close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის უჯრედების თვითგანადგურების პოტენციურ გზას მიაგნეს – იქცევა თუ არა ეს აღმოჩენა კიბოს დამარცხების საშუალებად?

მკვლე­ვა­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მათ კი­ბოს უჯრე­დე­ბის თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის გზას მი­აგ­ნეს. კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში მდე­ბა­რე კი­ბოს ცენ­ტრის მეც­ნი­ე­რებ­მა CD95-ის რე­ცეპ­ტორ­ში ცილა იპო­ვეს, რო­მელ­საც კი­ბოს უჯრე­დე­ბის მოკ­ვლა შე­უძ­ლია. CD95 დიდი ხა­ნია გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც “სიკ­ვდი­ლის რე­ცეპ­ტო­რი”, რად­გან მათ ისე­თი სიგ­ნა­ლის გაგ­ზავ­ნა შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც კი­ბოს უჯრე­დე­ბის “თვით­გა­ნად­გუ­რე­ბას” იწ­ვევს.

ჯო­გენ­დერ ტუ­შირ სინ­გჰი, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ის და იმუნ­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის უფ­რო­სი ავ­ტო­რი ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნით კმა­ყო­ფი­ლია და იმე­დოვ­ნებს, რომ ეს სიმ­სივ­ნის მკურ­ნა­ლო­ბა­ში გა­დამ­წყვეტ ნა­ბი­ჯად იქ­ცე­ვა.

“ახ­ლად აღ­მო­ჩე­ნილ თე­რა­პი­ას, სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის მოკ­ვლას­თან ერ­თად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გაზ­რდაც შე­ეძ­ლე­ბა. ეს სიმ­სივ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ორ­მა­გი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა”, – ნათ­ქვა­მია მკვლე­ვარ­თა გან­ცხა­დე­ბა­ში.

ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კი­ბოს სა­მო­მავ­ლო მე­დი­კა­მენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­აძ­ლი­ე­რონ CD95-ის რე­ცეპ­ტო­რე­ბის აქ­ტი­ვო­ბა, რათა სიმ­სივ­ნე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლი ახა­ლი ია­რა­ღი შე­იქ­მნას, რომ­ლებ­საც ის­ტო­რი­უ­ლად ქი­რურ­გი­ით, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით და რა­დი­ა­ცი­ით მკურ­ნა­ლობ­დნენ. კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ტუ­შირ სინ­გჰ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კი­ბოს მკვლე­ვა­რებს ახლა შე­უძ­ლი­ათ კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი­დან ადა­მი­ა­ნის სიმ­სივ­ნის ნი­მუ­შე­ბი შე­აგ­რო­ვონ, რათა ამ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ახა­ლი ანა­ლი­ზი ჩა­ა­ტა­რონ.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ისტორიაში პირველად, ღორის თირკმელი ცოცხალ პაციენტს გადაუნერგეს

62 წლის რიჩარდ სლეიმენი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ღორის თირკმლის ტრანსპლანტატი მიიღო. მასაჩუსეტსის General Hospital-ში შესაბამისი ოპერაცია 16 მარტს ჩატარდა. პაციენტი თავს კარგად გრძნობს და შესაძლოა, მალე საავადმყოფოდან გაწერონ.

ჩატარებული პროცედურის წარმატებულობა იმედს იძლევა, რომ ერთ დღეს ღორის ორგანოების ტრანსპლანტატები გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა და მისი საშუალებით ასიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდება. ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში, თირკმლის გადანერგვის მომლოდინეთა რიგში 93 000 ადამიანია.

რამდენიმე წელია, რაც მეცნიერები გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორების შესაქმნელად მუშაობენ. ეს იმისათვის, რომ კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, ღორის ორგანოების ადამიანში გადანერგვა იყოს შესაძლებელი. ამ მხრივ ბოლო წლებში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, მათ შორის ორ მკვდარ რეციპიენტზე, რომლებიც ჯერ კიდევ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყვნენ მიერთებული.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

7 დაავადება, რომელსაც წარმატებით ებრძვის წყალი

თირკმელების დაავადებები. თქვენ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ამ ორგანოს ჯანმრთელობა საკმარისი წყლის დალევით.ის აჩქარებს მჟავას დაშლის პროცესს, რომელიც გადაიქცევა თირკმელებში. გარდა ამისა, ის იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ტოქსინებისგან.

