ყოფნისას, საბჭოთა ხელისუფლებამ ემიგრირებული დემოკრატიული მთავრობის მიერ მოწყობილი აჯანყება ჩაახშო. პარიზში მყოფ ქართველებს შორის ხმა გავრცელდა, თითქოს თითქოს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი იმიტომ დამარცხდა, რომ მაზნიაშვილმა ბოლშევიკებს აჯანყების გეგმა გადასცა. იმედგაცრუებულმა გენერალმა საბჭოთა ხელისუფლებას სამშობლოში დაბრუნების ნებართვა სთხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, რა საფრთხე ელოდა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ.

 

„საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ, პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა, მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილად წარმოსადგენია, რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა, რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. თქვენ, რასაკვირველია, უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა, არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა. გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატებს,“ – წერდა გიორგი მაზნიაშვილი 1925 წლის 18 იანვარს.

 

გენერალს, რომელმაც შიშველი ხელებით და მშიერი ჯარისკაცებით თურქებს გურია და აჭარა ხელიდან გამოგლიჯა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ არც სამსახური მისცა და არც პენსია.

 

გააგრძელეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორიასაქართველო

მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი: ქალი სამხედრო პატივით, იარაღით იყო დაკრძალული

დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ ცო­ტამ თუ იცის.

1927 წელს ქარ­თუ­ლი არ­ქე­ო­ლო­გი­ის ერთ-ერ­თმა ფუ­ძემ­დე­ბელ­მა გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ გა­თხა­რა და შე­ის­წავ­ლა სა­მარ­ხი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მებ­რძო­ლი ქა­ლის ყვე­ლა­ზე ად­რე­ულ სა­მარ­ხად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლი­ო­ში.

“მსოფ­ლი­ოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რამ ჯერ კი­დევ არ იცის არც ერთი შემ­თხვე­ვა, რომ ეპო­ვოთ ბრინ­ჯა­ოს მახ­ვი­ლით, ხან­ჯლი­თა და შუ­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქალი, რო­გორც ამას ად­გი­ლი ჰქონ­და ზემო ავ­ჭა­ლა­ში, და თუ გა­მო­ჩე­ნი­ლი მსოფ­ლიო მეც­ნი­ე­რი მონ­დე­ლი­უ­სი და­ნი­ა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ხან­ჯლით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ქა­ლებს უკავ­ში­რებ­და ამა­ზო­ნე­ბის ანუ ამორ­ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ წარ­მო­შო­ბილ მო­თხრო­ბებს, მით უმე­ტეს, ჩვენ უფრო მეტი სა­ფუძ­ვე­ლი გვაქვს ვი­ფიქ­როთ, რომ ზემო ავ­ჭა­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მე­ო­მა­რი ქალი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ქალი, რო­მელ­მაც ცხე­ნოს­ნო­ბა კარ­გად იცო­და”, – წერს 1931 წელს გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძე.

მისი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ სა­მარ­ხი 1927 წლის დე­კემ­ბერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ავ­ჭა­ლა­ში. გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძემ სა­მარ­ხი გახ­სნა, სა­დაც სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლის ნეშ­ტი აღ­მოჩ­ნდა. არ­ქე­ო­ლო­გის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ბრინ­ჯა­ოს ხმლის ფრაგ­მენ­ტმა, თა­ვის ქა­ლა­ზე ჭრი­ლო­ბის კვალ­მა და იმ სამ­კა­უ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რის მტკი­ცე­ბით, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ამორ­ძალს საფ­ლავ­ში ჩა­ა­ტა­ნეს.

sasaxle-3-70717-1679728630.jpg

ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც სა­მარხში აღოჩ­ნდა

ის, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად ქალი იყო, და­დას­ტურ­და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­თაც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს აღ­მო­ჩე­ნა არა­სო­დეს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. ჩონ­ჩხი უკვე ათწლე­უ­ლე­ბია, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა.

