close
ედიცინასოფლიოაქართველო

საქართველო ჯანმო-ს იმ ქვეყნების ათეულში მოხვდა, სადაც წითელას საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა

2-139

ევროპაში 2017 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში წითელას შემთხვევები გასამმაგდა და 82,596-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

 

ორგანიზაციის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი უმჯობესდება, მოსახლეობის ვაქცინით დაფარვის არეალი ბევრ ქვეყანაში საკმარისი არ არის.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ 10 ქვეყნის სიას აქვეყნებს, რომლებზეც 2018 წელს ევროპაში დაფიქსირებული წითელას შემთხვევების 90% მოდის. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია უკრაინაში.

  • უკრაინა (53,218)
  • სერბეტი (5,076)
  • ისრაელი (2,919)
  • საფრანგეთი (2,913)
  • იტალია (2,517)
  • რუსეთი (2,256)
  • საქართველო (2,203)
  • საბერძნეთი (2,193)
  • ალბანეთი (1,466)

რაც შეეხება სიკვდლიანობის მაჩვენებელს, წითელამ ევროპაში 2018 წელს 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რაც ასევე გაზრდილი მაჩვენებელია 2017 წელთან შედარებით, როცა გარდაცლილთა რაოდენობა 42 იყო.

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა. ვრცელდება სწრაფად. გადადის ჰაეროვანი გზით და/ან დაავადებულთან უშუალო კონტაქტით. ნებისმიერიადამიანი, რომელსაცწითელასვირუსითინფიცირებულთანკონტაქტიქონდადაარაქვსიმუნიტეტი – არგადაუტანიადაავადებაანარარისაცრილი, 90% ალბათობითდაავადდება.

რა მდგომარეობაა წელს საქართველოში? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 11 თებერვალს განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან დღემდე, საქართველოში წითელას 1370 შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე თქმით, წითელას აცრა დამატებით 65000-მა პირმა ჩაიტარა.

“წითელასთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური შემაკავებელი ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით სტაბილიზაციის ელემენტები გვაქვს, მაგრამ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში როგორც გეგმიურ (ბავშვთა ასაკის), ისე 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასევე უფასოა 41 წელს ზევით მოსახლეობისათვის, თუ ისინი იყვნენ კონტაქტში წითელათი დაავადებულთან.

BBC

ncdc.ge

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!