close
Knops სმენა

ტექნოლოგიები განუწყვეტლივ ვითარდება, ტექნიკური პროგრესი არნახული სიჩქარით მიექანება წინ და ცხადია, გამომგონებლები, დიზაინერები და მეცნიერები სულ უფრო და უფრო გასაოცარ ნივთებს, ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს შემოგვთავაზებენ, რომლებიც ჩვენ ცხოვრებას უფრო მარტივს, სახალისოსა და საინტერესოს გახდიან.

ყურსაცობები „Knops-ი“ გარეგნულად ძალიან ჰგავს ყურსასმენებს, თუმცა მათგან განსხვავებით, ის ხმას კი არ გადასცემს, არამედ პირიქით – ახშობს. მარეგულირებელი ღილაკის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ ხმაურის ის ნორმა, რომელიც მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ ხმაური არ დაახშოთ, ან პირიქით –  სრულ სიჩუმეში იმოძრაოთ გადატვირთულ ქუჩებში. სტარტაპი „Knop-იs“ გამოგონების დღიდანვე ჩაეშვა საცდელ წარმოებაში და პირველმა ბედნიერმა მფლობელებმა უკვე გამოსცადეს მათი გამოყენების შედეგად მიღებული სიამოვნება.

წყარო: Theverge.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯიჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2