ეს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. ეკუთ­ვნის თუ არა სა­მარ­ხი მი­თურ პერ­სო­ნაჟს, ამორ­ძალს და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს მისი და­მა­ტე­ბი­თი შეს­წავ­ლი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის, ის­ტო­რი­ი­სა და არ­ქე­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ხე­ილ აბ­რა­მიშ­ვი­ლი “კვი­რის პა­ლიტ­რას­თან” სა­უბ­რობს:

– ეს უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია ინა­ხე­ბა ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ში და თა­რიღ­დე­ბა ძვ.წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბით. ასე რომ, ავ­ჭა­ლა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მე­ო­მა­რი ქალი შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ამორ­ძა­ლია. თა­ვის ქა­ლის მო­ცუ­ლო­ბის, ძვლე­ბის წო­ნის, პა­ტა­რა ზო­მის კბი­ლე­ბი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ნიშ­ნის მი­ხედ­ვით თა­ვი­დან­ვე დად­გინ­და, რომ სა­მარხში ნამ­დვი­ლად ქალი იყო.

ორი თვის წინ კი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დით კი­დევ ერთხელ გა­ნი­სა­ზღვრა სქე­სი და ასა­კი. თა­ვის ქა­ლა­ზე სქე­სის გან­მსა­ზღვრე­ლი 26 ნი­შა­ნია… გი­ორ­გი ნი­ო­რა­ძის შე­ფა­სე­ბით, ეს უნდა ყო­ფი­ლი­ყო 30-40 წლის 1.47 სი­მაღ­ლის ქალი. ნი­ო­რა­ძე სა­მარ­ხის პე­რი­ოდს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის მი­წუ­რუ­ლი­თა და რკი­ნის ხა­ნის და­სა­წყი­სით გან­სა­ზღვრავს. ზუს­ტად ვერ ვი­ტყვით, ქალი რო­მელ რა­სას გა­ნე­კუთ­ვნე­ბო­და ან რა კულ­ტუ­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ამ დროს უკვე არ­სე­ბობ­და კლა­სობ­რი­ვი და­ყო­ფა და ვაჭ­რო­ბა. ქალი დიდ­გვა­რო­ვა­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან უამ­რა­ვი ძვირ­ფა­სი ნივ­თი ჩა­ა­ტა­ნეს სა­მა­რე­ში. საბ­რძო­ლო ია­რა­ღებ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლია მახ­ვი­ლი, რო­მელ­საც ბო­ლო­ში წვე­რი არა აქვს.

ეს სა­გან­გე­ბოდ კეთ­დე­ბო­და – წვე­რი­ა­ნი მახ­ვი­ლი უფრო მძი­მეა, უწ­ვე­რო კი მსუ­ბუ­ქია და გან­კუთ­ვნი­ლია მხო­ლოდ მხედ­რის­თვის. სა­მარხშიც აღ­მოჩ­ნდა ცხე­ნის თა­ვის ქა­ლის ნა­წი­ლე­ბიც, რაც მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ქალი ნამ­დვი­ლად ცხე­ნო­სა­ნი მე­ო­მა­რი იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, მებ­რძოლ ქალს საბ­რძო­ლო ია­რა­ღი და ცხე­ნიც ჩა­ა­ყო­ლეს, რაც ნიშ­ნავს, რომ დიდი პა­ტი­ვით და­უკ­რძა­ლავთ. ჩანს, ძვ. წ. XI-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში დღეს პო­პუ­ლა­რუ­ლი გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი არ არ­სე­ბობ­და. იმ ად­გი­ლას კი­დევ რომ მო­ი­ძებ­ნოს სა­მარ­ხი, შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნოთ. რა სა­ი­დუმ­ლოს ინა­ხავს ზემო ავ­ჭა­ლის ეს ად­გი­ლი გა­თხრე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გებთ, თუმ­ცა ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლახ­ლა შეს­წავ­ლა დიდ ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ რე­სურსს მო­ი­თხოვს… იხილეთ სრულად

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიასაქართველო

რატომ ჰყავდა შაჰ-აბასს 5 ქართველი მეუღლე? – შუასაუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალების დაუჯერებელი თავგადასავალი

„იგი ნაწილობრივ ზეციური იყო, შექმნილი დედამიწაზე, ის უფრო ანგელოზსა ჰგავდა, ვიდრე ადამიანს… პირზე აპრილი უთამაშებდა“ – შუასაუკუნეების ულამაზესი ქართველი ქალების თავგადასავალი გიორგი კალანდიას მიმოხილვაში.

