close
სოფლიო

ჩინეთი ბოინგ 737 მაქს 8-ით ფრენების განხორციელებას წყვეტს

Capture

ჩინეთის საავიაციო მარეგულირებელმა ბოინგ 737 მაქს 8-ის თვითმფრინავებით  რეისების განხორციელება დროებით აკრძალა.

რეგულატორმა ეს გადაწყვეტილება გუშინდელი უბედური შემთხვევის გამო მიიღო, რომლის დროსაც ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა ბოინგ 737-მა კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი 157-ვე მგზავრის სიცოცხლე შეიწირა.

საავიაციო მარეგულირებლის გადაწყვეტილების თანახმად, ქვეყნის ყველა ავიაკომპანიამ  ბოინგ 737 მაქს 8-ის რეისები ადგილობრივი დროით საღამოს 6 საათამდე უნდა შეაჩერონ.

გუშინდელი კატასტროფა მეორეა, რომელიც ბოინგ 737 მაქს 8-მა  უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში განიცადა. ოქტომბრის კატასტროფის დროს ავიაკომპანია Lion Air-ის ამავე მოდელის თვითმფრინავის კატასტროფამ ბორტზე მყოფი 189 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

„ორივე უბედური შემთხვევის დროს  ბოინგ 737 მაქს 8-ის თვითმფრინავებმა კატასტროფა აფრენის ფაზაში განიცადეს. ეს მსგავსება გარკვეულ კითხვებს აჩენს,“ განაცხადა ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ.

კომპანია „ბოინგი“ მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ გამოძიებისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის მიზნით სპეციალურ ჯგუფს აგზავნის.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა არაა, სადაც მსგავსი აკრძალვა დაწესდა. ეთიოპიის ავიახაზებმა განაცხადა, რომ ჯერ-ჯერობით ფრენებს წყვეტს.

განცხადება გაავრცელა კაიმანის ავიახაზებმაც, სადაც აღნიშნულია, რომ ბოინგ 737 მაქს 8-ით რეისების განხორციელებას წყვეტს, სანამ „მეტი ინფორმაცია არ გახდება ცნობილი.“

იგივე გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ ამერიკის რამდენიმე ავიაკომპანიამაც.

წყარო : BBC
მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!