ჰიპერტენზია. თუ ორგანიზმში წყალი ნაკლებია, სისხლის მოცულობაც იკლებს და ჩნდება ჰიპერტენზია. დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარისი რაოდენობის წყალს, მაშინ თქვენი არტერიული წნევის კონტროლი გაცილებით ადვილი იქნება.

ართრიტი. ართრიტის სიმპტომები უარესდება, თუ ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებს საკმარის წყალს. გარდა ამისა, სითხის დახმარებით შეგვიძლია სახსრების შეზეთვა, რაც ტკივილს ნაკლებად აძლიერებს!

ყაბზობა. დაუბალანსებელი დიეტა და უმოძრაო ცხოვრების წესი ხელს უწყობს ყაბზობას. გარდა ფიზიკური დატვირთვისა, ექიმები გვირჩევენ ბევრი წყლის დალევას, როგორც ამ დაავადების მკურნალობისა და პრევენციის ნაწილი.

უძილობა. ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ უძილობა შეიძლება გაუმჯობესდეს, თუ რეგულარულად დაიწყებთ წყლის დალევას და შეინარჩუნეთ ჩვევას, როგორც ყოველდღიურ რუტინას.

ცხელება. ტემპერატურის მატებასთან ერთად მნისვნელოვანია უჯრედების წყლიტ შევსება. დაკარგული სითხის აღსადგენად, სიცხის დროსდალიეთ წყალი, ამის გარეშე მდგომარეობა გაუარესდება და სიმპტომები უფრო ინტენსიური გახდება.

ნაწლავური ინფექციები. წყალი იდეალურია ნაწლავების გასაწმენდად.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
მედიცინა

კოვიდ19-ის ვაქცინის მწარმოებელი კომპანია კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებას აპირებს

შემოსავლების სწრაფი ვარდნის შემდეგ, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech იმედებს ამყარებს კიბოს სამკურნალო წამლის გამოშვებაზე. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

კომპანიამ, რომელმაც Pfizer-თან თანამშრომლობით კოვიდ-19-ის ვაქცინა შექმნა, 20 მარტს განაცხადა, რომ 2023 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა და კომპანიის სრული ძალისხმევა ამიერიდან კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემუშავებაზე გადავა.

კომპანია ქალაქ მაინცში მდებარეობს. მათ მიერვე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, BioNTech-ის შემოსავალმა 4 მილიარდამდე ევრო შეადგინა 2023 წელს, რაც სამი მეოთხედით ნაკლებია 2022 წელთან შედარებით. სუფთა მოგება აქედან 930.3 მილიონი ევროა, რაც 90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლით ადრე ჰქონდა კომპანიას.

კომპანიამ გაცხადებულად დაისახა მიზნად, რომ პირველ ონკოლოგიურ პრეპარატს 2026 წელს გამოუშვებს, ხოლო 2030 წლისთვის სიმსივნის 10 სახეობა იქნება დაზუსტებული, რა შემთხვევაშიც ეს პრეპარატები დაენიშნებათ პაციენტებს.

BioNTech-მა იანვარში განაცხადა, რომ 2025 წლისთვის შემოსავლები კვლავ გაეზრდება და ინვესტიციებს ონკოლოგიური ბიზნესისკენ მიმართავს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

თვალის გუგებზე დაკვირვებით, გულის უკმარისობით გარდაუვალი სიკვდილის დადგენა შეიძლება

ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ უნდა დადგინდეს გარდაუვალი სიკვდილი თვალებზე დაკვირვებით. ექიმებმა  დაადგინეს, რომ თუ გუგები პატარავდება, გულის უკმარისობით სიკვდილის ალბათობა იზრდება.

კიტასატოს საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანების თვალებს შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ მათი მოახლოებული სიკვდილი, გულის უკმარისობის გამო. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა კარდიოლოგიისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ცნობილ ევროპულ პუბლიკაციაში.