რას წერდა ჩარლზ დარვინი ჩვენებურ მანდილოსნებზე და რატომ ჰყავდა შაჰ-აბასს 5 ქართველი მეუღლე?

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიაკულტურასაქართველო

„მან ასწავლა ამერიკას ცეკვა“ – აშშ-ის საელჩო ჯორჯ ბალანჩინის 120 წლის იუბილეზე

“მან ასწავლა ამერიკას ცეკვა“, – ამ ტექსტით საქართველოში ამერიკის საელჩო ჯორჯ ბალანჩინის 120 წლის იუბილეს ეხმაურება და წერს:

„დღეს საქართველოსა და ამერიკის გამორჩეული შვილის, ჯორჯ ბალანჩინის 120 წლის იუბილეა.

ბალანჩინის თაოსნობით თანადაფუძნებული ამერიკის საბალეტო კომპანიამ მეოცე საუკუნის ცეკვის ისტორია შეცვალა.

„ნიუ-იორკ სიტი ბალეტი“ დღეს აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მოცეკვავეებს ამზადებს. ბალანჩინი კი ისტორიას დარჩა, როგორც მსოფლიო თანამედროვე ბალეტის მოწინავე ქორეოგრაფი“. – ვკითხულობთ გავრცელებულ ტექსტში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

აღმოჩენილია ისტორიაში უძველესი, 290 მილიონი წლის წინანდელი კანის ნამარხი

ის სულ ერთი ციცქნაა, თითის ფრჩხილზე პატარა. თუმცა, ოკლაჰომაში, ქვიშაქვის ერთ-ერთ მღვიმეში აღმოჩენილი ქვა მნიშვნელოვნად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას პრეისტორიული კანის შესახებ.

პალეონტოლოგებმა დაადგინეს, რომ მასში შემორჩენილი ტექსტურა წარმოადგენს განმარხებული კანის ჩვენთვის ცნობილ უძველეს ნიმუშს; კანის ნარჩენი ცხოველთა ძალიან მრავალფეროვან კლასიფიკაციას, ამნიონიანებს ეკუთვნის.

ის 290 მილიონი წლისაა, წინა რეკორდსმენ ნიმუშზე მთელი 21 მილიონი წლით ძველი; როგორც ჩანს, ქვეწარმავალს ეკუთვნის, რადგან ძალიან წააგავს თანამედროვე ნიანგის კანს.

გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კანი, რომელიც სხეულის დამცავი ბარიერის როლს ასრულებს, აღმოჩენა საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გვეხმარება სრული ევოლუციური სურათის აღდგენაში.

„ნიმუში ძალიან შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას გვაძლევს. ამ ტიპის აღმოჩენები ნამდვილად ამდიდრებს ჩვენს წარმოდგენასა და გაგებას ამ ადრეულ ცხოველთა შესახებ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ტორონტოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ეთან მუნი.

ნამარხები შეიძლება მდიდარი და მრავალფეროვანი იყოს, მაგრამ სხეულის ზოგიერთი ნაწილი ძალიან ძნელად, იშვიათად ინახება. ასეთია ნებისმიერი რბილი ქსოვილი — კანი, ორგანოები და შემაერთებელი ქსოვილები ძვლებზე გაცილებით ადვილად იშლება და ხშირად იქამდე ქრება, ვიდრე ქანებში განმარხება მოხდება.

