close
სტორია

ცოტა რამ საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციის შესახებ

ნაძვის ხე

 

ახალი წელი ნაძვის ხის გარეშე წარმოუდგენელია. ალბათ ბევრს გაგჩენიათ კითხვა, საიდან მოდის ეს ტრადიცია და რას უკავშირდება.

ბევრი მოსაზრებით, ტრადიცია XVI საუკუნიდან იღებს სათავეს –  მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურამ შეცვალა.

ზოგადად კი, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა.

ელექტროობამ მანათობელი გირლანდების შექმნის იდეა გააჩინა. ნათურები სანთლებზე გაცილებით მეტხანს ანათებდნენ და ვიზუალურადაც უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ. მართალია, თავდაპირველად, კამფეტებსა და გამხმარ ხილსაც ჰკიდებდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიქმნა შუშის და ფაიფურის ფიგურები. დიდი ხნის განმავლობაში, მართლმადიდებლური ეკლესია ნაძვის ხეს კრძალავდა.

1916 წელს, რუსეთში წმიდა სინოდმა ოფიციალურადაც კი აკრძალა ახალი წლის ღამეს მსგავსი დეკორაციის გამოყენება. მაგრამ მოგვიანებით ეს ლამაზი სიბოლიკა მსოფლიო საშობაო  ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2