close
AMGიზნესი

Amazon-ი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს

amazon final

მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი Amazon.com-ი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით მომხმარებელს სპეციალურ აქციას სთავაზობს, რომელიც ნებისმიერი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
ამ ნაბიჯით კომპანიას სურს, ისეთ კონკურენტებს, როგორიც  Walmart-ი და Target Corp-ია, მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიოს.
აღნიშნული აქცია, სავარაუდოდ, Amazon-ის გაყიდვებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ შარშან კომპანიამ უფასო ტრანსპორტირებისთვის საჭირო მინიმალური შენაძენის ღირებულება 35-დან 25 პროცენტამდე შეამცირა.
აქცია 5 ნოემბერს დაიწყება და 5-8 დღეს გაგრძელდება.
სტატისტიკის თანახმად, ამერიკული ოჯახების ნახევარზე მეტი Amazon-ის ე.წ. პრაიმ მომხმარებელია.  „პრაიმი“ ამაზონის ბიზნესის ქვაკუთხედად რჩება, მისი ღირებულება წელიწადში 119 დოლარია და იმავე დღეს ტრანსპორტირებასა და ვიდეო სტრიმინგს ითვალისწინებს.
გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს მცირე ღირებულების საქონლის უფასო ტრანსპორტირება კომპანია Amazon-ის მოგებაზე რომელიც გასულ თვეს საგრძნობლად გაუმჯობესდა.

წყარო  : Reuters.com

მასალა მომზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2