close
ს საინტერესოააქართველოოფლის მეურნეობაექნოლოგიები

15 წლის თვითნასწავლი პროგრამისტი იმერეთიდან, რომელმაც სოციალურ ჰოსტელს ვებგვერდი უფასოდ დაუმზადა

გიორგი ქოჩიაშვილი

გიორგი ქოჩიაშვილი იმერეთის სოფელ წყალფორეთიდანაა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ  15 წლისაა, უკვე სამ პროფესიას ფლობს, გიორგი საზოგადოება საქართველოს ბანკის ფონდის „სიცოცხლის ხე“ ფარგლებში გაიცნო, რომლის მეშვეობითაც მან სოციალურ ჰოსტელს ვებგვერდი უფასოდ შესთავაზა. გიორგი თვითნასწავლი პროგრამისტია და სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, მაინც შეძლო საკუთარი მიზნის განხორციელება.

-გიორგი, როდის დაინტერესდი პროგრამირებით და რამდენად რთული იყო შენთვის ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გაცნობა და ათვისება?

-პროგრამირებით სერიოზულად ოთხი წლის წინ დავინტერესდი, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ტექნოლოგიები და უკვე მე-7 კლასში, ინტერნეტის მეშვეობით, ჩემით ვსწავლობდი საიტების აწყობას, მაგრამ მაშინ ჩემთვის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იყო რომ სკოლის დამთავრებამდე შევძლებდი პროგრამირების უფრო საფუძვლიანად შესწავლას, საკმაოდ რთული იყო ამ პროცესის სასკოლო განრიგთან შეთავსებაც, საქმეს ჩემი ტერიტორიული მდებარეობაც ართულებდა, მაგრამ ალბათ მთავარია მონდომება და წვდომით ინოვაციურ სივრცესთან, რაც დღევანდელ დღეს, არაჩვეულებრივ შანსს აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას. ამჟამად კი, უკვე თბილისში გადავედი საცხოვრებლად და „ჯეოლაბში“  გავლილი სტაჟირებისა და Back-endპროგრამირების კურსის გავლის შემდეგ, მივიჩნევ, რომ ჩემი ცოდნა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახდა.

– საქართველოს ბანკის ფონდის – „სიცოცხლის ისმიერ დაფინანსებულ სოციალურ ჰოსტელს უფასოდ დაუმზადე ვებგვერდი, მოგვიყევი, ამ პროცესის შესახებ.

-ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოსთვის საიტის გაკეთება, რადგან, უპირველეს ყოვლისა,   ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო და, ამავდროულად, ამით შევძელი მცირე დახმარება გამეწია ამ საწარმოსთვისაც,  მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული საიტი ჩემთვის პირველია და მის შექმნას ორი კვირა მოვანდომე.

-როგორც ვიცი, პროგრამირების გარდა, ასევე მეფუტკრისა და დურგლის პროფესიასაც ფლობ, რატომ დაინტერესდი თითოეული მათგანით და რას გვეტყვი სამომავლო გეგმების შესახებ?

-დურგლობით იმიტომ დავინტერსდი, რომ ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი რაიმე ღირებულს, ხოლო მეფუტკრეობას რაც შეეხება, უკვე ექვსი წელია, რაც  ოჯახში გვაქვს ფუტკრის მეურნეობა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო საქმეა. თავდაპირველად, მამაჩემს ვეხმარებოდი მეურნეობის მართვაში, მოგვიანებით კი, მეთვითონაც შევისწავლე მეფუტკრეობა  და დღეს უკვე 50 ძირი ფუტკარი მყავს. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, პროგრამირებას უკავშირდება, უპირველეს ყოვლისა,  მინდა  უნივერსიტეტში ჩავაბარო და შევძლო უცხოეთში სასწავლებლად გამგზავრება, რისი დიდი სურვილიც მაქვს.

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2