მეცნიერებმა შეისწავლეს 870 პაციენტის გუგის ზომა და შემდეგ ორი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მათ.  კვლევის შედეგად მათ დაადგინეს, რომ გულის უკმარისობით დაავადებული ადამიანები, რომელთაც პატარა გუგები ჰქონდათ, 2-ჯერ უფრო ხშირად იღუპებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისაც დიდი გუგები აქვთ.

გარდა ამისა, პაციენტები პატარა გუგებით, დაბრუნდნენ კლინიკაში შემთხვევათა 50%-ში. მსხვილი გუგებით კი 28%.

კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორი კოჰეი ნოზაკის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ გუგების ანალიზი არის ახალი მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ სიკვდილის ან შემდგომი ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტების იდენტიფიცირებაში. ეს ხელს უწყობს დროულ ჩარევას და გავლენას ახდენს პერსპექტივაზე.

გარდა ამისა, იაპონელმა მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ გუგებზე დაკვირვება სხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადება.
ქრონიკული ფორმა ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. იგი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

ქოშინი;
შეშუპება;
დაღლილობა და ა.შ.
გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მოთავსებული ადამიანების 45%-მდე იღუპება ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები იღუპებიან ჰოსპიტალიზაციის შემდეგ 5 წლის განმავლობაში.

ამიტომ, ნოზაკის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების მოძიება, რომლითაც შესაძლებელი იქნება პაციენტების იდენტიფიცირება, რომლებიც დიდი ალბათობით დაიღუპებიან ან დაბრუნდებიან კლინიკაში. თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გულის უკმარისობის რისკი არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობით, არამედ მარილის მიღების შეზღუდვით დღეში არაუმეტეს 5 გრამით.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის განადგურება შეძლეს

მეცნიერები აცხადებენ, რომ, CRISPR გენის რედაქტირებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიის გამოყენებით, ინფიცირებულ უჯრედებში აივ-ის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის) განადგურება წარმატებით შეძლეს, – ამის შესახებ BBC წერს.

ამსტერდამის უნივერსიტეტის სამეცნიერო გუნდში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია და ახლო მომავალში აივ-ის განკურნების მეთოდების დანერგვას არ ვარაუდობენ.

“ბევრად მეტი მუშაობა იქნება საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ კვლევის შედეგები (უჯრედებიდან აივ-ის გაქრობა), მკურნალობისას, მთელ ორგანიზმზე გავრცელდება. ბევრი სამუშაო იქნება საჭირო, ვიდრე ეს [აღმოჩენა] გავლენას იქონიებს აივ ინფიცირებულებზე“, – აცხადებს ღეროვანი უჯრედებისა და გენური თერაპიის ტექნოლოგიების ასოცირებული პროფესორი ჯეიმს დიქსონი.

მეცნიერებისთვის გამოწვევაა ის გვერდითი ეფექტებიც, რომლებიც უჯრედებიდან აივ ინფექციის გაქრობას სდევს თან. სამეცნიერო წრეებში განმარტავენ, რომ მეთოდოლოგიის დახვეწას “მრავალი წელი” დასჭირდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოამედიცინა

ქალი, რომელსაც გული 25 წუთის მანძილზე გაჩერებული ჰქონდა, ცოცხალი გადარჩა – Fox News

აშშ-ს მინესოტას შტატში მცხოვრები ქალი, რომელსაც გული 25 წუთის მანძილზე გაჩერებული ჰქონდა და ორი კვირა კომაში გაატარა, ცოცხალი გადარჩა – ამის შესახებ Fox News იუწყება.

2020 წელს 48 წლის შერილ ჯორდან უინსტონს გული მოულოდნელად გაუჩერდა. ქალი საძინებელს ალაგებდა, როდესაც გონება დაკარგა. შერილის ქმარმა, უინსტონმა სასწრაფო სასწრაფო დახმარება გამოიძახა, ექიმების მოსვლამდე კი ქალს გულის არაპირდაპირი მასაჟი ჩაუტარა. შერილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც მედიკამენტოზურ კომაში შეიყვანეს.