თუმცა, ზოგიერთი გარემო სწორედაც რომ შესაფერისია რბილი ქსოვილების შესანახად. ერთ-ერთი ასეთია რიჩარდ-სპურის მღვიმეთა სისტემა აშშ-ის ოკლაჰომის შტატში. დანალექი ძირითადად რბილი და დაწმენდილია, ჟანგბადის ნაკლებობა კი რბილ ქსოვილთა ხრწნას აჭიანურებს. ამას გარდა, პერმიულ ხანაში, ამ მღვიმეში აქტიურად ჟონავდა ნავთობი; ნავთობში შემავალი ნახშირწყალბადებით გაჟღენთილი დანალექები ასევე უწყობდა ხელს რბილ ქსოვილთა შენახვას.

ეს პერიოდი ცნობილია ტეტრაპოდების (ოთხფეხა ცხოველები) სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით. რიჩარდ-სპურის მღვიმეში აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ამნიონიანები — ხმელეთის ხერხემლიანთა ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ ქვეწარმავლები, ძუძუმწოვრები და ფრინველები.

თუმცა, ახლად აღმოჩენილი კანის ნამარხი რაღაც მართლა გამორჩეულია. კანი 3D-შია კარბონიზებული — ჩვენთვის პირველი ამ ფორმის ნამარხი პალეოზოური ეპოქიდან. ამავე დროს, ის ყველაზე ადრეული შემონახული კანის ნამარხია, რომელსაც არა მხოლოდ გარეთა ფენა აქვს, არამედ უფრო ღრმა, დერმის ფენასთან დაკავშირებული სტრუქტურებიც.

„შოკში ვიყავით იმით, რასაც ვხედავდით, რადგან სრულიად არ ჰგავდა იმას, რისი მოლოდინიც შეიძლება გვქონოდა“, — ამბობს მუნი.

მისი განცხადებით, ასე ძველი კანის ნამარხის აღმოჩენა განსაკუთრებული შესაძლებლობაა წარსულში ჩასახედად და იმის სანახავად, როგორ გამოიყურებოდა ზოგიერთი ყველაზე ადრეული ცხოველის კანი.

სამწუხაროდ, ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუ რომელ ცხოველს ეკუთვნოდა ეს კანი ერთ დროს. არ არის აღმოჩენილი მასთან დაკავშირებული ჩონჩხი. თუმცა, სწორი, კენჭების მსგავსი ფორმის კანის ზედაპირით ის თანამედროვე ნიანგების კანს ჰგავს, ქერცლებს შორის ზოგიერთი რეგიონი კი გველებისა და ჭია-ხვლიკებისას წააგავს.

მკვლევართა განცხადებით, აღმოჩენა აჩვენებს, რომ ძალიან ადრეც კი, როცა ამნიონიანებმა პირველად დაიწყეს დაყოფა, კანი უკვე ჰქონდათ და თანაც მნიშვნელოვანი.

„კერძოდ, ეპიდერმისის არსებობა მიუთითებს, რომ მათი კანი მნიშვნელოვანი ბარიერის როლს ასრულებდა ხმელეთის გარემოს წინააღმდეგ“, — წერენ მკვლევრები.

ნამარხი კანი ასევე გვთავაზობს ახალ ხელსაწყოს ძუძუმწოვართა თმის ფოლიკულებისა და ფრინველთა ფრთების ჩამოყალიბებისა და განვითარების შესასწავლად. ნამარხებში პირველი ძუძუმწოვრები დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ ჩნდებიან, ფრინველები კი დაახლოებით 150 მილიონი წლის წინ. შესაბამისად, ეს იდუმალი ცხოველი შეიძლება გასაღები იყოს ჩვენი რბილი კანის ჩამოყალიბებაში.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, როგორ განსხვავდებოდა და ვითარდებოდა ცხოველთა სხვადასხვა ჯგუფის სხვადასხვა თვისებები. ასეთ თვისებათა ადრეული ნიმუშის ამოჩენა იშვიათი და განსაკუთრებული ფანჯარაა, რომელიც პლანეტაზე სიცოცხლის ამ უცნაურ და საოცარ ფორმათა ისტორიაში იხსნება.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორია

