close
ახალი ადამიანი

2017 წელი, სამეცნიერო თვალსაზრისით, მნიშვნელოვან წლად შეიძლება მივიჩნიოთ.

გამოცემა BBC-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც რამდენიმე საინტერესო მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული:

ვარსკვლავების შეჯახება:

2017 წელს მეცნიერებმა აინშტაინის გრავიტაციული ტალღები ახალი წყაროდან – ორი მკვდარი ვარსკვლავის, ანუ ნეიტრონის ვარსკვლავების შეჯახებისგან აღმოაჩინეს. ამ ტალღების პირველი პირდაპირი აღმოჩენის შესახებ მეცნიერებმა 2016 წელს განაცხადეს, როდესაც Advanced LIGO ლაბორატორიებმა აღნიშნეს, რომ კოსმოსი ორი შორეული შავი ხვრელის შერწყმისგან წარმოიქმნა. მეცნიერების განცხადებით, დრო სივრცის რხევების აღმოჩენით თანამედროვე ასტრონომიაში ახალი ერა დაიწყო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტელესკოპებმა გადაიღეს ნეიტრონის ვარსკვლავის შერწყმის დეტალები. აფეთქება მოხდა გალაქტიკაში, რომელიც დაახლოებით, ათასობით მილიარდი, მილიარდი კილომეტრის დაშორებით ე.წ. Constellation Hydra-ში მოხდა. ამ კატაკლიზმური მოვლენების შესახებ ზოგიერთი ფაქტი შემაძრწუნებელია. მაგალითად, ნეიტრონის ვარსკვლავები იმდენად მკვრივია, რომ ერთი ჩაის კოვზი ერთ მილიარდ ტონას აიწონის. გუნდმა შეძლო იმის დადასტურება, რომ ეს შეჯახებები სამყაროში არსებული ოქროსა და პლატინის წარმოქმნას განაპირობებს.

კასინის მისიის დასასრული

 

კასინის კოსმოსური ხომალდი 2004 წელს სატურნ სისტემაში ჩავიდა. ის 13 წლის მანძილზე ფუნქციონირებდა შეცვალა ჩვენი გაგება პლანეტისა და მისი მთვარეების შესახებ. მან აღმოაჩინა გეიზერები, მეთანის ტბები და ზღვები სატურნის უდიდეს მთავრე ტიტანზე და დააფიქსირა, თ როგორ შემოუარა პლანეტას გიგანტურმა შტორმმა.

საწვავის მარაგის ამოწურვის გამო ნასამ მისი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო სატურნის ატმოსფეროში შესვლის გზით. ორბიტიდან გადასვლა ნასამ განზრახ დაგეგმა და ეს აუცილებელი გახდა იმიტომ, რომ გამოერიცხა კასინის შეჯახების რისკი სატურნის რომელიმე მთვარესთან, რადგან ამ შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარიყო მათი დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით. 2017 წლის 15 სექტემბერს, ხომალდი სატურნის ატმოსფეროში შევიდა, სადაც ის კომეტასავით დაიწვა.

ამერიკის უარი პარიზის შეთანხმებას

პირველ ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ,,ვარდების ბაღში” პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამერიკა პარიზში ხელმოწერილ კლიმატის შეთანხმებას ემიჯნებოდა.

,,იმის გამო, რომ შევასრულო ჩემი ვალდებულება და დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, ამერიკა ემიჯნება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას…თუმცა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, შევუერთდეთ პარიზის, ან სრულიად ახალ შეთანხმებას ისეთი პირობებით, რომელიც სამართლიანი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის, ” – განაცხადა ტრამპმა.

მრავალრიცხოვანი დედამიწები

3,500 პლანეტებისგან, რომლებიც ამჟამად ჩვენი მზის სისტემის მიღმა მდებარეობს, ზოგი საკმაოდ უცნაურია. არსებობს J1407b, შორეული სამყარო რგოლებით, რომლებიც 200-ჯერ უფრო დიდია ვიდრე ის რგოლები, რომლებიც პლანეტა სატურნს აკრავს გარს.

მაგრამ წელს, ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტარული სისტემა შვიდი დედამიწის ზომის პლანეტით. უფრო მეტიც, ეს სამყაროები, როგორც ჩანს, ჩაკეტილი არიან უცნაურ ,,რეზონანსში”, რადგან ისინი მათი მასპინძელი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ პლანეტებისგან სამი საცხოვრებლად ვარგის ზონაში მდებარეობს, სადაც წყალს ზედაპირზე თხევად მდგომარეობაში შენარჩუნება შეუძლია. სადაც წყალია, იქ სიცოცხლის შანსიც არსებობს.

ახლო ნათესავი

ივლისში მკვლევარებმა გამოავლინეს ხუთი უძველესი ადამიანის ნამარხი, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში არიან აღმოჩენილები. მათი საშუალებით დადგინდა, რომ ჩვენი სახეობა – Homo sapiens –  წარმოიშვა 100,000 წლით ადრე, ვიდრე აქმდე იყო აღიარებული. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის “აკვანი” აღმოსავლეთ აფრიკაში არ ყოფილა და რომ ჩვენი წინაპარი მთელს კონტინენტზე ვითარდებოდა.

წლის კიდევ უფრო დიდი მოვლენა გახლდათ მეცნიერების აღმოჩენა იმის შესახებ, რომ 2015 წელს აღმოჩენილი 15  ჩონჩხის ნაშთები, რომელიც ჰომო ნალედის სახეობის ადამიანებს ეკუთვნოდა, 200, 000- 300,000 წლის იყო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰომო ნალედი არა თანამედროვე ადამიანის შორეული წინაპარი იყო, არამედ ჩვენივე სახეობის – ჰომო საპიენსის  ადრეული წარმომადგენლები გახდნენ.

გიგანტური აისბერგი

2017 წლის ივლისში ანტარქტიდის Larsen C-ის ყინულის შელფს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა.

მკვლევართა შეფასებით, გიგანტური აისბერგის ფართობი 6,000 კვ კმ- ია – დაახლოებით, უელსის ზომის მეოთხედი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ Larsen C-ს ყინულის ხანის დასასრულიდან, დაახლოებით 11,700 წლის წინა პერიოდიდან, ასეთი მცირე მოცულობა არასდროს ჰქონია. არაერთი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის გასარკვევად, თუ როგორ რეაგირებს შელფი კლიმატის ცვლილებებზე.

წყარო: http://www.bbc.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

error: Content is protected !!