close
სოფლიო

29 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან – 30 წამში დანგრეული ქალაქი

სპიტაკის მიწისძრა

ზუსტად 29 წლის წინ,  1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე, სომხეთში დამანგრეველი მიწისძვრა მიწისძვრა მოხდა  – 30 წამში ქალაქი სპიტაკი ,,აღიგავა პირისაგან მიწისა”.

მიწისძვრის ძალამ 10 ბალს მიაღწია (12-ბალიანი შკალის მიხედვით), თუმცა, მარტო სპიტაკი არ აღმოჩნდა კატასტროფულ მდგომარეობაში – სულ სტიქიისგან 21 ქალაქი დაზარალდა, ასევე 350 სოფელი (რომელთაგან 58 სრულიად დაინგრა).
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად დიდი იყო, რომ თბილისშიც კი იგრძნობოდა.

სპეციალისტების თქმით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ეკვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. ტალღამ, რომელიც მიწისძვრამ გამოიწვია, დედამიწას შემოუარა და ის დაარეგისტრირეს ევროპის, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის მეცნიერთა ლაბორატორიებმა.

 ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 140 ათასი დასახიჩრდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2