“თამარმა დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და მამაცი, რჩეული ჭაბუკები” – არაბული და სომხური წყაროები თამარის ეპოქის საქართველოს შესახებ

სალადინის მდივანი – იმად ალ-დინი თავის პოემაში სალადინს ასე მიმართავს:

وإن بلاد رق مظلمة فخذ

وبعد الفرنج الكرك فاقصد بلاده م

خراسان والنهرين والدرك الفرسا

بعزمك وأملاً من دمائهم الرسا

 

,,აღმოსავლეთის ქვეყნები წყვდიადმა მოიცვა, მაშ, დაიკავე ხორასანი, მესოპოტამია, თურქეთი და სპარსეთი, ფრანგების (ჯვაროსნების) შემდეგ გაემართე შენი განზრახვით ქართველთა ქვეყნის წინააღმდეგ და აღავსე საფლავები მათი სისხლით“.

(თარგმანი – ბ.ჭ.).

 

საოცარი ტექსტია, ჯვაროსანთა დამარცხების შემდეგ პოლიტიკური ისლამური სამყაროს მთავარი მტრები ქართველები არიან და ფრანგების დამარცხების შემდეგ ჯერი მათზეა. თამართან დადებული ხელშეკრულების მიუხედავად, სალადინმა ეს პროპაგანდა მიიღო და ხალიფას მიმართ წერილშიც გააჟღერა.

იმად ად დინის თანამედროვე სომეხი ავტორი სომხური სახარების ერთ უნიკალურ მინაწერში ამავე რეალობას შემდეგნაირად გადმოგვცემს:

,,[დაიწერა] სომხური წელთაღრიცხვის ექვსას ორმოცდაცამეტ წელს

(1204 წ. 31/1 — 1205 წ. 28/I), უფალ იოჰანესის კათალიკოსობისას, ქრისტეს მიერ გვირგვინოსანი და ძლევამოსილი [კილიკიის – ბ. ჭ] სომეხთა მეფის – ლევონის, სტეფანეს ძის, მეფობის ჟამს, ბოროტსა და უკუღმართ დროში, როდესაც ქრისტიანთა მოდგმა გადაბუგული იყო ყოველგან, ვითარცა მინდვრის ძეძვი; [ისინი] უცხოთესლთაგან მრავალმხრივ შევიწროებული და გაწამებული იყვნენ, რადგან ფრიად მომძლავრებულიყო ცოფიანი და უსჯულო, მხევლის შთამომავალთა, აგარიანთა ტომი; მძლავრობით მიიტაცეს ყველა ქვეყანა… [ამ დროს] აღმოსავლეთში [სუფევდა] ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა, [ურწმუნოთა – ბ. ჭ.] მრავალი გვარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა. მის კარზე იყო ორი ძმა, სომხური მოდგმის მთავრები. უხუცესს ერქვა ზაქარე შაჰანშაჰი ; [იგი იყო] კაცი წმიდა და მხნე, ფრიად შემკული ღმრთის შიშით, იქამდე, რომ თითქმის ქვაბებში [მყოფ] ბევრ მეუდაბნოეს აღემატებოდა. უმრწემესს იოანე ერქვა. ისინი ორთავე ბედნიერი იყვნენ იმ დედოფლისაგან და ფრიად დაფასებული მისგან, იმდენად, რომ ისინი დაედგინა მთელი თავისი ლაშქრის და სამეფოს მეთაურად. [ზაქარია და ივანე] ჯვრის მტერთა წინააღმდეგ მხნე მებრძოლნი და მძლეველნი გამოდგნენ. ყოველგან აქებდნენ მათ სახელს. უკეთუ ყოვლისშემძლე უფალს არ მოეცა ჩვენთვის ამ ძლევამოსილ მეფეთა და ქრისტესმოყვარე მთავართა მანუგეშებელი მოდგმა, წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ, სოდომისა და გომორის მიმსგავსებული გავხდებოდით“ (ა. აბდალაძის თარგმანი).