ორკვირიანი კომიდან გამოსვლის შემდეგ შერილი თავს კარგად გრძნობს, მისი თქმით, გულთან დაკავშირებული პრობლემები არასოდეს ჰქონია.  „მიუხედავად იმისა, რომ გულისცემა 25 წუთის განმავლობაში არ მქონდა, თავს ნორმალურად ვგრძნობ და ძველებურ ცხოვრებას დავუბრუნდი“ – ამბობს ქალი.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შერილს დეფიბრილატორი ჩაუდგეს.  ექიმები ამბობენ, რომ ქალი ქმრის მიერ ჩატარბულლმა გულის მასაჟმა გადაარჩინა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერების თქმით, კიბოს ვაქცინა, შესაძლოა, 2030 წლისთვის იყოს მზად

კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, გამოყენებისთვის, 2030 წლისთვის იყოს მზად, – ამის შესახებ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემქმნელმა, Pfizer/BioNTech-ის გუნდმა განაცხადა.
გერმანელი პროფესორების, უგურ შაჰინისა და ოზლემ ტურეჩის მტკიცებით, mRNA ტექნოლოგიის მათი გამოყენებამ პანდემიის დროს ვაქინის შექმნისას და მიღებულმა გამოცდილებამ ხელი შეუწყო მათ მუშაობას კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაზე.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი ვაქცინებისგან განსხვავებით, რომელსაც  ვირუსის დასუსტებული ფორმების გამოყენებით ქმნიან, mRNA ვაქცინის შექნისას იყენებენ მხოლოდ ვირუსის გენეტიკურ კოდს. mRNA ვაქცინა შეჰყავთ სხეულში, სადაც ის შედის უჯრედებში და „უბრძანებს“ მათ, შექმნან ანტიგენები, რომლებსაც შემდეგ იმუნური სისტემა ამოიცნობს და ამზადებს მას დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.
წყვილი მუშაობდა პიონერად კიბოს იმუნოთერაპიაზე, რომელიც მორგებულია ცალკეულ პაციენტებზე.
კითხვაზე, როდის შეიძლება ჰქონდეს კიბოს ვაქცინაზე წვდომა ბევრ პაციენტს მთელს მსოფლიოში, პროფესორმა შაჰინმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება მოხდეს “2030 წლამდე”.
”ის, რაც ჩვენ შევიმუშავეთ ათწლეულების განმავლობაში კიბოს ვაქცინის განვითარებისთვის, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებისთვის ზურგის ქარი აღმოჩნდა, ახლა კი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და მისი შემუშავების დროს მიღებული გამოცდილება კიბოს ვაქცინაზე ჩვენ მუშაობასწაადგება”, – განაცხადა ოზლემ ტურეჩმა.
„ჩვენ ვისწავლეთ ვაქცინების უკეთესად და სწრაფად წარმოება. ჩვენ გავიგეთ ადამიანთა დიდ რაოდენობაში, თუ როგორ რეაგირებს იმუნური სისტემა mRNA-ზე, ეს აუცილებლად დააჩქარებს კიბოს ვაქცინის შექმნას, გვაქვს მრავალი გარღვევა და გავაგრძელებთ მათზე მუშაობას“, – დასძინა მან.

წყარო : independent.co.uk

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ქალი, რომელსაც კიბოს ხუთი დიაგნოზი დაუსვეს და 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს, გადარჩა

ქალმა, რომელიც გადაურჩა კიბოს ხუთ დიაგნოზს, საკუთარ თავს იღბლიანი უწოდა. ამის შესახებ BBC News წერს.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა 57 წლის ნატალი იეტს-ბოლტონმა გადაიტანა 11 ოპერაცია, 30 ქიმიოთერაპიის და 55 რადიოთერაპიის კურსი. მკურნალობის ბოლო ეტაპის ხანგრძლივობა იყო ექვსი წელი. ექიმებმა მას სულ ახლახან აცნობეს, რომ მან მიაღწია სტაბილურ რემისიას.

იეთს-ბოლტონს პირველად ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი 22 წლის ასაკში დაუსვეს, როდესაც ის სტუდენტი იყო და მედდობას გეგმავდა. მიუხედავად რთული მკურნალობისა, ქალმა სწავლა არ მიატოვა და საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში მორიგედ მუშაობდა.

მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა ქალმა პირველად დაამარცხა ლიმფომა, კიბო კიდევ სამჯერ დაბრუნდა. ერთ-ერთი რეციდივის დროს იეიტს-ბოლტონს აღმოაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქირურგიულად მოაშორეს.

