close
ომუნიკაცია

ჩინეთი ინტერნეტ კონტროლის გამკაცრებას აპირებს

A map of China is seen through a magnifying glass on a computer screen showing binary digits in Singapore

ჩინეთმა საკამათო კიბერ უსაფრთხოების კანონის მისაღებად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მას შემდეგ, რაც ორშაბათს ქვეყნის პარლამენტმა კანონპროექტის მეორე მოსმენა გამართა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საშინაო და საგარეო ბიზნესზე და მისთვის დიდი ცენზურის დაწესების ტოლფასია.
ჩინეთი ინტერნეტზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. კანონი სოციალური მორალის დასაცავად და ამ მიზნით საზოგადოებასა და მთავრობაზე ზედამხედველობის დასაწესებლად ქსელის ოპერატორების შექმნას ითვალისწინებს. კანონპროექტში წერია, რომ ჩინელი მოქალაქეების პირადი და „მნიშვნელოვანი ბიზნეს მონაცემების“ შენახვა ქვეყნაში უნდა მოხდეს, რადგან მისი საზღვარგარეთ გატანა ხელისუფლების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
ჩინეთის პარლამენტს კანონპროექტის სრული ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია, ასევე უცნობია, როდის მიიღებენ კანონს.
კიბერ უსაფრთხოება ჩინეთის ეკონომიკურ პარტნიორებთან ურთიერთობაში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, განსაკუთრებით მოსაბეზრებელი საკითხია. ჩინეთის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ტერორიზმის მზარდი საფრთხის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია ინტერნეტ შეზღუდვები, რაც ისეთი უცხოური საიტების დაბლოკვას ითვალისწინებს, როგორიცაა Googleდა Facebook.
ჩინეთის მიერ მკაცრად განსაზღვრული წესები შეშფოთების წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მთავრობების, მრავალეროვნული კომპანიებისა და უფლებებადამცავი აქტივისტებისთვის, რომლებიც შიშობენ, რომ მთავრობა აღნიშნული კანონის ინტერპრეტირებას თავისი შეხედულებისამებრ მოახდენს.
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

ako.admin

The author ako.admin