close
ასტრონომია - კოსმოსი

ჩინეთი მთვარის “ბნელი მხარის” ფოტოს აქვეყნებს

Chang’e-4-მა, რომელიც ჩინეთმა მთვარის ე.წ. ბნელი მხარის შესასწავლად კოსმოსში გაგზავნა, დედამიწაზე მთვარის ამ ნაწილის ყველაზე ახლო ფოტო გამოაგზავნა, რაც კი აქამდე გადაუღიათ, – ამის შესაებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია ავრცელებს.

სააგენტოს განცახდებით, Chang’e-4-ის მთვარის ბნელ მხარეზე დაჯდომით “კაცობრიობის მიერ მთვარის შესწავლის ისტორიაში ახალი თავი დაიწერა.”

Chang’e-4-ის მისია ასტრომონიული დაკვირვება, მთვარის ტერიტრიის, რელიეფის და მინერაური შემადგენლობის შესწავლა,  ნეიტრონული გამოსხივებისა და  ნეიტრონული ატომების გაზომვაა.

Chang’e-4-ი კოსმოსური ხომალდისა და როვერისაგან შედგება. ჩინეთის სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო Xinhua იუწყება, რომ პეკინში მდებარე საკონტროლო ცენტრი გადაწყვეტს, თუ როდის უნდა მოხდეს კოსმოსური ხომალდისა და როვერის ერთმანეთისგან განცალკავება.

აღსანიშნავია, რომ Chang’e-4-ის მთვარის ბნელ მხარეზე დაჯდომა ჩინეთის იმ გეგმის უმნიშვნეელვანესი ნაწილია, რომლის მიზანია 2030 წლისთვის ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კოსმოსურ ძალად იქცეს მსოფიოში და ამ კუთხით ტოლი არ დაუდოს ისეთ დომინანტ სახელმწიფოებს , როგორიცაა რუსეთი და აშშ.

Reuters

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0