close
ეს საინტერესოა

რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კარანტინის ან თვითიზოლაციისთვის

კორონავირუსის გამო საქართველოში კარანტინსა და თვითიზოლაციაში ასობით ადამიანი იმყოფება. ხელისუფლება და მედიკოსები საზოგადოებას თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რა უნდა გავითვალისწინთ და მოვიმარაგოთ წინასწარ იმ შემთხვევისთვის, თუ 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოგვიწევს?

საკვები :

მნიშვნელოვანია, მოვიმარაგოთ, არამალფუჭებადი საკვები. ამერიკის წითელი ჯვრის საზოგადოება მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, მოიმარაგონ დეჰიდრირებული პროდუქტი :

კონსერვირებული საკვები, ბოსტნეული, ხილი;
ბურღულეული, მარცვლეული, საწებლები;
წასახემსებელი საკვები, ჩიფსები, კრეკერები, თხილეული;
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ჩვილები და შინაური ცხოველები გყავთ, მოიმარაგეთ მათთვის განკუთვილი სპეციალური საკვებიც.

სასმელი :

თუკი ონკანის წყალს არ მიირთმევთ, მოიმარაგეთ 2 კვირის საკმარისი წყალი და სხვა სასმელი. კარგი იქნება, თუ წყლის ფილტრებსა და წყლის ბაქტერია-პარაზიტებისგან გასასუფთავებელ ტაბლეტებსაც მოიმარაგებთ.

ჰიგიენა:

თვითიზოლაციისა და კარანტინის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ნორმების დაცვას. რეგულარულად და გულდასმით დაიბანეთ ხელები, გახსოვდეთ, ეს კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. საპონი და წყალი და ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები კორონავირუსს კლავს.

გირჩევთ, მოიმარაგოთ ჰიგიენის შემდეგი საშუალებები:

ანტიბაქტერიული საპონი
ხელის სადეზინფექციო საშუალებები ალკოჰოლის მაღალი შემცველობით
ტუალეტის ქაღალდი
ხელსახოცი
სველი სალფეთქი
სარეცხი საშუალებები
ჭუჭლის ჟელე.

მედიკამენტები

გირჩევთ, შინ იქონიოთ თერმომეტრი, სიცხის დამწევი საშუალება, ტკივილგამაყუჩებელი, ხველის საწინააღმდეგო მედიკაეტი, ანტიჰისტამინი, დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები, პირველადი დახმარების სამედიცინო ჩანთა თავისი ნაკრებით.

რეკომენდაციები ინფიცირების თავიდან ასაცილებლად :

თავი არიდეთ რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს; ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პირდპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; თავი არიდეთ ქუჩაში ცხოველებთან დაუცველ კონტაქტს; იმ შემთხვევაში, თუ რესპირატორული ინფექცია გაქვთ, დაიცავით ხველის ეტიკეტი, გამოიყენეთ ნიღაბი, დაუკავშირდით ექიმს და უამბეთ მოგზაურობის ისტორია.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაინფიცირდით :
გაითვალისწინეთ, რომ კორონავირუსი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. თუკი თავს შეუძლოდ იგრძნობთ, არ არის აუცილებელი მაშინვე ექიმთან გაეშუროთ, თავდაპირველად დაუკავშირდით ექიმს ტელეფონის საშუალებით და მიიღეთ საჭირო რჩევა.
მოახდინეთ თვითიზოლაცია, დაიძინეთ ცალკე ოთახში, გამოიყენეთ ისეთი ჭურჭელი რომლითაც ოჯახის სხვა წევრები არ ისარგებლებენ, ატარეთ სამედიცინო ნიღაბი, კარის სახელურები, შუქის ჩამრთველ-ამომრთველი, უნიტაზის და სხვა ზედაპირები ყველდღიურად სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეთ.

წყარო: oregonlive.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0