ამ ორ ბრწყინვალე წყაროს ღრმა შინაგანი კავშირი აქვს, იმად ად დინის მიხედვით, აღმოსავლეთი წყვდიადმა მოიცვა, რის მიზეზსაც სომხური სახარების მინაწერი ასე განმარტავს: ,,ამ დროს აღმოსავლეთში [სუფევდა] ქართველთა დედოფლის, სახელად თამარის, სახლი. მან დიდი სიმამაცე გამოიჩინა [ურწმუნოთა – ბ. ჭ.] მრავალი გავარი დააქცია, ააოხრა და უცხო თესლნი ბასრი მახვილით მოსრნა, დარჩენილთ ხარკი დაადო, დაიმორჩილა“.

 

და ბოლოს, რა სახის წარმოდგენები არსებობდა თამარზე სალადინის სამეფოში, საუკეთესოდ ჩანს ეგვიპტური ეპიკური პოემიდან – ,,ალ ჰიმმა“:

,,ქართველებს ჰყავდათ დედოფალი… მან დასცა მამრნი და ბუმბერაზნი, დამორჩილებული ჰყავდა მძლავრი და მამაცი, რჩეული ჭაბუკები და მებრძოლები, ხელმძღვანელობდა იგი ლაშქრობებს თურქებისა და თურქომანების წინააღმდეგ, მას განრთხმული ჰყავდა ბიზანტიელები და ჯვრის მსახურნიც, უწია მისმა სიავემ ყველა ქვეყანას და შეურაცხყო ყველა არსება, მასთან იყო ხუცესი, რომელიც იყო ყველა მღვდელმთავრის ხელმძღვანელი და მეთაური ყველა ურწმუნოსა და ერეტიკოსისა, ერთ დღესაც, მან აუკრძალა მას ლაშქრობები თანამორწმუნეთა წინააღმდეგ და აწვია იგი იარაღის ასაღებად ისლამის ქვეყნებზე… მას ჰყავდა 400 000-ზე მეტკაციანი ლაშქარი, ყველანი დაფარული ჯაჭვითა და ჩაფხუტით (შეადარე ,,ქართლის ცხოვრება“ თამარის ლაშქრის აბჯარკეთილობაზე), კარგად მომზადებულები საბრძოლველად, ცხენითაც და ფეხითაც, მამაცნი ომებში და ასპარეზობებზე“ (თარგმანი – ბ.ჭ.).

შეადარე ,,ქართლის ცხოვრება“ – საუკეთესო სპარსელი მოასპარეზის – ამირ მირმანის გუნდის დამარცხება თამარის ყმათაგან.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ემიგრანტიისტორიასაქართველო

ისტორიები ქართველებზე, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში აშშ-ში მილიონერები გახდნენ

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში გაქ­ცე­ვით ბევ­რმა ქარ­თველ­მა უშ­ვე­ლა თავს… ნა­წი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის, ნა­წი­ლი კი ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის­თვის მი­ა­შუ­რებ­და ქვეყ­ნი­დან. თუმ­ცა, მათ­გან ერ­თე­უ­ლებს გა­უ­მარ­თლათ და მათი სა­ხე­ლი ის­ტო­რი­ა­ში დარ­ჩა – ის­ტო­რი­კო­სი რუ­სუ­დან და­უშ­ვი­ლი იმ ქარ­თვე­ლებ­ზე გვი­ამ­ბობს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს და თა­ვი­სი დრო­ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბი გახ­დნენ…

– პირ­ვე­ლი ტალ­ღის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. ემიგ­რან­ტთა უმე­ტე­სო­ბამ ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი და ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი და­ი­ტო­ვა. ამის გამო პრო­ფე­სი­ულ და ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას ბევ­რმა ვერ მი­აღ­წია. ყვე­ლა­ზე მეტი მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და.

