close
ედიცინა

ჩინელმა მეცნიერებმა ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტული კლონირებული ხბოები შექმნეს

ხარები

ჩინელი მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ კლონირებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყი შექმნეს, რომლებიც ხარის ტიპის ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტულები არიან.

დაბადებული ოცი ხბოდან თერთმეტმა სამ თვეზე მეტხანს იცოცხლა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტუბერკულოზის რისკი ბევრ ქვეყანაშია, მათ შორის,  დიდი ბრიტანეთში, აზიასა და აფრიკაში.

ჩინელმა პირუტყვის გენეტიკური კოდის შესაცვლელად გენომის რედაქტირების ტექნოლოგია გამოიყენეს. ისინი აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობაში ეს ტექნოლოგია  ფართოდ უნდა გამოიყენონ.

მეცნიერთა აღნიშნულმა გუნდმა ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული გენი შეცვალეს. „შედეგად, პირუტყვი ხარის ტუბერკულოზის ინფექციის მიმართ რეზისტენტული გახდა. ჩვენი კვლევა – ,,CISPR/Cas9″ სისტემის სოფლის მეურნეობაში განვითარების საფუძველს იძლევა,“ – აცხადებენ მეცნიერები.

თავდაპირველად ჩინელმა მეცნიერებმა მსხილფეხა საქონელში თაგვის გენის ჩანერგვა მოახდინეს, ხოლო შემდეგ ახალი გენომის რედაქტირების ხერხი გამოიყენეს, რომელიც უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა. ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტობის დასადგენად მათ კლონირებული ცხოველების სისხლის ნიმუშები აიღეს.

მეცნიერთა ნაწილი აღნიშნულ კვლევას სკეპტიკურად უყურებს, მათი განცხადებით, ავტორებმა არასაკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინეს იმის დასამტკიცებლად, რომ კლონირებული ხბოები ტუბერკულოზის მიმართ რეზისტენტულები არიან.

 

 წყარო: BBC

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2