close
ექნოლოგიები

„Amazon-ი“ ხელოვნური ინტელექტის კვლევის ცენტრს ხსნის

ამაზონი ხელოვნური ინტელექტი

კომპანია „Amazon-ი” გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ ტუბინგენში ხელოვნური ინტელექტის კვლევის ახალ ცენტრს გახსნის, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 100 სამუშაო ადგილს შექმნის.

კომპანია უერთდება BMW-ს, Bosch-ს, Daimler-ს, Facebook-სა და Porsche-ს, რომლებიც მხარს უჭერენ გერმანულ ინიციატივას. ეს ინიციატივა ორიენტირებულია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა რობოტოტექნიკა, მანქანათმცოდნეობა და კომპიუტერული ხედვა.

კვლევითი ცენტრი განთავსდება მაქს პლანკის ინტელექტუალური სისტემების  ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მას ორი ცნობილი ექსპერტი  – პროფესორები ბერნარდ სქულკოფი და მაიკლ ბლექი უხელმძღვანელებენ.

სქულკოფი იმ ტექნოლოგიის თანაავტორია, რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერებს მიზეზობრიობა დაადგინოს. ბლექი კი კომპიუტერული ხედვის სპეციალისტია. მან Body Labs-ი დააფუძნა. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც „Amazon-მა“ შეიძინა და რომელმაც ხელოვნური ინტელექტი (AI ) შეიმუშავა იმ მიზნით, რომ ადამიანის სამგანზომილებიანი სხეულის მოძრაობა და ფორმა გაეანალიზებინათ.

მიზეზების გაცნობიერებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ ავტომატური გადაწყვეტილებების საპასუხოდ მომხმარებლის ქცევა შეაფასონ. ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას ონლაინძიების შედეგების შესასრულებლად მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.

Amazon- ის განცხადებით, ის Germany’s Cyber Valley-ის ერთობლივი კვლევებისთვის 1, 5 მილიონ აშშ დოლარით, ხოლო ინდივიდუალური კვლევისთვის 500 ათას აშშ დოლარით დააფინანსებს.

 

წყარო:  http://www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2