close
ედიცინა

ჯანმო : წითელა დაბრუნდა; მიზეზი – სამარცხვინოა

shutterstock_550598923

გასულ წელს წითელას შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 30 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აშშ-ს დაავადებისა და კონტროლის ცენტრი იუწყება.

ექსპერტები აღნიშნულის შესახებ პროგნოზს რამდენიმე წელია აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ორი დოზის გაკეთების შემდეგ წითელას პრევენცია ხდება, ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებლის 95 პროცენტამდე გაზრდაა საჭირო. ამისდა მიუხედავად, უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 85 პროცენტს ვერ გასცდა.

2017 წლის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ წითელას შემთხვევებმა იმატა ამერიკაში, ევროპაში და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. ერთადერთი, სადაც დაავადების შემთხვევებმა იკლო, დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონია.

1963 წლამდე წითელას ვაქცინა არ არსებობდა. მსოფლიოში დაავადების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობდა და დაღუპულთა რიცხვი ყოველწლიურად 2,6 მილიონს აღწევდა.

ვაქცინის შექმნის შემდეგ კი დაავადების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. იმუნიზაციის შედეგადწელიწადში დაახლოებით 21 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა გახდა შესაძლებელი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი ვაქცინის შემოსვლიდან 17 წელში 80 პროცენტით შემცირდა.

თუმცა რამდენიმე წლიანი პროგრესის შემდეგ დაფინანსების სიმცირისა და დეზინფორმაციის გამო საქმე უარესობისკენ წავიდა. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც წითელას შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა ან თითქმის აღმოიფხვრა, ბოლო წლების განმალობაში დაავადების ზრდა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს წითელას ვაქცინაცია მსოფლიოს მასშტაბით 20.8 მილიონ ჩვილს არ ჩაუტარდა.  ჭორებმა, არასწორმა შეხედულებებმა და მითებმა ვაქცინის შესახებ ხელი შეუწყო ბოლო პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპაში, სადაც იმუნიზაციით მოცვის მაჩვენებელი ზოგიერთ ტერიტორიაზე 70 პროცენტზე ნაკლებია.

რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულიც ცენტრის მონაცემებით, იმუნიზაციით მოცვა  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მაინც ვერ აღწევს 95%-იან სამიზნე მაჩვენებელს. 2017 წელს  წწყ ვაქცინის პირველი დოზით  (12-24 თვის ასაკის ბავშვები) მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა  95%, ვაქცინის მეორე დოზით მოცვამ (5-6 წლის ასაკის ბავშვები) კი შეადგინა 90%. განსაკუთრებით ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანადო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში და ქუთაისში.

ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის აგვისტოდან ისევ დაიწყო ეპიდაფეთქებები, ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარაში. სულ 2017 წელს გამოვლინდა წითელას 96 შემთხვევა. 2018 წლიდან კი შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე 1300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. დაფიქსირდა გარდაცვალების ორი შემთხვევა.

ქვეყანაში ჩატარებულმა უახლოესმა  კვლევამ   აჩვენა, რომ 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს  და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას  მიმართ, სწორედ ამ ასაკში ავადდებიან წითელათი ყველაზე ხშირად და ამით საფრთხეს  უქმნიან როგორც საკუთარ,  ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასვე უფასოა აცრა წითელათი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი ნებისმიერი ასაკის პირისათვის.

www.sciencealert.com

www.ncdc.ge

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2