„ნამდვილად იღბლიანი ვარ, რადგან მყავს ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ჩემზე ნაკლებად იღბლიანები არიან. მათ არ ჰქონდათ დაავადების დაძლევის ის ხუთი შანსი, რაც მე მქონდა “, – განუცხადა იეტს-ბოლტონმა BBC News-ს.

ახლა ქალი მისდევს აქტიურ ცხოვრების წესს, ატარებს დროს შვილებთან და შვილიშვილებთან და ასევე მისდევს სპორტს. მან უკვე გაირბინა ექვსი მარათონი, სამი ულტრამარათონი და მონაწილეობა მიიღო სამ ტრიატლონში.

წყარო: მკურნალი.გე

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

სენსაციური მიღწევა მედიცინაში – ექიმებმა ბოლომდე განკურნეს კიბოთი და შიდსით მომაკვდავი ადამიანი

თანამედროვე მედიცინამ კიდევ ერთხელ მოახდინა სასწაული: ექიმებმა ცოტა ხნის წინ შეძლეს სრულად განეკურნათ ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში იტანჯებოდა კიბოთი და შიდსით. ჩვეულებრივ, ამ საშინელი სიმპტომებიდან ერთიც კი კლავს პაციენტს.

კალიფორნელმა პოლ ედმონდსმა, მოახერხა ორივე დაავადების ერთდროულად დამარცხება და ეს ყველაფერი ჯანმრთელი დონორის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის წყალობით, ერთი ძალიან იშვიათი მუტაციით. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ეს არის სენსაციური მიღწევა მედიცინის სფეროში, ამიტომ ექიმებმა, რომლებიც მკურნალობდნენ მამაკაცს, ამ საოცარი შემთხვევის შესახებ ყველა დეტალი გაამხილეს. ეს ამბავი გვაძლევს იმედს, რომ მომავალში ჩვენი დროის საშინელი დაავადებები დამარცხდება და აღარ წარმოადგენს ასეთ დიდ საფრთხეს.
მამაკაცი ერთდროულად ორი სასიკვდილო დაავადებისგან განიკურნა ჰემატოპოეზური უჯრედების ტრანსპლანტაციის გამოყენებით. მარტივად რომ ვთქვათ, ექიმებმა მას ჯანმრთელი ადამიანის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს.
ეს ოპერაცია ჩვეულებრივ ტარდება როგორც მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ლეიკემიის, მიელომის და ლიმფომის მკურნალობის ბოლო ეტაპი. პირველი, პაციენტის ძვლის ტვინში სისხლის წარმომქმნელი ღეროვანი უჯრედები განადგურდა ქიმიოთერაპიით. შემდეგ დონორის ჯანსაღი ღეროვანი უჯრედები შეიყვანეს ძვლის ტვინში. ამრიგად, პოლ ედმონსის სხეულმა დაიწყო ჯანსაღი სისხლის უჯრედების გამომუშავება და მისი კიბო განიკურნა.

ამავდროულად, ქირურგიულმა ოპერაციამ იგი მთლიანად გაათავისუფლა აივ ინფექციისგან. ფაქტია, რომ ღეროვანი უჯრედების დონორს ჰქონდა CCR5 დელტა-3 გენეტიკური მუტაცია, რაც ადამიანებს აივ-ის მიმართ რეზისტენტულს ხდის. ის გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ში, ამიტომ პაციენტს ძალიან გაუმართლა. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი იყენებს CCR5 რეცეპტორს იმუნურ უჯრედებში შესასვლელად. მაგრამ CCR5 დელტა-3 მუტაციის თანდასწრებით, ეს გზა მისთვის იკეტება.
იმის შესამოწმებლად, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მამაკაცი რამდენიმე თვის განმავლობაში არ იღებდა აივ-ის აბებს. ამ ხნის განმავლობაში მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩა და სხეულში მომაკვდინებელი დაავადების კვალი არ დაფიქსირებულა. ეს შემთხვევა ადასტურებს, რომ მედიცინა გაჩერებული არ არის და მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში იმედს აძლევს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 90
Page 1 of 90