close
ედიცინააქართველო

შინმოვლის სერვისი 185 000 ადამიანს სჭირდება,  მომსახურებით კი – მხოლოდ 5% სარგებლობს

gaiozi

საქართველოში დაახლოებით 185 000 ადამიანი გრძელვადიან ზრუნვასა და მკურნალობას – შინმოვლას საჭიროებს. შესაბამისი მონაცემები მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებშია ასახული.

დღეისათვის, ბენეფიციარებს შინმოვლის მომსახურებას ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები დონორების დახმარებით აწვდიან. თუმცა, ის ძირითადად სოციალურად დაუცველი თემისთვის არის განკუთვნილი. შინმოვლის სერვისს სახელმწიფო ფრაგმენტულად აფანინასებს (სერვისი გათვალისწინებულია პალიატიური ზრუნვის პროგრამაში) და ჯანდაცვის პროგრამებში თითქმის არ არის გათვალისწინებული.

როგორც „საქართველოს კარიტასის“ ჯანდაცვის პროგრამის მენეჯერი  – გაიოზ ყუბანეიშვილი ამბობს, დღეისათვის, საერთო ჯამში შინმოვლის სერვისით ბენეფიციარების მხოლოდ 5 პროცენტი სარგებლობს (,,კარიტასი“ ერთ პროცენტს ფარავს), დანარჩენი კი კვალიფიციური სერვისის მიღმა რჩება – მათ მომსახურებას უწევენ ოჯახის წევრები ან მომვლელი, რასაც თან ერთვის არასათანადო სერვისი და მომსახურების დაბალი ხარისხი.

სერვისს მიღმა დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიციური მომსახურების მისაწოდებლად, ორგანიზაცია შინმოვლის ფასიან მომსახურებას ნერგავს.

გაიოზ ყუბანეიშვილის განცხადებით, მომსახურების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად, მკურნალობისა და ზრუნვის თანამედროვე მეთოდების შესწავლის მიზნით, მათთან მოქმედებს სამედიცინო პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, რომელიც გერმანელი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. ორგანიზაციის ინიციატივით, შემუშავდა შინმოვლის სასწავლო მოდული და ყოველწლიურად 400 სტუდენტი პროგრამას პროფესიულ სასწავლებლებში გადის.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2