Doctrina

Switch to desktop Register Login

დიაბეტის წამალი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

Metformin2University College London-is მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება, სიბერის დადგომის შეჩერება შეუძლია. საცდელ ორგანიზმებზე (C. elegans) ჩატარებული ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პრეპარატის – მეტფორმინის – შეყვანის შედეგად მატლების (C. elegans) სიცოცხლე 6 დღით ხანგრძლივდება. ეს ამ მატლის სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით ერთი მესამედია.


მეტფორმინი თანამედროვე სამკურნალო საშუალებაა, რომელიც გამოიყენება II ტიპის შაქრის დიაბეტის სამკურნალოდ. ეს პრეპარატი არ იწვევს წონის მატებას, ამიტომ მას განსაკუთრებით ხშირად ჭარბი წონის მქონე პირებს უნიშნავენ.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მეტფორმინი ცვლის C. elegans მატლში მცხოვრები ბაქტერიების ნივთიერებათა ცვლას. ეს ცვლილებები, თავის მხრივ, ზღუდავს საკვებ ნივთიერებათა შეწოვას, რაც დიეტის ეფექტს ქმნის; ეს დიეტა კი მატლის სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
ნაწლავებში მცხოვრები ბაქტერიები პატრონის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ხელს უწყობენ საჭმლიდან საკვებ ნივთიერებათა გამოყოფას. ბაქტერიების მუშაობის დარღვევა ასევე კავშირშია მთელ რიგ ისე მეტაბოლურ დაავადებებთან, როგორიცაა ჭარბი წონა, შაქრის დიაბეტი, ნაწლავების ანთება და სხვ. გარდა ამისა, უკვე ცხადი გახდა, რომ ნაწლავების ბაქტერიები ზეგავლენას ახდენენ სიბერის პროცესზე.
მეცნიერებმა გამოიყენეს ნაწლავური ჩხირის განსაკუთრებული შტამები. კერძოდ, ამ შტამების მეტაბოლიზმთან დაკავშირებულ გენებს გარკვეული დეფექტები ჰქონდა. მკვლევარები ცვლიდნენ საკვებ ნივთიერებათა დონეს, რათა გაერკვიათ, კონკრეტულად რომელი მეტაბოლური არხი რეაგირებს ამა თუ იმ პრეპარატზე. აღმოჩნდა, რომ მეტფორმინით მკურნალობის შედეგად ირღვევა ბაქტერიების მიერ ფოლიუმმჟავას, B-ტიპის ვიტამინებისა და ცილის ერთ-ერთი კომპონენტის, მეთიონინის, შეწოვების უნარი. ეს ზღუდავს მატლის ორგანიზმის მიერ საკვებ ნივთიერებათა ათვისებას, რისი წყალობითაც დიეტის ეფექტი იქმნება, რაც, თავის მხრივ, მატლის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. საინტერესოა, რომ C. elegans მატლის რაციონში შაქრის ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში მეტფორმინი რაიმე დადებით ეფექტს არ იძლევა.
ჯერ-ჯერობით მეცნიერებს უჭირთ იმის თქმა, ახდენს თუ არა მეტფორმინი რაიმე გავლენას ადამიანის დაბერების პროცესზე. თუმცა, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ნაწლავურ ბაქტერიებზე ზემოქმედ პრეპარატს შეუძლია არა მარტო ჭარბი წონისა და დიაბეტის განკურნვა, არამედ სიცოცხლის გახანგრძლივებაც. კვლევა ამ დარგში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.

დატოვე შეტყობინება

Make sure you enter the (*) required information where indicated.Basic HTML code is allowed.