close
ვლევებიედიცინა

ძუძუთი კვება საშვილოსნოს კიბოს რისკს ამცირებს

ძუძუთი კვება

ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ქალები, რომლებიც ჩვილებს რეკომენდირებული ექვსი თვის მანძილზე კვებავდნენ ძუძუთი, ენდომეტრიუმის კიბოს  განვითარების ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ბოლო პერიოდში ჩატარებული 17 კვლევის ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ის ქალებს, რომლებიც შვილებს ძუძუთი კვებავდნენ, ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების 11 პროცენტით ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე მათ  ვისაც შვილი, ან შვილები, ჰყავდათ, მაგრამ მათ ძუძუთი არ კვებავდნენ.

ლოგიკურია, რომ ის დედები, რომლებიც უფრო ხანგრძლივად კვებავდნენ ჩვილებს ძუძუთი, კიდევ უფრო ნაკლები რისკის ქვეშ არიან, თუმცა განსხვავება არცთუ ისე მნიშვნელოვანია, აცხადებებენ კვლევის ავტორები.

„საშვილოსნოს კიბო უფრო და უფრო გავრცელებული დაავადება ხდება და ჩვემ მას უნდა შევეწინააღმდეგოთ,“ – აცხადებს კვლევის წამყვანი ავტორი, ავსტრალიის Berghofer Medical Research Institute- ის მეცნიერი – სიუზან ჯორდანი.

ენდომეტრიუმის კიბო საშვილოსნოში ვითარდება. ენდომეტრიუმის კიბო ყალიბდება საშვილოსნოს ამომფენი გარსის(ენდომეტრიუმი) უჯრედებში. მას ზოგჯერ საშვლიოსნოს კიბოს უწოდებენ. საშვილოსნოში სხვა ტიპის სიმსივნეებიც ყალიბდება, მაგალითად, საშვილოსნოს სარკომა. თუმცა ენდომეტრიუმის კიბოსთან შედარებით ისინი იშვიათად გვხვდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალებს რეკომენდაციას აძლევს, დაბადებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ჩვილები ექსკლუზიურად ძუძუთი კვებონ, შემდეგ კი, სოლიდური საკვების დამატების დროსაც გააგრძელონ ძუძუთი კვება.

იმ კვლევების ფარგლებში, რომელთა ანალიზიც  მეცნიერებმა გააკეთეს, შვილიანი 26,000 ქალის მდგომარეობას დააკვირდნენ, კვებავდნენ თუ არა ისინი შვილს (შვილებს) ძუძუთი და რა ხნის მანძილზე. ამ 26,000 ქალიდან 9,000-ს ენდომეტრიუმის კიბო ჰქონდათ.

სხვა ფაქტორების აღრიცხვის შემდეგ, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ენდომეტრიუმის კიბოს რისკზე, მათ შორის ასაკი, რასა, განათლება, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, მენოპაუზის სტატუსი, ბოლო ორსულობიდან გასული დრო და სხეულის მასის ინდექსი (BMI), მკვლევარებმა ძუძუთი კვების დამცავი ეფექტი აღმოაჩინეს.

კვლევით საბოლოოდ არ დასტურდება, რომ ძუძუთი კვება ენდომეტრიუმის კიბოსგან იცავს, თუმცა ეს შესაძლებელია, ვინაიდან ამ ტიპის კიბოს განვითარება ესტეროგენისგან სტიმულირდება, რომლის გამოყოფა ძუძუთი კვების დროს წყდება.

მეცნიერები ასევე იკვლევენ ძუძუთი კვების ზეგავლენას საკვერცხის კიბოს განვითარების რისკზე. ისინი ასევე სხვა ფაქტორებსაც სწავლობენ, რომლებსაც ენდომეტრიუმის კიბოს განვითარებაზე შეუძლიათ გავლენის მოხდენა, მათ შორის სპეციფიკურ მედიკამენტებზე.

ეფექტი საკვერცხის კიბოს რისკზე. ისინი ასევე იკვლევენ სხვა ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ენდომეტრიუმის კიბოს, მათ შორის სპეციფიკურ მედიკამენტებზე.

 

წყარო: Reuters

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2