close
კოლოგიავლევებისოფლიოოლიტიკა

საფრანგეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთების გამოყენება აიკრძალა

პლასტიკატი საფრანგეთი

საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, პლასტმასისგან დამზადებული ყველა სახის ყოველდღიური მოხმარების ნივთები, მათ შორის, ჭურჭელი – მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება.

კანონი ძალაში 2020 წლიდან შევა. ინიციატივა საფრანგეთის ხელისუფლების  პროგრამის – „ენერგოტრანზიციია მწვანე ზრდისთვის“ ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საფრანგეთის უფრო ეფექტიანად და აქტიურად ჩაერთოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის აქტივობებში.

სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ხელისუფლების ინიციატივას, თუმცა მეორე ნაწილის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი არღვევს ევროკავშირის კანონს საქონლის თავისუფალი გადაადგილების შესახებ.

ორგანიზაცია „Pack2Go Europe-ის“ განცხადებით, რომელიც ევროპის შემფუთველ ორგანიზაციებს აერთიანებს, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ შეაჩერონ კანონის ამოქმედება –  არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ ევროპის კონტინენტზეც.

„ჩვენ ევროპულ საბჭოს ვთხოვთ, რომ მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას, თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ არ დავნებდებით.“- განაცხადა „Pack2go Europe-ის“ გენერალურმა მდივანმა. მისივე განცხადებით, მეცნიერულად არ არის დამტკიცებული, იქნება თუ არა აღნიშნული კანონპროექტი საკმარისად ეფექტიანი გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შემცირების მხრივ. პრობლემა შესაძლოა წარმოიშვას თავად მოქალაქეებში, რომლებმაც შესაძლოა ვერ გააცნობიერონ რას ნიშნავს ბიოლოგიური ნარჩენებისგან მიღებული პროდუქტი და დატოვონ ყოველდღიური მოხმარების, თუ სხვა ნივთები ბუნებაში, რადგან შეცდომით ეგონებათ, რომ ამით ბუნებას ზიანი არ მიადგება.

 

წყარო: The world economic forum

მასალა მოამზადა: ცირა შვანგრაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2