close
ედიცინა

უპრეცედენტო შემთხვევა მსოფლიოში: გარდაცვლილი დონორის საშვილოსნოს საშუალებით ქალმა გოგონა გააჩინა

Medical team hold the first baby born via uterus transplant from a deceased donor, at the hospital in Sao Paulo

ბრაზილიაში ქალმა გარდაცვლილი დონორისგან გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით გოგონა გააჩინა. ექიმები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა.

აქამდე მედიკოსებს აშშ-ში, ჩეხეთსა და თურქეთში 10 მსგავსი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ბავშვის გაჩენა ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა.

გოგონა საკეისრო კვეთის შედეგად დედის ორსულობის 35 კვირაზე გაჩნდა და ის დაბადებისას 2,550 კგ-ს იწონიდა.

ცოცხალი დონორიდან გადანერგილი საშვილოსნოს საშუალებით შვედეთში 2013 წელს დაიბადა. მეცნიერებს დღემდე ამ გზით ბავშვის გაჩენის 39 მცდელობა ჰქონდათ, რომლისგანაც დადებითი შედეგით 11 დასრულდა.

ექსპერტთა შეფასებით, უშვილობის პრობლემა მსოფლიოში რეპროდუქციული ასაკის მქონე წყვილების 10-15 პროცენტს აქვს. მათგან 500 ქალიდან ერთს საშვილოსნოს პრობლემები აქვს.

მანამ, სადამ საშვილოსნოს გადანერგვა გახდა შესაძლებელი, შვილის ყოლის ერთადერთი გზა ბავშვის აყვანა ან სუროგაცია იყო. ბრაზილიის შემთხვევაში კი დედა საშვილოსნოს გარეშე, ანუ Rokitansky-Küster-Hauser-ის სინდრომით დაბადებული იყო. რაც შეეხება დონორს, ის 45 წლის ასაკში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

ტრანსპლანტაციის პროცედურიდან 5 თვის შემდეგ ულტრაბგერითი სკანირება ნორმალური იყო, რეციპიენტს კი რეგულარული ციკლი ჰქონდა. ქალის წინასწარ განაყოფიერებული და გაყინული კვერცხუჯრედების ტრანსპლანტაცია საშვილოსნოს გადანერგვიდან 7 თვის შემდეგ განახორციელეს. 10 დღის შემდეგ ორსულობა დადასტურდა.

7 თვის ბრაზილიელი გოგონა ამჟამად 7 თვისაა, ძუძუთი კვებას განაგრძობს და 7.2 კგ-ს იწონის.

წყარო : Reuters

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2