მათ შო­რის აღ­სა­ნიშ­ნა­ვია:სკულპ­ტო­რი და მწე­რა­ლი ჯორჯ (გი­ორ­გი) პა­პაშ­ვი­ლი; ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი მი­ხე­ილ გრი­გო­რაშ­ვი­ლი და უმ­სხვი­ლე­სი ავი­ა­კომ­პა­ნია “რი­პაბ­ლი­კის” ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი; მო­ჭი­და­ვე და მსა­ხი­ო­ბი კოლა ქვა­რი­ა­ნი; “წყნა­რი ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­როს ნავ­თო­ბის კომ­პა­ნი­ის” ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და­ვით და სერ­გი მდივ­ნე­ბი; სამ­შე­ნე­ბე­ლო კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ოთარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი და მისი ძმა ბიზ­ნეს­მე­ნი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი; ნიუ-იორ­კის ვიცე-მერი კონ­სტან­ტი­ნე სი­და­მონ-ერის­თა­ვი და სხვე­ბი.

იყ­ვნენ მი­ლი­ო­ნე­რე­ბიც: გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძე (ჯორჯ კობი), გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ვა­სილ დუმ­ბა­ძე – შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, დი­მიტ­რი მეტ­რე­ვე­ლი – კა­ნა­და­ში, ავ­თან­დილ მე­რა­ბაშ­ვი­ლი – ჩი­ლე­ში, აკა­კი ხოშ­ტა­რია და ივა­ნე ვა­რა­ზაშ­ვი­ლი – ირან­ში.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურასაქართველო

ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ამერიკას შობა აჩუქა – სახლიდან გაპარული რაჭველი ბიჭის გზა თავბრუდამხვევ ამერიკულ ცხოვრებამდე

2018 წელს ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უმს რუ­სუ­დან წე­რე­თე­ლის ოჯახ­მა გა­დას­ცა ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, ჯორჯ კო­ბის სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის ორი­გი­ნა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი. ამ სა­თა­მა­შო­ე­ბით გი­ორ­გი და მისი მე­უღ­ლე ჰე­ლე­ნი, სა­ა­ხალ­წლოდ ნაძ­ვის ხეს რთავ­დნენ.

გუ­რამ შა­რა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი რუ­სუ­დან კო­ბა­ხი­ძე იმ ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ ყვე­ბა, რო­მე­ლიც ნიუ იორკში რა­ჭი­დან წა­ვი­და და ამე­რი­კე­ლებს შობა აჩუ­ქა…

“ჯორჯ კობი ამე­რი­კა­ში მი­ნის მრეწ­ვე­ლი იყო, მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მრეწ­ვე­ლო­ბა ჰქონ­და. ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა მან 1940-იან წლებ­ში და­ი­წყო. მა­ნამ­დე ამ­ზა­დებ­და სა­მე­დი­ცი­ნო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ამ­პუ­ლებს, კოლ­ბებს ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის­თვის. მან­ვე და­ამ­ზა­და ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვის ზემ­ტკი­ცე მი­ნის კა­ბი­ნა, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლის მიერ შექ­მნი­ლი პირ­ვე­ლი ამე­რი­კუ­ლი სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნე­ბი.

ოთხი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კა­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნის აღმშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ტო­ვეს: ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი, გი­ორ­გი მა­ჩა­ბე­ლი, ჯორჯ კობი და ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი.

 

გრიგოლი (გიგო) დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის მღვდელთან მიიღო. 10 წლისა შინიდან გაიპარა, ბორჯომში ჩავიდა, სადაც მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი (ლეონტი) მუშაობდა. იქ 4 წელი დაყო. გარჯითა და შრომისმოყვარეობით მალე მოიპოვა ავტორიტეტი. დაეუფლა ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა – შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, 1902 წელს ოდესის, 1903 წელს – კრასნოდარის გუბერნიაში, დომბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ჩავიდა. იქ გაიცნო და დაქორწინდა დაშა ნოდვიკოვაზე.

