close
ედიცინა

ჩვილს ხერხემლის ოპერაცია მუცლად ყოფნის პერიოდში ჩაუტარდა

fetus-2-correct-size

ბრიტანეთში ჩვილს,რომელსაც ხერხემლის დეფექტის, ხერხემლის ნაპრალის, დიაგნოზი დაუსვეს,  ოპერაცია მუცლად ყოფნის პერიოდში ჩაუტარდა. ოპერაციას 30 მედიკოსისგან შემდგარი გუნდი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფოში  90 წუთის განმავლობაში ატარებდა. აღნიშნული ქირურგიული ჩარევა ბრიტანეთში პირველად ჩატარდა, თუმცა სხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და ავსტრალიაში, უკვე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა.

ჩატარებული პროცედურა სარისკო იყო არა მხოლოდ ნაყოფისთვის, არამედ დედისთვისაც.

ხერხემლის ნაპრალი გახლავთ მდგომარეობა, როდესაც მემბრანის ხერხემლის ძვლების განვითარება დაუსრულებელია. სტატისტიკის თანახმად, ბრიტანეთში ყოველი 1000 დაბადებული ჩვილისგან ერთს ნერვული მილის დეფექტი – ხერხემლის ნაპრალი აქვს. დაავადება დაკავშირებულია გენეტიკურ ფაქტორებთან და ფოლიუმის მჟავის არასაკმარის მიღებასთან.

დეფექტის ყველაზე მწვავე ფორმამ – მიელოენენოციკლმაშესაძლოა გამოიწვიოს უამრავი პრობლემა დამოუკიდებლად სიარულით დაწყებული სწავლის უნარის დაქვეითებით დამთავრებული.

წარსულში ქირურგები დაზიანებულ ხერხემალს ხურავდნენ ბავშვის დაბადებისთანავე და ეს საკმაოდ ინვაზიური სამედიცინო პროცედურა იყო, რომელიც მოიცავდა დაზიანებული მონაკვეთის დახურვას და ხერხემლის სითხის დაგროვების თავიდან აცილების მიზნით დროებითი შუნტის ჩადგმას.

დაახლოებით ოცი წლის წინ აშშ-ში, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ქირურგებმა 23 კვირის ნაყოფს ნაპრალის დახურვის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარეს.

პროცედურა დღესაც უცვლელია : დედის საშვილოსნოზე გაკეთებული განაჭერისგან ექიმები ნაყოფის დაზიანებულ მემბრანებს ხურავენ. ნაყოფი დაბადებამდე მოძლიერებას ასწრებს. ქირურგიული ჩარევა საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში დაკავშირებულია ისეთ რისკებთან, როგორიცაა ნაადრევი მშობიარობა ან ინფექცია, თუმცა ამცირებს სანაყოფე წყლებისგან ქსოვილების დაზიანების საშიშროებას.

მედიკოსები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ : ოპერაცია ნაყოფს გამოჯანმრთელების შანსსაძლევს, თუმცა ის დაკავშირებულია სიკვდილისა და დაინვალიდების რისკთან. ამ დილემის გადასაჭრელად დღემდე არაერთი კვლევაა ჩატარებული. გადამწყვეტი აღმოჩნდა 2011 წელს გამოქვეყნებული კვლევა – მიელოენინგოკალის შესწავლის მართვ, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ადრეული ჩარევა შუნტირების საჭიროებას ამცირებს და ბავშვის მოძრაობის უნარს აუმჯობესებს.

მეცნიერთა მტკიცებით, არიან ბავშები, რომლებსაც აღნიშნული ოპერაცია დედის საშვილოსნოშივე ჩაუტარდათ და დღესისინი ჩვეულებრივად დადიან. „რომ არა ეს ოპერაცია, ისინი ვერასდროს შეძლებდნენ ამას,“ აღნიშნავენ მედიკოსები.

წყარო : www.sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2