close
ს საინტერესოავლევები

BBC – ნუ მისცემთ ბავშვებს მობილურ ტელეფონს ჭამის დროს!

ncnv

ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიცრები მშობლებს მოუწოდებენ არ მისცენ ბავშვებს მობილური ტელეფონები სადილობისა და ძილის დროს.

ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მედიკოსები რამდენიმე რეკომენდაციას იძლევიან:

-ნუ გამოიყენებთ ტელეფონებსა და სხვა მობილურ მოწყობილობებს სადილის დროს – ბავშვის განვითარებისთვის ოჯახთან ერთად სადილობა და საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია

– ნუ ჩართავთ ეკრანს საძინებელში ძილის დროს

-ესაუბრეთ ბავშვებს ინტერნეტ უსაფრთხოებისა და კიბერ ბულინგის შესახებ და იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი ამ შემთხვევაში

-ნუ მისცემთ ბავშვებს უფლებას ისარგებლონ მობილური ტელეფონით გზაზე გადასვლისას

-სულ მცირე ყოველ 2 საათში ერთხელ ბავშვი ეკრანს უნდა მოშორდეს, ადგეს და ფიზიკური აქტივობა განახორციელოს

-მშობლებმა შვილებს დრო უნდა დაუთმონ და მხოლოდ გაზიარებული ფოტოების მიხედვით არ უნდა ჩათვალონ, რომ მათი შვილები ბედნიერები არიან.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა რეკომენდაციები მას შემდეგ გამოსცეს რაც ბრიტანელმა თინეიჯერმა გოგონამ, მოლი რასელმა, თვითმკვლელობა ჩაიდინა, მამამისმა კი შვილის მკვლელობაში „Facebook“-ი დაადანაშაულა. ინგლისის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ სოციალური ქსელების კონტენტი ბევრ მოზარდზე ახდენს უარყოფით ზეგავლენას, თუმცა ამ თვითმკვლელობასა და „Facebook“-ს შორის კავშირი ჯერ-ჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

ინგლისის ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰანკოკი უახლოეს მომავალში Instagram-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს, რათა მოზარდები ისეთი კონტენტისგან დაიცვან, რამაც მათში შესაძლოა თვითდაზიანებისა და სუიციდის სურვილი აღძრას.

BBC

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!