1903 წელს გრიგოლი პოლონეთის გავლით გერმანიაში  ჩავიდა, მიუნხენში დასახლდა და იქ შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა.

1909 წელს კი მეუღლესთან ერთად  საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა, სადაც რაჭველ მეპურეებს შეაფარა თავი და მათი დახმარებით ნიუ-იორკში მოეწყო, სადაც პურის ცხობით ირჩენდა თავს. 9 წელი მეუღლესთან ერთად მუშაობდა ”ჯენერალ ელექტრონიქსის” ფირმაში, ამავე პერიოდებში გამომგონებლური ნიჭის მქონე გრიგოლმა საკუთარი ხელით შექმნა საწერკალამი.

1919 წელს მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ეტლებოროში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისმა ფირმამ The Cobi Glass Produkts Company-მ აღმოსავლეთ შტატების სამრეწველო ცხოვრებაში სახელი გაითქვა. 1929 წელს წარმოების საქონელბრუნვა 15 მილიონ დოლარს აღწევდა, შემოსავალი კი  4 მილიონს,  რითიც  ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის სტატუსი მოიპოვა.  მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა – მისი 60-ზე მეტი პატენტი პრესტიჟს მატებდა წარმოებას.

გრიგოლ კობახიძე საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1919-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას. “ნეპი” (“ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სსრკ-ში გამოცხადდა 20-იან წლებში) ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ ხელისუფლებას მინის დიდი ქარხნის მშენებლობა შესთავაზა. მოსთხოვეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი არ დათანხმდა, – მას თვითონვე სურდა მშენებლობისათვის ეხელმძღვანელა, რადგან ფულს ვერ ანდობდა ბოლშევიკებს.

1925 წელს სამშობლოში ჩამოვიდა, ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ. სახლი აუშენა იმ ოჯახს, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. 4 წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა რაჭას. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად, არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ – ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

1929 წელს დაიწყო თავისი მასშტაბებითა და ხანგრძლივობით არნახული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. დიდი დეპრესიის პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა, რის გამოც 1930 წელს თავი მოიკლა მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა. კობი ფარ–ხმალს არ ყრიდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ–კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. მისი ბიზნესის გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა. ჯორჯ კობი ამზადებდა სუნამოს ფლაკონებს გიორგი მაცაბლის ფირმისთვის Prince Matchabeli.

1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები II მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობიმ ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და $2 მილიონი.

განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინექციებისათვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე, მოკავშირეებსაც.

II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. “Babel Lamps”, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც “ორნამენტი” უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა “კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა”. რადგანაც სათამაშოები კანადაშიც გადიოდა წარწერა ფრანგულ ენაზეც კეთდებოდა.

“კობი ეს შობაა”, რაჭველი გრიგოლ კობხიძე დიდხანს რჩებოდა ახალი წლის ერთ– ერთ სიმბოლოდ ამერიკელთათვის.

აღსანიშნავია, რომ 1934 წელს მის მიერ წარმოებულ თეთრ სათამაშოზე ყვითელი ფერით იყო შესრულებული ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”.

გრიგოლ კობახიძე რამდენჯერმე მოხვდა უმდიდრეს ამერიკელთა ათეულში, სადაც ხშირად წამყვან ადგილებსაც იკავებდა.

გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრამნტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. მას და დაშა ნოდვიკოვას შვილი არ ჰყავდათ და სურდათ კომპანიონად მინის წარმოების მცოდნე ქართველი მოეძებნათ. როგორც ჩანს ქართველთაგან ვერავინ დააინტერესეს წარმოებით. გრიგოლ კობახიძის წერილებიდან ირკვევა, რომ თავის დროზე ძმისშვილების, ან ახლო ნათესავების წაყვანა უნდოდა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს.

1967 წელს გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. პაგლისებს მისი სახელი დავიწყებისთვის არ მიუციათ და არც წარმოებისთვის შეუცვლიათ სახელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 33
Page 1 of 33