close
ანათლებააქართველო

200-მდე ახალგაზრდა „თიბისისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს

xazaradze

„თიბისი“ 2019 წელს ახალი პროექტით იწყებს, მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად, შეირჩა „თიბისის“ ბენეფიციარი 200-მდე ბავშვი.

ამასთან, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. კერძოდ, ჭუბერს, გორის წნორს, წეროვანს, თბილისს, ლექოკს, ბარისახოს, უწერას, არახვეთს, ქუთაისს, კარალეთს, ზუგდიდს, ბათუმს, ხონს, ამბროლაურს, სენაკს, პატარძეულსა და სხვას.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“, – განაცხადა „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება „თიბისი გალერეაში გაიმართა“, რომელზეც საზოგადოების წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები წარდგნენ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2