close
ულტურააქართველო

ქართული ღვინო იაპონიაში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

wine-georgia

იაპონიაში ყოველწლიური კონკურსი  – „საკურა“ (The 6rd “Sakura” JapanWomen’sWineAwards 2019) გაიმართა, რომელიც, წელს, მეექვსედ ჩატარდა. მასში 33 ქვეყნის 4 000 მეტი დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ჟიურის წევრები კი, იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონები – სომელიეები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები იყვნენ.

კონკურსში  ერთ-ერთმა ცნობილმა ქართულმა კომპანიამ „მეღვინეობა ვაზიანი“  გაიმარჯვა. ბრენდის ღვინო „ქისი 2017″ უმაღლესი ჯილდოს, “ბრილიანტის”  მფლობელი გახდა.

Image may contain: 3 people, people smiling, suit and text

აღსანიშნავია ისიც, რომ  თებერვალში, საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ სხვადასხვა დასახელების ქართულმა ღვინოებმა 24 ჯილდო – 2 ორმაგი ოქრო, 15 ოქრო და 7 ვერცხლის მედალი – მოიპოვა.

როგორც ღვინის ოფიციალურ სააგენტოში ამბობენ, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე  ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას იაპონიის ღვინის ბაზარზე.

იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს 2014 წლიდან ახორციელებს. გასულ წელს იაპონიაში 212 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 37%-ით აღემატება 2017 წლის მონაცემს.

Image result for georgian wines

აღსანიშნავია, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, 2019 წლის 10 მარტიდან 7 მაისამდე მასშტაბური პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიმართება.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2