close
ს საინტერესოა

ჰააგაში ტროტუარზე ქართული ანდაზა ამოტვიფრეს

andaza

“ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო“ – ეს ქართული ანდაზა ჰააგის ერთ-ერთ უბანში, ახლად გახსნილი გზის ტროტუარზე ამოტვიფრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად, ქართული ანდაზა ჰააგის უბანს დაამშვენებს“.

„ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორმა ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადემ 33 ენაზე  წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგახსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში – ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის. ასე მოხვდა ქართული ანდაზა ჰააგის ცენტრალურ უბანში. ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ, პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს“, – აცნობეს Imedinews-ს საგარეო უწყებიდან.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2