close
სტორია

ძველრომაული სიცრუის დეტექტორის ისტორია

La Bocca della Verita

თუკი ,,რომაული არდადეგები” გინახავთ, მაშინ აუცილებლად გაგახსენდებათ ,,სიმართლის პირი” (იტალიურად La Bocca della Verita) – მარმარილოს დისკო, ქალაქ რომის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელსაც იტალიის დედაქალაქში ჩასული ტურისტი აუცილებლად ესტუმრება ხოლმე და რომლის ნახვის მოლოდინში დამთვალიერებელთა უწყვეტი ჯაჭვი არ წყდება. ,,სიმართლის პირი” წარმოადგენს ძველრომაულ მარმარილოს დისკოს, რომელზეც რელიეფურად ადამიანის – წვერიანი მამაკაცის პირისახით – წარმართული ღვთაებაა გამოსახული.

დისკოს შესახებ არაერთ თქმულებას მოუღწევია დღემდე, თუმცა ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით, ის ერთგვარ სიცრუის დეტექტორს წარმოადგენდა, თუკი მატყუარა ადამიანი ხელს ჩაყოფდა ღვთაების გაღებულ პირში, იგი აუცილებლად დაიხურებოდა, ხოლო დისკოს  უკან ჩასაფრებული ჯალათი  ალესილი ხმლით მას სასტიკად დასჯიდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ღირსშესანიშნაობას სულხან-საბა ორბელიანიც ესტუმრა, როდესაც  დიპლომატიური მისიით იყო მივლინებული ევროპაში.

ვერსიის თანახმად,  მარმარილოზე გამოსახულია ღვთაება ოკეანოსი –  სამყაროს უდიდესი მდინარის სტიქია.

 

მასალა დაამუშავა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2

error: Content is protected !!