close
ს საინტერესოასოფლიო

ფუტურისტული ტუალეტი Microsoft-ის შემქმნელისგან – უნიტაზი წყლისა და მილების გარეშე

A man looks at a toilet design by Cranfield University at the Reinvented Toilet Expo showcasing sewerless sanitation technology in Beijing

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ბილ გეითსმა ფუტურისტული ტუალეტი წარმოადგინა, რომელსაც წყალი და საკანალიზაციო მილები არ ჭირდება და ფეკალურ მასებს ქიმიკატების საშუალებით ამუშავებს.

როგორც ბილ გეითსმა როიტერსთან საუბარში განაცხადა, ტუალეტის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ქვეყანაშია დამზადებული. ზოგი -ჩინეთში, ზოგი ტაილანდში, ზოგი კი – შეერთებულ შტატებში.

ტუალეტი, რომელიც გეითსის განცხადებით, ბაზარზე გასატანად მზადაა, იმ სამეცნიერო პროექტების იდეაა, რომელსაც ბილ და მელინდა გეითსების ფონდი აფინანსებს. ეს გახლავთ მსოფლიოს უდიდესი ფილანტროფული ორგანიზაცია.

ბილ გეითსის განმარტებით, ახალ ტუალეტსა და დღევანდელ ტუალეტებს შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როგორიც თანამედროვე კომპიუტერსა და თავდაპირველად შექმნილ კომპიუტერს შორის.

არასათანადო სანიტარული მდგომარეობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ხუთწლამდე ასაკის ბავშვი იღუპება, ხოლო ჯანდაცვის ხარჯები 200 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

გეითსის ფონდმა პროექტზე დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა და იმისათვის, რომ ტუალეტები ფართომასშტაბიანი დისტრიბუციისთვის იყოს ხელმისაწვდომი სავარაუდოდ დამატებით იმავე რაოდენობის თანხაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ გეითსის ფონდმა ტუალეტის პრეზენტაცია ჩინეთში გამართა, რომლის პრეზიდენტმა სი ძინპინი ქვეყანაში სამწლიანი „ტუალეტის რევოლუცია“ დააანონსა, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის 64,000 საზოგადოებრივი  ტუალეტის მშენებლობა იგეგმება, რომლის მიზანი ტურიზმის განვითარება და ეკონომიკის ზრდაა.

გეითსი აცხადებს, რომ შემდგომი ნაბიჯი მწარმოებლების წახალისებაა. მისი პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის ტუალეტების ბაზარი 6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
წყარო : https://www.reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2